საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ქართველი "კანონიერი ქურდების" ცოლები
ვინ არიან ქართველი  "კანონიერი ქურდების" ცოლები

ფული, კრი­მი­ნა­ლი, ია­რა­ღი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი - ამ ქა­ლე­ბის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ნაც­ნო­ბია. ვინ არი­ან ქარ­თვე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის ცო­ლე­ბი, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი და ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლია. AMBEBI.GE ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რებს გა­გაც­ნობთ:

მა­რი­ნა გოლ­ბერ­გი

მა­რი­ნა გოლ­ბერ­გი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის შაქ­რო კა­ლა­შო­ვის მე­უღ­ლეა. მისი სა­ხე­ლი 2012 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი, როცა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის წევ­რე­ბის ახა­ლი სია, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად, "საძ­მო წრის" (The Brothers' Circle) კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა ცნო­ბილ კრი­მი­ნალ ზაქ­რო კა­ლა­შოვს. სი­ა­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია მა­რი­ნა გოლ­ბერ­გიც. ამ "შავ სი­ა­ში" ასე­ვე შე­დი­ან: ძმე­ბი ლაშა და კა­ხა­ბერ შუ­შა­ნაშ­ვი­ლე­ბი და მათი "მარ­ჯვე­ნა ხელი" ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი კობა შე­მა­ზაშ­ვი­ლი, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი თე­მურ მირ­ზო­ე­ვი, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ვლა­დი­მერ ვა­გი­ნი (ვა­გო­ნი), ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ვა­სი­ლი ხრის­ტო­ფო­რო­ვი (ვა­სია ვოსკრეს) და სხვე­ბი. თით­ქმის ყვე­ლა ისი­ნი "დედ ჰა­სა­ნის" კრი­მი­ნა­ლურ წრე­ში შე­დი­ან.

ირი­ნა ასა­თი­ა­ნი

ქუ­თა­ი­სე­ლი "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის" ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას მე­უღ­ლე ირი­ნა ასა­თი­ა­ნი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ცოტა ხნის წინ გა­იც­ნო. ფო­ცხვე­რია სას­ჯელს ონ­კო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში 2 წე­ლია იხ­დის. პა­ტი­მარს ბად­რა­გი­სა და სპეც­რაზ­მის 7 წევ­რი აკონ­ტრო­ლებს. ირი­ნა ასა­თი­ა­ნი ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად მსჯავ­რდე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს, რათა მან დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე ოჯახ­თან გა­ა­ტა­როს (ნა­ხეთ ვი­დეო)

პა­ლა­ტა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ მე­უღ­ლეს აქვს. ასა­თი­ანს და ფო­ცხვე­რი­ას ორი შვი­ლი და სამი შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ.

მი­რან­და ფე­რა­ძე

მი­რან­და ფე­რა­ძე ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის რე­ზი­კო ჯვარ­სკის, რე­ვაზ უბი­ლა­ვას მე­გო­ბა­რი გო­გო­ნაა. რე­ზი­კო ჯვარ­სკი ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად 2014 წელს აკურ­თხეს. ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ის­ტო­რია, რაც რე­ზი­კო ჯვარ­სკის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, მისი და სო­მე­ხი ქურ­დის შეხ­ვედ­რაა. შემ­თხვე­ვა კრას­ნო­დარ­ში მოხ­და, სო­მეხ ქურ­დთან შე­სახ­ვედ­რად მი­სუ­ლი რე­ზი­კო ჯვარ­სკი და­ა­კა­ვეს, მას სთხოვ­დნენ ქურ­დე­ბის­თვის შე­ე­გი­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ არ შე­ა­გი­ნა. ამის გამო 22 წლის ქურ­დს ორი­ვე ფეხი მო­ტე­ხეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მის მე­გო­ბარ გო­გო­ნას, მი­რან­და ფე­რა­ძე და რე­ზი­კო ჯვარ­სკი 2015 წლის 20 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბამ­დე, 19 სექ­ტემ­ბერს უბი­ლა­ვა და მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, მი­რან­და ფე­რა­ძე ბე­ლო­რუ­სი­ში თურ­ქე­თი­დან ჩაფ­რინ­დენ. კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს უკა­ნო­ნო გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ათა­სი არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი დო­ლა­რი და ევრო აღ­მო­აჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც "ობ­ში­ა­კის­თვის" იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ "რე­ზი­კო ჯვარ­სკი" და მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა ბე­ლო­რუს­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­უშ­ვეს და მათ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს.

ქეთი ზვი­ა­და­ძე

ქეთი ზვი­ა­და­ძე კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის ლაშა დო­ღო­ნა­ძის ცო­ლია. დო­ღო­ნა­ძეს კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში ლაშა პი­ტერსკის სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. მას მე­ო­რე ზედ­მეტ­სა­ხე­ლიც აქვს, ჟოფ­რე­ის უწო­დე­ბენ. ის და მისი მე­უღ­ლე წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სი­დან არი­ან და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რო­ბენ. ლაშა პი­ტერსკის და ქეთი ზვი­ა­და­ძეს ორი შვი­ლი ჰყავთ.

იუ­ლია ვოლ­კო­ვა

იუ­ლია ვოლ­კო­ვა სკან­და­ლუ­რი ჯგუ­ფის "ტა­ტუს" სო­ლის­ტია. მან შარ­შან ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დზე გია ზა­რან­დი­ა­ზე (იგი­ვე გია გალ­სკი) იქორ­წი­ნა. სა­ნამ მომ­ღე­რა­ლი 35 წლის კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს და­უ­კავ­ში­რებ­და ბედს, სკან­და­ლურ პრო­ექ­ტებ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ის რუ­სუ­ლი "პლე­ი­ბო­ის­თვის" გა­შიშ­ვლდა კი­დეც. გა­თხო­ვე­ბი­სას ვოლ­კო­ვა გია გალ­სკის­გან ორ­სუ­ლად იყო. ეს მისი მე­სა­მე შვი­ლია. პირ­ვე­ლი ბავ­შვის მამა ვოლ­კო­ვას დაც­ვის უფ­რო­სია, ხოლო მე­ო­რე ერთ-ერთი რუ­სუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის შვი­ლის­გან გა­ა­ჩი­ნა (იხი­ლეთ ვი­დეო)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ვინ არიან ქართველი "კანონიერი ქურდების" ცოლები

ვინ არიან ქართველი  "კანონიერი ქურდების" ცოლები

ფული, კრიმინალი, იარაღი, სამართალდამცველები - ამ ქალებისთვის ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია. ვინ არიან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების ცოლები, რომელთა ცხოვრება გასაიდუმლოებული და ბურუსით მოცულია. AMBEBI.GE ქართველი კანონიერი ქურდების მეორე ნახევრებს გაგაცნობთ:

მარინა გოლბერგი

მარინა გოლბერგი კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო კალაშოვის მეუღლეა. მისი სახელი 2012 წელს გახდა ცნობილი, როცა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დაჯგუფებების წევრების ახალი სია, სადაც ოფიციალურად, "საძმო წრის" (The Brothers' Circle) კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის სტატუსი მიენიჭა ცნობილ კრიმინალ ზაქრო კალაშოვს. სიაში მეუღლესთან ერთად მოხსენიებულია მარინა გოლბერგიც. ამ "შავ სიაში" ასევე შედიან: ძმები ლაშა და კახაბერ შუშანაშვილები და მათი "მარჯვენა ხელი" ე.წ. კანონიერი ქურდი კობა შემაზაშვილი, ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ მირზოევი, ე.წ. კანონიერი ქურდი ვლადიმერ ვაგინი (ვაგონი), ე.წ. კანონიერი ქურდი ვასილი ხრისტოფოროვი (ვასია ვოსკრეს) და სხვები. თითქმის ყველა ისინი "დედ ჰასანის" კრიმინალურ წრეში შედიან.

ირინა ასათიანი

ქუთაისელი "კრიმინალური ავტორიტეტის" ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე ირინა ასათიანი ფართო საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო. ფოცხვერია სასჯელს ონკოლოგიურ კლინიკაში 2 წელია იხდის. პატიმარს ბადრაგისა და სპეცრაზმის 7 წევრი აკონტროლებს. ირინა ასათიანი ადვოკატებთან ერთად მსჯავრდებულის გათავისუფლებას ითხოვს, რათა მან დარჩენილი სიცოცხლე ოჯახთან გაატაროს (ნახეთ ვიდეო)

პალატაში მსჯავრდებულის მონახულების უფლება მხოლოდ მეუღლეს აქვს. ასათიანს და ფოცხვერიას ორი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავთ.

მირანდა ფერაძე

მირანდა ფერაძე ე.წ. კანონიერი ქურდის რეზიკო ჯვარსკის, რევაზ უბილავას მეგობარი გოგონაა. რეზიკო ჯვარსკი ე.წ. კანონიერ ქურდად 2014 წელს აკურთხეს. ერთ-ერთი გავრცელებული ისტორია, რაც რეზიკო ჯვარსკის სახელს უკავშირდება, მისი და სომეხი ქურდის შეხვედრაა. შემთხვევა კრასნოდარში მოხდა, სომეხ ქურდთან შესახვედრად მისული რეზიკო ჯვარსკი დააკავეს, მას სთხოვდნენ ქურდებისთვის შეეგინებინა, მაგრამ არ შეაგინა. ამის გამო 22 წლის ქურდს ორივე ფეხი მოტეხეს.

რაც შეეხება მის მეგობარ გოგონას, მირანდა ფერაძე და რეზიკო ჯვარსკი 2015 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. დაკავებამდე, 19 სექტემბერს უბილავა და მისი მეგობარი გოგონა, მირანდა ფერაძე ბელორუსიში თურქეთიდან ჩაფრინდენ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკანონო გზით მოპოვებული რამდენიმე ათასი არადეკლარირებული დოლარი და ევრო აღმოაჩნდა, რომლებიც "ობშიაკისთვის" იყო განკუთვნილი.

გასაუბრების შემდეგ "რეზიკო ჯვარსკი" და მისი მეგობარი გოგონა ბელორუსმა სამართალდამცველებმა გაუშვეს და მათ ქვეყნის ტერიტორია დატოვეს.

ქეთი ზვიადაძე

ქეთი ზვიადაძე კრიმინალური ავტორიტეტის ლაშა დოღონაძის ცოლია. დოღონაძეს კრიმინალურ სამყაროში ლაშა პიტერსკის სახელით იცნობენ. მას მეორე ზედმეტსახელიც აქვს, ჟოფრეის უწოდებენ. ის და მისი მეუღლე წარმოშობით ქუთაისიდან არიან და სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობენ. ლაშა პიტერსკის და ქეთი ზვიადაძეს ორი შვილი ჰყავთ.

იულია ვოლკოვა

იულია ვოლკოვა სკანდალური ჯგუფის "ტატუს" სოლისტია. მან შარშან ე.წ. კანონიერ ქურდზე გია ზარანდიაზე (იგივე გია გალსკი) იქორწინა. სანამ მომღერალი 35 წლის კრიმინალურ ავტორიტეტს დაუკავშირებდა ბედს, სკანდალურ პროექტებში იღებდა მონაწილეობას. ის რუსული "პლეიბოისთვის" გაშიშვლდა კიდეც. გათხოვებისას ვოლკოვა გია გალსკისგან ორსულად იყო. ეს მისი მესამე შვილია. პირველი ბავშვის მამა ვოლკოვას დაცვის უფროსია, ხოლო მეორე ერთ-ერთი რუსული სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორის შვილისგან გააჩინა (იხილეთ ვიდეო)

17 წლით პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც  ყოფილი შეყვარებულს ბენზინი გადაასხა და მისი მკვლელობა სცადა

შსს პოზნერის ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს ასაჯაროებს - "ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა"

შეიარაღებული დაპირისპირება სტამბოლში, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა - თურქული მედიის ცნობით, ერთმანეთს ჩეჩნები და ქართველები დაუპირისპირდნენ