პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 5 პირი, რომლებიც ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა
ვინ არის 5 პირი, რომლებიც ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა

ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ხუთი პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­კეთ­და:

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ბრალ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო. საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2015 წლის 26 დე­კემ­ბერს, გელა ღურწკა­ი­ამ, ქ.თბი­ლის­ში, გუ­და­უ­რის ქუჩა N7-ში მდე­ბა­რე შპს "მე­დი­აჰოლ­დინ­გი ქრო­ნი­კა+"-ის ოფის­ში, ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტორს ელი­სო კი­ლა­ძეს, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბის მიზ­ნით, წა­რუდ­გი­ნა სხვი­სი პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ვე­ლი უკა­ნო­ნო ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი. 2016 წლის 3 თე­ბერ­ვალს მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ იქნა გელა ღურწკა­ია, რომ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბულ იქნა მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი, სა­დაც ჩა­წე­რი­ლი იყო სხვი­სი პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით და­ად­გი­ნა გელა ღურწკა­ი­ას მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა და და­ნა­შა­ულ­ში ჩარ­თუ­ლი იმ პირ­თა წრე, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ღე­ბუ­ლობ­დნენ ხსე­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­პო­ვე­ბა­სა და გავ­რცე­ლე­ბა­ში. კერ­ძოდ, 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში, შს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ნი­კო­ლოზ ხა­ჭა­პუ­რი­ძე და­უ­კავ­შირ­და გელა ღურწკა­ი­ას, რო­მელ­საც ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ შეს­თა­ვა­ზა ერთ-ერთი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის მე­დია ჰოლ­დინგ "ქრო­ნი­კა+"-ის დი­რექ­ტო­რი­სათ­ვის - ელი­სო კი­ლა­ძი­სათ­ვის გა­სა­ღე­ბა. თა­ვის მხრივ, ნი­კო­ლოზ ხა­ჭა­პუ­რი­ძეს ხსე­ნე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­დას­ცა მის­მა მე­გო­ბარ­მა ინგა ჩა­ტო­ი­ან­მა, რო­მელ­მაც ვი­დე­ო­ე­ბი, თა­ვის მხრივ 2015 წლის ზა­ფხულ­ში, მათი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, ად­ვო­კატ ირაკ­ლი ფხა­ლა­ძის­გან მო­ი­პო­ვა. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ 2014 წელს, ად­ვო­კატ­მა ირაკ­ლი ფხა­ლა­ძემ ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი აუ­დიო და ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­მო­არ­თვა ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვილს და გა­და­წყვი­ტა ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ მათი გავ­რცე­ლე­ბა. ად­ვო­კატ ირაკ­ლი ფხა­ლა­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად, 2016 წლის 13 მარტს ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ბრალ­დე­ბუ­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი, სა­დაც ინა­ხე­ბო­და ხსე­ნე­ბუ­ლი და სხვა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რო­გორც დგინ­დე­ბა შექ­მნი­ლია 2012 წლის ივ­ნი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვილს, რო­მელ­მაც ად­ვო­კატ ირაკ­ლი ფხა­ლა­ძეს მი­ა­წო­და ხსე­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, ჰყავს შვი­ლი ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2012 წლის 18 ივ­ლი­სი­დან - 2012 წლის 15 ოქ­ტომ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ობ­და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ტი­ულ-ტექ­ნი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის მე­ო­თხე სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

ამ ეტაპ­ზე მო­ცე­მულ საქ­მე­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­წყე­ბუ­ლია: გელა ღურწკა­ი­ას, ნი­კო­ლოზ ხა­ჭა­პუ­რი­ძის, ინგა ჩა­ტო­ი­ა­ნის, ირაკ­ლი ფხა­ლა­ძის მი­მართ, და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 157-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ხუთ წლამ­დე ვა­დით. 2016 წლის 14 მარტს, ბრალ­დე­ბუ­ლად და­კა­ვე­ბულ იქნა ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი, და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 157-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით.

ამავდრო­უ­ლად, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებს გა­მო­ძი­ე­ბას მიმ­დი­ნა­რე წლის 11 და 14 მარტს ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო მა­სა­ლე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი პი­რე­ბის დად­გე­ნა-და­კა­ვე­ბის მიზ­ნით. ხსე­ნე­ბულ საქ­მე­ზე შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი პრო­კუ­რა­ტუ­რის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, უწყვეტ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და და მიმ­დი­ნა­რე­ობს აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, კერ­ძოდ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­ცე­მულ იქნა სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მად სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის თხოვ­ნა გა­ეგ­ზავ­ნა აშშ-ს კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებს, ყო­უ­ტუ­ბე-ს, ფა­ცე­ბო­ოკ-ს და გო­ოგ­ლე-ს სერ­ვე­რე­ბი­დან - IP მი­სა­მარ­თე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რათა დად­გინ­დეს ის ქვე­ყა­ნა, სა­ი­და­ნაც გან­ხორ­ცი­ელ­და ვი­დე­ო­მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში და მოხ­დეს ხსე­ნე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი ინ­ტერ­ნეტ-მოხ­მა­რე­ბე­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რის მიერ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მო­თხოვ­ნი­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ასე­ვე მო­ი­ცავს იმის დად­გე­ნა­საც, თუ კონ­კრე­ტუ­ლად ვინ შექ­მნა ფა­ცე­ბო­ოკ-ის გვერ­დი პო­ლი­ტი­კო­სის სა­ხე­ლით, სა­ი­და­ნაც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და სხვა პი­რებ­თან და­იგ­ზავ­ნა ვებგ­ვერ­დის ლინ­კი, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ვი­დე­ო­მა­სა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­მარ­თა ყო­უ­ტუ­ბე-ის ცენ­ტრა­ლურ ოფისს ვი­დე­ო­მა­სა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ფიქ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნით, ვი­ნა­ი­დან ვებგ­ვერ­დის მიერ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში არ წაშ­ლი­ლი­ყო IP მი­სა­მარ­თე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის მიერ, შე­სა­ბა­მი­სი ვებგ­ვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და­უ­ყო­ნებ­ლივ იქნა გაგ­ზავ­ნი­ლი პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის ბლო­კი­რე­ბის და სა­ი­ტი­დან მოხ­სნის მო­თხოვ­ნა, რაც დაკ­მა­ყო­ფილ­და.

ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­მავ­რცე­ლებ­ლის დად­გე­ნის და ამ საქ­მე­ზე და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, ქ.თბი­ლის­ში, ჩა­ტარ­და 6 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კა, 5 სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტი­დან გა­მო­თხო­ვილ იქნა გარე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, მო­ცე­მულ დრომ­დე უწყვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დეო-აუ­დიო მა­სა­ლის შეს­წავ­ლა. ამო­ღე­ბულ კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კა­ზე და­ნიშ­ნულ იქნა კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, გა­მო­კი­თხულ იქნა 10 პი­როვ­ნე­ბა, ამას­თან გა­მო­კი­თხულ იქ­ნენ ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ვი­საც პი­რა­დი ფა­ცე­ბო­ოკ-ის გვერ­დზე და­ეგ­ზავ­ნათ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, მოწ­მე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დათ­ვა­ლი­ერ­და აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ელექტრო­ნუ­ლი მი­მო­წე­რა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სამი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში კომ­პლექ­სურ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს ინ­ტენ­სი­ურ გა­მო­ძი­ე­ბას ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტე­ბის სრუ­ლად გა­მო­სა­ძი­ებ­ლად და ამ და­ნა­შა­ულ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი ყვე­ლა პი­რის გა­მო­სავ­ლე­ნად, რა მიზ­ნი­თაც აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­მარ­თლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მი­მარ­თა უცხო ქვეყ­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებს სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვინ არის 5 პირი, რომლებიც ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა

ვინ არის 5 პირი, რომლებიც ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა

ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება მთავარ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საქართველოს პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს, გელა ღურწკაიამ, ქ.თბილისში, გუდაურის ქუჩა N7-ში მდებარე შპს "მედიაჰოლდინგი ქრონიკა+"-ის ოფისში, ამავე ორგანიზაციის დირექტორს ელისო კილაძეს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელების მიზნით, წარუდგინა სხვისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი უკანონო ვიდეოჩანაწერი. 2016 წლის 3 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გელა ღურწკაია, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მეხსიერების ბარათი, სადაც ჩაწერილი იყო სხვისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

პროკურატურამ ჩატარებული გამოძიებით დაადგინა გელა ღურწკაიას მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობა და დანაშაულში ჩართული იმ პირთა წრე, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ხსენებული ვიდეოჩანაწერების მოპოვებასა და გავრცელებაში. კერძოდ, 2015 წლის დეკემბერში, შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ნიკოლოზ ხაჭაპურიძე დაუკავშირდა გელა ღურწკაიას, რომელსაც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა ერთ-ერთი ფარული ჩანაწერის მედია ჰოლდინგ "ქრონიკა+"-ის დირექტორისათვის - ელისო კილაძისათვის გასაღება. თავის მხრივ, ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს ხსენებული ჩანაწერები გადასცა მისმა მეგობარმა ინგა ჩატოიანმა, რომელმაც ვიდეოები, თავის მხრივ 2015 წლის ზაფხულში, მათი რეალიზაციის მიზნით, ადვოკატ ირაკლი ფხალაძისგან მოიპოვა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2014 წელს, ადვოკატმა ირაკლი ფხალაძემ ხსენებული პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გამოართვა ზურაბ ჯამალაშვილს და გადაწყვიტა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მათი გავრცელება. ადვოკატ ირაკლი ფხალაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 2016 წლის 13 მარტს ამოღებული იქნა ბრალდებულის პერსონალური კომპიუტერი, სადაც ინახებოდა ხსენებული და სხვა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც როგორც დგინდება შექმნილია 2012 წლის ივნისამდე პერიოდში.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზურაბ ჯამალაშვილს, რომელმაც ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს მიაწოდა ხსენებული ვიდეოჩანაწერები, ჰყავს შვილი ვასილ ჯამალაშვილი, რომელიც 2012 წლის 18 ივლისიდან - 2012 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

ამ ეტაპზე მოცემულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია: გელა ღურწკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძის, ინგა ჩატოიანის, ირაკლი ფხალაძის მიმართ, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით. 2016 წლის 14 მარტს, ბრალდებულად დაკავებულ იქნა ზურაბ ჯამალაშვილი, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის I ნაწილით.

ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში, მთავარი პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტ სივრცეში პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეო მასალების გამავრცელებელი პირების დადგენა-დაკავების მიზნით. ხსენებულ საქმეზე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით.

გამოძიების დაწყებისთანავე, უწყვეტ რეჟიმში ჩატარდა და მიმდინარეობს აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ პროკურატურის შუამდგომლობების საფუძველზე, გაცემულ იქნა სასამართლოს განჩინებები, რომლის თანახმად სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნა გაეგზავნა აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებს, ყოუტუბე-ს, ფაცებოოკ-ს და გოოგლე-ს სერვერებიდან - IP მისამართების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს ის ქვეყანა, საიდანაც განხორციელდა ვიდეომასალის განთავსება ინტერნეტში და მოხდეს ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი ინტერნეტ-მოხმარებელის იდენტიფიცირება. საქართველოს მხარის მიერ შუამდგომლობით მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ასევე მოიცავს იმის დადგენასაც, თუ კონკრეტულად ვინ შექმნა ფაცებოოკ-ის გვერდი პოლიტიკოსის სახელით, საიდანაც ჟურნალისტებთან და სხვა პირებთან დაიგზავნა ვებგვერდის ლინკი, სადაც განთავსებული იყო ვიდეომასალა.

გამოძიების მსვლელობისას, საქართველოს პროკურატურამ მიმართა ყოუტუბე-ის ცენტრალურ ოფისს ვიდეომასალასთან დაკავშირებული ინფორმაციის ფიქსაციის მოთხოვნით, ვინაიდან ვებგვერდის მიერ გარკვეული დროის შემდეგ ავტომატურ რეჟიმში არ წაშლილიყო IP მისამართების შესახებ ინფორმაცია. აქვე აღსანიშნავია, რომ პროკურატურის და სამართალდამცავი უწყებების მიერ, შესაბამისი ვებგვერდის ადმინისტრაციასთან დაუყონებლივ იქნა გაგზავნილი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალის ბლოკირების და საიტიდან მოხსნის მოთხოვნა, რაც დაკმაყოფილდა.

ასევე, საქართველოს პროკურატურის მიერ ვიდეომასალის გამავრცელებლის დადგენის და ამ საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ქ.თბილისში, ჩატარდა 6 საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, 5 სხვადასხვა ობიექტიდან გამოთხოვილ იქნა გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მოცემულ დრომდე უწყვეტად მიმდინარეობს მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალის შესწავლა. ამოღებულ კომპიუტერულ ტექნიკაზე დანიშნულ იქნა კომპლექსური ექსპერტიზები, გამოკითხულ იქნა 10 პიროვნება, ამასთან გამოკითხულ იქნენ ის ჟურნალისტები, ვისაც პირადი ფაცებოოკ-ის გვერდზე დაეგზავნათ გავრცელებული კადრების შესახებ ინფორმაცია, მოწმეების მონაწილეობით დათვალიერდა აღნიშნულის ამსახველი ელექტრონული მიმოწერა.

საქართველოს პროკურატურა სამი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კომპლექსურ რეჟიმში განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას ადამიანის პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების სრულად გამოსაძიებლად და ამ დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, რა მიზნითაც აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს სამართლებრივი დახმარების თხოვნით" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"