პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ითხოვენ დილერები მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით
რას ითხოვენ დილერები მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით

მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი იმ­პორ­ტის შე­ზღუდ­ვა­ზე მათ­თვის მი­ცე­მუ­ლი ერ­თწ­ლი­ა­ნი ვა­დის მი­ნი­მუმ 2 წლამ­დე გაზ­რდას მო­ი­თხო­ვენ. რო­გორც "ჯეი.ეფ.აი.სი"-ს დი­რექ­ტორ­მა ზვი­ად ზი­ზი­აშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ერთი წელი არ არის საკ­მა­რი­სი ვადა, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ამო­ღე­ბა მოხ­დეს და სა­ჭი­როა აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დის 2 წლამ­დე გა­ხან­გრძლი­ვე­ბა.

"ჩვენ­თან თავ­და­პირ­ვე­ლად იყო შეხ­ვედ­რა ბიზ­ნე­სომ­ბუდსმენ­თან და შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. სა­მი­ნის­ტროს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო ერ­თწ­ლი­ან ვა­და­ზე. ჩვენ­თვის ერ­თწ­ლი­ა­ნი ვადა არა­ნა­ირ ამინდს არ ცვლის ბა­ზა­ზე და ეს საკ­მა­რი­სი არ არის. შეხ­ვედ­რა­ზე ით­ქვა, რომ სა­ნამ სა­მი­ნის­ტრო სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა­ზე გა­ი­ტან­და კა­ნონპ­რო­ექტს, კი­დევ მოხ­დე­ბო­და ჩვენ­თან შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ეს შეხ­ვედ­რა არ მომ­ხდა­რა. მას შემ­დეგ ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­ვი­და სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა­ზე და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რომ ერთ წელს მის­ცე­მენ ამ ბიზ­ნესს ვა­დად, რაც საკ­მა­რი­სი არ არის. ჩვენ მო­გე­ბა­ზე არ გვაქვს სა­უ­ბა­რი. ერთ წელ­ში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის ამო­ღე­ბა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად ზი­ზი­აშ­ვილ­მა.

კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის შემ­დეგ მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ყიდ­ვა 40%-ით შემ­ცირ­და, რაც ბა­ზარ­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხა. მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ერ­თწ­ლი­ა­ნი ვა­დის ორ წლამ­დე გა­ხან­გრძლი­ვე­ბის მო­თხოვ­ნით შა­ბათს იგეგ­მე­ბა მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, რო­მე­ლიც და­ი­წყე­ბა დიდი დიღ­მი­დან და დას­რულ­დე­ბა შს სა­მი­ნის­ტროს­თან.

გარ­და ამი­სა, კვი­რას, რუს­თა­ვის ავ­ტო­ბაზ­რო­ბა­ზე მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი გეგ­მა­ვენ ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას.

რას ითხოვენ დილერები მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით

რას ითხოვენ დილერები მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტიორი კომპანიები იმპორტის შეზღუდვაზე მათთვის მიცემული ერთწლიანი ვადის მინიმუმ 2 წლამდე გაზრდას მოითხოვენ. როგორც "ჯეი.ეფ.აი.სი"-ს დირექტორმა ზვიად ზიზიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთი წელი არ არის საკმარისი ვადა, რომ აღნიშნულ საქმიანობაში ჩადებული ინვესტიციების ამოღება მოხდეს და საჭიროა აღნიშნული ვადის 2 წლამდე გახანგრძლივება.

"ჩვენთან თავდაპირველად იყო შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან და შს სამინისტროს წარმომადგენლებთან. სამინისტროს შემოთავაზება იყო ერთწლიან ვადაზე. ჩვენთვის ერთწლიანი ვადა არანაირ ამინდს არ ცვლის ბაზაზე და ეს საკმარისი არ არის. შეხვედრაზე ითქვა, რომ სანამ სამინისტრო საკომიტეტო მოსმენაზე გაიტანდა კანონპროექტს, კიდევ მოხდებოდა ჩვენთან შეხვედრა, თუმცა ჯერჯერობით ეს შეხვედრა არ მომხდარა. მას შემდეგ ინიციატივა გავიდა საკომიტეტო მოსმენაზე და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ერთ წელს მისცემენ ამ ბიზნესს ვადად, რაც საკმარისი არ არის. ჩვენ მოგებაზე არ გვაქვს საუბარი. ერთ წელში ჩადებული ინვესტიციის ამოღება ვერ მოხერხდება", - განაცხადა ზვიად ზიზიაშვილმა.

კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვის შესახებ გავრცელებული ინიციატივის შემდეგ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გაყიდვა 40%-ით შემცირდა, რაც ბაზარზე უარყოფითად აისახა. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთწლიანი ვადის ორ წლამდე გახანგრძლივების მოთხოვნით შაბათს იგეგმება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საპროტესტო აქცია, რომელიც დაიწყება დიდი დიღმიდან და დასრულდება შს სამინისტროსთან.

გარდა ამისა, კვირას, რუსთავის ავტობაზრობაზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტიორი კომპანიები გეგმავენ ერთობლივი განცხადების გაკეთებას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია