მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ერთი მილიონი ყვავილი დაირგვება
თბილისში ერთი მილიონი ყვავილი დაირგვება

დე­და­ქა­ლაქ­ში წელს 180 000 ნერ­გი და­ირ­გვე­ბა, რის­თვი­საც 900 000 ლა­რია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ დღეს თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე დე­და­ქა­ლა­ქის ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნინო სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ნინო სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა 2016 წლის გა­ზა­ფხულ­ზე დე­და­ქა­ლაქ­ში და­გეგ­მი­ლი გამ­წვა­ნე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გეგ­მის პრო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა. პრე­ზენ­ტა­ცი­ას დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის მო­ად­გი­ლე ნანა ხა­ტის­კა­ცი და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე ნინო სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, თბი­ლის­ში წელს იგეგ­მე­ბა 180 000 ნერ­გის დარ­გვა, სა­ი­და­ნაც 80 000-ზე მეტი ძირი ხე სა­გა­ზა­ფხუ­ლო გამ­წვა­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს და­ირ­გვე­ბა. ნინო სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა და­ა­სა­ხე­ლა ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სა­დაც ნერ­გე­ბის დარ­გვა მოხ­დე­ბა. კერ­ძოდ, ნარ­გა­ვე­ბი და­ირ­გვე­ბა მა­ხ­ა­თას მთის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 15 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე, ასე­ვე ოქ­რო­ყა­ნა­ში გამ­ხმა­რი და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ხე­ე­ბი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 16 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე, დიდ დიღმში, პა­ტა­რა ლი­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და დე­და­ქა­ლა­ქის პარ­კებ­ში, ქუ­ჩებ­ში, ბა­ღებ­სა და სკვე­რებ­ში. სულ ქა­ლაქ­ში 311 ჰექ­ტარ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მოხ­დე­ბა და­მა­ტე­ბით ხე­ე­ბის დარ­გვა.

ნინო სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზა­ფხუ­ლი რგვე­ბის გეგ­მის პრო­ექ­ტი გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხურ­მა ბო­ტა­ნი­კის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მე­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მო­ამ­ზა­და, შერ­ჩე­უ­ლია ის წიწ­ვო­ვა­ნი და ფოთ­ლო­ვა­ნი ჯი­შის ხე­ე­ბი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში და მის შე­მო­გა­რენ­ში უნდა და­ირ­გოს. კერ­ძოდ, ეს არის კვი­პა­რო­სი, ჰი­მა­ლა­ის კე­და­რი, ფიჭ­ვი, კავ­კა­სი­უ­რი აკა­კი, ცა­ცხვი, იფა­ნი, არ­ღა­ვა­ნი, ჰიბ­რი­დუ­ლი თუთა, ვერ­ხვი და საპ­ნის ხე. ნინო სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეს სა­ხე­ო­ბე­ბი თბი­ლი­სის კლი­მა­ტის შე­სა­ბა­მი­სად შე­ირ­ჩა. წელს იგეგ­მე­ბა გარ­კვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წვე­თო­ვა­ნი მორ­წყვის სის­ტე­მის და­ნერგვა, რათა ახ­ლად დარ­გუ­ლი ნერ­გე­ბის გა­ხა­რე­ბა მოხ­დეს.

გამ­წვა­ნე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა სა­უბ­რი­სას ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში 1,2-დან 3 მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის ნერ­გე­ბი და­ირ­გვე­ბა, ტყის აღ­დგე­ნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში კი 0,5-დან 1 მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის ხე-მცე­ნა­რე­ე­ბი. გარ­და ნერ­გე­ბი­სა, წელს თბი­ლის­ში და­გეგ­მი­ლია ასე­ვე 20-ზე მეტი სა­ხე­ო­ბის 12 000 ცალი დე­კო­რა­ტი­უ­ლი ბუჩ­ქის დარ­გვა, 20 000 კვად­რა­ტულ მეტრზე ბა­ლა­ხის სა­ფა­რის მო­წყო­ბა და ერთი მი­ლი­ო­ნი ყვა­ვი­ლის დარ­გვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თბილისში ერთი მილიონი ყვავილი დაირგვება

თბილისში ერთი მილიონი ყვავილი დაირგვება

დედაქალაქში წელს 180 000 ნერგი დაირგვება, რისთვისაც 900 000 ლარია გათვალისწინებული, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა განაცხადა.

ნინო სულხანიშვილმა 2016 წლის გაზაფხულზე დედაქალაქში დაგეგმილი გამწვანების ღონისძიებების გეგმის პროექტი წარადგინა. პრეზენტაციას დედაქალაქის მერის მოადგილე ნანა ხატისკაცი და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე ნინო სულხანიშვილმა განაცხადა, თბილისში წელს იგეგმება 180 000 ნერგის დარგვა, საიდანაც 80 000-ზე მეტი ძირი ხე საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოების დროს დაირგვება. ნინო სულხანიშვილმა დაასახელა ის ტერიტორიები სადაც ნერგების დარგვა მოხდება. კერძოდ, ნარგავები დაირგვება მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 ჰექტარ ფართობზე, ასევე ოქროყანაში გამხმარი და დაავადებული ხეებისაგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 16 ჰექტარ ფართობზე, დიდ დიღმში, პატარა ლილოს ტერიტორიაზე და დედაქალაქის პარკებში, ქუჩებში, ბაღებსა და სკვერებში. სულ ქალაქში 311 ჰექტარ ტერიტორიებზე მოხდება დამატებით ხეების დარგვა.

ნინო სულხანიშვილის განცხადებით, საზაფხული რგვების გეგმის პროექტი გამწვანების სამსახურმა ბოტანიკის ინსტიტუტის თანამშრომლებისა და სპეციალისტების რეკომედაციების გათვალისწინებით მოამზადა, შერჩეულია ის წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხეები, რომელიც თბილისში და მის შემოგარენში უნდა დაირგოს. კერძოდ, ეს არის კვიპაროსი, ჰიმალაის კედარი, ფიჭვი, კავკასიური აკაკი, ცაცხვი, იფანი, არღავანი, ჰიბრიდული თუთა, ვერხვი და საპნის ხე. ნინო სულხანიშვილის განცხადებით, ეს სახეობები თბილისის კლიმატის შესაბამისად შეირჩა. წელს იგეგმება გარკვეულ ტერიტორიაზე წვეთოვანი მორწყვის სისტემის დანერგვა, რათა ახლად დარგული ნერგების გახარება მოხდეს.

გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 1,2-დან 3 მეტრამდე სიმაღლის ნერგები დაირგვება, ტყის აღდგენითი ღონისძიებების ფარგლებში კი 0,5-დან 1 მეტრამდე სიმაღლის ხე-მცენარეები. გარდა ნერგებისა, წელს თბილისში დაგეგმილია ასევე 20-ზე მეტი სახეობის 12 000 ცალი დეკორატიული ბუჩქის დარგვა, 20 000 კვადრატულ მეტრზე ბალახის საფარის მოწყობა და ერთი მილიონი ყვავილის დარგვა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია