პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო ფაქტები ბაგრატიონების შესახებ - როგორ შეიქმნა ერთიანი საქართველოს სამეფო
საინტერესო ფაქტები ბაგრატიონების შესახებ - როგორ შეიქმნა ერთიანი საქართველოს სამეფო

ვაგ­რძე­ლებთ სა­უ­ბარს მკვლე­ვარ - სოსო ბი­ჭი­კაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც "ბაგ­რა­ტო­ვან­თა სახ­ლის" ის­ტო­რი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს და სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის წარ­სუ­ლი­დან არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს. წინა ჯერ­ზე შე­ვე­ხეთ ვერ­სი­ას, რო­მე­ლიც ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი­სა და ქრის­ტეს ნა­თე­სა­ურ ძი­რებს ეხე­ბო­და, ანუ მათ სა­ერ­თო წარ­მო­მავ­ლო­ბას.

ასე­ვე არ­სე­ბობს სხვა ვერ­სი­აც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის გვა­რი მომ­დი­ნა­რე­ობს სპე­რი­დან (სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო, დღეს თურ­ქე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში), სა­ი­და­ნაც ისი­ნი ქარ­თლში დამ­კვიდ­რდნენ, ხოლო მათი გან­შტო­ე­ბა - ბაგ­რა­ტუ­ნე­ბი სომ­ხე­თი­დან, სა­დაც ისი­ნი XI სა­უ­კუ­ნემ­დე მე­ფობ­დნენ, ხოლო XIII სა­უ­კუ­ნის 50-იან წლე­ბამ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს ნო­მი­ნა­ლუ­რად მე­ფის ტი­ტუ­ლი.

ბა­ტო­ნი სო­სოს თქმით, ბაგ­რა­ტი­ონ­თა გვა­რი ად­რე­ვე გა­მოჩ­ნდა ამი­ერ­კავ­კა­სი­ის პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე, რომ­ლის შე­სა­ხებ ქარ­თულ-სომ­ხურ გა­რე­მო­ში სხვა­დას­ხვა ლე­გენ­და და თქმუ­ლე­ბა შე­იქ­მნა.

VIII-IX სს. მიჯ­ნა­ზე ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტი­ის მე­თა­უ­რო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ტაო-კლარ­ჯე­თის სამ­თავ­როს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სი. ეს ახალ­წარ­მოქ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თე­უ­ლი იმ პე­რი­ო­დის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი გა­ერ­თა­ნე­ბაა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ ფაქ­ტობ­რი­ვად, ქარ­თუ­ლი მი­წე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თვის ბრძო­ლის მო­თა­ვე­დაც გა­მო­დის.

ქარ­თულ ის­ტო­რი­ულ წყა­რო­თა ერთ ნა­წილ­ში და­ცუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ით (სუმ­ბატ და­ვი­თის ძე), ბაგ­რა­ტი­ონ­თა გვა­რის და­წი­ნა­უ­რე­ბა VI ს-ით თა­რიღ­დე­ბა, ხოლო მე­ო­რე ნა­წი­ლი (ჯუ­ან­შე­რი), ბაგ­რა­ტი­ონ­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას VIII ს-ით ათა­რი­ღებს. ცნო­ბი­ლია, რომ ტაო-კლარ­ჯე­თის ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტი­ის აღ­ზე­ვე­ბა VIII ს-ის ბო­ლოს მოხ­და ამ დი­ნას­ტი­ის ფუ­ძემ­დებ­ლის აშოტ I კუ­რა­პა­ლა­ტის დროს.

IX ს-ის ბო­ლოს ტაო-კლარ­ჯე­თის სამ­თავ­რო იმ­დე­ნად გაძ­ლი­ერ­და, რომ მისი მმარ­თვე­ლე­ბი 898 წლი­დან - ქარ­თველ­თა მე­ფის ტი­ტულს ატა­რებ­დნენ. IX-X სს-ში ტაო-კლარ­ჯეთ­ში უმაღ­ლეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ფლობ­დნენ აშოტ I კუ­რა­პა­ლა­ტის შუ­ა­თა­ნა ვა­ჟის - ბაგ­რატ I კუ­რა­პა­ლა­ტის მემ­კვიდ­რე­ნი.

ტაო-კლარ­ჯე­თის ბაგ­რა­ტი­ონ­თა გვარ­ში ორი შტო გა­მო­ი­ყო: ტაოს, რო­მელ­საც რე­ზი­დენ­ცია ბა­ნა­ში (ან ოლ­თის­ში) ჰქონ­და და კლარ­ჯე­თის შტო, რომ­ლის რე­ზი­დენ­ცია არ­ტა­ნუ­ჯში მდე­ბა­რე­ობ­და.

ტაო-კლარ­ჯე­თის ბაგ­რა­ტი­ონ­თა მმარ­თვე­ლო­ბა ფე­ო­და­ლუ­რი კო­ლე­გი­ა­ლო­ბის პრინ­ციპს ემ­ყა­რე­ბო­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ორი­ვე შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ქარ­თველ­თა მე­ფის და კუ­რა­პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სა­მე­ფოს მარ­თვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად ტაოს შტოს წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­იძ­ლე­ბა "ქარ­თველ­თა მე­ფის" ან "ქარ­თველ­თა კუ­რა­პა­ლა­ტის" ტი­ტუ­ლი რგე­ბო­დათ, რო­მე­ლიც ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ულ ფორ­მას გუ­ლის­ხმობ­და.

სწო­რედ ტაოს შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ბაგ­რატ III - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი მეფე. ქარ­თველ­თა მე­ფი­სა და ქარ­თველ­თა კუ­რა­პა­ლა­ტის გარ­და, ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი ატა­რებ­დნენ ქარ­თულ წო­დე­ბებს: ერის­თავთ-ერის­თა­ვი, მამ­ფა­ლი, ერის­თა­ვი, ასე­ვე ბი­ზან­ტი­ურ ტი­ტუ­ლებს: მა­გის­ტრო­სი, ან­ტი­პა­ტოს­პატ­რი­კი­ო­სი და სხვა.

X ს-ის II ნა­ხე­ვარ­ში ტაო-კლარ­ჯე­თის სა­მე­ფო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო იყო. 975 წელს გა­მო­ჩე­ნილ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა მოღ­ვა­წემ და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ფუ­ძემ­დე­ბელ­მა და­ვით III კუ­რა­პა­ლატ­მა თა­ვი­სი შვი­ლო­ბი­ლი - ბაგ­რატ III ჯერ ქარ­თლის მმარ­თვე­ლად, ხოლო შემ­დეგ 978 წელს, აფხა­ზე­თის მე­ფედ გა­მო­ა­ცხა­და. 1001 წელს ბაგ­რატ III (975-1014) კუ­რა­პა­ლა­ტი გახ­და, ხოლო 1008 წელს, ქარ­თველ­თა მეფე. ამ აქ­ტით სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა ერ­თი­ან სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბას, ამ­გვა­რად და­არ­სდა ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ასე­ვე: არი­ან თუ არა ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი ქრის­ტეს ნა­თე­სა­ვე­ბი - რა წე­რია ქარ­თულ და უცხო­ურ წყა­რო­ებ­ში სა­მე­ფო გვა­რის ღვთი­ურ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საინტერესო ფაქტები ბაგრატიონების შესახებ - როგორ შეიქმნა ერთიანი საქართველოს სამეფო

საინტერესო ფაქტები ბაგრატიონების შესახებ - როგორ შეიქმნა ერთიანი საქართველოს სამეფო

ვაგრძელებთ საუბარს მკვლევარ - სოსო ბიჭიკაშვილთან, რომელიც "ბაგრატოვანთა სახლის" ისტორიულ განყოფილებას ხელმძღვანელობს და სამეფო დინასტიის წარსულიდან არაერთ საინტერესო ინფორმაციას ფლობს. წინა ჯერზე შევეხეთ ვერსიას, რომელიც ბაგრატიონებისა და ქრისტეს ნათესაურ ძირებს ეხებოდა, ანუ მათ საერთო წარმომავლობას.

ასევე არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ბაგრატიონების გვარი მომდინარეობს სპერიდან (სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, დღეს თურქეთის შემადგენლობაში), საიდანაც ისინი ქართლში დამკვიდრდნენ, ხოლო მათი განშტოება - ბაგრატუნები სომხეთიდან, სადაც ისინი XI საუკუნემდე მეფობდნენ, ხოლო XIII საუკუნის 50-იან წლებამდე შეინარჩუნეს ნომინალურად მეფის ტიტული.

ბატონი სოსოს თქმით, ბაგრატიონთა გვარი ადრევე გამოჩნდა ამიერკავკასიის პოლიტიკურ არენაზე, რომლის შესახებ ქართულ-სომხურ გარემოში სხვადასხვა ლეგენდა და თქმულება შეიქმნა.

VIII-IX სს. მიჯნაზე ბაგრატიონთა დინასტიის მეთაურობით მიმდინარეობს ტაო-კლარჯეთის სამთავროს ჩამოყალიბების პროცესი. ეს ახალწარმოქმნილი პოლიტიკური ერთეული იმ პერიოდის საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძლიერესი გაერთანებაა, რომელიც საბოლოოდ ფაქტობრივად, ქართული მიწების გაერთიანებისთვის ბრძოლის მოთავედაც გამოდის.

ქართულ ისტორიულ წყაროთა ერთ ნაწილში დაცული ისტორიული ტრადიციით (სუმბატ დავითის ძე), ბაგრატიონთა გვარის დაწინაურება VI ს-ით თარიღდება, ხოლო მეორე ნაწილი (ჯუანშერი), ბაგრატიონთა ხელისუფლებაში მოსვლას VIII ს-ით ათარიღებს. ცნობილია, რომ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტიის აღზევება VIII ს-ის ბოლოს მოხდა ამ დინასტიის ფუძემდებლის აშოტ I კურაპალატის დროს.

IX ს-ის ბოლოს ტაო-კლარჯეთის სამთავრო იმდენად გაძლიერდა, რომ მისი მმართველები 898 წლიდან - ქართველთა მეფის ტიტულს ატარებდნენ. IX-X სს-ში ტაო-კლარჯეთში უმაღლეს ხელისუფლებას ფლობდნენ აშოტ I კურაპალატის შუათანა ვაჟის - ბაგრატ I კურაპალატის მემკვიდრენი.

ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა გვარში ორი შტო გამოიყო: ტაოს, რომელსაც რეზიდენცია ბანაში (ან ოლთისში) ჰქონდა და კლარჯეთის შტო, რომლის რეზიდენცია არტანუჯში მდებარეობდა.

ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა მმართველობა ფეოდალური კოლეგიალობის პრინციპს ემყარებოდა, რომლის მიხედვითაც, ორივე შტოს წარმომადგენლები ქართველთა მეფის და კურაპალატის ხელმძღვანელობით, სამეფოს მართვაში მონაწილეობდნენ, თუმცა ძირითადად ტაოს შტოს წარმომადგენლებს შეიძლება "ქართველთა მეფის" ან "ქართველთა კურაპალატის" ტიტული რგებოდათ, რომელიც ბიზანტიის იმპერიასთან ურთიერთობის გარკვეულ ფორმას გულისხმობდა.

სწორედ ტაოს შტოს წარმომადგენელი იყო ბაგრატ III - გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე. ქართველთა მეფისა და ქართველთა კურაპალატის გარდა, ბაგრატიონები ატარებდნენ ქართულ წოდებებს: ერისთავთ-ერისთავი, მამფალი, ერისთავი, ასევე ბიზანტიურ ტიტულებს: მაგისტროსი, ანტიპატოსპატრიკიოსი და სხვა.

X ს-ის II ნახევარში ტაო-კლარჯეთის სამეფო მნიშვნელოვანი და ძლიერი სახელმწიფო იყო. 975 წელს გამოჩენილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ და საქართველოს გაერთიანების ფუძემდებელმა დავით III კურაპალატმა თავისი შვილობილი - ბაგრატ III ჯერ ქართლის მმართველად, ხოლო შემდეგ 978 წელს, აფხაზეთის მეფედ გამოაცხადა. 1001 წელს ბაგრატ III (975-1014) კურაპალატი გახდა, ხოლო 1008 წელს, ქართველთა მეფე. ამ აქტით საფუძველი ჩაეყარა ერთიან სახელმწიფო მმართველობას, ამგვარად დაარსდა ერთიანი საქართველოს სამეფო.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: არიან თუ არა ბაგრატიონები ქრისტეს ნათესავები - რა წერია ქართულ და უცხოურ წყაროებში სამეფო გვარის ღვთიურ წარმომავლობაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია