სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება მომავლის ტრანსპორტი
როგორი იქნება მომავლის ტრანსპორტი

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ყვე­ლა ტრან­სპორ­ტი, რო­მე­ლიც ფან­ტას­ტი­კურ ფილ­მებ­ში გი­ნა­ხავთ, შე­საძ­ლოა, მალე რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. წარ­მო­გიდ­გენთ ფუ­ტუ­რის­ტულ ტრან­სპორ­ტს, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა, მარ­თლა ვი­ხი­ლოთ.

სქა­იტ­რა­ნი

თელ-ავივ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია სა­ცობ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამი­ტომ მათი მი­ზა­ნია, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ახა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა წარ­მო­ად­გი­ნონ. ამი­ტო­მაც ის­რა­ელ­ში გა­და­წყვი­ტეს, შექ­მნან სქა­იტ­რა­ნი, რო­მე­ლიც ექ­ვსი მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე იქ­ნე­ბა მი­წის­გან და ლი­ან­და­გის­მაგ­ვარ მი­ლებ­ზე იქ­ნე­ბა და­კი­დე­ბუ­ლი. ხალ­ხს შე­ეძ­ლე­ბა მისი გა­მო­ძა­ხე­ბა და უახ­ლო­ეს სად­გუ­რამ­დე მის­ვლა. მარ­თა­ლია, მისი ფასი ავ­ტო­ბუს­ზე ცოტა ძვი­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ტაქსზე იაფი. სქა­იტ­რა­ნი სა­ათ­ში 241 კი­ლო­მეტ­რი სიჩ­ქა­რით იმოძ­რა­ვებს.

სკა­რა­ბი

ეს კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მან­ქა­ნა მო­ტო­ციკ­ლის ფორ­მი­საა, თუმ­ცა და­ხუ­რუ­ლია, სა­ბარ­გუ­ლი აქვს. ან ბა­ტა­რე­ა­ზე ივ­ლის, ან ბი­ო­ბენ­ზინ­ზე. მას ექ­ნე­ბა ავ­ტო­პი­ლო­ტის ფუნ­ქცია. შე­სა­ბა­მი­სად, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ დაღ­ლი­ლი, თა­ვი­სუფ­ლად შეძ­ლებთ და­ძი­ნე­ბას, სახ­ლში კი თა­ვად მი­გიყ­ვანთ სკა­რა­ბი.

სკა­ი­ლო­ნი

2013 წელს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და­ა­ნონსდა 90 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ბი­უ­ჯე­ტის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც დე­და­მი­წა­ზე უს­წრა­ფე­სი თვითმფრი­ნა­ვის შექ­მნას ისა­ხავს მიზ­ნად. სკა­ი­ლონს შე­ეძ­ლე­ბა 300 კა­ცი­ა­ნი ეკი­პა­ჟის ლონ­დო­ნი­დან სიდ­ნე­ი­ში ოთხ სა­ათ­ში გა­დაყ­ვა­ნა. აგ­რეთ­ვე, ხო­მალდს შე­ეძ­ლე­ბა კოს­მოს­ში გაფ­რე­ნა.

სკა­ი­ლო­ნის შექ­მნა ჯერ ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია და და­ხარ­ჯულ­მა თან­ხამ შე­საძ­ლოა, მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტს მი­აღ­წი­ოს. მეც­ნი­ე­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა პრო­ექ­ტი­სად­მი ოპ­ტი­მის­ტუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი. თუ ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით წა­რი­მარ­თა, სკა­ი­ლო­ნი 2017 წლის­თვის მზად იქ­ნე­ბა.

ვე­ლო­სი­ტი

2006 წელს ტო­რონ­ტო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ გეგ­მა­ვენ მა­ღალ­სიჩ­ქა­რი­ა­ნი სატ­რან­ზი­ტო ველო სის­ტე­მის შექ­მნას. იდეა ასე­თია: აშენ­დეს გზატ­კე­ცი­ლის ფარ­თო­ბის მი­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ივ­ლი­ან ვე­ლო­სი­პე­დე­ბი. მი­ლებ­ში იქ­ნე­ბა კლი­მა­ტუ­რი მარ­თვის ფუნ­ქცია. ვე­ლომ­ძღო­ლე­ბი ვერც სი­ცი­ვეს იგ­რძნო­ბენ, ვერც სი­ცხეს. პრო­ექ­ტი ფი­ნან­სე­ბის არარ­სე­ბობს გამო დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

სუ­პერ­კა­ვი­ტა­ცია

სუ­პე­კა­ვი­ტა­ცია არის ეფექ­ტი, რო­მელ­საც ქმნის აი­რის ძლი­ე­რი ფორ­მი­რე­ბა თხე­ვად საგ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ანუ სუ­პერ­კა­ვი­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ობი­ექტს შე­ეძ­ლე­ბა წყლის ზე­და­პირ­ზე დიდი სის­წრა­ფით გა­და­ად­გილ­დეს. მას არ ჭირ­დე­ბა ბევ­რი საწ­ვა­ვი, ძა­ლი­ან სწრა­ფია და მისი და­ფიქ­სი­რე­ბა რა­და­რე­ბის­თვის რთუ­ლი საქ­მეა. სის­წრა­ფით შე­საძ­ლოა, მან ტორ­პე­დო­ებ­საც გა­უს­წროს. მარ­თა­ლია, ასე­თი ტრან­სპორ­ტი უფრო სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში გა­მოდ­გე­ბა, მაგ­რამ არც მსგავს იახ­ტებ­ზე იქ­ნე­ბო­და ური­გო ფიქ­რი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია listverse.com-ს მი­ხედ­ვით.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

როგორი იქნება მომავლის ტრანსპორტი

როგორი იქნება მომავლის ტრანსპორტი

წარმოიდგინეთ, ყველა ტრანსპორტი, რომელიც ფანტასტიკურ ფილმებში გინახავთ, შესაძლოა, მალე რეალობად იქცეს. წარმოგიდგენთ ფუტურისტულ ტრანსპორტს, რომელზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში შესაძლოა, მართლა ვიხილოთ.

სქაიტრანი

თელ-ავივში სერიოზული პრობლემებია საცობთან დაკავშირებით, ამიტომ მათი მიზანია, უახლოეს მომავალში ტრანსპორტირების ახალი საშუალება წარმოადგინონ. ამიტომაც ისრაელში გადაწყვიტეს, შექმნან სქაიტრანი, რომელიც ექვსი მეტრის სიმაღლეზე იქნება მიწისგან და ლიანდაგისმაგვარ მილებზე იქნება დაკიდებული. ხალხს შეეძლება მისი გამოძახება და უახლოეს სადგურამდე მისვლა. მართალია, მისი ფასი ავტობუსზე ცოტა ძვირი იქნება, მაგრამ ტაქსზე იაფი. სქაიტრანი საათში 241 კილომეტრი სიჩქარით იმოძრავებს.

სკარაბი

ეს კონცეპტუალური მანქანა მოტოციკლის ფორმისაა, თუმცა დახურულია, საბარგული აქვს. ან ბატარეაზე ივლის, ან ბიობენზინზე. მას ექნება ავტოპილოტის ფუნქცია. შესაბამისად, სამსახურის შემდეგ დაღლილი, თავისუფლად შეძლებთ დაძინებას, სახლში კი თავად მიგიყვანთ სკარაბი.

სკაილონი

2013 წელს დიდ ბრიტანეთში დაანონსდა 90 მილიონი დოლარის ბიუჯეტის პროგრამა, რომელიც დედამიწაზე უსწრაფესი თვითმფრინავის შექმნას ისახავს მიზნად. სკაილონს შეეძლება 300 კაციანი ეკიპაჟის ლონდონიდან სიდნეიში ოთხ საათში გადაყვანა. აგრეთვე, ხომალდს შეეძლება კოსმოსში გაფრენა.

სკაილონის შექმნა ჯერ ახალი დაწყებულია და დახარჯულმა თანხამ შესაძლოა, მილიარდ დოლარზე მეტს მიაღწიოს. მეცნიერების უმრავლესობა პროექტისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, სკაილონი 2017 წლისთვის მზად იქნება.

ველოსიტი

2006 წელს ტორონტოში განაცხადეს, რომ გეგმავენ მაღალსიჩქარიანი სატრანზიტო ველო სისტემის შექმნას. იდეა ასეთია: აშენდეს გზატკეცილის ფართობის მილები, რომლებშიც ივლიან ველოსიპედები. მილებში იქნება კლიმატური მართვის ფუნქცია. ველომძღოლები ვერც სიცივეს იგრძნობენ, ვერც სიცხეს. პროექტი ფინანსების არარსებობს გამო დროებით შეჩერებულია.

სუპერკავიტაცია

სუპეკავიტაცია არის ეფექტი, რომელსაც ქმნის აირის ძლიერი ფორმირება თხევად საგნებთან მიმართებაში. ანუ სუპერკავიტაციის შემთხვევაში, ობიექტს შეეძლება წყლის ზედაპირზე დიდი სისწრაფით გადაადგილდეს. მას არ ჭირდება ბევრი საწვავი, ძალიან სწრაფია და მისი დაფიქსირება რადარებისთვის რთული საქმეა. სისწრაფით შესაძლოა, მან ტორპედოებსაც გაუსწროს. მართალია, ასეთი ტრანსპორტი უფრო სამხედრო ოპერაციებში გამოდგება, მაგრამ არც მსგავს იახტებზე იქნებოდა ურიგო ფიქრი.

მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს