პოლიტიკა
Faceამბები
სამართალი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტუდენტი გოგონას წარმატებული ბიზნესი
სტუდენტი გოგონას წარმატებული ბიზნესი

სო­ფელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მო­ტი­ვით და­წყე­ბუ­ლი სო­კოს წარ­მო­ე­ბა - თე­ლავ­ში, სო­ფელ კურ­დღე­ლა­ურ­ში და­ი­წყო. იყო ჩა­ვარ­დნე­ბიც, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბე­ბიც, მაგ­რამ დღეს სო­კოს წარ­მო­ე­ბა ვი­თარ­დე­ბა და პრო­დუქ­ცია ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე - თე­ლავ­ში იყი­დე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის სა­თა­ვე­ში კი ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, მე­ლა­ნო და­და­ლა­უ­რი დგას. რო­გო­რი იყო წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი ცდე­ბი და რა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქვს მე­ლა­ნო და­და­ლა­ურს? - ამის შე­სა­ხებ თა­ვად ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე მოგ­ვი­თხრობს.

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი: "და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის წინ და­ვი­წყეთ სო­კოს მოყ­ვა­ნა, იდეა მა­მას ეკუთ­ვნო­და, რო­მელ­საც სურ­ვი­ლი ჰქონ­და, რომ შვი­ლებს სო­ფელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­ე­წყვი­ტათ. მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის გვერ­დით გვიდ­გა­ნან და ეს ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლაა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბევ­რი ახალ­გაზ­რდა ტო­ვებს სო­ფელს, ეს ლო­გი­კუ­რი­ცაა, ისი­ნი უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რო­ბენ და ზრუ­ნა­ვენ თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლია, შემ­დეგ ისი­ნი სოფ­ლებ­ში თუ არ დაბ­რუნ­დე­ბი­ან, მცი­რე­დი წვლი­ლი მა­ინც შე­ი­ტა­ნონ რე­გი­ო­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

თა­ვი­დან სულ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით და­ვი­წყეთ სო­კოს მოყ­ვა­ნა, რად­გან გა­მოც­დი­ლე­ბა არ გვქონ­და და ყვე­ლა არ­სე­ბულ რისკს თა­ვი­დან­ვე ვერ გავ­თვლი­დით. იყო ჩა­ვარ­დნე­ბიც, თუმ­ცა და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მი­სა და ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის წყა­ლო­ბით ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი ავა­წყეთ".

სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლი: "შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა, რო­მელ­შიც სოკო მოგ­ვყავს, ჩვენ­ვე ავა­შე­ნეთ დიდი ხნის წინ, თუმ­ცა მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­მო­ყე­ნე­ბა არ ხდე­ბო­და. წლე­ბის შემ­დეგ მოხ­და მისი ფუნ­ქცი­ის შეც­ვლა და შე­სა­ბა­მი­სად მო­წყო­ბა, რათა სო­კოს წარ­მო­ე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი შეგ­ვექ­მნა. საბ­რუ­ნა­ვი თან­ხა მო­ვი­ძი­ეთ და ხელ­სა­წყო­ე­ბი ჩვე­ნი­ვე ხარ­ჯე­ბით შე­ვი­ძი­ნეთ. და­ახ­ლო­ე­ბით 500 ლარ­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­წყე­ბად გა­მო­ვი­ყე­ნეთ".

წარ­მო­ე­ბა და მისი მას­შტა­ბე­ბი: "სოკო თე­ლავ­ში, სო­ფელ კურ­დღე­ლა­ურ­ში მოგ­ვყავს. ნამ­ჯის და­მუ­შა­ვე­ბა ხდე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­თო­დე­ბით და შემ­დეგ მი­ცე­ლი­უ­მის და­თეს­ვა. ჯერ ინ­კუ­ბა­ტორ­ში გა­მოგ­ვყავს ტომ­რე­ბი, სიბ­ნე­ლე­ში და შემ­დეგ გა­მო­საყ­ვან ოთახ­ში გა­დაგ­ვაქვს, სა­დაც უკვე 10-12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­თე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. სა­ჭი­როა ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის და­ბა­ლან­სე­ბა. ამ ეტაპ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არ მოგ­ვყავს, რად­გან ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

სტუდენტი გოგონას წარმატებული ბიზნესი

სტუდენტი გოგონას წარმატებული ბიზნესი

სოფელთან ურთიერთობის შენარჩუნების მოტივით დაწყებული სოკოს წარმოება - თელავში, სოფელ კურდღელაურში დაიწყო. იყო ჩავარდნებიც, წარუმატებლობებიც, მაგრამ დღეს სოკოს წარმოება ვითარდება და პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე - თელავში იყიდება. ამ ყველაფრის სათავეში კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მელანო დადალაური დგას. როგორი იყო წარმოების დაწყების პირველი ცდები და რა სამომავლო გეგმები აქვს მელანო დადალაურს? - ამის შესახებ თავად ახალგაზრდა მეწარმე მოგვითხრობს.

პირველი ნაბიჯები: "დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყეთ სოკოს მოყვანა, იდეა მამას ეკუთვნოდა, რომელსაც სურვილი ჰქონდა, რომ შვილებს სოფელთან ურთიერთობა არ გაეწყვიტათ. მშობლები ყოველთვის გვერდით გვიდგანან და ეს ჩვენი წარმატების ფორმულაა. მოგეხსენებათ, ბევრი ახალგაზრდა ტოვებს სოფელს, ეს ლოგიკურიცაა, ისინი უკეთეს მომავალზე ფიქრობენ და ზრუნავენ თვითგანვითარებაზე, თუმცა სასურველია, შემდეგ ისინი სოფლებში თუ არ დაბრუნდებიან, მცირედი წვლილი მაინც შეიტანონ რეგიონულ განვითარებაში.

თავიდან სულ მცირე რაოდენობით დავიწყეთ სოკოს მოყვანა, რადგან გამოცდილება არ გვქონდა და ყველა არსებულ რისკს თავიდანვე ვერ გავთვლიდით. იყო ჩავარდნებიც, თუმცა დაუღალავი შრომისა და ბევრი ინფორმაციის მოპოვების წყალობით ნელ-ნელა ყველაფერი ავაწყეთ".

საწყისი კაპიტალი: "შენობა-ნაგებობა, რომელშიც სოკო მოგვყავს, ჩვენვე ავაშენეთ დიდი ხნის წინ, თუმცა მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება არ ხდებოდა. წლების შემდეგ მოხდა მისი ფუნქციის შეცვლა და შესაბამისად მოწყობა, რათა სოკოს წარმოებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შეგვექმნა. საბრუნავი თანხა მოვიძიეთ და ხელსაწყოები ჩვენივე ხარჯებით შევიძინეთ. დაახლოებით 500 ლარზეა საუბარი, რომელიც საქმიანობის დასაწყებად გამოვიყენეთ".

წარმოება და მისი მასშტაბები: "სოკო თელავში, სოფელ კურდღელაურში მოგვყავს. ნამჯის დამუშავება ხდება სპეციალური მეთოდებით და შემდეგ მიცელიუმის დათესვა. ჯერ ინკუბატორში გამოგვყავს ტომრები, სიბნელეში და შემდეგ გამოსაყვან ოთახში გადაგვაქვს, სადაც უკვე 10-12 საათის განმავლობაში განათება ესაჭიროება. საჭიროა ტემპერატურისა და ტენიანობის დაბალანსება. ამ ეტაპზე დიდი რაოდენობით არ მოგვყავს, რადგან ტექნიკური დეტალების გაუმჯობესება მიმდინარეობს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია