საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად და როგორ შეიძლება გაატაროთ "ვალენტინობის უიქენდი" საყვარელ ადამიანთან ერთად
სად და როგორ შეიძლება გაატაროთ "ვალენტინობის უიქენდი" საყვარელ ადამიანთან ერთად

გა­დატ­ვირ­თუ­ლი და ხში­რად სტრე­სუ­ლი სა­მუ­შაო კვი­რის შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოა იმის გახ­სე­ნე­ბა, რომ ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი ახ­ლოვ­დე­ბა. ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, თბი­ლის­ში თუ ქა­ლაქ­გა­რეთ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბაა და­გეგ­მი­ლი. 14 თე­ბერ­ვლის დად­გო­მას ყვე­ლა­ზე მე­ტად რა თქმა უნდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბი ელო­დე­ბი­ან. სად და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ტა­როთ სიყ­ვა­რუ­ლის დღე საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად - AMBEBI.GE-მ მო­ი­ძია და "სა­ვა­ლენ­ტი­ნო ვი­ქენ­დის" გა­ტა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე გზას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ:

13 თე­ბერ­ვლის სა­ღა­მოს "ოტი­უ­მი" შეყ­ვა­რე­ბულ წყვი­ლებს წი­ნა­სა­ვა­ლენ­ტი­ნო სა­ღა­მო­ზე უმას­პინ­ძლებს. ბარ-რეს­ტო­რან­ში მო­ნატ­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფი "სა­ხეს" გა­მარ­თავს კონ­ცერტს. ბი­ლე­თის ფასი 100 ლა­რია. რო­გორც რეს­ტო­რან­ში აცხა­დე­ბენ, ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია და მომ­ხმა­რე­ბე­ლი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რობს.

13-14 თე­ბერ­ვალს სას­ტუმ­რო "ყაზ­ბე­გი რუმ­სიც" სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბით ხვდე­ბა შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს და მათ რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბის შექ­მნას პირ­დე­ბა. სას­ტუმ­რო­ში 13 თე­ბერ­ვლის ვახ­შა­მი ორ პერ­სო­ნა­ზე და სა­უზ­მე ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღეს 135 დო­ლა­რი და­გიჯ­დე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ სამ­თო კუ­რორ­ტს, გუ­და­ურ­ში წი­ნა­სა­ვა­ლენ­ტი­ნო სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბის შექ­მნა­ზე რა­დიო "პა­ლიტ­რის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი იზ­რუ­ნებს. სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კა, სა­ხა­ლი­სო აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა - ეს იმ შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რა­საც გუ­და­ურ­ში მყოფ წყვი­ლებს და არა­მარ­ტო მათ რა­დიო "პა­ლიტ­რა" სთა­ვა­ზობს. რო­გორც "პა­ლიტ­რის" ივენთმე­ნე­ჯერ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, 13 თე­ბერ­ვლი­დან გა­მო­ცხად­დე­ბა კონ­კურ­სი, რო­მე­ლიც ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­დიო "პა­ლიტ­რას" ფე­ის­ბუქ გვერ­დზე გან­თავ­სდე­ბა 13 თე­ბერ­ვლის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და ის, ვინც ყვე­ლა­ზე მეტ მო­წო­ნე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებს კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­დე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თხი­ლა­მუ­რე­ბი­თა და ლო­პო­ტა­ზე ორ­დღი­ა­ნი საგ­ზუ­რით და­ჯილ­დოვ­დე­ბა. ასე რომ, "სიყ­ვა­რუ­ლის უი­ქენ­დს" რა­დიო "პა­ლიტ­რის" დახ­მა­რე­ბით კი­დევ უფრო გა­ი­ხან­გრძლი­ვებთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რა­დიო "პა­ლიტ­რა" ერ­თა­დერ­თია, რომ­ლის სიხ­ში­რეც გუ­და­ურ­ზეც ვრცელ­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კი­სა და წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი აქ­ცი­ე­ბით დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე გას­ტანს. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გარ­თო­ბა რა­დიო პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გუ­და­უ­რის ნე­ბის­მი­ე­რი სტუმ­რის­თვის უფა­სოა.

თუ თოვ­ლი­ან გუ­და­ურს ტბის პი­რას დას­ვე­ნე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებთ, ვა­ლენ­ტი­ნო­ბის­თვის "ლო­პო­ტას ტბა­ზეც" გან­სა­კუთ­რე­ბით ემ­ზა­დე­ბი­ან. სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სი სტუმ­რებს რო­მან­ტი­კულ გა­რე­მო­ში სა­უზ­მეს ორ პერ­სო­ნა­ზე 90 დო­ლა­რად სთა­ვა­ზობს. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ფას­დაკ­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რებ­ზეც.

ცნო­ბის­თვის, ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა სა­თა­ვეს მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნის რო­მი­დან იღებს, რო­გორც წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის ხსე­ნე­ბის დღე და მას მთე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­რო აღ­ნიშ­ნავ­და. დღეს­დღე­ო­ბით 14 თე­ბერ­ვა­ლი, რო­გორც წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლი, აღი­ნიშ­ნე­ბა მხო­ლოდ პრო­ტეს­ტან­ტულ ნა­წილ­ში, ლუ­თე­რა­ნუ­ლი და ან­გლი­კა­ნუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბის მიერ. ვა­ლენ­ტი­ნო­ბას რო­გორც წესი ერ­თად ატა­რე­ბენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ულო­ცა­ვენ და ჩუქ­ნი­ან ყვა­ვი­ლებს, რო­მან­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თის ღია ბა­რა­თებს, ე.წ. "ვა­ლენ­ტი­ნებს".

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

სად და როგორ შეიძლება გაატაროთ "ვალენტინობის უიქენდი" საყვარელ ადამიანთან ერთად

სად და როგორ შეიძლება გაატაროთ "ვალენტინობის უიქენდი" საყვარელ ადამიანთან ერთად

გადატვირთული და ხშირად სტრესული სამუშაო კვირის შემდეგ, განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის გახსენება, რომ ვალენტინობის დღესასწაული ახლოვდება. ამ დღის აღსანიშნავად, თბილისში თუ ქალაქგარეთ სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. 14 თებერვლის დადგომას ყველაზე მეტად რა თქმა უნდა შეყვარებული წყვილები ელოდებიან. სად და როგორ შეიძლება გაატაროთ სიყვარულის დღე საყვარელ ადამიანთან ერთად - AMBEBI.GE-მ მოიძია და "სავალენტინო ვიქენდის" გატარების რამდენიმე გზას შემოგთავაზებთ:

13 თებერვლის საღამოს "ოტიუმი" შეყვარებულ წყვილებს წინასავალენტინო საღამოზე უმასპინძლებს. ბარ-რესტორანში მონატრებული ჯგუფი "სახეს" გამართავს კონცერტს. ბილეთის ფასი 100 ლარია. როგორც რესტორანში აცხადებენ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და მომხმარებელი საკმაოდ აქტიურობს.

13-14 თებერვალს სასტუმრო "ყაზბეგი რუმსიც" სპეციალური შეთავაზებით ხვდება შეყვარებულებს და მათ რომანტიკული განწყობის შექმნას პირდება. სასტუმროში 13 თებერვლის ვახშამი ორ პერსონაზე და საუზმე ვალენტინობის დღეს 135 დოლარი დაგიჯდებათ.

რაც შეეხება კიდევ ერთ სამთო კურორტს, გუდაურში წინასავალენტინო სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე რადიო "პალიტრის" შემოქმედებითი ჯგუფი იზრუნებს. სასიამოვნო მუსიკა, სახალისო აქსესუარები და პროფესიონალური ფოტოების გადაღების შესაძლებლობა - ეს იმ შეთავაზებების მცირე ჩამონათვალია, რასაც გუდაურში მყოფ წყვილებს და არამარტო მათ რადიო "პალიტრა" სთავაზობს. როგორც "პალიტრის" ივენთმენეჯერმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, 13 თებერვლიდან გამოცხადდება კონკურსი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კონკურსის განმავლობაში რადიო "პალიტრას" ფეისბუქ გვერდზე განთავსდება 13 თებერვლის ღონისძიებაზე გადაღებული ფოტოები და ის, ვინც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდება. გამარჯვებული თხილამურებითა და ლოპოტაზე ორდღიანი საგზურით დაჯილდოვდება. ასე რომ, "სიყვარულის უიქენდს" რადიო "პალიტრის" დახმარებით კიდევ უფრო გაიხანგრძლივებთ. აღსანიშნავია, რომ რადიო "პალიტრა" ერთადერთია, რომლის სიხშირეც გუდაურზეც ვრცელდება. ღონისძიება, სასიამოვნო მუსიკისა და წამახალისებელი აქციებით დილიდან საღამომდე გასტანს. კონკურსში მონაწილეობა და გართობა რადიო პალიტრასთან" ერთად გუდაურის ნებისმიერი სტუმრისთვის უფასოა.

თუ თოვლიან გუდაურს ტბის პირას დასვენებას ამჯობინებთ, ვალენტინობისთვის "ლოპოტას ტბაზეც" განსაკუთრებით ემზადებიან. სასტუმრო კომპლექსი სტუმრებს რომანტიკულ გარემოში საუზმეს ორ პერსონაზე 90 დოლარად სთავაზობს. გათვალისწინებულია ფასდაკლებები სხვადასხვა პროცედურებზეც.

ცნობისთვის, ვალენტინობის დღის აღნიშვნა სათავეს მეხუთე საუკუნის რომიდან იღებს, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. დღესდღეობით 14 თებერვალი, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალური საეკლესიო დღესასწაული, აღინიშნება მხოლოდ პროტესტანტულ ნაწილში, ლუთერანული და ანგლიკანური ეკლესიების მიერ. ვალენტინობას როგორც წესი ერთად ატარებენ შეყვარებულები, ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს, ე.წ. "ვალენტინებს".

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია