საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო: წვიმიანი ბათუმი და პრემიერი ქოლგით
დღის ფოტო: წვიმიანი ბათუმი და პრემიერი ქოლგით

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი 16 მარტს ბა­თუმ­ში რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის სა­ფუძ­ვლის ჩაყ­რას და­ეს­წრო. ძლი­ე­რი წვი­მის მი­უ­ხე­და­ვად, მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად და­ათ­ვა­ლი­ე­რა. ცე­რე­მო­ნი­ას მას­თან ერ­თად აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ ხა­ბა­ძე, აჭა­რის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი და უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ავ­თან­დილ ბე­რი­ძეც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ფოტო გა­და­ი­ღეს, რო­მე­ლიც დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა. კვი­რი­კაშ­ვი­ლი ქოლ­გით ხელ­ში ხა­ბა­ძეს­თან ერ­თად ტო­ვებს მშე­ნე­ბა­რე ობი­ექტს. კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო უკა­ნა ფონ­ზე მდგა­რი ავ­თან­დილ ბე­რი­ძეა, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად ქოლ­გი­სა და ქოლ­გის დამ­ჭე­რის გა­რე­შეა წვი­მი­ან ბა­თუმ­ში (ალ­ბათ ყვე­ლას გახ­სოვთ ბე­რი­ძის ფო­ტო­ზე ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟი, რო­მელ­ზეც აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს გვერ­დით ქოლ­გი­ა­ნი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოჰ­ყვე­ბა).

ბა­თუ­მის მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო 170 სა­წოლ­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი. იგი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით და ინ­ვენ­ტა­რით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი და პა­ცი­ენ­ტებს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას შეს­თა­ვა­ზებს. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი­დან 22 მლნ ლა­რით და­ფი­ნანსდე­ბა. მშე­ნებ­ლო­ბა­ზე 30 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი, სა­მო­მავ­ლოდ კი 60-მდე გა­იზ­რდე­ბა. მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა 2018 წლის გა­ზა­ფხულ­ზე დას­რულ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

დღის ფოტო: წვიმიანი ბათუმი და პრემიერი ქოლგით

დღის ფოტო: წვიმიანი ბათუმი და პრემიერი ქოლგით

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 16 მარტს ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის საფუძვლის ჩაყრას დაესწრო. ძლიერი წვიმის მიუხედავად, მთავრობის ხელმძღვანელმა მიმდინარე სამუშაოები თანმხლებ პირებთან ერთად დაათვალიერა. ცერემონიას მასთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეც ესწრებოდნენ.

ჟურნალისტებმა საინტერესო ფოტო გადაიღეს, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში ვრცელდება. კვირიკაშვილი ქოლგით ხელში ხაბაძესთან ერთად ტოვებს მშენებარე ობიექტს. კიდევ უფრო საინტერესო უკანა ფონზე მდგარი ავთანდილ ბერიძეა, რომელიც ამჯერად ქოლგისა და ქოლგის დამჭერის გარეშეა წვიმიან ბათუმში (ალბათ ყველას გახსოვთ ბერიძის ფოტოზე ატეხილი აჟიოტაჟი, რომელზეც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გვერდით ქოლგიანი ახალგაზრდა მამაკაცი მოჰყვება).

ბათუმის მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. იგი თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით დაფინანსდება. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ კი 60-მდე გაიზრდება. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."