პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი და ისეთი შტერი გოგო არ არის, დღიური ეწარმოებინა სერიულ მკვლელობაზე" - პაპიძის დის პირველი კომენტარი
"ჩემი და ისეთი შტერი გოგო არ არის, დღიური ეწარმოებინა სერიულ მკვლელობაზე" - პაპიძის დის პირველი კომენტარი

მაგ­და პა­პი­ძის და ლანა პა­პი­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მა­სა­ლებს უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს და ამ­ბობს, რომ მისი და დღი­ურს არა­სო­დეს აწარ­მო­ებ­და, მით უმე­ტეს, ნონ­სენ­სია, მას "სე­რი­ულ მკვლე­ლო­ბა­ზე" გა­ე­კე­თე­ბი­ნა ჩა­ნა­წე­რე­ბი. რო­გორც ლანა პა­პი­ძემ Palitratv.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა: "პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მო­ფე­ნა ჩემ­თვის უცხო არ იყო, ამა­ზე ად­რეც იყო ლა­პა­რა­კი. გა­მო­ფი­ნეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზის გამო, რომ ჩიხ­შია შე­სუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და ვე­ღარ აგ­ნე­ბენ გზას, სა­ი­დან რა გა­ა­კე­თონ. ჩემი და ისე­თი შტე­რი გოგო არ არის, რომ დღი­უ­რი ეწარ­მო­ე­ბი­ნა სე­რი­ულ მკვლე­ლო­ბა­ზე, ეს დღი­უ­რი ტე­ლე­ვი­ზორ­ზე დადო. ეს არის ზღაპ­რე­ბი, მაგ­რამ მეტი გზა არ აქვთ. უნ­დათ, რომ ხალ­ხში ახა­ლი ბუნ­ტი და­ი­წყონ და ჩემი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ წა­იყ­ვა­ნონ ხალ­ხი. ნორ­მა­ლუ­რად და სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ხალ­ხი ამას სხვა კუ­თხით მი­უდ­გე­ბა, ჯერ ერთი და­გეგ­მვა და შემ­დეგ ჩა­წე­როს დღი­ურ­ში რო­გორ რა უნდა გა­ა­კე­თოს? ეგ იმას მი­უ­ყა­რონ, ვინც და­ი­ჯე­რებს", - გა­ნუ­ცხა­და "პა­ლიტ­რატვ.გე"-ს ლანა პა­პი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დღი­ურ­ში არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის კა­ლიგ­რა­ფია მისი დის კა­ლიგ­რა­ფი­ას არ გავს. ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, მაგ­და პა­პი­ძის დე­დას დე­დამ­თილ­მა და­უ­რე­კა და აც­ნო­ბა, რომ სახ­ლში დღი­უ­რი იპო­ვა: "ჯერ ერთი კა­ლიგ­რა­ფია ჩემი დი­სას არ ემ­თხვე­ვა. რა, და­გეგ­მა შვი­ლი­სა და ქმრის მკვლე­ლო­ბა, დღი­ურ­ში ჩა­წე­რა, გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა და მერე თურ­მე ტე­ლე­ვი­ზორ­ზე დადო? დე­დამ­თილ­მა იპო­ვა და პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­დას­ცა?" - აღ­ნიშ­ნა ლანა პა­პი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მაგ­და პა­პი­ძის საქ­მე­ზე ახალ დე­ტა­ლებს შე­ე­ხე­ბა. გან­ცხა­დე­ბას­თან ერ­თად, პრო­კუ­რა­ტუ­რა ფოტო-ვი­დე­ო­მა­სა­ლა­სა და ჩვე­ნე­ბებს ავ­რცე­ლებს.

მო­ის­მი­ნეთ სა­უბ­რის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

პრო­კუ­რა­ტუ­რა მაგ­და პა­პი­ძის საქ­მე­ზე შემ­ზა­რავ ფო­ტო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლებს

ჩა­ნა­წე­რი მაგ­და პა­პი­ძის დღი­უ­რი­დან: "ტან­საც­მე­ლი გა­უმ­ზა­დო ორი­ვეს. სი­დე­ნი­ებს გა­და­ვა­ფა­რო შავი პარ­კე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ჩემი და ისეთი შტერი გოგო არ არის, დღიური ეწარმოებინა სერიულ მკვლელობაზე" - პაპიძის დის პირველი კომენტარი

"ჩემი და ისეთი შტერი გოგო არ არის, დღიური ეწარმოებინა სერიულ მკვლელობაზე" - პაპიძის დის პირველი კომენტარი

მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მისი და დღიურს არასოდეს აწარმოებდა, მით უმეტეს, ნონსენსია, მას "სერიულ მკვლელობაზე" გაეკეთებინა ჩანაწერები. როგორც ლანა პაპიძემ Palitratv.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა: "პროკურატურის გამოფენა ჩემთვის უცხო არ იყო, ამაზე ადრეც იყო ლაპარაკი. გამოფინეს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ჩიხშია შესული გამოძიება და ვეღარ აგნებენ გზას, საიდან რა გააკეთონ. ჩემი და ისეთი შტერი გოგო არ არის, რომ დღიური ეწარმოებინა სერიულ მკვლელობაზე, ეს დღიური ტელევიზორზე დადო. ეს არის ზღაპრები, მაგრამ მეტი გზა არ აქვთ. უნდათ, რომ ხალხში ახალი ბუნტი დაიწყონ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ წაიყვანონ ხალხი. ნორმალურად და საღად მოაზროვნე ხალხი ამას სხვა კუთხით მიუდგება, ჯერ ერთი დაგეგმვა და შემდეგ ჩაწეროს დღიურში როგორ რა უნდა გააკეთოს? ეგ იმას მიუყარონ, ვინც დაიჯერებს", - განუცხადა "პალიტრატვ.გე"-ს ლანა პაპიძემ.

მისივე თქმით, დღიურში არსებული ჩანაწერების კალიგრაფია მისი დის კალიგრაფიას არ გავს. ამასთან, მისივე თქმით, მაგდა პაპიძის დედას დედამთილმა დაურეკა და აცნობა, რომ სახლში დღიური იპოვა: "ჯერ ერთი კალიგრაფია ჩემი დისას არ ემთხვევა. რა, დაგეგმა შვილისა და ქმრის მკვლელობა, დღიურში ჩაწერა, გამოააშკარავა და მერე თურმე ტელევიზორზე დადო? დედამთილმა იპოვა და პროკურატურას გადასცა?" - აღნიშნა ლანა პაპიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელიც მაგდა პაპიძის საქმეზე ახალ დეტალებს შეეხება. განცხადებასთან ერთად, პროკურატურა ფოტო-ვიდეომასალასა და ჩვენებებს ავრცელებს.

მოისმინეთ საუბრის აუდიოჩანაწერი

ასევე წაიკითხეთ:

პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმეზე შემზარავ ფოტომასალას ავრცელებს

ჩანაწერი მაგდა პაპიძის დღიურიდან: "ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. სიდენიებს გადავაფარო შავი პარკები"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ