სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო დროს ბევრი რამ მაღიზიანებს" - როდის კარგავს წონასწორობას ნათია ფარჯანაძე?
"ბოლო დროს ბევრი რამ მაღიზიანებს" -  როდის კარგავს წონასწორობას ნათია ფარჯანაძე?

"ამ ადა­მი­ან­ში ღრმა­დაა გამ­ჯდა­რი მა­ღა­ლი წრის სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რა­ღაც დო­ზით სნო­ბიც კი არის. გა­ნათ­ლე­ბა და ერუ­დი­ცია ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად სჭირ­დე­ბა. ელი­ტუ­რი ჭო­რე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა უყ­ვარს. ძალ­ზე დახ­ვე­წი­ლი და ფრთხი­ლია. ქუდ­ბე­დი­ა­ნო­ბით და იღ­ბლი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ენა­მახ­ვი­ლია. არ აღელ­ვებს, ამ­ჩნე­ვენ თუ არა სხვე­ბი მის ღირ­სე­ბებს, სა­კუ­თარ თავ­ზე უა­მი­სო­დაც დიდი წარ­მოდ­გე­ნა აქვს", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი კურ­დღლის წელ­ში და­ბა­დე­ბულ თხის რქას, ეს კი მსა­ხი­ობ ნა­თია ფარ­ჯა­ნა­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ას­ტრო­ლო­გია ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს. ჩემი ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა მხო­ლოდ ერთხელ მაქვს წა­კი­თხუ­ლი, ისიც - ბავ­შვო­ბა­ში. მახ­სოვს, ნა­წი­ლი და­ემ­თხვა ჩემს ხა­სი­ათს, ნა­წი­ლი კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­პი­რის­პი­რო იყო.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კურ­დღლის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ქუდ­ბე­დი­ა­ნო­ბი­თა და იღ­ბლი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ეთან­ხმე­ბი?

- ვერ ვი­ტყვი, რომ უიღ­ბლო ვარ. ამ მხრივ უკ­მა­ყო­ფი­ლო ნამ­დვი­ლად არ გახ­ლა­ვართ. იღ­ბა­ლი მწყა­ლობს. რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, მეც მაქვს სურ­ვი­ლე­ბი, რომ­ლის ას­რუ­ლე­ბაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე, მაგ­რამ ბევ­რი რამ ამის­რულ­და.

- "თან­და­ყო­ლი­ლი სიფრ­თხი­ლე, კომ­ფორ­ტის სიყ­ვა­რუ­ლი და ფი­ნან­სუ­რი ალღო ახა­სი­ა­თებს".

- ხან რო­გორ ხდე­ბა და ხან - რო­გორ. არ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის ერ­თნა­ირ გან­წყო­ბა­ზე იყოს. ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან ფრთხი­ლი ვარ, ზოგ­ჯერ - პი­რი­ქით, ვრის­კავ.

- ხში­რად რის­კავ?

- არა.

- ფი­ნან­სურ ალ­ღო­ზე რას იტყვი?

- არ ვიცი, ეგ რას ნიშ­ნავს (იცი­ნის)? ვერ ვხვდე­ბი, რა არის. აბა, სად მსა­ხი­ო­ბი და სად ფი­ნან­სუ­რი ალღო? კომ­ფორ­ტი მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

- "ის ყო­ველ­თვის თა­თებ­ზე ეცე­მა".

- შე­იძ­ლე­ბა, ასეც ით­ქვას. წარ­სულ­ში მტკივ­ნე­უ­ლი მარ­ცხი არ მქო­ნია. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ისე­თი გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვო, რომ ნაკ­ლე­ბად დავ­ზი­ან­დე და ამას თა­თებ­ზე და­ცე­მა თუ ჰქვია, არ ვიცი.

- "სიღ­რმე­ებ­ში ჩა­ძი­ე­ბა არ აინ­ტე­რე­სებს. მშვი­დი და მარ­ტი­ვად ცხოვ­რე­ბა ურ­ჩევ­ნია".

- ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი. მე ყო­ველ­თვის სიღ­რმე მა­ინ­ტე­რე­სებს. მშვი­დი ცხოვ­რე­ბა კომ­ფორ­ტია, მაგ­რამ არ ვიცი, მარ­ტი­ვი ცხოვ­რე­ბა რო­გო­რია.

- მდი­ნა­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით ხში­რად "მი­ცუ­რავ"?

- სულ დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ვცუ­რავ. არც სტე­რე­ო­ტი­პებს ვამ­სხვრევ და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ დოგმებს ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი. უბ­რა­ლოდ, გა­მო­დის, რომ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით ვცუ­რავ - ეს ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა და არა გა­მიზ­ნუ­ლად.

- "ელი­ტუ­რი ჭო­რე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა უყ­ვარს. თა­ვად ძალ­ზე დახ­ვე­წი­ლი და ფრთხი­ლია".

- ტყუ­ი­ლია.

- "უყ­ვარს მას­პინ­ძლო­ბა და ლა­მა­ზი სა­ღა­მო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა".

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ბოლო დროს ბევრი რამ მაღიზიანებს" - როდის კარგავს წონასწორობას ნათია ფარჯანაძე?

"ბოლო დროს ბევრი რამ მაღიზიანებს" -  როდის კარგავს წონასწორობას ნათია ფარჯანაძე?

"ამ ადამიანში ღრმადაა გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რაღაც დოზით სნობიც კი არის. განათლება და ერუდიცია ამ საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად სჭირდება. ელიტური ჭორების ცენტრში ყოფნა უყვარს. ძალზე დახვეწილი და ფრთხილია. ქუდბედიანობით და იღბლიანობით გამოირჩევა. ენამახვილია. არ აღელვებს, ამჩნევენ თუ არა სხვები მის ღირსებებს, საკუთარ თავზე უამისოდაც დიდი წარმოდგენა აქვს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კურდღლის წელში დაბადებულ თხის რქას, ეს კი მსახიობ ნათია ფარჯანაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია ნაკლებად მაინტერესებს. ჩემი ნიშნის დახასიათება მხოლოდ ერთხელ მაქვს წაკითხული, ისიც - ბავშვობაში. მახსოვს, ნაწილი დაემთხვა ჩემს ხასიათს, ნაწილი კი აბსოლუტურად საპირისპირო იყო.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ კურდღლის წელში დაბადებული ადამიანი ქუდბედიანობითა და იღბლიანობით გამოირჩევა. ეთანხმები?

- ვერ ვიტყვი, რომ უიღბლო ვარ. ამ მხრივ უკმაყოფილო ნამდვილად არ გახლავართ. იღბალი მწყალობს. როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება, მეც მაქვს სურვილები, რომლის ასრულებაც ვერ მოვახერხე, მაგრამ ბევრი რამ ამისრულდა.

- "თანდაყოლილი სიფრთხილე, კომფორტის სიყვარული და ფინანსური ალღო ახასიათებს".

- ხან როგორ ხდება და ხან - როგორ. არ შეიძლება, ადამიანი ყოველთვის ერთნაირ განწყობაზე იყოს. ზოგჯერ ძალიან ფრთხილი ვარ, ზოგჯერ - პირიქით, ვრისკავ.

- ხშირად რისკავ?

- არა.

- ფინანსურ ალღოზე რას იტყვი?

- არ ვიცი, ეგ რას ნიშნავს (იცინის)? ვერ ვხვდები, რა არის. აბა, სად მსახიობი და სად ფინანსური ალღო? კომფორტი მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობაში.

- "ის ყოველთვის თათებზე ეცემა".

- შეიძლება, ასეც ითქვას. წარსულში მტკივნეული მარცხი არ მქონია. ყოველთვის ვცდილობ, რთული სიტუაციიდან ისეთი გამოსავალი ვიპოვო, რომ ნაკლებად დავზიანდე და ამას თათებზე დაცემა თუ ჰქვია, არ ვიცი.

- "სიღრმეებში ჩაძიება არ აინტერესებს. მშვიდი და მარტივად ცხოვრება ურჩევნია".

- ვერ დავეთანხმები. მე ყოველთვის სიღრმე მაინტერესებს. მშვიდი ცხოვრება კომფორტია, მაგრამ არ ვიცი, მარტივი ცხოვრება როგორია.

- მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით ხშირად "მიცურავ"?

- სულ დინების საწინააღმდეგოდ ვცურავ. არც სტერეოტიპებს ვამსხვრევ და არც საზოგადოებაში დამკვიდრებულ დოგმებს ვეწინააღმდეგები. უბრალოდ, გამოდის, რომ საწინააღმდეგო მიმართულებით ვცურავ - ეს ბუნებრივად ხდება და არა გამიზნულად.

- "ელიტური ჭორების ცენტრში ყოფნა უყვარს. თავად ძალზე დახვეწილი და ფრთხილია".

- ტყუილია.

- "უყვარს მასპინძლობა და ლამაზი საღამოების ორგანიზება".

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია