პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქოს განცხადება "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაზე" კანონპროექტის შესახებ
საპატრიარქოს განცხადება "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაზე" კანონპროექტის შესახებ

რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის სახ­დე­ლის და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ყო­ფი­ლა. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, სა­პატ­რი­არ­ქო პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტეტ­ში პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბის ტექსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტეტ­მა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მხა­რი და­უ­ჭი­რა კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის შე­მო­ღე­ბას რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფი­სათ­ვის. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც და ზო­გი­ერთ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ამ კა­ნონპ­რო­ექტთან სა­პატ­რი­არ­ქოს კავ­ში­რის შე­სა­ხებ, მი­აჩ­ნი­ათ რა, რომ მისი მი­ზა­ნი თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის­თვის "ჯან­სა­ღი კრი­ტი­კის აცი­ლე­ბაა," რაც რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ხში­რია ეკ­ლე­სი­ი­სა და მისი სა­ჭეთმპყრო­ბე­ლის მი­მართ ცი­ლის­წა­მებ­ლუ­რი და სი­ძულ­ვი­ლის ენის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი და გა­მოს­ვლე­ბი, მსგავ­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის სა­კი­თხი არც ადრე და არც ამ­ჟა­მად ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ყო­ფი­ლა.

რე­ლი­გი­ურ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მო­მა­ვალ სამ­შა­ბათს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში ინ­ტე­რრე­ლი­გი­ურ საბ­ჭო­ში შე­მა­ვა­ლი რე­ლი­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა იგეგ­მე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტმა რე­ლი­გი­ურ სიწ­მინ­დე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­პუ­ტატ სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა და­ი­წყო. საქ­მე "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს ეხე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსს" ახა­ლი მუხ­ლი ემა­ტე­ბა, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რე­ლი­გი­უ­რი სიწ­მინ­დე­ე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ღვთის­მსა­ხუ­რის და მორ­წმუ­ნის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვა ან ისე­თი მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, ჩვე­ნე­ბა, რაც მიზ­ნად ისა­ხავს მორ­წმუ­ნე­თა გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით. იგი­ვე ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბით, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 600 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, რე­ლი­გი­უ­რი შე­ნო­ბე­ბის და სხვა რე­ლი­გი­უ­რი სიწ­მინ­დე­ე­ბის წა­ბილწვა, მას­ზე ნე­ბის­მი­ე­რი წარ­წე­რის გა­კე­თე­ბა ან და­ზი­ა­ნე­ბა, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით. იგი­ვე ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბით, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

საპატრიარქოს განცხადება "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაზე" კანონპროექტის შესახებ

საპატრიარქოს განცხადება "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაზე" კანონპროექტის შესახებ

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სახდელის დაწესების შესახებ კანონპროექტის მიღების საკითხი საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივა არ ყოფილა. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული განცხადებით, საპატრიარქო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას ეხმაურება, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელის შემოღებას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი" საპატრიარქოს განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის შემოღებას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის. სოციალურ ქსელებშიც და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია ამ კანონპროექტთან საპატრიარქოს კავშირის შესახებ, მიაჩნიათ რა, რომ მისი მიზანი თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის "ჯანსაღი კრიტიკის აცილებაა," რაც რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა.

რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ ამ და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან მიმართებაში მომავალ სამშაბათს საქართველოს საპატრიარქოში ინტერრელიგიურ საბჭოში შემავალი რელიგიური გაერთიანებების სამუშაო შეხვედრა იგეგმება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა რელიგიურ სიწმინდეებთან დაკავშირებით დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. საქმე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს ეხება. ცვლილებების მიხედვით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

გამოვლინდა ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 195 პირი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია ვითარება რეგიონებში

"დღეს გაიარა პოლიციის პიკაპებმა, რომლის უკანა სავარძელზეც "ენკას" მუშები ისხდნენ, ეს პოლიციის ფუნქცია არ არის" - ახალი ცნობები რიონის ხეობიდან

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - "ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ"