პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია "ამნესტი ინტერნეიშენელის" მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში
რა წერია "ამნესტი ინტერნეიშენელის" მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ამ­ნეს­ტი ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნა­ლი" კვლე­ვას აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც 2015 წელს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მხრივ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა აღ­წე­რი­ლი. ან­გა­რი­ში "ამ­ნეს­თი ინ­თერ­ნე­ი­შე­ნა­ლის" ვებ-გვერ­დზე 23 თე­ბერ­ვალს გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"წლის ბო­ლოს, პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­ი­ზარ­და მას შემ­დეგ, რაც მა­შინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ წამ­ქე­ზე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა. გა­მოქ­ვეყ­ნდა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთავ­რო­ბის­დრო­ინ­დე­ლი, ცი­ხე­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი კად­რე­ბი და გამ­ჟღავ­ნდა ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტსა და ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ ტე­ლე­კო­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის მმარ­თვე­ლებს შო­რის კავ­ში­რი. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რამ­დე­ნი­მე ოფისს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით ხალ­ხის ბრბო და­ეს­ხა თავს. ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის 26 პრო­ცენ­ტით გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში კი არა­ერ­თი ოჯა­ხი და­ა­ზა­რა­ლა, რომ­ლებ­საც წინა წლებ­ში სეს­ხე­ბი ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი არამ­დგრა­დო­ბა გა­ი­ზარ­და. აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ი­ზღუ­და. უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­კი­თხე­ბის კუ­თხით პრობ­ლე­მე­ბი ორ მი­ძი­ნე­ბულ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით კვლავ არ­სე­ბობს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რივ და­ვა­ზე, რო­მელ­მაც "ამ­ნეს­თი ინ­თერ­ნე­ი­შე­ნე­ლის" მი­ხედ­ვით "გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია".

დო­კუ­მენ­ტში ნახ­სე­ნე­ბია გიგი უგუ­ლა­ვას საქ­მეც, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც 17 სექ­ტემ­ბერს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო: "მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო მო­სა­მარ­თლე­ე­ბი მთავ­რო­ბის ლი­დე­რე­ბის მხრი­დან მკაც­რი კრი­ტი­კის, ხოლო მთავ­რო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან და­ში­ნე­ბის მხვერ­პლნი გახ­დნენ", - წე­რია დო­კუ­მენ­ტში.

"ამ­ნეს­ტი ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნა­ლის" ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზეც. "იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ამ უკა­ნო­ნოდ შე­ზღუ­და ან აღ­კვე­თა მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბა, მა­შინ რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში მათ ვერ შეძ­ლეს პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია. 15 მარტს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­ახ­ლო­ე­ბით 50 მხარ­დამ­ჭე­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­იჭ­რა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფი­სებ­ში - ზუგ­დიდ­ში ხის ჯო­ხე­ბი­თა და ქვე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფი შე­იჭ­რა ოფის­ში და ფან­ჯრე­ბი ჩა­ამ­სხვრია. 12 ივ­ნისს 15-მა აქტვის­ტმა სცა­და თბი­ლის­ში ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის სკვერ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის არა­სა­თა­ნა­დო დაც­ვის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად შეკ­რე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბა­ქო­ში ევ­რო­პუ­ლი თა­მა­შე­ბის და­წყე­ბამ­დე. პი­კე­ტი­რებ­მა­დე, პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­და­კე­ტეს სკვე­რი და აქ­ტი­ვის­ტებს მი­ზე­ზის გა­რე­შე უარი უთხრეს იქ შეს­ვლა­ზე", - წე­რია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტში ცალ­კე პუნ­ქტა­დაა გა­მო­ყო­ფი­ლი ლგბტ თე­მის წევ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის მხრივ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. "ჰო­მო­ფო­ბი­ი­სა და ტრან­სო­ფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო დღემ 17 მა­ისს მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უარი თქვა ღო­ნის­ძი­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­რე­ბა­ზე, ვიდ­რე იგი კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას, წი­ნას­წა­რი და­ა­ნონ­სე­ბის გა­რე­შე არ ჩა­ტარ­და. 7 აგ­ვის­ტოს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მა­მა­კაცს ტრანსგენ­დე­რი ქალ­ბა­ტო­ნის ძა­ლა­დო­ბა­სა და კი­დევ ერ­თის მკვლე­ლო­ბა­სა და მისი სახ­ლის დაწ­ვა­ში დას­დო ბრა­ლი და მას ოთხი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. თუმ­ცა, სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ მკვლე­ლო­ბა იყო თავ­დაც­ვის მიზ­ნით და მას შე­სა­ბა­მი­სი სას­ჯე­ლი მი­უ­სა­ჯა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე წე­რია, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ არა­სა­თა­ნა­დოდ მო­პყრო­ბის ახალ ფაქ­ტებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მსგავს ფაქ­ტებ­ზე შსს-ისა და გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წევ­რე­ბის მხრი­დან გა­მო­ძი­ე­ბა არა­ე­ფექ­ტუ­რად ჩა­ტარ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა წერია "ამნესტი ინტერნეიშენელის" მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში

რა წერია "ამნესტი ინტერნეიშენელის" მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში

საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენალი" კვლევას აქვეყნებს, რომელშიც 2015 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარებაა აღწერილი. ანგარიში "ამნესთი ინთერნეიშენალის" ვებ-გვერდზე 23 თებერვალს გამოქვეყნდა.

"წლის ბოლოს, პოლიტიკური დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ წამქეზებელი განცხადებები გააკეთა. გამოქვეყნდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავრობისდროინდელი, ციხეში გაუპატიურების ამსახველი ფარული კადრები და გამჟღავნდა ყოფილ პრეზიდენტსა და ოპოზიციურად განწყობილ ტელეკოპანია "რუსთავი 2"-ის მმართველებს შორის კავშირი. "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ოფისს ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკური მოტივებით ხალხის ბრბო დაესხა თავს. ეროვნული ვალუტის 26 პროცენტით გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში კი არაერთი ოჯახი დააზარალა, რომლებსაც წინა წლებში სესხები ჰქონდათ აღებული, ეკონომიკური არამდგრადობა გაიზარდა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილება შეიზღუდა. უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების კუთხით პრობლემები ორ მიძინებულ კონფლიქტთან დაკავშირებით კვლავ არსებობს", - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ დავაზე, რომელმაც "ამნესთი ინთერნეიშენელის" მიხედვით "გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია".

დოკუმენტში ნახსენებია გიგი უგულავას საქმეც, რომელთან დაკავშირებითაც 17 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო: "მიღებული გადაწყვეტილების გამო მოსამართლეები მთავრობის ლიდერების მხრიდან მკაცრი კრიტიკის, ხოლო მთავრობის მხარდამჭერი ჯგუფების მხრიდან დაშინების მხვერპლნი გახდნენ", - წერია დოკუმენტში.

"ამნესტი ინტერნეიშენალის" ანგარიშში საუბარია შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზეც. "იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პოლიციამ უკანონოდ შეზღუდა ან აღკვეთა მშვიდობიანი შეკრება, მაშინ როდესაც რამდენიმე შემთხვევაში მათ ვერ შეძლეს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შეტაკებების პრევენცია. 15 მარტს "ქართული ოცნების" დაახლოებით 50 მხარდამჭერი ძალის გამოყენებით შეიჭრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში - ზუგდიდში ხის ჯოხებითა და ქვებით შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა ოფისში და ფანჯრები ჩაამსხვრია. 12 ივნისს 15-მა აქტვისტმა სცადა თბილისში ჰეიდარ ალიევის სკვერში აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების არასათანადო დაცვის გასაპროტესტებლად შეკრება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ევროპული თამაშების დაწყებამდე. პიკეტირებმადე, პოლიციის წარმომადგენლებმა გადაკეტეს სკვერი და აქტივისტებს მიზეზის გარეშე უარი უთხრეს იქ შესვლაზე", - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი ლგბტ თემის წევრების უფლებების მხრივ არსებული ვითარება. "ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღემ 17 მაისს მშვიდობიანად ჩაიარა, ხელისუფლებამ უარი თქვა ღონისძიების უსაფრთხოების გარანტირებაზე, ვიდრე იგი კონკრეტულ ადგილას, წინასწარი დაანონსების გარეშე არ ჩატარდა. 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცს ტრანსგენდერი ქალბატონის ძალადობასა და კიდევ ერთის მკვლელობასა და მისი სახლის დაწვაში დასდო ბრალი და მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობა იყო თავდაცვის მიზნით და მას შესაბამისი სასჯელი მიუსაჯა", - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები სამართალდამცველების მიერ არასათანადოდ მოპყრობის ახალ ფაქტებზე საუბრობენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავს ფაქტებზე შსს-ისა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლების წევრების მხრიდან გამოძიება არაეფექტურად ჩატარდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."