მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპენსიო რევოლუცია - ვის რამდენი შეხვდება?!
საპენსიო რევოლუცია - ვის რამდენი შეხვდება?!

სა­პენ­სიო რე­ფორ­მის მო­დე­ლი უკვე ცნო­ბი­ლია - 2018 წლი­დან დაგ­რო­ვე­ბი­თი სის­ტე­მა ამოქ­მედ­დე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მო­ქა­ლა­ქე სა­პენ­სიო ფონდში ხელ­ფა­სის 2%-ს გა­და­რი­ცხავს, 2-2%-ს კი დამ­საქ­მე­ბე­ლი და სა­ხელ­მწი­ფო. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, გარ­კვე­უ­ლია ისიც, რომ სა­ბა­ზი­ოს პენ­სია ინფლა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად გა­იზ­რდე­ბა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ბოლო წლე­ბის ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბელს, გა­მო­დის, რომ პენ­სი­ა­ზე და­ნა­მა­ტი ყო­ველ­წლი­უ­რად მხო­ლოდ 5-7 ლა­რის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა.

მთავ­რო­ბა­ში ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მა პენ­სი­ო­ნე­რე­ბის უკეთ დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს. სპე­ცი­ა­ლის­ტთა ერთი ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ სის­ტე­მა არ გა­ა­მარ­თლებს. მე­ტიც, ისი­ნი მთავ­რო­ბას "სხვი­სი ფუ­ლის გან­კარ­გვის­გან" თა­ვის შე­კა­ვე­ბას ურ­ჩე­ვენ.

დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო რე­ფორ­მის პრინ­ცი­პი შემ­დე­გია - სის­ტე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლი და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი კონ­ტრი­ბუ­ცის სა­ხით გა­ი­ღებს ხელ­ფა­სის 2%-ს, და­ნარ­ჩენ 2-2%-ს კი დამ­საქ­მე­ბე­ლი და სა­ხელ­მწი­ფო გა­და­იხ­დის. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ თან­ხის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­პენ­სიო ასა­კის შემ­დეგ შეძ­ლე­ბენ, თუმ­ცა არ­სე­ბობს გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც.

"მთლი­ა­ნი შე­ნა­ტა­ნი 6% იქ­ნე­ბა. ეს თან­ხა არ და­ი­ბეგ­რე­ბა. შემ­დეგ ამ თან­ხის ინ­ვეს­ტი­რე­ბა ეკო­ნო­მი­კა­ში მოხ­დე­ბა. მათ და­ე­რი­ცხე­ბა მო­გე­ბა, გა­იზ­რდე­ბა ყო­ველ­თვი­უ­რად, ყო­ველ­წლი­უ­რად. მო­ქა­ლა­ქე თან­ხას გა­მო­ი­ყე­ნებს, რო­დე­საც სა­პენ­სიო ასაკს მი­აღ­წევს", - გა­ნა­ცხა­და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს სა­პენ­სიო რე­ფორ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ოთარ ძი­ძი­კაშ­ვილ­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ დამ­საქ­მებ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გე­ბა და ეს მათ არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ შე­უქ­მნის: "ვფიქ­რობ, ეს არ არის ხარ­ჯი, არა­მედ ზო­გა­დად, სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­მა­ტე­ბი­თი კომ­პო­ნენ­ტე­ბის და­წე­სე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს 2%-იანი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არის მცი­რე, არ სჭირ­დე­ბა დიდი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას ტვირ­თად არ და­აწ­ვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ძი­ძი­კაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­სე­ბულ პენ­სი­ო­ნე­რებს, მათი თან­ხა ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ნი­მუმ ინფლა­ცი­ის დო­ნეს­თან ერ­თად მო­ი­მა­ტებს.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ფორ­მა შედ­გე­ბა ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტის­გან. ერთი ეხე­ბა ახ­ლან­დელ პენ­სი­ო­ნე­რებს. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ მათი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ვაძ­ლი­ე­როთ და გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ. ამი­ტო­მაც შე­მოგ­ვაქვს მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც გა­ამ­ყა­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი პენ­სი­ის ფუნ­ქცი­ას. ჩვე­ნი კონ­ცეფ­ცი­ის თა­ნახ­მად, შე­მუ­შავ­დე­ბა ინ­დექ­სა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი და პენ­სია ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ნი­მუმ მო­ი­მა­ტებს ინფლა­ცი­ის დო­ნეს­თან ერ­თად. დღეს პენ­სი­ო­ნე­რი, პრაქ­ტი­კუ­ლად, და­უც­ვე­ლია ინფლა­ცი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის­გან. არ არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რად ის მე­თო­დი, რი­თაც ხდე­ბა არ­სე­ბუ­ლი პენ­სი­ის მა­ტე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ძი­ძი­კაშ­ვილ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, მი­ნი­მა­ლუ­რი მა­ტე­ბა უნდა უტოლ­დე­ბო­დეს ინფლა­ცი­ას, თუმ­ცა ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა, კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბაც გახ­დეს სა­ჭი­რო.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

საპენსიო რევოლუცია - ვის რამდენი შეხვდება?!

საპენსიო რევოლუცია - ვის რამდენი შეხვდება?!

საპენსიო რეფორმის მოდელი უკვე ცნობილია - 2018 წლიდან დაგროვებითი სისტემა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქე საპენსიო ფონდში ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, 2-2%-ს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, გარკვეულია ისიც, რომ საბაზიოს პენსია ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება. თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლების ინფლაციის მაჩვენებელს, გამოდის, რომ პენსიაზე დანამატი ყოველწლიურად მხოლოდ 5-7 ლარის ფარგლებში იქნება.

მთავრობაში ირწმუნებიან, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა პენსიონერების უკეთ დაცვას უზრუნველყოფს. სპეციალისტთა ერთი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სისტემა არ გაამართლებს. მეტიც, ისინი მთავრობას "სხვისი ფულის განკარგვისგან" თავის შეკავებას ურჩევენ.

დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პრინციპი შემდეგია - სისტემაში მონაწილეობის მსურველი დაქირავებით დასაქმებული კონტრიბუცის სახით გაიღებს ხელფასის 2%-ს, დანარჩენ 2-2%-ს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო გადაიხდის. მოქალაქეები ამ თანხის გამოყენებას საპენსიო ასაკის შემდეგ შეძლებენ, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.

"მთლიანი შენატანი 6% იქნება. ეს თანხა არ დაიბეგრება. შემდეგ ამ თანხის ინვესტირება ეკონომიკაში მოხდება. მათ დაერიცხება მოგება, გაიზრდება ყოველთვიურად, ყოველწლიურად. მოქალაქე თანხას გამოიყენებს, როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწევს", - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ დამსაქმებლებთან კომუნიკაცია შედგება და ეს მათ არანაირ პრობლემას არ შეუქმნის: "ვფიქრობ, ეს არ არის ხარჯი, არამედ ზოგადად, სოციალური პასუხისმგებლობის დამატებითი კომპონენტების დაწესება. სახელმწიფოს 2%-იანი თანამონაწილეობა არის მცირე, არ სჭირდება დიდი ფინანსური რესურსი და აქედან გამომდინარე, მას ტვირთად არ დააწვება", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

რაც შეეხება არსებულ პენსიონერებს, მათი თანხა ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონესთან ერთად მოიმატებს.

"აღნიშნული რეფორმა შედგება ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან. ერთი ეხება ახლანდელ პენსიონერებს. ჩვენი მიზანია, რომ მათი სოციალური მდგომარეობა გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ. ამიტომაც შემოგვაქვს მექანიზმი, რომელიც გაამყარებს სოციალური პენსიის ფუნქციას. ჩვენი კონცეფციის თანახმად, შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი და პენსია ყოველწლიურად მინიმუმ მოიმატებს ინფლაციის დონესთან ერთად. დღეს პენსიონერი, პრაქტიკულად, დაუცველია ინფლაციური მოვლენებისგან. არ არსებობს რეალურად ის მეთოდი, რითაც ხდება არსებული პენსიის მატება", - აღნიშნა ძიძიკაშვილმა.

მისი განმარტებით, მინიმალური მატება უნდა უტოლდებოდეს ინფლაციას, თუმცა ზოგჯერ შეიძლება, კოეფიციენტის შემუშავებაც გახდეს საჭირო.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია