საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 უცნობი ფაქტი სტალინის შესახებ
5 უცნობი ფაქტი სტალინის შესახებ

წარ­მო­გიდ­გენთ 5 სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დიქ­ტა­ტო­რის, იო­სებ სტა­ლი­ნის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო შეც­ვა­ლა.

1. მისი გვა­რი "რკი­ნის კაცს" ნიშ­ნავს

სტა­ლინს "რკი­ნის კა­ცის" ტი­ტუ­ლი მი­ა­ნი­ჭეს. ეს ზედ­მეტ­სა­ხე­ლი იდე­ა­ლუ­რად ერ­გე­ბო­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ლი­დე­რის სა­ხეს. ამას­თან, გვა­რად სტა­ლი­ნის არ­ჩე­ვა ფა­რავ­და მის ნამ­დვილ იდენ­ტო­ბას და იცავ­და მისი ოჯა­ხის წევ­რებს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბე­ბის­გან, რო­მე­ლიც მას­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

2. მას შე­საძ­ლოა, არ უთ­ქვამს სტა­ტის­ტი­კის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ფრა­ზა

"ერთი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი ტრა­გე­დი­აა, მი­ლი­ო­ნის სტა­ტის­ტი­კა" - ცივი, სას­ტი­კი, მაგ­რამ სწო­რი სი­ტყვე­ბი, რო­მელ­საც სტა­ლინს მი­ა­წე­რენ. თუმ­ცა ცო­ტაა იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ეს ფრა­ზა მარ­თლა სტა­ლინ­მა წარ­მოთ­ქვა. პირ­ვე­ლად ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნელ­მა მწე­რალ­მა ერიხ მა­რია რე­მარ­კმა გა­ნა­ცხა­და. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ რე­მარ­კი პა­ცი­ფის­ტი გახ­ლდათ და ომის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და, შე­საძ­ლოა, ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მისი ნათ­ქვა­მი ფიქ­ცი­აა.

3. სა­კუ­თა­რი შვი­ლის და­საბ­რუ­ნებ­ლად გა­მო­სას­ყი­დი არ გა­და­ი­ხა­და

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს მისი ვაჟი ია­კო­ბი ნა­ცის­ტებ­მა ტყვედ აიყ­ვა­ნეს. ჰიტ­ლერ­მა გა­და­წყვი­ტა გა­მო­სას­ყი­დი მო­ე­თხო­ვა, მაგ­რამ სტა­ლინ­მა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის გა­რი­გე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. რო­გორც არ უნდა ეწა­მე­ბი­ნა ჰიტ­ლერს მისი შვი­ლი, სტა­ლი­ნი მას­თან გა­რი­გე­ბას არ აპი­რებ­და. შე­დე­გად, მისი ვაჟი ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

4. მან ნა­ხევ­რად ადა­მი­ა­ნის, ნა­ხევ­რად მა­ი­მუ­ნის ჰიბ­რი­დის შექ­მნა უბ­რძა­ნა მეც­ნი­ე­რებს.

მას უნ­დო­და შე­ექ­მნა ახა­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არ ეცო­დი­ნე­ბო­და ტკი­ვი­ლი და არ მი­აქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას საჭ­მლის ხა­რისხს. სტა­ლინ­მა მეც­ნი­ე­რებს უბ­რძა­ნა ადა­მი­ა­ნის და მა­ი­მუ­ნის ჰიბ­რი­დის შექ­მნა. ეს ჰიბ­რი­დი უნდა ყო­ფი­ლი­ყო დი­დე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცი, დიდი ძა­ლით, მაგ­რამ გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ტვი­ნით, რათა მარ­ტი­ვად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ყო­ფი­ლი­ყო. ასე­თი ადა­მი­ა­ნი და­აჩ­ქა­რებ­და რუ­სე­თის ინ­დუსტრი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, მეც­ნი­ერ­მა ილია ივა­ნოვ­მა და­ვა­ლე­ბა ვერ შე­ას­რუ­ლა. ამის გამო ის და­ა­კა­ვეს და ყა­ზა­ხეთ­ში გა­ხიზ­ნეს.

5. სტა­ლი­ნი მღვდლო­ბას აპი­რებ­და

სა­ნამ მე­მარ­ცხე­ნე იდე­ე­ბი გა­ი­ტა­ცებ­და, სტა­ლი­ნი აპი­რებ­და მღვდე­ლი გამ­ხდა­რი­ყო. ის თბი­ლი­სის თე­ო­ლო­გი­ურ სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლობ­და და სურ­და, კურ­თხე­ვა რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ში მი­ე­ღო. თუმ­ცა, შემ­დეგ მან მარ­ქსის­ტუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა აიღო ხელთ და მღვდლო­ბა გა­და­ა­ვი­წყდა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია thevintagenews.com-ს მი­ხედ­ვით.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მორა
0

შენიშვნა: რკინის არა, ფოლადის კაცი, сталь -რუსულად ნიშნავს ფოლადს :)) გმადლობ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

5 უცნობი ფაქტი სტალინის შესახებ

5 უცნობი ფაქტი სტალინის შესახებ

წარმოგიდგენთ 5 საინტერესო ფაქტს საბჭოთა კავშირის დიქტატორის, იოსებ სტალინის შესახებ, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.

1. მისი გვარი ”რკინის კაცს” ნიშნავს

სტალინს ”რკინის კაცის” ტიტული მიანიჭეს. ეს ზედმეტსახელი იდეალურად ერგებოდა საბჭოთა კავშირის ლიდერის სახეს. ამასთან, გვარად სტალინის არჩევა ფარავდა მის ნამდვილ იდენტობას და იცავდა მისი ოჯახის წევრებს მკვლელობის მცდელობებისგან, რომელიც მასზე ხორციელდებოდა.

2. მას შესაძლოა, არ უთქვამს სტატისტიკის შესახებ ცნობილი ფრაზა

”ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონის სტატისტიკა” - ცივი, სასტიკი, მაგრამ სწორი სიტყვები, რომელსაც სტალინს მიაწერენ. თუმცა ცოტაა იმის მტკიცებულება, რომ ეს ფრაზა მართლა სტალინმა წარმოთქვა. პირველად ამის შესახებ გერმანელმა მწერალმა ერიხ მარია რემარკმა განაცხადა. იქიდან გამომდინარე, რომ რემარკი პაციფისტი გახლდათ და ომის წინააღმდეგ იბრძოდა, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ მისი ნათქვამი ფიქციაა.

3. საკუთარი შვილის დასაბრუნებლად გამოსასყიდი არ გადაიხადა

მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ვაჟი იაკობი ნაცისტებმა ტყვედ აიყვანეს. ჰიტლერმა გადაწყვიტა გამოსასყიდი მოეთხოვა, მაგრამ სტალინმა ნებისმიერი სახის გარიგებაზე უარი განაცხადა. როგორც არ უნდა ეწამებინა ჰიტლერს მისი შვილი, სტალინი მასთან გარიგებას არ აპირებდა. შედეგად, მისი ვაჟი ციხეში გარდაიცვალა.

4. მან ნახევრად ადამიანის, ნახევრად მაიმუნის ჰიბრიდის შექმნა უბრძანა მეცნიერებს.

მას უნდოდა შეექმნა ახალი ადამიანი, რომელსაც არ ეცოდინებოდა ტკივილი და არ მიაქცევდა ყურადღებას საჭმლის ხარისხს. სტალინმა მეცნიერებს უბრძანა ადამიანის და მაიმუნის ჰიბრიდის შექმნა. ეს ჰიბრიდი უნდა ყოფილიყო დიდებული ჯარისკაცი, დიდი ძალით, მაგრამ განუვითარებელი ტვინით, რათა მარტივად კონტროლირებადი ყოფილიყო. ასეთი ადამიანი დააჩქარებდა რუსეთის ინდუსტრიულ განვითარებას. სამწუხაროდ, მეცნიერმა ილია ივანოვმა დავალება ვერ შეასრულა. ამის გამო ის დააკავეს და ყაზახეთში გახიზნეს.

5. სტალინი მღვდლობას აპირებდა

სანამ მემარცხენე იდეები გაიტაცებდა, სტალინი აპირებდა მღვდელი გამხდარიყო. ის თბილისის თეოლოგიურ სემინარიაში სწავლობდა და სურდა, კურთხევა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიეღო. თუმცა, შემდეგ მან მარქსისტული ლიტერატურა აიღო ხელთ და მღვდლობა გადაავიწყდა.

მომზადებულია thevintagenews.com-ს მიხედვით.