საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რადიო "პალიტრის" მხიარული აქცია გუდაურში
რადიო "პალიტრის" მხიარული აქცია გუდაურში

რა­დი­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­დიო "პა­ლიტ­რა" გუ­და­ურ­ში სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბას მარ­თავს. გონ­დო­ლას­თან მიმ­დი­ნა­რე კონ­კურ­სში მსურ­ვე­ლებს თხი­ლა­მუ­რე­ბი­სა და ლო­პო­ტა­ზე ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რის მო­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ირი­ნა კე­ი­დი­ამ აღ­ნიშ­ნა, დღე­ვან­დელ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­დიო "პა­ლიტ­რის" მსმე­ნე­ლე­ბის­თვის სა­ჩუქ­რის გა­კე­თე­ბა სურ­და. მი­სი­ვე თქმით, რა­დიო "პა­ლიტ­რის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი გუ­და­ურ­ში უნდა მი­ვიდ­ნენ გონ­დო­ლას­თან, იპო­ვონ რა­დიო "პა­ლიტ­რის" ბა­ნე­რი, გა­და­ი­ღონ სა­ხა­ლი­სო ფოტო, მო­ძებ­ნონ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფოტო რა­დიო "პა­ლიტ­რის" ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე და მო­ი­ნიშ­ნონ თავი.

იხი­ლეთ ვი­დეო

ყვე­ლა­ზე მეტი მო­წო­ნე­ბის მქო­ნე ფოტო მო­ი­გებს თხი­ლა­მურს მა­ღა­ზი­ის­გან Snow Arena, ხოლო რა­დიო "პა­ლიტ­რის" რჩე­ულს გა­და­ე­ცე­მა ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი ლო­პო­ტა­ზე. ფო­ტო­კონ­კურ­სი გაგ­რძელ­დე­ბა ორი კვი­რა, 13-დან 27 თე­ბერ­ვლამ­დე. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კი 27 თე­ბერ­ვალს გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

პრო­მო გო­გო­ე­ბი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სებ­თან ფლა­ე­რებს არი­გე­ბენ და დამ­სვე­ნებ­ლებს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით რა­დიო "პა­ლიტ­რის" ბა­ნერ­თან იწ­ვე­ვენ. დამ­სვე­ნებ­ლე­ბის ნა­წი­ლი კი, მხი­ა­რულ ფო­ტო­ებს იღებს. მათ რა­დიო "პა­ლიტ­რის" მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ატ­რი­ბუ­ტი­კაც უწყობთ ხელს სა­ხა­ლი­სო ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად.

რა­დიო "პა­ლიტ­რა" FM103.9-ზე 2008 წლი­დან მა­უ­წყებ­ლობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "პა­ლიტ­რა" ერ­თა­დერ­თი რა­დი­ოა, რო­მელ­საც გუ­და­ურ­ში უს­მე­ნენ.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რადიო "პალიტრის" მხიარული აქცია გუდაურში

რადიო "პალიტრის" მხიარული აქცია გუდაურში

რადიოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რადიო "პალიტრა" გუდაურში საზეიმო ღონისძიებას მართავს. გონდოლასთან მიმდინარე კონკურსში მსურველებს თხილამურებისა და ლოპოტაზე ორკაციანი საგზურის მოგების შესაძლებლობა ეძლევათ.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში "პალიტრა მედიას" მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ირინა კეიდიამ აღნიშნა, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რადიო "პალიტრის" მსმენელებისთვის საჩუქრის გაკეთება სურდა. მისივე თქმით, რადიო "პალიტრის" მიერ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველები გუდაურში უნდა მივიდნენ გონდოლასთან, იპოვონ რადიო "პალიტრის" ბანერი, გადაიღონ სახალისო ფოტო, მოძებნონ აღნიშნული ფოტო რადიო "პალიტრის" ფეისბუქის გვერდზე და მოინიშნონ თავი.

იხილეთ ვიდეო

ყველაზე მეტი მოწონების მქონე ფოტო მოიგებს თხილამურს მაღაზიისგან Snow Arena, ხოლო რადიო "პალიტრის" რჩეულს გადაეცემა ორკაციანი საგზური ლოპოტაზე. ფოტოკონკურსი გაგრძელდება ორი კვირა, 13-დან 27 თებერვლამდე. გამარჯვებული კი 27 თებერვალს გამოვლინდება.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

პრომო გოგოები სათხილამურო ტრასებთან ფლაერებს არიგებენ და დამსვენებლებს კონკურსში მონაწილეობის მიზნით რადიო "პალიტრის" ბანერთან იწვევენ. დამსვენებლების ნაწილი კი, მხიარულ ფოტოებს იღებს. მათ რადიო "პალიტრის" მიერ მომზადებული შესაბამისი ატრიბუტიკაც უწყობთ ხელს სახალისო ფოტოების გადასაღებად.

რადიო "პალიტრა" FM103.9-ზე 2008 წლიდან მაუწყებლობს. აღსანიშნავია, რომ "პალიტრა" ერთადერთი რადიოა, რომელსაც გუდაურში უსმენენ.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია