საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბანკის 10 პრეზიდენტი ბონიდან ლარამდე
ეროვნული ბანკის 10 პრეზიდენტი ბონიდან ლარამდე

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი 1991 წელს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, სა­ხელ­მწი­ფო ბან­კის ბა­ზა­ზე შე­იქ­მნა. თუმ­ცა, პირ­ვე­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1919-1921 წლებ­ში არ­სე­ბობ­და. მას შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბანკს ერთი მმარ­თვე­ლი და 9 პრე­ზი­დენ­ტი ჰყავ­და.

ია­სონ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბან­კის მმარ­თვე­ლი 1920 წლის ივ­ლი­სი­დან 1921 წლის 25 თე­ბერ­ვლამ­დე. ია­სონ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ცნო­ბი­ლი მწერ­ლის, ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ძმა იყო.

1918 წელს, მას შემ­დეგ, რაც ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კამ სა­კუ­თა­რი ვა­ლუ­ტის შექ­მნა­ზე ფიქ­რი და­ი­წყო. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია, ამი­ტომ 1919 წელს დრო­ე­ბი­თი გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა - ქარ­თუ­ლი ბონი და­ბეჭ­დეს. ქარ­თუ­ლი ვა­ლუ­ტის ემი­სი­ის უფ­ლე­ბა იმ დროს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს პრე­რო­გა­ტი­ვა გახ­ლდათ, ამი­ტომ ქარ­თულ ბო­ნებ­ზე და­ტა­ნი­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ კონ­სტან­ტი­ნე კან­დე­ლა­კი­სა და მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ნოე ჟორ­და­ნი­ას ფაქ­სი­მი­ლე. ქარ­თულ ბო­ნებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი გერ­ბი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის სიმ­ბო­ლო.

გია თო­ფუ­რია

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი 1991 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 1992 წლის იან­ვრამ­დე. 1991 წელს გია თო­ფუ­რია სა­ქარ­თვე­ლოს რუს­პუბ­ლი­კის შემ­ნახ­ვე­ლი ბან­კის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. იმა­ვე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის ახ­ლად შექ­მნი­ლი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პირ­ველ პრე­ზი­დენ­ტად გა­და­იყ­ვა­ნეს.

ვაჟა ჯინ­ჯი­ხა­ძე

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი 1992 წლის იან­ვრი­დან 1992 წლის მარ­ტამ­დე. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ვაჟა ჯინ­ჯი­ხა­ძეს რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. 1991-1992 წლებ­ში ის სა­ქარ­თვე­ლო-იტა­ლი­ის ერ­თობ­ლი­ვი სა­წარ­მოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ეროვნული ბანკის 10 პრეზიდენტი ბონიდან ლარამდე

ეროვნული ბანკის 10 პრეზიდენტი ბონიდან ლარამდე

საქართველოს ეროვნული ბანკი 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სახელმწიფო ბანკის ბაზაზე შეიქმნა. თუმცა, პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919-1921 წლებში არსებობდა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს ერთი მმართველი და 9 პრეზიდენტი ჰყავდა.

იასონ ლორთქიფანიძე

საქართველოს სახელმწიფო ბანკის მმართველი 1920 წლის ივლისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე. იასონ ლორთქიფანიძე ცნობილი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის ძმა იყო.

1918 წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საქართველოს რესპუბლიკამ საკუთარი ვალუტის შექმნაზე ფიქრი დაიწყო. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ 1919 წელს დროებითი გადახდის საშუალება - ქართული ბონი დაბეჭდეს. ქართული ვალუტის ემისიის უფლება იმ დროს ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა გახლდათ, ამიტომ ქართულ ბონებზე დატანილია დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისა და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ფაქსიმილე. ქართულ ბონებზე გამოსახული იყო ქართული გერბი, როგორც საქართველოს რესპუბლიკის სიმბოლო.

გია თოფურია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1991 წლის ოქტომბრიდან 1992 წლის იანვრამდე. 1991 წელს გია თოფურია საქართველოს რუსპუბლიკის შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა. იმავე წლის ოქტომბერში საქართველოს რესპუბლიკის ახლად შექმნილი ეროვნული ბანკის პირველ პრეზიდენტად გადაიყვანეს.

ვაჟა ჯინჯიხაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1992 წლის იანვრიდან 1992 წლის მარტამდე. გასული საუკუნის 90-იან წლებში ვაჟა ჯინჯიხაძეს რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის თანამდებობა ეკავა. 1991-1992 წლებში ის საქართველო-იტალიის ერთობლივი საწარმოს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ მუშაობდა, საიდანაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე გადაინაცვლა

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია