საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისა და ჟურნალ AUTO BILD საქართველოს" ორგანიზებით, კაჭრეთში სასტუმრო "ამბასადორში", წლის საუკეთესო ავტომობილები და მძღოლები დასახელდა.
ჟურნალ AUTO BILD -ის ქართულმა გამოცემამ წლის საუკეთესო ავტომობილები 6 კატეგორიაში გამოავლინა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოკითხვა AUTO BILD ის ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა, სადაც 2015 წლის ახალი, ან მნიშვნელოვნად განახლებული მოდელები მონაწილეობდნენ, რაც ყველაზე მთავარია, ერთი კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა ხმის მიცემა. სულ 40 085 ხმა შევიდა - კატეგორიების მიხედვით საუკეთესო ხუთეულები ასე გამოიყურება:
მცირელიტრაჟიანები
1. Honda Jazz
2. Hyundai i20
3. Opel Karl
4. Skoda Fabia
კომპაქტები და კომპაქტური ქროსოვერები
1. Mazda CX3
2. Mini Clubman
3. Opel Astra
4. Honda HR-V
5. Suzuki Vitara
6. Fiat 500 X
7. Ssang Yong Tivoli
საშუალო კლასი
1. Audi A4
2. Jaguar XE
3. Skoda Superb
4. Kia Optima
5. Subaru Levorg
SUV-კლასი
1. Mercedes GLC
2. BMW X1
3. Land Rover Discovery Sport
4. Hyundai Tucson
5. Renault Kadjar
6. Kia Sorento
ლუქს-კლასი და მდიდრული SUV-ები
1. BMW 7 Series
2. Mercedes GLE Coupe
3. BMW X6
4. Bentley Bentayga
5. Volvo XC 90
6. Audi Q7
სპორტული ავტომობილები
1. Mercedes AMG GT
2. Ferrari 488 GT
3. Audi R8
4. Lexus RCF
5. Mazda MX5
საავტომობილო ოსკარები კი ასე გადანაწილდა - სამოყვარულო შეჯიბრებები პროფესიულ კლასებში წყვილთა რბოლის გამარჯვებული - სანდრო თავართქილაძე; დრიფტის ჩემპიონატის პრო კლასი - გიორგი კირვალიძე; წრიული რბოლა: მოტო - კლასი 600 - გიორგი მიხანაშვილი; კლასი 1000- ნიკა გოგოლი ; აღმართის დაძლევა - კლასი 1500- დავით ჩხიკვიშვილი; კლასი კომპაქტი - ირაკლი კაკაურიძე; კლასი 2000 - არჩილ ბიძინაშვილი; კლასი აბსოლუტი- არჩილ ბიძინაშვილი; წრიული რბოლები
ა) მონო კლასი - გუნდური ჩათვლა: XOXO Racing team; ინდივიდუალური ჩათვლა - დავით მენთეშაშვილი; წრიული რბოლა – კომპაქტების კლასი - გამარჯვებული გუნდურ ჩათვლაში: Crediton.ge Racing Team; გამარჯვებული ინდივიდუალურ ჩათვლაში - ვანო მძელური; წრიული რბოლა: ლეგენდ ქარს კლასი [LEGENDS CARS] გუნდური ჩათვლა- Liberty bank racing team; ინდივუდუალური ჩათვლა - არჩილ ბიძინაშვილი; წრიული რბოლა - ფორმულას კლასი - გამარჯვებული გუნდურ ჩათვლაში: Wissol racing team; გამარჯვებული ინდივიდუალურ ჩათვლაში - მევლუდ მელაძე;
წლის საუკეთესო მრბოლელად დათა ქაჯაია (MIA Force) დასახელდა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა მონაწილეებს სიურპრიზი მოუწყვეს და დარბაზში ყველაზე ემოციურ მომენტში მევლუდ მელაძე გამოჩნდა. იგი რამდენიმე თვეა აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მევლუდ მელაძის სცენაზე გამოსვლას დიდი აჟიოტაჟი და ოვაციები მოჰყვა. მრბოლელებმა ქართული ავტოსპორტის გამორჩეული ვარსკვლავი ხელში აიტაცეს.
"ოქროს საჭე 2015"-ის წარმდგენი იყო საავტომობილო ტუნინგის კომპანია "GM ტუნინგი". პარტნიორები: კომპანია "ვისოლი", "ჯი-ენერჯი", "თეგეტა მოტორსი" და "შელი". გამარჯვებული მრბოლელებისთვის პრიზები დააწესეს: ელექტრო-ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ზუმერი"; სავაჭრო სახლი "გოლეთიანი. საინფორმაციო მხარდაჭერა: პალიტრანიუსი, www.ambebi.ge
"ოქროს საჭე" ტრადიციული გალა-დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც უკვე მესამე წელია მასშტაბურად აღინიშნება.