პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვი კიოდა, გაგორდა მიწაზე, რომ როგორმე დასხლტომოდა" - რას ყვება მასწავლებელი, რომელიც 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებას შეესწრო
"ბავშვი კიოდა, გაგორდა მიწაზე, რომ როგორმე დასხლტომოდა" - რას ყვება მასწავლებელი, რომელიც 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებას შეესწრო

4 დღის წინ, ფო­ნი­ჭა­ლა­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი 17 წლის სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვას მას­წავ­ლე­ბე­ლი ცი­ცი­ნო ჩავ­რაშ­ვი­ლი იმ დღეს იხ­სე­ნებს, როცა გო­გო­ნა უც­ნობ­მა პი­რებ­მა მო­ი­ტა­ცეს. არას­რულ­წლო­ვა­ნი ჩავ­რაშ­ვი­ლის სახ­ლში სა­მე­ცა­დი­ნოდ იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი კი სა­დარ­ბა­ზო­დან გა­ი­ტა­ცეს.

"გად­მოხ­ტა მან­ქა­ნი­დან ოთხი კაცი. რა­საც ქვია, ჩა­ტე­ნეს მან­ქა­ნა­ში. ბავ­შვი კი­ო­და, წი­ო­და, გიჟს გავ­და. გა­გორ­და მი­წა­ზე, რომ რო­გორ­მე დას­ხლტო­მო­და ხე­ლი­დან. შე­ტე­ნეს უკან, აქეთ-იქე­დან მი­უს­ხდნენ ბი­ჭე­ბი და მო­წყვე­ტით წა­იყ­ვა­ნეს მან­ქა­ნა", - ყვე­ბა ცი­ცი­ნო ჩავ­რაშ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად მოხ­და და გო­გო­ნას და­სახ­მა­რებ­ლად სახ­ლი­დან ჩას­ვლა ვერ მო­ას­წრო.

იხი­ლეთ ვი­დეო

მას­წავ­ლე­ბე­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ არას­რულ­წლო­ვანს გამ­ტა­ცებ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის მან­ძილ­ზე უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, რად­გან ოჯა­ხი გო­გო­ნას უყუ­რა­დღე­ბოდ არ ტო­ვებ­და და სკო­ლა­შიც კი ბა­ბუა ატა­რებ­და: "მეც ვუ­თხა­რი რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ნამ ბა­ბუ­ა­შე­ნი არ მო­გა­კი­თხავს, იქამ­დე არ გა­გიშ­ვებ, ვინ­მემ არ მო­გი­პა­როს-მეთ­ქი. ვინ უნდა მო­მი­პა­როს, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს, არა­ვის არ გავ­ყვე­ბიო", - იხ­სე­ნებს მას­წავ­ლე­ბე­ლი.

სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა უკვე ნა­პოვ­ნია. ბა­ი­რა­მო­ვას მშობ­ლე­ბის თქმით, გამ­ტა­ცებ­ლებ­მა გო­გო­ნა ტაქ­სით გა­მო­უშ­ვეს და არას­რულ­წლო­ვა­ნი ფო­ნი­ჭა­ლა­ში ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში მი­ვი­და, სა­ი­და­ნაც მა­მის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე და­რე­კა და მშობ­ლებს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლია.

სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვას მა­მის გან­მარ­ტე­ბით, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გო­გო­ნას მიერ მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე მი­ვიდ­ნენ და გა­ტა­ცე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. მშობ­ლე­ბის და ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა ჯერ არ უნა­ხავთ.

"ბავშვი კიოდა, გაგორდა მიწაზე, რომ როგორმე დასხლტომოდა" - რას ყვება მასწავლებელი, რომელიც 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებას შეესწრო

"ბავშვი კიოდა, გაგორდა მიწაზე, რომ როგორმე დასხლტომოდა" - რას ყვება მასწავლებელი, რომელიც 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებას შეესწრო

4 დღის წინ, ფონიჭალადან გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას მასწავლებელი ციცინო ჩავრაშვილი იმ დღეს იხსენებს, როცა გოგონა უცნობმა პირებმა მოიტაცეს. არასრულწლოვანი ჩავრაშვილის სახლში სამეცადინოდ იმყოფებოდა, მეოთხე სართულიდან ჩამოსული კი სადარბაზოდან გაიტაცეს.

"გადმოხტა მანქანიდან ოთხი კაცი. რასაც ქვია, ჩატენეს მანქანაში. ბავშვი კიოდა, წიოდა, გიჟს გავდა. გაგორდა მიწაზე, რომ როგორმე დასხლტომოდა ხელიდან. შეტენეს უკან, აქეთ-იქედან მიუსხდნენ ბიჭები და მოწყვეტით წაიყვანეს მანქანა", - ყვება ციცინო ჩავრაშვილი. მისივე თქმით, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და გოგონას დასახმარებლად სახლიდან ჩასვლა ვერ მოასწრო.

იხილეთ ვიდეო

მასწავლებელი ვარაუდობს, რომ არასრულწლოვანს გამტაცებლები რამდენიმე დღის მანძილზე უთვალთვალებდნენ, რადგან ოჯახი გოგონას უყურადღებოდ არ ტოვებდა და სკოლაშიც კი ბაბუა ატარებდა: "მეც ვუთხარი რამდენიმე დღის წინ, სანამ ბაბუაშენი არ მოგაკითხავს, იქამდე არ გაგიშვებ, ვინმემ არ მოგიპაროს-მეთქი. ვინ უნდა მომიპაროს, შეყვარებული არ მყავს, არავის არ გავყვებიო", - იხსენებს მასწავლებელი.

სამირა ბაირამოვა უკვე ნაპოვნია. ბაირამოვას მშობლების თქმით, გამტაცებლებმა გოგონა ტაქსით გამოუშვეს და არასრულწლოვანი ფონიჭალაში ერთ-ერთ მაღაზიაში მივიდა, საიდანაც მამის მობილურ ტელეფონზე დარეკა და მშობლებს შეატყობინა, რომ თავისუფალია.

სამირა ბაირამოვას მამის განმარტებით, სატელეფონო ზარის მიღების შემდეგ, სამართალდამცველები გოგონას მიერ მითითებულ მისამართზე მივიდნენ და გატაცებული პოლიციის შენობაში გადმოიყვანეს. მშობლების და ახლობლების თქმით, სამირა ბაირამოვა ჯერ არ უნახავთ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ