საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტინგმა კახა კალაძის დაბადების დღეზე იმღერა?
სტინგმა კახა კალაძის დაბადების დღეზე იმღერა?

ცნო­ბი­ლი ინ­გლი­სე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სტინ­გი 27 თე­ბერ­ვალს თბი­ლისს სტუმ­რობ­და. მან დიდი ხნის მე­გო­ბარ­თან და სას­ცე­ნო პარტნი­ორ­თან მე­საყ­ვი­რე კრის ბო­ტის­თან ერ­თად დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­მარ­თა კონ­ცერ­ტი. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, 64 წლის შემ­სრუ­ლებ­ლით არამ­ხო­ლოდ ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მი­სუ­ლი 2 ათა­სამ­დე მსმე­ნე­ლი დატ­კბა. ყო­ფი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­სა და ბიზ­ნეს­მე­ნის მა­მუ­კა გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტინ­გმა გუ­შინ ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის და­ბა­დე­ბის დღე­ზეც იმ­ღე­რა. ამის შე­სა­ხებ გამ­ყრე­ლი­ძე ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე წერს:

"დილა მშვი­დო­ბი­სა ერო ბედ­ნი­ე­რო! ამ­ბო­ბენ, გუ­შინ ერთ დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს და­ბა­დე­ბის დღე ჰქო­ნი­აო. "ბუდა ბარი" და­უ­კე­ტავს და იქ გა­და­უხ­დი­აო. სტინ­გიც მი­უწ­ვე­ვია კონ­ცერ­ტის მერე მას­თან პრი­ვატ ფარ­თი­ზე სამ­ღე­რა­დო. რას არ იტყვი­ან? აბა ამის და­ჯე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, როცა ხალ­ხს და ბი­უ­ჯეტს ასე უჭირს, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე რა­მო­დე­ნი­მე ათე­ულ ათას ევ­როს გა­და­იხ­დის ერთი არ­ტის­ტის სიმ­ღე­რა­ში?

თუმ­ცა, ასე­თი ჭო­რიც სა­სო­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნია, გი­ხა­რია ადა­მი­ანს, რომ შენი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის წევ­რს, გარ­და ჩაც­მი­სა, მუ­სი­კა­შიც დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა აქვს.

P.S. ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ეს სტა­ტუ­სი მუ­სი­კას ეხე­ბა და არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი პო­ლი­ტი­კას­თან არ აქვს" - წერს გამ­ყრე­ლი­ძე და კო­მენ­ტა­რებ­ში დას­ძენს, რომ გუ­შინ იუ­ბი­ლა­რი ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე იყო.

ვიცე-პრე­მი­ე­რი მარ­თლაც იყო იუ­ბი­ლა­რი 27 თე­ბერ­ვალს და 37 წლის გახ­და. მი­ნისტრს მე­უღ­ლე ანუ­კი არე­ში­ძემ და­ბა­დე­ბის დღე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი პოს­ტით მი­უ­ლო­ცა. "ვუ­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. ის ყვე­ლა­ზე მზრუნ­ვე­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია მთელს სამ­ყა­რო­ში... მიყ­ვარ­ხარ უსას­რუ­ლო­ბამ­დე", - წერს ანუ­კი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სტინგმა კახა კალაძის დაბადების დღეზე იმღერა?

სტინგმა კახა კალაძის დაბადების დღეზე იმღერა?

ცნობილი ინგლისელი შემსრულებელი სტინგი 27 თებერვალს თბილისს სტუმრობდა. მან დიდი ხნის მეგობართან და სასცენო პარტნიორთან მესაყვირე კრის ბოტისთან ერთად დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა კონცერტი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, 64 წლის შემსრულებლით არამხოლოდ ფილარმონიაში მისული 2 ათასამდე მსმენელი დატკბა. ყოფილი დიპლომატისა და ბიზნესმენის მამუკა გამყრელიძის ინფორმაციით, სტინგმა გუშინ ერთ-ერთი ქართველი მაღალჩინოსნის დაბადების დღეზეც იმღერა. ამის შესახებ გამყრელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"დილა მშვიდობისა ერო ბედნიერო! ამბობენ, გუშინ ერთ დიდი თანამდებობის პირს დაბადების დღე ჰქონიაო. "ბუდა ბარი" დაუკეტავს და იქ გადაუხდიაო. სტინგიც მიუწვევია კონცერტის მერე მასთან პრივატ ფართიზე სამღერადო. რას არ იტყვიან? აბა ამის დაჯერება შეიძლება, როცა ხალხს და ბიუჯეტს ასე უჭირს, სახელმწიფო მოხელე რამოდენიმე ათეულ ათას ევროს გადაიხდის ერთი არტისტის სიმღერაში?

თუმცა, ასეთი ჭორიც სასოამოვნო მოსასმენია, გიხარია ადამიანს, რომ შენი ქვეყნის მთავრობის წევრს, გარდა ჩაცმისა, მუსიკაშიც დახვეწილი გემოვნება აქვს.

P.S. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს სტატუსი მუსიკას ეხება და არავითარი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს" - წერს გამყრელიძე და კომენტარებში დასძენს, რომ გუშინ იუბილარი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იყო.

ვიცე-პრემიერი მართლაც იყო იუბილარი 27 თებერვალს და 37 წლის გახდა. მინისტრს მეუღლე ანუკი არეშიძემ დაბადების დღე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტით მიულოცა. "ვულოცავ დაბადების დღეს მამაკაცს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ის ყველაზე მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანია მთელს სამყაროში... მიყვარხარ უსასრულობამდე", - წერს ანუკი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს