პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკომისია - შენგენის ზონის გაუქმება დასავლეთის ქვეყნებს მილიარდობით დოლარით დააზარალებს
ევროკომისია - შენგენის ზონის გაუქმება დასავლეთის ქვეყნებს მილიარდობით დოლარით დააზარალებს

მიგ­რა­ცი­უ­ლი კრი­ზი­სის გამ­წვა­ვე­ბის ფონ­ზე, ევ­რო­კო­მი­სია ევ­რო­კავ­შირს აფრ­თხი­ლებს, რომ შენ­გე­ნის ზო­ნის გა­უქ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რით და­ზა­რალ­დე­ბი­ან.

ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ დო­კუ­მენ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ შენ­გე­ნის ზო­ნის დაშ­ლა მის წევ­რებს 18 მი­ლი­არ­დამ­დე ევრო და­უჯ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლის და­წე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს 7,1 მი­ლი­არ­დი ევ­როს გა­მო­ყო­ფა მო­უ­წევთ.

ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ შენ­გე­ნის ზო­ნის გა­უქ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ზა­რალ­დე­ბა სატ­რან­სპორ­ტო და ლო­გის­ტი­კუ­რი დარ­გე­ბი, ასე­ვე შრო­მის ბა­ზა­რი. ხოლო სა­ვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბა ტუ­რიზ­მის დარ­გს წე­ლი­წად­ში 10-დან 20 მი­ლი­არ­დამ­დე ევ­რო­თი და­ა­ზა­რა­ლებს.

ამას­თა­ნა­ვე, ბრი­უ­სელ­მა და ევ­რო­კავ­შირ­მა კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დეს სა­ბერ­ძნეთს, გა­აქ­ტი­უ­როს ძა­ლის­ხმე­ვა მი­გა­ცი­უ­ლი კრი­ზი­სის გა­და­წყვე­ტი­სა და სა­ზღვრე­ბის დაც­ვის სა­კი­თხში.

კერ­ძოდ, ევ­რო­კო­მი­სია მი­იჩ­ნევს, რომ კრი­ზი­სის გამ­წვა­ვე­ბას ხელს უწყობს სა­ბერ­ძნეთ­ში მიგ­რან­ტთა მი­ღე­ბი­სა და რე­გის­ტრა­ცი­ის ცენ­ტრე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა.

ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­სულ წელს სა­ბერ­ძნეთ­ში ჩა­სუ­ლი 800 000 მიგ­რან­ტი­დან მოხ­და მხო­ლოდ 16 000 მათ­გა­ნის დე­პორ­ტა­ცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ევროკომისია - შენგენის ზონის გაუქმება დასავლეთის ქვეყნებს მილიარდობით დოლარით დააზარალებს

ევროკომისია - შენგენის ზონის გაუქმება დასავლეთის ქვეყნებს მილიარდობით დოლარით დააზარალებს

მიგრაციული კრიზისის გამწვავების ფონზე, ევროკომისია ევროკავშირს აფრთხილებს, რომ შენგენის ზონის გაუქმების შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნები მილიარდობით დოლარით დაზარალდებიან.

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შენგენის ზონის დაშლა მის წევრებს 18 მილიარდამდე ევრო დაუჯდება. გარდა ამისა, სასაზღვრო კონტროლის დაწესების შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებს 7,1 მილიარდი ევროს გამოყოფა მოუწევთ.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ შენგენის ზონის გაუქმების შემთხვევაში დაზარალდება სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგები, ასევე შრომის ბაზარი. ხოლო სავიზო რეჟიმის დაწესება ტურიზმის დარგს წელიწადში 10-დან 20 მილიარდამდე ევროთი დააზარალებს.

ამასთანავე, ბრიუსელმა და ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს საბერძნეთს, გააქტიუროს ძალისხმევა მიგაციული კრიზისის გადაწყვეტისა და საზღვრების დაცვის საკითხში.

კერძოდ, ევროკომისია მიიჩნევს, რომ კრიზისის გამწვავებას ხელს უწყობს საბერძნეთში მიგრანტთა მიღებისა და რეგისტრაციის ცენტრების ნაკლებობა.

ევროკავშირის მონაცემებით, გასულ წელს საბერძნეთში ჩასული 800 000 მიგრანტიდან მოხდა მხოლოდ 16 000 მათგანის დეპორტაცია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა