მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბანკებმა მთელი ბიზნესი გირაოში მოაქციეს
ბანკებმა მთელი ბიზნესი გირაოში მოაქციეს

ბან­კე­ბი არაპრო­ფი­ლუ­რი ბიზ­ნე­სის მარ­თვას ისევ თა­მა­მად აგ­რძე­ლე­ბენ, უფრო მე­ტიც, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ მთე­ლი ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სი გი­რა­ო­ში აქვთ ჩა­დე­ბუ­ლი, ხოლო ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მათი "ოფი­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტია". რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ამ­გვარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მელ­საც არა­ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­აც ემა­ტე­ბა, ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა საკ­მა­ოდ ბუნ­დო­ვა­ნია.

მე­ნა­შე­ნე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ ბან­კე­ბი არაპრო­ფი­ლურ ბიზ­ნესს ძვე­ლე­ბუ­რად აკონ­ტრო­ლე­ბენ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კუ­რენ­ცია მკვდა­რია და ეკო­ნო­მი­კა ამი­ტო­მაც ვერ ვი­თარ­დე­ბა.

"რა­ღაც ფორ­მა შეც­ვა­ლეს, მაგ­რამ იგი­ვე სქე­მით მოქ­მე­დე­ბენ. მე ვიცი, რომ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "მ2" "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნი­აა. ბან­კის ფუნ­ქცი­აა, რომ მან ფული სხვა ბიზ­ნე­სის ხე­ლის შე­წყო­ბით იშო­ვოს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ბან­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ას ფლობს, ის სხვა კომ­პა­ნი­ებს კონ­კუ­რენ­ტად აღიქ­ვამს. კონ­კუ­რენტს რო­გორც მი­ნი­მუმ ხელს თუ არ შე­უშ­ლის, არც და­ეხ­მა­რე­ბა," - ამ­ბობს ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ ეს მარ­ტო სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორს არ ეხე­ბა. ბან­კე­ბი ფლო­ბენ სა­მე­დი­ცი­ნო, ტუ­რის­ტულ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ღვი­ნის წარ­მო­ე­ბი­სა თუ სა­კალ­მა­ხე მე­ურ­ნე­ო­ბებს.

"ყველ­გან აქვთ ბიზ­ნე­სე­ბი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, პა­ტა­რა ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც აქვს სა­კალ­მა­ხე. მის­თვის რო­გო­რია ბან­კის ქოლ­გის ქვეშ მყოფ კომ­პა­ნი­ას­თან კონ­კუ­რენ­ცია. ამი­ტომ არ ვი­თარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სი. ბან­კი არის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც არ მუ­შა­ობს და ეს ორ­გა­ნიზ­მი კვდე­ბა", - ამ­ბობს ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლი გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ბანკებმა მთელი ბიზნესი გირაოში მოაქციეს

ბანკებმა მთელი ბიზნესი გირაოში მოაქციეს

ბანკები არაპროფილური ბიზნესის მართვას ისევ თამამად აგრძელებენ, უფრო მეტიც, სპეციალისტების განცხადებით, მათ მთელი ქართული ბიზნესი გირაოში აქვთ ჩადებული, ხოლო ეროვნული ბანკი მათი "ოფიციალური აგენტია". როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამგვარ მდგომარეობაში, რომელსაც არაჯანსაღი კონკურენციაც ემატება, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ადასტურებს, რომ ბანკები არაპროფილურ ბიზნესს ძველებურად აკონტროლებენ და ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. აქედან გამომდინარე, საქართველოში კონკურენცია მკვდარია და ეკონომიკა ამიტომაც ვერ ვითარდება.

"რაღაც ფორმა შეცვალეს, მაგრამ იგივე სქემით მოქმედებენ. მე ვიცი, რომ სამშენებლო კომპანია "მ2" "საქართველოს ბანკის" კუთვნილი კომპანიაა. ბანკის ფუნქციაა, რომ მან ფული სხვა ბიზნესის ხელის შეწყობით იშოვოს. წარმოიდგინეთ, რომ ყველაზე მსხვილი ბანკი საქართველოში, რომელიც სამშენებლო კომპანიას ფლობს, ის სხვა კომპანიებს კონკურენტად აღიქვამს. კონკურენტს როგორც მინიმუმ ხელს თუ არ შეუშლის, არც დაეხმარება," - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი და დასძენს, რომ ეს მარტო სამშენებლო სექტორს არ ეხება. ბანკები ფლობენ სამედიცინო, ტურისტულ, საგანმანათლებლო, ღვინის წარმოებისა თუ საკალმახე მეურნეობებს.

"ყველგან აქვთ ბიზნესები. თქვენ წარმოიდგინეთ, პატარა ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საკალმახე. მისთვის როგორია ბანკის ქოლგის ქვეშ მყოფ კომპანიასთან კონკურენცია. ამიტომ არ ვითარდება საქართველოში ბიზნესი. ბანკი არის ორგანიზაციისთვის სისხლის მიმოქცევის სისტემა, რომელიც არ მუშაობს და ეს ორგანიზმი კვდება", - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია