მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1 ვაკანტურ ადგილზე 16 უმუშევარი მოდის!
1 ვაკანტურ ადგილზე 16 უმუშევარი მოდის!

სა­ქარ­თვე­ლო­ში 1 ვა­კან­ტურ სა­მუ­შაო ად­გილ­ზე 16 პო­ტენ­ცი­უ­რი უმუ­შე­ვა­რი მო­დის. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ყო­ველ­წლი­უ­რად სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 40 000-ით მა­ტუ­ლობს, ხოლო 15 000-მდე უქ­მდე­ბა. ეს ყო­ვე­ლი­ვე იმ მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს, რაც ქვე­ყა­ნა­შია.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 800 ათა­სამ­დე ისე­თი მო­ქა­ლა­ქეა, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ გა­აჩ­ნია. ერთ-ერთ მი­ზე­ზად ისი­ნი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის დე­ფი­ციტ­საც მი­იჩ­ნევნ, რაც დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს.

ეკო­ნო­მი­კის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტი, სტა­ტის­ტი­კო­სი სოსო არჩვა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ და­საქ­მე­ბულ­თა შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი არას­რულ­ყო­ფი­ლია, რამ­დე­ნა­დაც იგი ყვე­ლა სექ­ტორს არ მო­ი­ცავს და არც სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ გვაძ­ლევს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"90-იან წლებ­თან შე­და­რე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბა 1,7 მი­ლი­ო­ნით შემ­ცირ­და, და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი - 1,6 მი­ლი­ო­ნით. ასე­თი კლე­ბა მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. სა­გუ­ლის­ხმოა ისიც, რომ სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი და­საქ­მე­ბულ­თა შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მებს აქ­ვეყ­ნებს წე­ლი­წად­ში ერთხელ და არა კვარტლე­ბის მი­ხედ­ვით (თუ ბიზ­ნეს სექ­ტორს არ მი­ვი­ღებთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში).

ოფი­ცი­ა­ლურ უწყე­ბა­ში არ ქვეყ­ნდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ. "ჯობს.გე"-ს მო­ნა­ცე­მებს თუ და­ვეყ­რდნო­ბით, იგი მო­ი­ცავს და­ქი­რა­ვე­ბულ­თა სექ­ტორს და არა­ფერს გვე­უბ­ნე­ბა თვით­და­საქ­მე­ბუ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც დიდი მონ­დო­მე­ბით, წვა­ლე­ბი­თა და რის­კით ქმნი­ან სა­მუ­შაო ად­გი­ლებს", - აცხა­დებს არჩვა­ძე და დას­ძენს, რომ მი­ახ­ლო­ე­ბი­თი გათ­ვლით, წე­ლი­წად­ში 40-45 ათა­სამ­დე სა­მუ­შაო ად­გი­ლი იქ­მნე­ბა, ხოლო 15 ათა­სი უქ­მდე­ბა ბიზ­ნე­სის არა­ე­ფექ­ტუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და ბაზ­რის არას­წო­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რის გამო.

"ვფიქ­რობ, რომ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის მხრივ ზრდა გვაქვს 30 000-ის ფარ­გლებ­ში ერთ წე­ლი­წად­ში. ცხა­დია, ეს ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ქვეყ­ნი­დან გა­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც, რო­მე­ლიც მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვარს აჭარ­ბებს. ვერ ვი­ტყვი, რომ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის მიზ­ნით არა­ფე­რი კეთ­დე­ბა, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სია და არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ცვლის", - გან­მარ­ტავს იგი.

არჩვა­ძის შე­ფა­სე­ბით, სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა აქვს. "ადა­მი­ა­ნებს უნ­დათ სა­მუ­შაო, მაგ­რამ მათი კვა­ლი­ფი­კა­ცია არ­სე­ბულ მო­თხოვ­ნებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. ქვე­ყა­ნას ჰყავს 800 000 ათა­სამ­დე ისე­თი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სამ­სა­ხურს ეძებს. ისი­ნი ან ოფი­ცი­ა­ლუ­რად არი­ან უმუ­შევ­რე­ბი, ან მათი საქ­მი­ა­ნო­ბის მას­შტა­ბი არ არის ისე­თი, რომ ენა მოგ­ვიბ­რუნ­დეს და ეს ხალ­ხი და­საქ­მე­ბუ­ლად ჩავ­თვა­ლოთ.

გაგ­რძე­ლე­ბა

1 ვაკანტურ ადგილზე 16 უმუშევარი მოდის!

1 ვაკანტურ ადგილზე 16 უმუშევარი მოდის!

საქართველოში 1 ვაკანტურ სამუშაო ადგილზე 16 პოტენციური უმუშევარი მოდის. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტების შეფასებით, ყოველწლიურად სამუშაო ადგილების რაოდენობა 40 000-ით მატულობს, ხოლო 15 000-მდე უქმდება. ეს ყოველივე იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს, რაც ქვეყანაშია.

სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში 800 ათასამდე ისეთი მოქალაქეა, რომელთა გამოყენების პოტენციალი საზოგადოებას არ გააჩნია. ერთ-ერთ მიზეზად ისინი კვალიფიციური კადრის დეფიციტსაც მიიჩნევნ, რაც დღესდღეობით საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ დასაქმებულთა შესახებ მონაცემები არასრულყოფილია, რამდენადაც იგი ყველა სექტორს არ მოიცავს და არც სამუშაო ადგილების შესახებ გვაძლევს ინფორმაციას.

"90-იან წლებთან შედარებით, მოსახლეობა 1,7 მილიონით შემცირდა, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი - 1,6 მილიონით. ასეთი კლება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს. საგულისხმოა ისიც, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებულთა შესახებ მონაცემებს აქვეყნებს წელიწადში ერთხელ და არა კვარტლების მიხედვით (თუ ბიზნეს სექტორს არ მივიღებთ მხედველობაში).

ოფიციალურ უწყებაში არ ქვეყნდება ინფორმაცია სამუშაო ადგილების შესახებ. "ჯობს.გე"-ს მონაცემებს თუ დავეყრდნობით, იგი მოიცავს დაქირავებულთა სექტორს და არაფერს გვეუბნება თვითდასაქმებულებზე, რომლებიც დიდი მონდომებით, წვალებითა და რისკით ქმნიან სამუშაო ადგილებს", - აცხადებს არჩვაძე და დასძენს, რომ მიახლოებითი გათვლით, წელიწადში 40-45 ათასამდე სამუშაო ადგილი იქმნება, ხოლო 15 ათასი უქმდება ბიზნესის არაეფექტური მენეჯმენტისა და ბაზრის არასწორი კონიუნქტურის გამო.

"ვფიქრობ, რომ სამუშაო ადგილების მხრივ ზრდა გვაქვს 30 000-ის ფარგლებში ერთ წელიწადში. ცხადია, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. გასათვალისწინებელია ქვეყნიდან გასული მოსახლეობის რაოდენობაც, რომელიც მილიონნახევარს აჭარბებს. ვერ ვიტყვი, რომ სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით არაფერი კეთდება, მაგრამ არასაკმარისია და არსებულ მდგომარეობას ჯერჯერობით ვერ ცვლის", - განმარტავს იგი.

არჩვაძის შეფასებით, სამსახურის მაძიებელთა უმრავლესობას კვალიფიკაციის პრობლემა აქვს. "ადამიანებს უნდათ სამუშაო, მაგრამ მათი კვალიფიკაცია არსებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება, რაც სერიოზული პრობლემაა. ქვეყანას ჰყავს 800 000 ათასამდე ისეთი მოქალაქე, რომელიც სამსახურს ეძებს. ისინი ან ოფიციალურად არიან უმუშევრები, ან მათი საქმიანობის მასშტაბი არ არის ისეთი, რომ ენა მოგვიბრუნდეს და ეს ხალხი დასაქმებულად ჩავთვალოთ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია