საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირი ხვალ შენგენის აღდგენის გეგმას გამოაქვეყნებს
ევროკავშირი ხვალ შენგენის აღდგენის გეგმას გამოაქვეყნებს

Euronews.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­კავ­ში­რი ხვალ შენ­გე­ნის აღ­დგე­ნის გეგ­მას გა­მო­აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც სა­ა­გენ­ტოს­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, გეგ­მა შენ­გე­ნის აღ­დგე­ნას ნო­ემ­ბრის­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"საგ­ზაო რუკა", რო­გორც მას ევ­რო­კო­მი­სი­ი­დან წყა­რომ უწო­და, ით­ვა­ლის­წი­ნებს ევ­რო­კავ­ში­რის სა­სა­ზღვრო და სა­ნა­პი­რო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის სას­წრა­ფოდ შექ­მნა­სა და სა­ბერ­ძნე­თის სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვას. დო­კუ­მენ­ტის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და სა­ა­გენ­ტოს­თვის, ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ბერ­ძნე­თის მიერ გა­და­სად­გმე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის დრო­ში გა­წე­რილ გეგ­მას, რათა სა­ბერ­ძნეთ­მა 12 მა­ი­სამ­დე მო­ა­ხერ­ხოს მისი სა­ზღვრე­ბის დაც­ვა და ლტოლ­ვი­ლე­ბის გან­თავ­სე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი 272 მი­ლი­ო­ნი ევ­როს მეშ­ვე­ო­ბით. თუ სა­ბერ­ძნე­თი ამას ვერ შეძ­ლებს, მა­შინ შენ­გე­ნის შიდა სა­ზღვრე­ბის დრო­ე­ბი­თი და­წე­სე­ბის პე­რი­ო­დი 2 წლამ­დე გა­იზ­რდე­ბა, ნაც­ვლად ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი 6 თვემ­დე პე­რი­ო­დი­სა.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ევ­რო­კავ­ში­რი წევრ ქვეყ­ნებს და­მა­ტე­ბით და­ა­ვალ­დე­ბუ­ლებს შენ­გე­ნის წე­სე­ბის დაც­ვას და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კვო­ტე­ბის და­წე­სე­ბა­ზე თა­ვის შე­კა­ვე­ბას. ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ზღვრის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი სექ­ტემ­ბრი­სათ­ვის სრუ­ლად უნდა იყოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ხოლო მაქ­სი­მუმ ნო­ემ­ბრი­დან შეძ­ლოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მიერ უკვე ავ­ტო­ნო­მი­უ­რად და­წე­სე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის აღე­ბა ნო­ემ­ბრი­სათ­ვის, - წერს euronews.ge

ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო: euronews.ge

ევროკავშირი ხვალ შენგენის აღდგენის გეგმას გამოაქვეყნებს

ევროკავშირი ხვალ შენგენის აღდგენის გეგმას გამოაქვეყნებს

Euronews.ge-ს ინფორმაციით, ევროკავშირი ხვალ შენგენის აღდგენის გეგმას გამოაქვეყნებს. როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, გეგმა შენგენის აღდგენას ნოემბრისთვის ითვალისწინებს.

"საგზაო რუკა", როგორც მას ევროკომისიიდან წყარომ უწოდა, ითვალისწინებს ევროკავშირის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სამსახურის სასწრაფოდ შექმნასა და საბერძნეთის საზღვრების ჩაკეტვას. დოკუმენტის პროექტი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა სააგენტოსთვის, ითვალისწინებს საბერძნეთის მიერ გადასადგმელი ნაბიჯების დროში გაწერილ გეგმას, რათა საბერძნეთმა 12 მაისამდე მოახერხოს მისი საზღვრების დაცვა და ლტოლვილების განთავსება ევროკავშირის მიერ მისთვის გამოყოფილი 272 მილიონი ევროს მეშვეობით. თუ საბერძნეთი ამას ვერ შეძლებს, მაშინ შენგენის შიდა საზღვრების დროებითი დაწესების პერიოდი 2 წლამდე გაიზრდება, ნაცვლად ამჟამად არსებული 6 თვემდე პერიოდისა.

პროექტის მიხედვით, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს დამატებით დაავალდებულებს შენგენის წესების დაცვას და ინდივიდუალური კვოტების დაწესებაზე თავის შეკავებას. ასევე გათვალისწინებულია, რომ საზღვრის დაცვის სამსახური სექტემბრისათვის სრულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, ხოლო მაქსიმუმ ნოემბრიდან შეძლოს ფუნქციონირება. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია წევრი ქვეყნების მიერ უკვე ავტონომიურად დაწესებული საზღვრების აღება ნოემბრისათვის, - წერს euronews.ge

ინფორმაციის წყარო: euronews.ge

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა