პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზიკას ვირუსი ევროპაშიც დაფიქსირდა
ზიკას ვირუსი ევროპაშიც დაფიქსირდა

ეს­პა­ნეთ­ში ორ­სულ ქალს ზი­კას ვირუ­სი აღ­მო­აჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სი" იტყო­ბი­ნე­ბა. ეს ევ­რო­პა­ში პირ­ვე­ლი მსგავ­სი შემ­თხვე­ვაა. რო­გორც ეს­პა­ნე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კო­ლუმ­ბი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ზი­კას ვირუ­სი, რო­მე­ლიც ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტებ­ზეა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ნა­ყოფ­ში ტვი­ნის გა­ნუ­ვი­თა­რებ­ლო­ბას - მიკ­რო­ცე­ფა­ლი­ას იწ­ვევს. ვირუ­სი კო­ღოს ნაკ­ბე­ნით გა­და­დის.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს არ გა­და­ის­ხან იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სის­ხლი, რომ­ლე­ბიც ზი­კას ვირუ­სით და­ზა­რა­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ჯერ­ჯე­რო­ბით ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ან მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი არ არ­სე­ბობს.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლი­ოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, სამ­ხრეთ, ცენ­ტრა­ლურ და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სით შე­საძ­ლოა, უკვე 3-დან 4 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი იყოს და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. და­ი­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და აშშ-სა და და­ნი­ა­შიც. ვირუ­სის სიმპტო­მებს სი­ცხე, თა­ვის ტკი­ვი­ლი და კო­ნი­უქ­ტი­ვი­ტი წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მას სიმპტო­მე­ბი არ აქვს, რის გა­მოც რთუ­ლია მისი გა­მოვ­ლე­ნა.

ზიკას ვირუსი ევროპაშიც დაფიქსირდა

ზიკას ვირუსი ევროპაშიც დაფიქსირდა

ესპანეთში ორსულ ქალს ზიკას ვირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. ეს ევროპაში პირველი მსგავსი შემთხვევაა. როგორც ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, დაინფიცირებული კოლუმბიაში იმყოფებოდა.

ზიკას ვირუსი, რომელიც ამერიკის კონტინენტებზეა გავრცელებული, ნაყოფში ტვინის განუვითარებლობას - მიკროცეფალიას იწვევს. ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს არ გადაისხან იმ ადამიანების სისხლი, რომლებიც ზიკას ვირუსით დაზარალებულ რეგიონებში იმყოფებოდნენ.

ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი არ არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ცნობით, სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში აღნიშნული ვირუსით შესაძლოა, უკვე 3-დან 4 მილიონამდე ადამიანი იყოს დაინფიცირებული. დაიფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-სა და დანიაშიც. ვირუსის სიმპტომებს სიცხე, თავის ტკივილი და კონიუქტივიტი წარმოადგენს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში მას სიმპტომები არ აქვს, რის გამოც რთულია მისი გამოვლენა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა