სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს
გია ხუხაშვილი პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს

პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლას "ზო­მი­ე­რად კრი­ტი­კუ­ლად" აფა­სებს.

რო­გორც "ინ­ტერპრე­ნი­უსს" გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, პრე­ზი­დენ­ტმა გა­მოს­ვლა­ში ობი­ექ­ტუ­რად და­ი­ნა­ხა ის პო­ზი­ტი­ვი, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში არის, მაგ­რამ ისა­უბ­რა პრობ­ლე­მებ­ზეც.

"პრე­ზი­დენ­ტი შე­ე­ხო პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა სა­კითხს, იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რაც ქვეყ­ნის წი­ნა­შე დგას, რო­გორც სა­ში­ნაო ისე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში. ზო­მი­ე­რად კრი­ტი­კუ­ლი იყო, მან ობი­ექ­ტუ­რად და­ი­ნა­ხა ის პო­ზი­ტი­ვი, რაც ჩვენ სი­ნამ­დვი­ლე­ში გვაქვს, მაგ­რამ არის პრობ­ლე­მე­ბიც იგი­ვე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იგი­ვე იმ შეც­დო­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც იყო დაშ­ვე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ში და ა.შ. მე ვფიქ­რობ, ეს იყო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პო­ზი­ცი­ი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვი­თა­რე­ბის აღ­წე­რა, პრეს­პექ­ტი­ვე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იყო ზო­მი­ე­რი თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში. მას არ ჰქო­ნია მცდე­ლო­ბა, რომ გა­მო­სუ­ლი­ყო თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ი­დან და შე­სუ­ლი­ყო სხვის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში", - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას, რომ­ლის რე­ფორ­მი­რე­ბის კუ­თხი­თაც პრე­ზი­დენ­ტმა გუ­შინ­დე­ლი გა­მოს­ვლი­სას კონ­კრე­ტუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი გა­აჟ­ღე­რა, პო­ლი­ტო­ლო­გის შე­ფა­სე­ბი­თაც, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა "ფაქ­ტობ­რი­ვად იქცა რა­ღაც გა­უ­გე­ბარ კორ­პო­რა­ცი­ად, რო­მელ­მაც მთა­ვარ მიზ­ნად და­სა­ხა კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სის და არა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის დაც­ვა".

"ტენ­დენ­ცი­ე­ბი შე­იმ­ჩნე­ვა არა მხო­ლოდ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­სა­მარ­თლო კორ­პუს­ში - რო­დე­საც მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ამ­ბო­ბენ "ჩვენ ვართ მუ­რუ­სი­ძე­ე­ბი" და ამას აკე­თე­ბენ რა­ღაც ანა­ლო­გი­ე­ბით, ეს ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა. პრობ­ლე­მაა კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სის დაც­ვა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მხირ­დან, რა­ღაც ფსევ­დო­სო­ლი­და­რო­ბის საკ­მა­ოდ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა კვი­რა­ში 2-ჯერ კი ძა­ლი­ან მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. ამას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სის­ტე­მუ­რი, ძა­ლი­ან გრძელ­ვა­დი­ა­ნი, სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ძა­ლი­ან და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად მათი თვით­ლუსტრა­ცია უბიძ­გებს არა მხო­ლოდ პრე­ზი­დენტს არა­მედ უნდა უბიძ­გებ­დეს აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და პარ­ლა­მენ­ტსაც, რომ რე­ფორ­მა არის გარ­და­უ­ვა­ლი", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ თუ ჩვენ მი­ვი­ღებთ სუ­რათს, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო და­კარ­გავს ნდო­ბას, ამით ფუნ­და­მენ­ტი გა­მო­ეც­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას.

"რე­ფორ­მი­რე­ბა არის სა­ჭი­რო, პრე­ზი­დენტს აქვს თა­ვის ხედ­ვე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სხვა ტი­პის ხედ­ვე­ბი ჰქონ­დეს, თუმ­ცა გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან მე ეს ვერ და­ვი­ნა­ხე, თან­ხმო­ბა უფრო და­ვი­ნა­ხე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ებს შო­რის, რომ ეს პრობ­ლე­მა არის გა­და­სა­წყვე­ტი. მე ვი­სურ­ვებ­დი, რომ ეს პრობ­ლე­მა მალე მოგ­ვარ­დეს", - აღ­ნიშ­ნა პო­ლი­ტო­ლოგ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

გია ხუხაშვილი პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს

გია ხუხაშვილი პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას "ზომიერად კრიტიკულად" აფასებს.

როგორც "ინტერპრენიუსს" გია ხუხაშვილმა განუცხადა, პრეზიდენტმა გამოსვლაში ობიექტურად დაინახა ის პოზიტივი, რაც სინამდვილეში არის, მაგრამ ისაუბრა პრობლემებზეც.

"პრეზიდენტი შეეხო პრაქტიკულად ყველა საკითხს, იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას, როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკაში. ზომიერად კრიტიკული იყო, მან ობიექტურად დაინახა ის პოზიტივი, რაც ჩვენ სინამდვილეში გვაქვს, მაგრამ არის პრობლემებიც იგივე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, იგივე იმ შეცდომებთან დაკავშირებით, რაც იყო დაშვებული ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში და ა.შ. მე ვფიქრობ, ეს იყო სახელმწიფოებრივი პოზიციიდან წარმოდგენილი ვითარების აღწერა, პრესპექტივები და შესაბამისი რეკომენდაციები. რეკომენდაციები იყო ზომიერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მას არ ჰქონია მცდელობა, რომ გამოსულიყო თავისი კომპეტენციიდან და შესულიყო სხვის კომპეტენციაში", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებას, რომლის რეფორმირების კუთხითაც პრეზიდენტმა გუშინდელი გამოსვლისას კონკრეტული ინიციატივები გააჟღერა, პოლიტოლოგის შეფასებითაც, სასამართლო სისტემა "ფაქტობრივად იქცა რაღაც გაუგებარ კორპორაციად, რომელმაც მთავარ მიზნად დასახა კორპორატიული ინტერესის და არა საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა".

"ტენდენციები შეიმჩნევა არა მხოლოდ იუსტიციის საბჭოში, არამედ მთლიანად სასამართლო კორპუსში - როდესაც მოსამართლეები ამბობენ "ჩვენ ვართ მურუსიძეები" და ამას აკეთებენ რაღაც ანალოგიებით, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. პრობლემაა კორპორატიული ინტერესის დაცვა მოსამართლეების მხირდან, რაღაც ფსევდოსოლიდარობის საკმაოდ შემაშფოთებელი განცხადებების გაკეთება კვირაში 2-ჯერ კი ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ამას შეიძლება ჰქონდეს სისტემური, ძალიან გრძელვადიანი, სახელმწიფოსთვის ძალიან დამაზიანებელი შედეგები. შესაბამისად მათი თვითლუსტრაცია უბიძგებს არა მხოლოდ პრეზიდენტს არამედ უნდა უბიძგებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას და პარლამენტსაც, რომ რეფორმა არის გარდაუვალი", - განაცხადა ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ ჩვენ მივიღებთ სურათს, როდესაც სასამართლო დაკარგავს ნდობას, ამით ფუნდამენტი გამოეცლება სახელმწიფოებრივ განვითარებას.

"რეფორმირება არის საჭირო, პრეზიდენტს აქვს თავის ხედვები, შესაძლებელია აღმასრულებელ ხელისუფლებას სხვა ტიპის ხედვები ჰქონდეს, თუმცა გუშინდელი განცხადებებიდან მე ეს ვერ დავინახე, თანხმობა უფრო დავინახე ხელისუფლების შტოებს შორის, რომ ეს პრობლემა არის გადასაწყვეტი. მე ვისურვებდი, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდეს", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."