მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაერო-ს ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება
გაერო-ს ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­არ­სე­ბის 70-ე წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, ქა­ლაქ ჟე­ნე­ვა­ში, გა­ე­რო-ს ოფი­სის ეზო­ში ქარ­თუ­ლი ქვევ­რი გან­თავ­სდე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ჟე­ნე­ვის ოფისს სა­ჩუქ­რად იუ­ნეს­კო-ს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლად აღი­ა­რე­ბულ ქარ­თულ ქვევ­რს ჩუქ­ნის.

ქვევ­რის დად­გმის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია გა­ე­რო-ში 2016 წლის 1-ელ მარტს გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და გა­ე­რო-ს ოფი­სის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­იხ­სნე­ბა მე­მო­რი­ა­ლუ­რი დაფა. გა­ი­მარ­თე­ბა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის ჩვე­ნე­ბა და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია.

სა­გა­რეო უწყე­ბის ცნო­ბით, ორი­გი­ნა­ლი ზო­მის თი­ხის ქვევ­რი ჟე­ნე­ვა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ეზო­ში სა­მუ­და­მოდ და­ი­დებს ბი­ნას. ქვევ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში სო­ფელ მა­ქა­თუ­ბან­ში დამ­ზად­და და მას­ზე ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე ამოტვიფ­რუ­ლია "სა­ქარ­თვე­ლო", "Georgia".

ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­სა და ქა­ლაქ ჟე­ნე­ვა­ში გა­ე­რო-ს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით ტარ­დე­ბა.

გაერო-ს ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება

გაერო-ს ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად, ქალაქ ჟენევაში, გაერო-ს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველო ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის.

ქვევრის დადგმის ოფიციალური ცერემონია გაერო-ში 2016 წლის 1-ელ მარტს გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და გაერო-ს ოფისის გენერალური დირექტორი. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება მემორიალური დაფა. გაიმართება ქართული ღვინის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

საგარეო უწყების ცნობით, ორიგინალი ზომის თიხის ქვევრი ჟენევაში ორგანიზაციის ეზოში სამუდამოდ დაიდებს ბინას. ქვევრი საქართველოში სოფელ მაქათუბანში დამზადდა და მასზე ქართულ და ინგლისურ ენებზე ამოტვიფრულია "საქართველო", "Georgia".

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ ჟენევაში გაერო-ს განყოფილებაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ტარდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია