პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით დაახლოებით 10 000-მდე ადამიანი ავადდება - პაატა იმნაძე
კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით დაახლოებით 10 000-მდე ადამიანი ავადდება - პაატა იმნაძე

კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გრი­პის ვირუ­სით და­ახ­ლო­ე­ბით 10 000-მდე ადა­მი­ა­ნი ავად­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძის თქმით, გრი­პის წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნი სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა.

"და­ახ­ლო­ე­ბით ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად 10 000-მდე მო­ქა­ლა­ქე ავად­დე­ბა გრი­პის ვირუ­სე­ბით. შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე იყო. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ. იყო ასე­ვე ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ვირუ­სი სხვა მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის ფონ­ზე გან­ვი­თარ­და", - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 100 000 მო­სახ­ლე­ზე ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის გრი­პის 357 შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გრი­პის ავა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის სტა­ტის­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბიც მო­იყ­ვა­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ქვეყ­ნებ­ში 100 000 მო­სახ­ლე­ზე 1000-ზე მეტი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა.

"უკ­რა­ი­ნა­ში გრი­პის ვირუ­სე­ბი­სა­გან 190-მდე ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა", - აღ­ნიშ­ნა მან.

შე­და­რე­ბი­სათ­ვის პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ მე­დი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სულ წლებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც წა­რუდ­გი­ნა და გან­მარ­ტა, რომ 2009-2010 წლებ­ში გრი­პის ვირუ­სის შე­დე­გად 33 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. 2011-2012 წლებ­ში 53 ადა­მი­ა­ნი, გა­სულ წელს კი გარ­დაც­ვა­ლე­ბის 10 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

"ხოლო დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით გარ­დაც­ვლი­ლია 9 პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­თა­გა­ნაც 8 H1N1 ვირუ­სის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი პა­ცი­ენ­ტი კი H3N2-ით.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ცენ­ტრში გრი­პის ვირუ­სის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 255 შემ­თხვე­ვაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მათი 90% H1N1 ვირუს­ზე მო­დის.

წლე­ვან­დე­ლი გრი­პის სე­ზო­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვია. მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის ზრდის ტემ­პი უკვე შემ­ცირ­და. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრს სრუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მო­მა­ვა­ლი კვი­რის ორ­შა­ბათს ექ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ გრი­პის ვირუ­სე­ბის პიკი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გა­დავ­ლი­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით დაახლოებით 10 000-მდე ადამიანი ავადდება - პაატა იმნაძე

კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით დაახლოებით 10 000-მდე ადამიანი ავადდება - პაატა იმნაძე

კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით დაახლოებით 10 000-მდე ადამიანი ავადდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, გრიპის წლევანდელი სეზონი საშუალო სიმძიმისაა.

"დაახლოებით ყოველკვირეულად 10 000-მდე მოქალაქე ავადდება გრიპის ვირუსებით. შემთხვევების უმეტესობა გართულების გარეშე იყო. ზოგიერთ შემთხვევაში მძიმედ მიმდინარეობდა, თუმცა პაციენტები გამოჯანმრთელდნენ. იყო ასევე ფატალური შემთხვევები, როდესაც ვირუსი სხვა მძიმე დაავადებების ფონზე განვითარდა", - განაცხადა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, 100 000 მოსახლეზე ამ მომენტისათვის გრიპის 357 შემთხვევა ფიქსირდება.

პაატა იმნაძემ გრიპის ავადობასთან დაკავშირებით რუსეთისა და უკრაინის სტატისტიკური მაჩვენებლებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებში 100 000 მოსახლეზე 1000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

"უკრაინაში გრიპის ვირუსებისაგან 190-მდე ადამიანი გარდაიცვალა", - აღნიშნა მან.

შედარებისათვის პაატა იმნაძემ მედიას საქართველოში გასულ წლებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემებიც წარუდგინა და განმარტა, რომ 2009-2010 წლებში გრიპის ვირუსის შედეგად 33 ადამიანი გარდაიცვალა. 2011-2012 წლებში 53 ადამიანი, გასულ წელს კი გარდაცვალების 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

"ხოლო დღევანდელი მონაცემებით გარდაცვლილია 9 პაციენტი, რომელთაგანაც 8 H1N1 ვირუსის შედეგად გარდაიცვალა, ერთი პაციენტი კი H3N2-ით.

ბოლო მონაცემებით, ცენტრში გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 255 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათი 90% H1N1 ვირუსზე მოდის.

წლევანდელი გრიპის სეზონი ჩვეულებრივია. მიმართვიანობის ზრდის ტემპი უკვე შემცირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სრული მონაცემები მომავალი კვირის ორშაბათს ექნება", - განაცხადა იმნაძემ და დასძინა, რომ გრიპის ვირუსების პიკი საქართველოში უკვე გადავლილია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია