ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის ფედერაციაში ოკუპირებული რეგიონის შესვლასთან დაკავშირებით ე.წ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. ოსური და რუსული მედიის ცნობით, ე.წ რეფერენდუმი შესაძლოა, წელს ჩატარდეს, რის შემდეგაც თიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს მიერთების თხოვნით მიმართავს. თიბილოვი ამბობს, რომ მას ესმის ამ გადაწყვეტილების სირთულე მოსკოვისთვის და რუსულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს გააგრძელებს, რათა "რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო არენაზე დამატებითი სირთულეები არ შეუქმნას".
ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გეგმებში განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მისი განცხადებით, "ამ ფაქტს ბუნებრივია, უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ შედეგი არ იქნება იმაზე მეტი, რაც დღეს არის".