პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს ნაკიანი წელიწადი და რით გამოირჩევიან 29 თებერვალს დაბადებული ადამიანები
რას ნიშნავს ნაკიანი წელიწადი და რით გამოირჩევიან 29 თებერვალს დაბადებული ადამიანები

ნა­კი­ან წე­ლი­წად­ში თე­ბერ­ვა­ლი 29 დღე-ღა­მის­გან შედ­გე­ბა. ახა­ლი სტი­ლით ნა­კი­ა­ნად ით­ვლე­ბა ყო­ვე­ლი წე­ლი­წა­დი, რო­მე­ლიც იყო­ფა 4-ზე, გარ­და იმ წლე­ბი­სა, რო­მელ­თა ნო­მე­რი, თუმ­ცა და­ბო­ლო­ე­ბუ­ლია 2 ნუ­ლით, უნაშ­თოდ არ იყო­ფა 400-ზე (მაგ., 1800, 1900, 2100). ნა­კი­ა­ნი წე­ლი­წა­დის არ­სე­ბო­ბა, ანუ ერთი დღის და­მა­ტე­ბა, სა­ჭი­როა იმი­ტომ, რომ მარ­ტი­ვი (365 დღი­ა­ნი) წე­ლი­წა­დი არ შედ­გე­ბა ზუს­ტად 365 დღის­გან, არა­მედ 365 და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი მე­ო­თხე­დი დღის­გან, ამი­ტო­მა­ცაა ნა­კი­ა­ნი თით­ქმის ყო­ვე­ლი მე­ო­თხე წე­ლი­წა­დი (წყრო: ვი­კი­პე­დია).

ზამ­თრის ბოლო დღეს და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იუ­ბი­ლეს გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ველ დღეს აღ­ნიშ­ნა­ვენ. სა­კუ­თა­რი და­ბა­დე­ბის დღე ალ­ბათ, ყვე­ლას უყ­ვარს და წლი­დან წლამ­დე ყო­ველ­თვის დიდი მოთ­მი­ნე­ბით ელო­დე­ბა მას, მაგ­რამ სულ სხვაგ­ვა­რა­დაა საქ­მე, რო­დე­საც 29 თე­ბერ­ვალს და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ნა­კი­ა­ნი წელი ხომ ყო­ველ მე­ო­თხე წელ­საა.

ამ დღეს და­ბა­დე­ბუ­ლებს შო­რის აღ­მოჩ­ნდა მო­დე­ლი და სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ფე­შენ შარ­მის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლალი ტო­ტი­კაშ­ვი­ლი:

- მომ­წონს, რომ ჩემი და­ბა­დე­ბის დღე 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ არის. ამის გამო 29 თე­ბერ­ვა­ლი, ერ­თგვა­რად, ეგ­ზო­ტი­კუ­რი დღეა. სულ იმას ვამ­ბობ, წელი მხო­ლოდ ოთხ წე­ლი­წად­ში ერთხელ მე­მა­ტე­ბა-მეთ­ქი. ჯერ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვარ, ასე რომ, როცა კა­ლენ­დარ­ში 29 თე­ბერ­ვა­ლია, მხო­ლოდ მა­შინ მე­მა­ტე­ბა ასა­კი.

- რო­დე­საც ნა­კი­ა­ნი წელი არ არის, რო­დის აღ­ნიშ­ნავ და­ბა­დე­ბის დღეს?

- 1-ელ მარტს...

- ე.ი. წე­ლი­წად­ში ერთხელ ზამ­თრის ბოლო დღეს გაქვს და­ბა­დე­ბის დღე, სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ველ დღეს?

- ასეა... 29 თე­ბერ­ვალს მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბა მაქვს, რად­გა­ნაც ვიცი, რომ ნამ­დვი­ლად ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა. მაგ­რამ რო­გორც უნდა იყოს, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი და­ბა­დე­ბის დღე. მო­ლოც­ვე­ბიც 28 თე­ბერ­ვლი­დან იწყე­ბა და 1-ელ მარ­ტამ­დე გრძელ­დე­ბა. რად­გან ხალ­ხი დაბ­ნე­უ­ლია, აღარ იცის, რო­დის მო­მი­ლო­ცოს, ამი­ტო­მაც მო­ლოც­ვე­ბი 2 დღე გრძელ­დე­ბა.

- და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში რა რი­ცხვი გაქვს ჩა­წე­რი­ლი?

- 29 თე­ბერ­ვა­ლი. დედა ამ­ბობს, ნე­ტავ, 1-ელი ჩაგ­ვე­წე­რაო, მე არ ვე­თან­ხმე­ბი, რად­გა­ნაც 29-ში და­ვი­ბა­დე.

- კი­დევ რით გა­მო­ირ­ჩე­ვი შენი მე­გობ­რე­ბის­გან?

- მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ვარ სა­ოც­რად ბავ­შვუ­რი, ეტყო­ბა იმი­ტომ, რომ ჯერ კი­დევ ბავ­შვუ­რი ასა­კი მაქვს (იღი­მის), სულ რამ­დენ­ჯერ­მე მქონ­და ნამ­დვი­ლი და­ბა­დე­ბის დღე.

* * *

თუ აქამ­დე იმ ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­ას გა­ვე­ცა­ნით, ვინც უშუ­ა­ლოდ ამ დღეს არის და­ბა­დე­ბუ­ლი, ახლა მშო­ბელ­საც მო­ვუს­მი­ნოთ, მა­გა­ლი­თად, რას გა­ნიც­დის ალექ­სან­დრე ურ­დუ­ლა­ძის დედა, მაკა ჯინ­ჭა­რა­ძე, რომ­ლის შვი­ლიც 2008 წლის 29 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­და.

- ვა­ჟის და­ბა­დე­ბამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა, ალექ­სან­დრე ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლია, დე­დო­ბა ფან­ტას­ტი­კუ­რი გრძნო­ბა ყო­ფი­ლა. ბავ­შვი 29 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­და, ნა­კი­ან წე­ლი­წადს.

ფეხ­მძი­მედ რომ ვი­ყა­ვი, ექი­მე­ბის პროგ­ნო­ზით, 25 თე­ბერ­ვლი­დან 9 მარ­ტამ­დე უნდა მემ­შო­ბი­ა­რა, ამის გამო ბოლო თვე­ში ვფიქ­რობ­დი, ნე­ტავ, 29 თე­ბერ­ვალს არ და­ი­ბა­დოს და სხვა რო­მელ რი­ცხვშიც გინ­და იყოს-მეთ­ქი. არ მინ­დო­და, რად­გან ვფიქ­რობ­დი იმა­ზე, რომ ბავ­შვს და­ბა­დე­ბის დღე პრაქ­ტი­კუ­ლად, 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ ექ­ნე­ბო­და. მოკ­ლედ, შვი­ლი მა­ინც 29-ში მე­ყო­ლა.

- და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში 29 ჩა­უ­წე­რეს?

- ვი­თხო­ვე, მისი და­ბა­დე­ბა 29 თე­ბერ­ვალს არ და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და. სამ­შო­ბი­ა­რო­ში უარი მი­თხრეს, - არ შე­იძ­ლე­ბაო, რა­ი­მე რომ მოხ­დეს, ჩვენს ნაც­ვლად, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სხვა ბრი­გა­და ვერ აი­ღებს სა­კუ­თარ თავ­ზეო. რა დღე­საც და­ი­ბა­დე­ბა პა­ტა­რა, იმ დღეს უნდა გა­ტარ­დეს.

- რო­დის უხ­დით ალექ­სან­დრეს და­ბა­დე­ბის დღეს?

- იმ წელს, როცა არ არის ნა­კი­ა­ნი წე­ლი­წა­დი, - 1-ელ მარტს, ისე ამ­ბო­ბენ, რომ 28 თე­ბერ­ვა­ლი რომ დას­რულ­დე­ბა და 1-ელი მარ­ტი დად­გე­ბა, 1-ელი 2 წუთი 29 თე­ბერ­ვალს ეკუთ­ვნი­სო (ეს მა­შინ როცა თე­ბერ­ვა­ლი 29-ით არ არის)...

28-ში რომ აღუ­ნიშ­ნო, რა­ტომ? მა­შინ ჯერ არ იყო და­ბა­დე­ბუ­ლი.

- რითი გან­სხვავ­დე­ბა ალექ­სან­დრე თა­ვის თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან? რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბა ხომ არ შე­გი­ნიშ­ნავთ?

- იმი­ტომ არა, რომ დედა ვარ და რა­ღაც მეჩ­ვე­ნე­ბა, ამას სხვე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ, ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რი და ჭკვი­ა­ნია, რა­ღაც თა­ვი­დან­ვე დაბ­რძე­ნე­ბუ­ლი იყო. არ ვიცი, ეს 29 თე­ბერ­ვლის ბრა­ლია, თუ სხვა რა­მის... არის მუ­სი­კა­ლუ­რი, - მღე­რის, ცეკ­ვავს.

- სა­ნა­თე­სა­ო­ში კი­დევ ვინ­მე ხომ არ არის 29 თე­ბერ­ვალს და­ბა­დე­ბუ­ლი?

- ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი... ბავ­შვო­ბა­ში ვიც­ნობ­დი ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სულ მე­ცო­დე­ბო­და იმის გამო, რომ და­ბა­დე­ბის დღეს 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ აღი­ნიშ­ნავ­და. ვამ­ბობ­დი, ღმერ­თო, რა კარ­გია, რომ მეც ამ დღე არ ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი მეთ­ქი, მაგ­რამ გა­ვი­და წლე­ბი და შვილ­მა სი­ურპრი­ზი მო­მიმ­ზა­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ამ­ბობს ას­ტრო­ლო­გია ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე.

მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი:

- ამ დღეს და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი ძლი­ე­რი ინ­ტუ­ი­ცი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, მათ აქვთ უნა­რი, სა­ო­ცა­რი რჩე­ვა მის­ცენ სხვებს. ამი­ტომ, თუკი ამ დღეს და­ბა­დე­ბულ­მა ოდეს­მე რამე გირ­ჩი­ათ, და­უ­ჯე­რეთ. ის თქვენ­თვის სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა. თუმ­ცა მათ არ იცი­ან, სა­ი­დან აქვთ ეს უნა­რი. ისი­ნი გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ქვეც­ნო­ბი­ე­რად იღე­ბენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას და სწო­რედ ეს გახ­ლავთ მათი ერ­თგვა­რი შარ­მიც.

- რო­დე­საც კა­ლენ­დარ­ში 29 თე­ბერ­ვა­ლი არ არის, რო­დის უნდა აღ­ნიშ­ნონ და­ბა­დე­ბის დღე?

- 28 თე­ბერ­ვა­ლი რომ დას­რულ­დე­ბა და 12 სა­ათს გა­დას­ცდე­ბა, პირ­ველ წუ­თებ­ზე უნდა ადღეგ­რძე­ლოთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ამ დროს წარ­მოთ­ქმულ სა­დღეგ­რძე­ლოს სა­ო­ცა­რი ძალა აქვს. იუ­ბი­ლა­რებ­ზე დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს.

- კი­დევ რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ მათ­ზე?

- ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და პო­ზი­ტი­უ­რი რი­ცხვე­ბია ყო­ვე­ლი თვის 2, 7, 11, 16, 20, 25, 29. ეს რიცვხე­ბი მთვა­რი­სა და პლა­ნე­ტა ნეპ­ტუ­ნის გახ­ლავთ; რაც შე­ე­ხე­ბა ფე­რებს, მეტ­წი­ლად უნდა ჩა­იც­ვან კრე­მის­ფე­რი, თეთ­რი, ნაც­რის­ფე­რი სა­მო­სი; მათი ქვე­ბია - აქა­ტი, ნეფ­რი­ტი, მარ­გა­ლი­ტი; მათ დიდი დრო უნდა და­უთ­მონ ფუ­ლის შოვ­ნას, რად­განც ეს საქ­მე მათ კარ­გად გა­მოს­დით. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, რო­გორც თევ­ზე­ბის ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლებს, სა­ო­ცა­რი ინ­ტუ­ი­ცია აქვთ, ამავდრო­უ­ლად ისი­ნი ბევ­რს გა­ცი­ლე­ბით მდიდ­რე­ბი ჰგო­ნია, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში არი­ან, სა­ოც­რად უყ­ვართ ქველ­მოქ­მე­დე­ბაც, ამი­ტომ სიფრ­თხი­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა მარ­თებთ, რად­გა­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, ქველ­მოქ­მე­დე­ბამ ისი­ნი გა­ა­კოტ­როს, ნულ­ზე დას­ვას.

იმის გამო, რომ ემო­ცი­უ­რო­ბა ახა­სი­ა­თებთ, შე­საძ­ლოა, ნერ­ვუ­ლი გა­და­ძაბ­ვა და­ე­მარ­თოთ, რის­თვი­საც სა­ჭი­როა ხში­რი გან­ტვირ­თვა და დას­ვე­ნე­ბა, მათ­თვის დი­ე­ტის დაც­ვაც სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან მე­ტად აწუ­ხებთ რევ­მა­ტი­უ­ლი და ფე­ხის ტერ­ფის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ასე­ვე მათი სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბია თვა­ლე­ბი და ხერ­ხე­მა­ლი; აქვთ სა­ო­ცა­რი იმპრო­ვი­ზა­ცი­ი­სა და ფან­ტა­ზი­ის უნა­რიც, ხში­რად ოც­ნე­ბას რე­ა­ლო­ბად აქ­ცე­ვენ ხოლ­მე.

პ.ს. ყვე­ლას, ვინც 29 თე­ბერ­ვალს არის და­ბა­დე­ბუ­ლი, ვუ­ლო­ცავთ და­ბა­დე­ბის დღეს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რას ნიშნავს ნაკიანი წელიწადი და რით გამოირჩევიან 29 თებერვალს დაბადებული ადამიანები

რას ნიშნავს ნაკიანი წელიწადი და რით გამოირჩევიან 29 თებერვალს დაბადებული ადამიანები

ნაკიან წელიწადში თებერვალი 29 დღე-ღამისგან შედგება. ახალი სტილით ნაკიანად ითვლება ყოველი წელიწადი, რომელიც იყოფა 4-ზე, გარდა იმ წლებისა, რომელთა ნომერი, თუმცა დაბოლოებულია 2 ნულით, უნაშთოდ არ იყოფა 400-ზე (მაგ., 1800, 1900, 2100). ნაკიანი წელიწადის არსებობა, ანუ ერთი დღის დამატება, საჭიროა იმიტომ, რომ მარტივი (365 დღიანი) წელიწადი არ შედგება ზუსტად 365 დღისგან, არამედ 365 და დაახლოებით ერთი მეოთხედი დღისგან, ამიტომაცაა ნაკიანი თითქმის ყოველი მეოთხე წელიწადი (წყრო: ვიკიპედია).

ზამთრის ბოლო დღეს დაბადებულები სამი წლის განმავლობაში იუბილეს გაზაფხულის პირველ დღეს აღნიშნავენ. საკუთარი დაბადების დღე ალბათ, ყველას უყვარს და წლიდან წლამდე ყოველთვის დიდი მოთმინებით ელოდება მას, მაგრამ სულ სხვაგვარადაა საქმე, როდესაც 29 თებერვალს დაბადებულებზე ვლაპარაკობთ, ნაკიანი წელი ხომ ყოველ მეოთხე წელსაა.

ამ დღეს დაბადებულებს შორის აღმოჩნდა მოდელი და სამოდელო სააგენტო "ფეშენ შარმის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლალი ტოტიკაშვილი:

- მომწონს, რომ ჩემი დაბადების დღე 4 წელიწადში ერთხელ არის. ამის გამო 29 თებერვალი, ერთგვარად, ეგზოტიკური დღეა. სულ იმას ვამბობ, წელი მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ მემატება-მეთქი. ჯერ ძალიან პატარა ვარ, ასე რომ, როცა კალენდარში 29 თებერვალია, მხოლოდ მაშინ მემატება ასაკი.

- როდესაც ნაკიანი წელი არ არის, როდის აღნიშნავ დაბადების დღეს?

- 1-ელ მარტს...

- ე.ი. წელიწადში ერთხელ ზამთრის ბოლო დღეს გაქვს დაბადების დღე, სამი წლის განმავლობაში კი გაზაფხულის პირველ დღეს?

- ასეა... 29 თებერვალს მაინც განსაკუთრებული გრძნობა მაქვს, რადგანაც ვიცი, რომ ნამდვილად ჩემი დაბადების დღეა. მაგრამ როგორც უნდა იყოს, ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე. მოლოცვებიც 28 თებერვლიდან იწყება და 1-ელ მარტამდე გრძელდება. რადგან ხალხი დაბნეულია, აღარ იცის, როდის მომილოცოს, ამიტომაც მოლოცვები 2 დღე გრძელდება.

- დაბადების მოწმობაში რა რიცხვი გაქვს ჩაწერილი?

- 29 თებერვალი. დედა ამბობს, ნეტავ, 1-ელი ჩაგვეწერაო, მე არ ვეთანხმები, რადგანაც 29-ში დავიბადე.

- კიდევ რით გამოირჩევი შენი მეგობრებისგან?

- მეუბნებიან, რომ ვარ საოცრად ბავშვური, ეტყობა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბავშვური ასაკი მაქვს (იღიმის), სულ რამდენჯერმე მქონდა ნამდვილი დაბადების დღე.

* * *

თუ აქამდე იმ ადამიანის ემოციას გავეცანით, ვინც უშუალოდ ამ დღეს არის დაბადებული, ახლა მშობელსაც მოვუსმინოთ, მაგალითად, რას განიცდის ალექსანდრე ურდულაძის დედა, მაკა ჯინჭარაძე, რომლის შვილიც 2008 წლის 29 თებერვალს დაიბადა.

- ვაჟის დაბადებამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა, ალექსანდრე ჩემი პირველი შვილია, დედობა ფანტასტიკური გრძნობა ყოფილა. ბავშვი 29 თებერვალს დაიბადა, ნაკიან წელიწადს.

ფეხმძიმედ რომ ვიყავი, ექიმების პროგნოზით, 25 თებერვლიდან 9 მარტამდე უნდა მემშობიარა, ამის გამო ბოლო თვეში ვფიქრობდი, ნეტავ, 29 თებერვალს არ დაიბადოს და სხვა რომელ რიცხვშიც გინდა იყოს-მეთქი. არ მინდოდა, რადგან ვფიქრობდი იმაზე, რომ ბავშვს დაბადების დღე პრაქტიკულად, 4 წელიწადში ერთხელ ექნებოდა. მოკლედ, შვილი მაინც 29-ში მეყოლა.

- დაბადების მოწმობაში 29 ჩაუწერეს?

- ვითხოვე, მისი დაბადება 29 თებერვალს არ დაეფიქსირებინათ, მაგრამ არაფერი გამომივიდა. სამშობიაროში უარი მითხრეს, - არ შეიძლებაო, რაიმე რომ მოხდეს, ჩვენს ნაცვლად, პასუხისმგებლობას სხვა ბრიგადა ვერ აიღებს საკუთარ თავზეო. რა დღესაც დაიბადება პატარა, იმ დღეს უნდა გატარდეს.

- როდის უხდით ალექსანდრეს დაბადების დღეს?

- იმ წელს, როცა არ არის ნაკიანი წელიწადი, - 1-ელ მარტს, ისე ამბობენ, რომ 28 თებერვალი რომ დასრულდება და 1-ელი მარტი დადგება, 1-ელი 2 წუთი 29 თებერვალს ეკუთვნისო (ეს მაშინ როცა თებერვალი 29-ით არ არის)...

28-ში რომ აღუნიშნო, რატომ? მაშინ ჯერ არ იყო დაბადებული.

- რითი განსხვავდება ალექსანდრე თავის თანატოლებისგან? რაიმე განსაკუთრებული თვისება ხომ არ შეგინიშნავთ?

- იმიტომ არა, რომ დედა ვარ და რაღაც მეჩვენება, ამას სხვებიც აღნიშნავენ, ძალიან გონიერი და ჭკვიანია, რაღაც თავიდანვე დაბრძენებული იყო. არ ვიცი, ეს 29 თებერვლის ბრალია, თუ სხვა რამის... არის მუსიკალური, - მღერის, ცეკვავს.

- სანათესაოში კიდევ ვინმე ხომ არ არის 29 თებერვალს დაბადებული?

- ჩემი მამიდაშვილი... ბავშვობაში ვიცნობდი ადამიანს, რომელიც სულ მეცოდებოდა იმის გამო, რომ დაბადების დღეს 4 წელიწადში ერთხელ აღინიშნავდა. ვამბობდი, ღმერთო, რა კარგია, რომ მეც ამ დღე არ ვარ დაბადებული მეთქი, მაგრამ გავიდა წლები და შვილმა სიურპრიზი მომიმზადა.

საინტერესოა, რას ამბობს ასტროლოგია ამ ადამიანებზე.

მიხეილ ცაგარელი:

- ამ დღეს დაბადებულები ძლიერი ინტუიციით გამოირჩევიან, მათ აქვთ უნარი, საოცარი რჩევა მისცენ სხვებს. ამიტომ, თუკი ამ დღეს დაბადებულმა ოდესმე რამე გირჩიათ, დაუჯერეთ. ის თქვენთვის სასიკეთო იქნება. თუმცა მათ არ იციან, საიდან აქვთ ეს უნარი. ისინი გეომაგნიტური ველის საშუალებით ქვეცნობიერად იღებენ ამ ინფორმაციას და სწორედ ეს გახლავთ მათი ერთგვარი შარმიც.

- როდესაც კალენდარში 29 თებერვალი არ არის, როდის უნდა აღნიშნონ დაბადების დღე?

- 28 თებერვალი რომ დასრულდება და 12 საათს გადასცდება, პირველ წუთებზე უნდა ადღეგრძელოთ ეს ადამიანები, ამ დროს წარმოთქმულ სადღეგრძელოს საოცარი ძალა აქვს. იუბილარებზე დიდ ზეგავლენას ახდენს.

- კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ მათზე?

- ყველაზე მნიშვნელოვანი და პოზიტიური რიცხვებია ყოველი თვის 2, 7, 11, 16, 20, 25, 29. ეს რიცვხები მთვარისა და პლანეტა ნეპტუნის გახლავთ; რაც შეეხება ფერებს, მეტწილად უნდა ჩაიცვან კრემისფერი, თეთრი, ნაცრისფერი სამოსი; მათი ქვებია - აქატი, ნეფრიტი, მარგალიტი; მათ დიდი დრო უნდა დაუთმონ ფულის შოვნას, რადგანც ეს საქმე მათ კარგად გამოსდით. როგორც მოგახსენეთ, როგორც თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულებს, საოცარი ინტუიცია აქვთ, ამავდროულად ისინი ბევრს გაცილებით მდიდრები ჰგონია, ვიდრე სინამდვილეში არიან, საოცრად უყვართ ქველმოქმედებაც, ამიტომ სიფრთხილე და წინდახედულება მართებთ, რადგანაც შესაძლებელია, ქველმოქმედებამ ისინი გააკოტროს, ნულზე დასვას.

იმის გამო, რომ ემოციურობა ახასიათებთ, შესაძლოა, ნერვული გადაძაბვა დაემართოთ, რისთვისაც საჭიროა ხშირი განტვირთვა და დასვენება, მათთვის დიეტის დაცვაც სასარგებლო იქნება. დაავადებებიდან მეტად აწუხებთ რევმატიული და ფეხის ტერფის დაავადებები, ასევე მათი სუსტი წერტილებია თვალები და ხერხემალი; აქვთ საოცარი იმპროვიზაციისა და ფანტაზიის უნარიც, ხშირად ოცნებას რეალობად აქცევენ ხოლმე.

პ.ს. ყველას, ვინც 29 თებერვალს არის დაბადებული, ვულოცავთ დაბადების დღეს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია