პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც პრემიერი აღნიშნავს, კოალიციაში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. პრემიერის განცხადებას
"ფეისბუქში" ეხმაურებიან:
ირაკლი ტაბლიაშვილი:
პრემიერის მხრიდან კენჭთასროლა რესპუბლიკელთა ბოსტანში მაფიქრებინებს ერთს - კოალიციის ლიდერი პარტია მართლა განიხილავს სრულ სპლიტს... ყველანი ცალკე... ყველანი ცალ-ცალკე...
კობა ლიკლიკაძე:
დროული განცხადებაა. სწორი აქცენტებით და კორექტული დამუნათებით!
ინგა გრიგოლია:
ცვლილებებს განვახორციელებ წინააღმდეგ შემთხვევაშიო... ანუ?????? სულ ვამბობდი, რომ თოფაძის დაპირისპირება თინა ხიდაშელთან და რესპუბლიკელებთან მარტო თოფაძის დაპირისპირება არ იყო და ველოდი მოვლენების ამგვარ განვითარებას......
იხილეთ ვიდეო| რა რეაქციები მოჰყვა პრემიერის საგანგებო განცხადებას
ხათუნა ხოფერია:
"თინათინ ხიდაშელი პირველ რიგში მთავრობის წევრია, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება. დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართული"
ბ რ ავ ო !!!! ბ რ ა ვ ო !!!! ბრ ა ვ ო !!!!! აი, ეს არის განაცხადი!!!! ახლა ყველამ იცის ვის უნდა ელაპარაკონ!!!!
ნიკა გვარამია:
რადგან ამდენმა მკითხა, ერთხელ ვიტყვი და მეტს აღარ განვმარტავ:
რაც და რამდენიც არ უნდა ქონდეს თინა ხიდაშელს ნათქვამი ან გაკეთებული პირადად ჩემი ან "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ (და აქვს, ჩემი აზრით ბევრი, ცუდი და არასწორი), 100-ჯერ რომ მომიწიოს არჩევანის გაკეთება მასსა და გოგი თოფაძეს შორის, ასივეჯერ ხიდაშელს ავირჩევ. თუ რამე აქვს დაშავებული, მიეზღოს, ოღონდ გოგი თოფაძისგან არა.
ამით განვსხვავდები მე თუნდაც იგივე ხიდაშელისგან - ჩემთვის გადამწყვეტია ფასეულობითი ორიენტაცია, რომელიც ხიდაშელს ევროატლანტიკური აქვს, ისევე როგორც მე, ისევე როგორც "რ2"-ს.
p.s. თუ გინდათ, ხიდაშელის და თოფაძის მაგივრად რესპუბლიკელები და მრეწველები იგულისხმეთ.
p.p.s. ზაქარეიშვილს რაც შეეხება, ამ არსებასა და მეორე არსება თოფაძეს შორის განსხვავებას ნამდვილად ვერ ვხედავ.
თამარ ჩერგოლეიშვილი:
"მე, როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს"
არ ჯობია ახლა ამ აფერისტს მეჭიაური? გამოვიდა და თქვა კაცმა გულწრფელად - მხოლოდ ბატონ ბიძინას შეუძლია მიუთითოს ვინმეს პარლამენტის დატოვებისკენო.
იხილეთ ასევე: გიორგი კვირიკაშვილი "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს