პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დემარშისტი მინისტრები" და MEDIAტორი
"დემარშისტი მინისტრები" და MEDIAტორი

უშეც­დო­მო ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს, ამის­გან არა­ვინ არის და­ზღვე­უ­ლი, მათ შო­რის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. რა თქმა უნდა, რაც უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი და რე­ი­ტინ­გუ­ლი ხარ, შენი შეც­დო­მა მით უფრო "ყვი­რის"(!)

რო­გორ მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი - 11 მარტს საიტ "იუ­თუ­ბი­ზე" აიტ­ვირ­თა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო, რის შემ­დე­გაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ატყდა აჟი­ო­ტა­ჟი. პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პი­რად ელ.ფოს­ტა­ზეც მი­ი­ღეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს თა­ო­ბა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" რე­დაქ­ცი­ამ და­უშ­ვა შეც­დო­მა და გა­მო­აქ­ვეყ­ნა ამ­ბა­ვი იმის შე­სა­ხებ, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო გავ­რცელ­და ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში ამა და ამ სა­თა­უ­რით, რის გა­მოც მა­სა­ლა იძ­ლე­ო­და იმ პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვი­დე­ო­ში იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

თუმ­ცა რე­დაქ­ტო­რი მა­ლე­ვე მიხ­ვდა თა­ვის შეც­დო­მას და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან 4-5 წუ­თის შემ­დეგ მა­სა­ლა ჩა­მო­იხ­სნა სა­ი­ტი­დან. ეს არ იყო ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბა, რო­გორც უნ­დათ ზო­გი­ერ­თებს რომ წარ­მო­ა­ჩი­ნონ. ეს იყო ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო. სა­ა­გენ­ტომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი რე­დაქ­ტო­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. რო­გორც იტყვი­ან, ინ­ცი­დენ­ტი ამო­წუ­რუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ...

თავ­დას­ხმა და დე­მარ­ში "რუს­თა­ვი 2"-სგან და "მა­ესტროს­გან" არც გვწყე­ნია. მი­ზე­ზე­ბის ჩა­მოთ­ვლით თავს არ შე­გა­წყენთ და აღარ გა­ვაგ­რძე­ლებთ სი­ტყვას იმა­ზე, რომ მა­გა­ლი­თად, "რუს­თა­ვი 2"-ს გენ­დი­რექ­ტო­რი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს თა­ვად იყო იმ სის­ტე­მის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც ტო­ტა­ლურ თვალ­თვალს, მოს­მე­ნებს ამ­კვიდ­რებ­და და ადა­მი­ა­ნებს აშან­ტა­ჟებ­და. ისე, მის­გან ამ ფაქ­ტე­ბის გამო არც ბო­დი­ში მოგ­ვის­მე­ნია და არც მო­ნა­ნი­ე­ბა. თუმ­ცა დღეს "რი­ხი­ა­ნად" აცხა­დებს ბო­ი­კოტს.

"რუს­თა­ვი 2" და "მა­ესტრო" რა მო­სა­ტა­ნია იმ ანო­მა­ლი­ას­თან, რო­მე­ლიც ვი­ხი­ლეთ რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის შეს­რუ­ლე­ბით. დიახ, ანო­მა­ლი­აა და არც ერთი მეტ-ნაკ­ლე­ბად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის ნორ­მა­ში არ ჯდე­ბა ის, რომ მი­ნის­ტრებ­მა და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ (მი­უ­ხე­და­ვად შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბი­სა) ლა­მის ჯი­ჰა­დი გა­მო­უ­ცხა­დეს ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ და და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს.

პირ­ველ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" წი­ნა­აღ­მდეგ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ი­ლაშ­ქრა და თა­ნამ­შრომ­ლებს სა­ა­გენ­ტოს­თვის რე­ლი­ზე­ბის გაგ­ზავ­ნა აუკ­რძა­ლა.

ცი­ტა­ტა: "სა­ჯა­როდ ვა­ცხა­დებ, რომ სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა IPN.GE-სთან და ასე­ვე რა­დიო "ფორ­ტუ­ნას­თან", მომ­ხდა­რის გამო, აღარ ითა­ნამ­შრომ­ლებს. ეს ნიშ­ნავს, რომ ნი­უ­სებს ჩვენ­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­ლი­ზე­ბი­სა თუ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხით აღარ მი­ი­ღებთ. ინ­სტრუქ­ცია უკვე ჩაშ­ვე­ბუ­ლია აპა­რატ­ში და 11-ვე სსიპ-ში და პი­რა­დად გა­ვა­კონ­ტრო­ლებ ყვე­ლა ჩემი სტრუქ­ტუ­რის ყვე­ლა პი­არ­თა­ნამ­შრო­მელს, რო­მე­ლიც ამ ინ­სტრუქ­ცი­ის დარ­ღვე­ვის­თვის მკაც­რად და­ის­ჯე­ბა"(!) - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა და ბო­ლოს თა­ვის პოსტს მეტი სიმ­ძაფ­რის­თვის ასე მი­ა­წე­რა: "გუ­ლის­რე­ვის სმა­ი­ლი"(!) აფე­რუმ თქვენს "პრინ­ცი­პუ­ლო­ბას" დიდ­მო­ხე­ლე ქალ­ბა­ტო­ნო...

ისე, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა იმის ხილ­ვა, თუ რო­გორ და­დის შე­მოვ­ლა­ზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, რომ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ამ მსხი­ლა­ძეა, 11-ივე სსიპ-ში და აკონ­ტრო­ლებს, ემანდ ვინ­მემ ფა­რუ­ლად ხომ არ გა­და­უგ­ზავ­ნა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რე­ლი­ზე­ბიო(?!)

ზო­გი­ერ­თმა წუ­ლუ­კი­ა­ნი შე­ა­ქო - ნა­ხეთ, რა გამ­ბე­და­ვია იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას ბო­ი­კოტს უცხა­დებ­სო. ალ­ბათ, ეს შე­შურ­და თინა ხი­და­შელს და ამ­ჯე­რად "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ შე­უ­ტია. "არ შე­იძ­ლე­ბა, აღარ უნდა და­ვუშ­ვათ, არ უნდა შე­ვე­გუ­ოთ!", - და­წე­რა მრის­ხა­ნედ ხი­და­შელ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე".

კი მაგ­რამ რა შუ­ა­შია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სიო" - იკი­თხავს მკი­თხვე­ლი. ჩვენც ეს გვა­ინ­ტე­რე­სებს. "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" გა­და­ი­ღო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ათა­სო­ბით ვი­დეო?! მათ გა­ავ­რცე­ლეს?! მათ ევა­ლე­ბო­დათ ის, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე თუნ­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი გა­მოგ­ვევ­ლი­ნა, რო­მე­ლიც ამ სი­ბინ­ძუ­რეს იღებ­და და დღეს ავ­რცე­ლებს ინ­ტერ­ნეტ­ში?! თუ მთავ­რო­ბის წევ­რებს?! ან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რომ არ ეთ­ქვა, ესა და ეს ვი­დეო გან­თავ­სდა "იუ­თუ­ბე­ზეო" "ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი ისე ვერ ნა­ხავ­და და ვერ ნახა? იქ­ნებ გან­ტე­ვე­ბის ვა­ცის ძი­ე­ბა­ში გა­და­ი­ჭე­რით ქალ­ბა­ტონ-ბა­ტო­ნე­ბო?!

დიახ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია - თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას ბო­ი­კოტს უცხა­დებ­დნენ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი ნი­უ­სის­თვის იმის შე­სა­ხებ, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. მა­შინ, რო­დე­საც მათ ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­თუ და­ა­კა­ვეს მსგავ­სი ვი­დე­ო­ე­ბის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი, არა­მედ ერთი გვარ-სა­ხე­ლიც კი ვერ და­ა­სა­ხე­ლეს, თუ ვის შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ბინ­ძუ­რი მა­სა­ლე­ბი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არ უცხა­დე­ბენ ბო­ი­კოტს წუ­ლუ­კი­ა­ნი და ხი­და­შე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რას, რო­მელ­მაც ისიც კი ვერ მო­ა­ხერ­ხა, რომ ბინ­ძუ­რი ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბის შემ­კვე­თე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ინ­ტერ­პოლს წი­თელ ცირ­კუ­ლარ­ში მა­ინც ჩა­ეს­ვა?! ან სას­ტიკ ბრალ­დე­ბებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი თუნ­დაც ერთი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნის ექ­სტრა­და­ცია მო­ეხ­დი­ნათ?!

კარ­გით, შე­ვეშ­ვათ "დე­მარ­შისტ მი­ნის­ტრებს" და ვთქვათ ის, რომ უფრო დიდი უც­ნა­უ­რო­ბა და­ფიქ­სირ­და. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით პრე­ზი­დენტს უპირ­ვე­ლე­სად მე­დი­ა­ტო­რის ფუნ­ქცი­ე­ბი ეკის­რე­ბა, ის უნდა იყოს და­ძა­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის განმმუხ­ტვე­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის გა­რან­ტი და ა.შ.

არ ვიცი, რო­მე­ლი­მე დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში თუ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა ის, რომ მთა­ვარ მე­დი­ა­ტორს თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის­თვის ბო­ი­კო­ტი გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნოს. სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ამის პრე­ცე­დენ­ტი - მა­გა­ლი­თად, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­მორ­ბედ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს პრე­სის გა­მო­წე­რა აუკ­რძა­ლა და კონ­ტაქ­ტობ­და მხო­ლოდ მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან.

ალ­ბათ, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მთა­ვა­რი მე­დი­ა­ტო­რის ფუნ­ცი­ე­ბი კარ­გად გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი რომ ჰქო­ნო­და, ჯერ მი­უ­თი­თებ­და წუ­ლუ­კი­ანს და ხი­და­შელს, რომ შეც­დო­მის გა­მოო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ზე გა­ლაშ­ქრე­ბა კო­მი­კუ­რია და პირ­ველ რიგ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმიჯს აყე­ნებს დარ­ტყმას. შემ­დეგ კი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­სა თუ სხვა ფორ­მატ­ში და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, ბო­ლოს და ბო­ლოს რო­დის დად­გინ­დე­ბა ვი­დე­ო­ე­ბის გა­მავ­რცე­ლებ­ლის ვი­ნა­ო­ბა და რო­დის გა­და­ე­ცე­მი­ან ისი­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას. ამა­ზე იფიქ­რონ "დე­მარ­შის­ტმა მი­ნის­ტრებ­მა" და მთა­ვარ­მა მე­დი­ა­ტორ­მა, როცა "ფე­ის­ბუქ­ში" მრის­ხა­ნე, "გუ­ლის­რე­ვის სმა­ი­ლი­ა­ნი" პოს­ტე­ბის წე­რის­გან მო­იც­ლი­ან.

იხი­ლეთ სრუ­ლად

"დემარშისტი მინისტრები" და MEDIAტორი

"დემარშისტი მინისტრები" და MEDIAტორი

უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, ამისგან არავინ არის დაზღვეული, მათ შორის მედიასაშუალებების თანამშრომლები. რა თქმა უნდა, რაც უფრო პოპულარული და რეიტინგული ხარ, შენი შეცდომა მით უფრო "ყვირის"(!)

როგორ მოხდა ყველაფერი - 11 მარტს საიტ "იუთუბიზე" აიტვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში ატყდა აჟიოტაჟი. პარალელურად, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა პირად ელ.ფოსტაზეც მიიღეს შეტყობინება ზემოხსენებული ვიდეოს თაობაზე. სამწუხაროდ, "ინტერპრესნიუსის" რედაქციამ დაუშვა შეცდომა და გამოაქვეყნა ამბავი იმის შესახებ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა ინტერნეტ-სივრცეში ამა და ამ სათაურით, რის გამოც მასალა იძლეოდა იმ პირის იდენტიფიცირების საშუალებას, რომელიც, სავარაუდოდ, ვიდეოში იყო დაფიქსირებული.

თუმცა რედაქტორი მალევე მიხვდა თავის შეცდომას და გამოქვეყნებიდან 4-5 წუთის შემდეგ მასალა ჩამოიხსნა საიტიდან. ეს არ იყო ვიდეოს გავრცელება, როგორც უნდათ ზოგიერთებს რომ წარმოაჩინონ. ეს იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო. სააგენტომ ოფიციალურად ბოდიში მოიხადა და პასუხისმგებელი რედაქტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. როგორც იტყვიან, ინციდენტი ამოწურული უნდა ყოფილიყო, მაგრამ...

თავდასხმა და დემარში "რუსთავი 2"-სგან და "მაესტროსგან" არც გვწყენია. მიზეზების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ და აღარ გავაგრძელებთ სიტყვას იმაზე, რომ მაგალითად, "რუსთავი 2"-ს გენდირექტორი წინა ხელისუფლების დროს თავად იყო იმ სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც ტოტალურ თვალთვალს, მოსმენებს ამკვიდრებდა და ადამიანებს აშანტაჟებდა. ისე, მისგან ამ ფაქტების გამო არც ბოდიში მოგვისმენია და არც მონანიება. თუმცა დღეს "რიხიანად" აცხადებს ბოიკოტს.

"რუსთავი 2" და "მაესტრო" რა მოსატანია იმ ანომალიასთან, რომელიც ვიხილეთ რამდენიმე სახელმწიფო უწყების შესრულებით. დიახ, ანომალიაა და არც ერთი მეტ-ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნის ნორმაში არ ჯდება ის, რომ მინისტრებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ (მიუხედავად შეცდომის აღიარებისა) ლამის ჯიჰადი გამოუცხადეს ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ და დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოს.

პირველმა "ინტერპრესნიუსის" წინააღმდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაილაშქრა და თანამშრომლებს სააგენტოსთვის რელიზების გაგზავნა აუკრძალა.

ციტატა: "საჯაროდ ვაცხადებ, რომ სამინისტროს სისტემა IPN.GE-სთან და ასევე რადიო "ფორტუნასთან", მომხდარის გამო, აღარ ითანამშრომლებს. ეს ნიშნავს, რომ ნიუსებს ჩვენგან ოფიციალური რელიზებისა თუ ინფორმაციის სახით აღარ მიიღებთ. ინსტრუქცია უკვე ჩაშვებულია აპარატში და 11-ვე სსიპ-ში და პირადად გავაკონტროლებ ყველა ჩემი სტრუქტურის ყველა პიართანამშრომელს, რომელიც ამ ინსტრუქციის დარღვევისთვის მკაცრად დაისჯება"(!) - განაცხადა წულუკიანმა და ბოლოს თავის პოსტს მეტი სიმძაფრისთვის ასე მიაწერა: "გულისრევის სმაილი"(!) აფერუმ თქვენს "პრინციპულობას" დიდმოხელე ქალბატონო...

ისე, ძალიან საინტერესოა იმის ხილვა, თუ როგორ დადის შემოვლაზე იუსტიციის მინისტრი, რომლის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი "ინტერპრესნიუსის" ყოფილი ჟურნალისტი მარიამ მსხილაძეა, 11-ივე სსიპ-ში და აკონტროლებს, ემანდ ვინმემ ფარულად ხომ არ გადაუგზავნა "ინტერპრესნიუსს" რელიზებიო(?!)

ზოგიერთმა წულუკიანი შეაქო - ნახეთ, რა გამბედავია იუსტიციის მინისტრი, რომელიც მედიასაშუალებას ბოიკოტს უცხადებსო. ალბათ, ეს შეშურდა თინა ხიდაშელს და ამჯერად "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტრომ შეუტია. "არ შეიძლება, აღარ უნდა დავუშვათ, არ უნდა შევეგუოთ!", - დაწერა მრისხანედ ხიდაშელმა "ფეისბუქზე".

კი მაგრამ რა შუაშია "ინტერპრესნიუსიო" - იკითხავს მკითხველი. ჩვენც ეს გვაინტერესებს. "ინტერპრესნიუსმა" გადაიღო პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ვიდეო?! მათ გაავრცელეს?! მათ ევალებოდათ ის, რომ წლების მანძილზე თუნდაც ერთი ადამიანი გამოგვევლინა, რომელიც ამ სიბინძურეს იღებდა და დღეს ავრცელებს ინტერნეტში?! თუ მთავრობის წევრებს?! ან "ინტერპრესნიუსს" რომ არ ეთქვა, ესა და ეს ვიდეო განთავსდა "იუთუბეზეო" "ფეისბუქის" მომხმარებელი ისე ვერ ნახავდა და ვერ ნახა? იქნებ განტევების ვაცის ძიებაში გადაიჭერით ქალბატონ-ბატონებო?!

დიახ, წარმოუდგენელია - თავისუფალ მედიასაშუალებას ბოიკოტს უცხადებდნენ მთავრობის წევრები ნიუსისთვის იმის შესახებ, რომ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. მაშინ, როდესაც მათ ამ ოთხი წლის განმავლობაში არათუ დააკავეს მსგავსი ვიდეოების გამავრცელებლები, არამედ ერთი გვარ-სახელიც კი ვერ დაასახელეს, თუ ვის შეიძლება ჰქონდეს აღნიშნული ბინძური მასალები.

საინტერესოა, რატომ არ უცხადებენ ბოიკოტს წულუკიანი და ხიდაშელი პროკურატურას, რომელმაც ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ბინძური ვიდეოების გადაღებისა და ადამიანის წამების შემკვეთები და ორგანიზატორები ინტერპოლს წითელ ცირკულარში მაინც ჩაესვა?! ან სასტიკ ბრალდებებში ბრალდებული თუნდაც ერთი ყოფილი მაღალჩინოსანის ექსტრადაცია მოეხდინათ?!

კარგით, შევეშვათ "დემარშისტ მინისტრებს" და ვთქვათ ის, რომ უფრო დიდი უცნაურობა დაფიქსირდა. საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტს უპირველესად მედიატორის ფუნქციები ეკისრება, ის უნდა იყოს დაძაბული მდგომარეობის განმმუხტველი, თავისუფალი სიტყვის გარანტი და ა.შ.

არ ვიცი, რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში თუ დაფიქსირებულა ის, რომ მთავარ მედიატორს თავისუფალი მედიასაშუალებისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინოს. საქართველოში იყო ამის პრეცედენტი - მაგალითად, მარგველაშვილის წინამორბედმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო უწყებებს პრესის გამოწერა აუკრძალა და კონტაქტობდა მხოლოდ მის მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებთან.

ალბათ, გიორგი მარგველაშვილს მთავარი მედიატორის ფუნციები კარგად გათავისებული რომ ჰქონოდა, ჯერ მიუთითებდა წულუკიანს და ხიდაშელს, რომ შეცდომის გამოო საინფორმაციო სააგენტოზე გალაშქრება კომიკურია და პირველ რიგში ხელისუფლების იმიჯს აყენებს დარტყმას. შემდეგ კი უშიშროების საბჭოსა თუ სხვა ფორმატში დაინტერესდებოდა, ბოლოს და ბოლოს როდის დადგინდება ვიდეოების გამავრცელებლის ვინაობა და როდის გადაეცემიან ისინი მართლმსაჯულებას. ამაზე იფიქრონ "დემარშისტმა მინისტრებმა" და მთავარმა მედიატორმა, როცა "ფეისბუქში" მრისხანე, "გულისრევის სმაილიანი" პოსტების წერისგან მოიცლიან.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია