პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიოში ნავთობის ფასი თითქმის სამჯერ დაეცა, საქართველოში კი არარეალურად მაღალ ფასად ყიდიან საწვავს"
"მსოფლიოში ნავთობის ფასი თითქმის სამჯერ დაეცა, საქართველოში კი არარეალურად მაღალ ფასად ყიდიან საწვავს"

ნავ­თო­ბის ფასი ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო და უფრო იკ­ლებს. რა პრო­ცე­სებს უნდა ვე­ლო­დოთ და რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ამა­ზე კო­მენ­ტა­რი ექ­სპერტ სოსო ცის­კა­რიშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- დღეს ნავ­თო­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ ფაქ­ტობ­რი­ვად, ის­ტო­რი­ულ პიკს მი­აღ­წია. სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­დე­ნად მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას მო­ი­პო­ვებს, რომ ეს ეკო­ნო­მი­კა­ზე გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს. ჩვენ ძი­რი­თა­დად ექ­სპორტზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვია, ნავ­თო­ბის გა­ი­ა­ფე­ბა ძა­ლი­ან კარ­გია, თუმ­ცა გა­ი­ა­ფე­ბის გემო ჩვენ ჯერ ვერ ვიგ­რძე­ნით. მა­შინ, როცა ნავ­თო­ბის ფასი თით­ქმის სამ­ჯერ და­ე­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვი არც გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლა, ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი არა­რე­ა­ლუ­რად მა­ღალ ფა­სად ყი­დი­ან საწ­ვავს. რა თქმა უნდა, კარ­გია, როცა რა­ი­მე მა­ღალ ფა­სად იყი­დე­ბა, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში შე­მო­სა­ვა­ლი მეტი შევა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ უნდა ხდე­ბო­დეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხარ­ჯზე. სა­ჭი­როა ამ ყვე­ლა­ფერ­ში სა­ხელ­მწი­ფომ სა­კუ­თა­რი როლი შე­ას­რუ­ლოს.

- ბევ­რი ექ­სპერ­ტი დღეს არ­სე­ბულ სუ­რათს ადა­რებს 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­დე­საც აშშ-მა ნავ­თობ­ზე ფა­სის დაგ­დე­ბით და­აჩ­ქა­რა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნგრე­ვა...

- ეს შე­და­რე­ბა შორს არაა სი­მარ­თლი­სა­გან, რომ არა რუ­სე­თის ფაქ­ტო­რი, აშშ სა­კუ­თა­რი მა­რა­გი­დან ნავ­თობს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ი­ტან­და, გარ­და ამი­სა, მი­უ­ხე­და­ვად ირა­ნის მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბი­სა, მას მა­ინც მო­უხ­სნეს სან­ქცი­ე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ფე­რი რუ­სე­თის­თვის ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რია, ვი­ნა­ი­დან მათი ბი­უ­ჯე­ტი გა­წე­რი­ლია, რომ ბა­რე­ლი ნავ­თო­ბი 50$ უნდა ღირ­დეს და ახლა, როცა ბა­რელ­ზე ფასი 30 დო­ლარ­ზე ნაკ­ლე­ბია, მათ აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევთ ბი­უ­ჯე­ტის გა­და­ხედ­ვა. რა თქმა უნდა, მო­უ­წევთ ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა, თით­ქმის გა­ნა­ხევ­რე­ბაც და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ძა­ლი­ან დიდი ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად.

- ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი რუ­სეთ­ში, ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­იწ­ვევს სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის დამ­ძი­მე­ბას. სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­სა­ტა­ნად ხომ არაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რომ რუ­სეთ­მა სა­ო­მა­რი კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყოს?

- არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, თუმ­ცა რუ­სე­თის ინ­ტე­რეს­ში შე­დის, რომ მან სა­ო­მა­რი კამ­პა­ნია ისეთ ქვეყ­ნებ­ში წა­მო­ი­წყოს, რო­მე­ლიც ნავ­თობ­მომ­პო­ვებ­ლე­ბი არი­ან. დღეს ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი სა­მიზ­ნე სა­უ­დის არა­ბე­თის და ირა­ნის ერ­თმა­ნეთ­ზე გა­და­კი­დე­ბაა. ამის კონ­ტუ­რე­ბი უკვე გა­მო­იკ­ვე­თა და ამ ყვე­ლაფ­რის უკან დგას რუ­სე­თი, რო­მელ­საც ეს კონ­ფლიქ­ტი აწყობს, რად­გან ეს აუ­ცი­ლებ­ლად მო­ახ­დენს ასახ­ვას ნავ­თო­ბის ფას­ზეც. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ თვი­თონ უშუ­ა­ლოდ არც ჩა­ე­ბას ომში, თუმ­ცა წამ­ქე­ზებ­ლის როლს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ას­რუ­ლებს.

- რა საფრ­თხეს უნდა ვე­ლოდთ ჩვენ?

- რო­გორც უკვე ვთქვით, სა­ქარ­თვე­ლოს წილი ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა­ში იმ­დე­ნად უმ­ნიშ­ვნე­ლოა, რომ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­საც არ ჰყოფ­ნის, ამის ფონ­ზე დღეს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომი, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სის სა­განს არ წარ­მო­ად­გენს, სხვა თუ არა­ფე­რი, ეს საკ­მა­ოდ მსხვილ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თან­ხებ­თან რო­მე­ლიც რუ­სეთს დღეს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა და თუ დღეს, კრემლში ერთი ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლი მა­ინც არის დარ­ჩე­ნი­ლი, ისი­ნი სა­მე­ზობ­ლო­ში კონ­ფლიქტს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­უშ­ვე­ბენ.

- ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, რამ­დე­ნად სწო­რია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­ბი­ჯე­ბი "გა­ზპ­რომ­თან" მი­მარ­თე­ბა­ში?

- სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჯერ ერთი ნა­ბი­ჯიც არ გა­და­უდ­გამს, ისი­ნი მხო­ლოდ ას­კინ­კი­ლით და­დი­ან. ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ამ­ბო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რჩე­ბა "გა­ზპ­რო­მის" მიერ სომ­ხე­თი­სათ­ვის მი­წო­დე­ბუ­ლი აი­რის 10%, თუმ­ცა აქ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტო­რია, ჩვენ არ ვი­ცით, რა რა­ო­დე­ნო­ბის გაზი მი­ე­წო­დე­ბა სომ­ხეთს. ჩვენ არა გვაქვს მრი­ცხვე­ლი, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს და­ით­ვლის. რუ­სეთ­მა რომ თქვას - ჩვენს მიერ წინა წლებ­ში მი­წო­დე­ბუ­ლი გა­ზის­გან თქვენ იმ­დე­ნი დაგ­რჩათ, რომ წელს აღა­რა­ფე­რი გერ­გე­ბა­თო, ჩვენ ვერ და­ვუმ­ტკი­ცებთ, რომ ცდე­ბი­ან. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, აღ­რი­ცხვა ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც იწარ­მო­ე­ბო­დეს, ოღონდ არა ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე შე­ძე­ნი­ლი მრი­ცხვე­ლით, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბით აღი­ა­რე­ბუ­ლი ფორ­მით.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"მსოფლიოში ნავთობის ფასი თითქმის სამჯერ დაეცა, საქართველოში კი არარეალურად მაღალ ფასად ყიდიან საწვავს"

"მსოფლიოში ნავთობის ფასი თითქმის სამჯერ დაეცა, საქართველოში კი არარეალურად მაღალ ფასად ყიდიან საწვავს"

ნავთობის ფასი ყოველდღიურად უფრო და უფრო იკლებს. რა პროცესებს უნდა ველოდოთ და რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი საქართველოზე, ამაზე კომენტარი ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ვთხოვეთ:

- დღეს ნავთობის გაუფასურებამ ფაქტობრივად, ისტორიულ პიკს მიაღწია. საქართველო თავის ტერიტორიაზე იმდენად მცირე რაოდენობას მოიპოვებს, რომ ეს ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ ძირითადად ექსპორტზე ვართ დამოკიდებული და ბუნებრივია, ნავთობის გაიაფება ძალიან კარგია, თუმცა გაიაფების გემო ჩვენ ჯერ ვერ ვიგრძენით. მაშინ, როცა ნავთობის ფასი თითქმის სამჯერ დაეცა, საქართველოში საწვავი არც განახევრებულა, ნავთობკომპანიები არარეალურად მაღალ ფასად ყიდიან საწვავს. რა თქმა უნდა, კარგია, როცა რაიმე მაღალ ფასად იყიდება, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავალი მეტი შევა, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა ხდებოდეს მოქალაქეების ხარჯზე. საჭიროა ამ ყველაფერში სახელმწიფომ საკუთარი როლი შეასრულოს.

- ბევრი ექსპერტი დღეს არსებულ სურათს ადარებს 80-იანი წლების ბოლოს არსებულ სიტუაციას, როდესაც აშშ-მა ნავთობზე ფასის დაგდებით დააჩქარა საბჭოთა კავშირის ნგრევა...

- ეს შედარება შორს არაა სიმართლისაგან, რომ არა რუსეთის ფაქტორი, აშშ საკუთარი მარაგიდან ნავთობს არავითარ შემთხვევაში არ გამოიტანდა, გარდა ამისა, მიუხედავად ირანის მხრიდან გარკვეული საშიშროებისა, მას მაინც მოუხსნეს სანქციები. ბუნებრივია, ეს ყველაფერი რუსეთისთვის ძალიან ნეგატიურია, ვინაიდან მათი ბიუჯეტი გაწერილია, რომ ბარელი ნავთობი 50$ უნდა ღირდეს და ახლა, როცა ბარელზე ფასი 30 დოლარზე ნაკლებია, მათ აუცილებლად მოუწევთ ბიუჯეტის გადახედვა. რა თქმა უნდა, მოუწევთ ხარჯების შემცირება, თითქმის განახევრებაც და გაითვალისწინეთ, ეს ყველაფერი ხდება ძალიან დიდი ფინანსური ზარალის პარალელურად.

- ფინანსური კრიზისი რუსეთში, ბუნებრივად გამოიწვევს სოციალური ფონის დამძიმებას. საკუთარი მოსახლეობის ყურადღების გადასატანად ხომ არაა მოსალოდნელი, რომ რუსეთმა საომარი კამპანია წამოიწყოს?

- არაა გამორიცხული, თუმცა რუსეთის ინტერესში შედის, რომ მან საომარი კამპანია ისეთ ქვეყნებში წამოიწყოს, რომელიც ნავთობმომპოვებლები არიან. დღეს ყველაზე რეალური სამიზნე საუდის არაბეთის და ირანის ერთმანეთზე გადაკიდებაა. ამის კონტურები უკვე გამოიკვეთა და ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი, რომელსაც ეს კონფლიქტი აწყობს, რადგან ეს აუცილებლად მოახდენს ასახვას ნავთობის ფასზეც. არაა გამორიცხული, რომ თვითონ უშუალოდ არც ჩაებას ომში, თუმცა წამქეზებლის როლს აუცილებლად შეასრულებს.

- რა საფრთხეს უნდა ველოდთ ჩვენ?

- როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს წილი ნავთობის მოპოვებაში იმდენად უმნიშვნელოა, რომ ადგილობრივ ბაზარსაც არ ჰყოფნის, ამის ფონზე დღეს საქართველოსთან ომი, რუსეთის ინტერესის საგანს არ წარმოადგენს, სხვა თუ არაფერი, ეს საკმაოდ მსხვილ თანხებთანაა დაკავშირებული, თანხებთან რომელიც რუსეთს დღეს ძალიან სჭირდება და თუ დღეს, კრემლში ერთი ჭკუათმყოფელი მაინც არის დარჩენილი, ისინი სამეზობლოში კონფლიქტს არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ.

- ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად სწორია საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები "გაზპრომთან" მიმართებაში?

- საქართველოს ხელისუფლებას ჯერ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, ისინი მხოლოდ ასკინკილით დადიან. ჩვენ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ საქართველოს რჩება "გაზპრომის" მიერ სომხეთისათვის მიწოდებული აირის 10%, თუმცა აქ ერთი საინტერესო ფაქტორია, ჩვენ არ ვიცით, რა რაოდენობის გაზი მიეწოდება სომხეთს. ჩვენ არა გვაქვს მრიცხველი, რომელიც ამ ყველაფერს დაითვლის. რუსეთმა რომ თქვას - ჩვენს მიერ წინა წლებში მიწოდებული გაზისგან თქვენ იმდენი დაგრჩათ, რომ წელს აღარაფერი გერგებათო, ჩვენ ვერ დავუმტკიცებთ, რომ ცდებიან. ამიტომ აუცილებელია, აღრიცხვა ჩვენს ტერიტორიაზეც იწარმოებოდეს, ოღონდ არა ელიავას ბაზრობაზე შეძენილი მრიცხველით, არამედ საერთაშორისო ნორმებით აღიარებული ფორმით.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"