პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა ნიორაძის "ანტიკვარული" სახლი პეტერბურგში
ირმა ნიორაძის "ანტიკვარული" სახლი პეტერბურგში

მა­რი­ნის თე­ატ­რის პრი­მა­ბა­ლე­რი­ნას, ირმა ნი­ო­რა­ძის სახ­ლი ბევ­რს მე­ტყვე­ლებს დი­ა­სახ­ლის­ზე. კლა­სი­კუ­რი სტი­ლი აქ თით­ქმის კულ­ტად არის ქცე­უ­ლი, სამ­ხრე­თის ყვა­ვი­ლე­ბი კი მას ჰარ­მო­ნი­უ­ლად ერ­წყმის. მკაცრ მა­გი­და­სა და ბუ­ხარს კი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბი, ფა­ი­ფუ­რის ფი­გუ­რე­ბი და ძვე­ლე­ბუ­რი ლარ­ნა­კე­ბი ათ­ბობს და ამ­შვე­ნებს.

რო­ბეს­პი­ე­რის სა­ნა­პი­რო­ზე გა­დას­ვლამ­დე ირმა ნი­ო­რა­ძის ოჯა­ხი მა­რი­ნის თე­ატრთან ახ­ლოს ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა სა­მუ­შაო ად­გილ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ცხოვ­რე­ბა არც ისე სა­სი­ამვნო აღ­მოჩ­ნდა ბა­ლე­რი­ნას­თვის, რად­გან ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად მუდ­მი­ვად იყო ჩარ­თუ­ლი თე­ატ­რის რუ­ტი­ნა­ში და სრულ­ფა­სო­ვან დას­ვე­ნე­ბას ვერ ახერ­ხებ­და. ამი­ტო­მაც, ირ­მას და მის მე­უღ­ლეს, ცნო­ბილ ქარ­თველ მეღ­ვი­ნეს, გოჩა ჩხა­ი­ძეს დიდ­ხანს არ უფიქ­რი­ათ ახა­ლი ბი­ნის შე­სა­ძე­ნად ნე­ვის სა­ნა­პი­რო­ზე.

1990-იანი წლე­ბი და­სა­წყის­ში ეს გახ­ლდათ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­მუ­ნა­ლუ­რი სახ­ლი, რო­მელ­შიც 10-მდე ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს სახ­ლი მთლი­ა­ნად, კა­პი­ტა­ლუ­რად გა­და­ა­კე­თეს, აა­შე­ნეს სულ ახა­ლი კედ­ლე­ბი და შე­ღე­ბეს ნაზ, პას­ტე­ლის ფე­რებ­ში.

თეთ­რად შე­ღე­ბი­ლი ხის ავე­ჯი იტა­ლი­ა­ში და­ამ­ზა­დე­ბი­ნეს. რბი­ლი ავე­ჯიც სტი­ლით ჰარ­მო­ნი­უ­ლად ერ­წყმის მა­გი­დი­სა და სკა­მე­ბის ფე­ხებს. ავე­ჯის გო­ბე­ლე­ნის ორ­ნა­მენ­ტე­ბი ეხა­მე­ბა ფარ­დის ორ­ნა­მენ­ტებს. კედ­ლე­ბი სპი­ლოს ძვლის­ფერ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი და მშვე­ნი­ერ ფო­ნად ედე­ბა ლა­მაზ, ფუმ­ფუ­ლა ყვა­ვი­ლებს, რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან უყ­ვარს ირმა ნი­ო­რა­ძეს. ოთა­ხის ინ­ტე­რი­ერ­ში ძა­ლი­ან ლა­მა­ზად ჯდე­ბა დიდი ფა­ი­ფუ­რის ჭა­ღე­ბი.

ოთხი ბუ­ხა­რი

თეთ­რი ფე­რის ია­პო­ნუ­რი რო­ი­ა­ლი, ია­მა­ჰა, ირ­მას და­ბა­დე­ბის დღე­ზე მე­უღ­ლემ აჩუ­ქა. ამ ინ­სტრუ­მენ­ტის შე­ძე­ნა ერთ-ერთ ცნო­ბილ რუს მომ­ღე­რალს სურ­და, თუმ­ცა გო­ჩამ მო­ა­ხერ­ხა მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნეს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ რო­ი­ა­ლი ირ­მას სახ­ლში აღ­მოჩ­ნდა. ინ­სტრუ­მენტზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით უკ­რავს ხოლ­მე ირმა. რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­ხარს მი­სა­ღებ­ში, ის ირ­მამ ბრი­ტა­ნუ­ლი გას­ტრო­ლე­ბის დროს შე­ი­ძი­ნა. ინ­გლი­სუ­რი ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, კე­დელ­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლი ბუ­ხა­რი მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია ფი­გუ­რუ­ლი კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბით. მის თავ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი თარო კი დატ­ვირ­თუ­ლია სხვა­დას­ხვა ფა­ი­ფუ­რის ფი­გუ­რით, ბა­რო­კოს სტი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რო­გორ სტილ­შიც არის გა­და­წყვე­ტი­ლი ირ­მას ბინა, ბუ­ხა­რი ძა­ლი­ან სა­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მას არ ამ­შვე­ნებს დიდი, მო­ოქ­რო­ვი­ლი სარ­კე. ბა­ლე­რი­ნას სახ­ლში ოთხი ბუ­ხა­რი აქვს, თუმ­ცა მათ­გან მხო­ლოდ ერ­თია მოქ­მე­დი.

ბრი­ტა­ნე­თი-ბრა­ზი­ლია

კა­ბი­ნეტს ამ­ჟამდ ბა­ლე­რი­ნას ვაჟი, ილი­კო გა­ნა­გებს, ის აქ მე­ცა­დი­ნე­ობს. ოთა­ხი მკაცრ, ინ­გლი­სურ სტილ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი. რაც უფრო მაღ­ლა მი­დის მზე­რა, მით მე­ტად ღი­ავ­დე­ბა ფე­რე­ბი. ტყა­ვი­სა და ხის ავე­ჯი კა­კა­ოს­ფე­რია, კედ­ლე­ბი კი ზე­ი­თუ­ნის ზე­თის ფე­რია, და­ბუ­რუ­ლი შუ­შის ჭაღი კი რძის­ფე­რი.

იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ირმა ნიორაძის "ანტიკვარული" სახლი პეტერბურგში

ირმა ნიორაძის "ანტიკვარული" სახლი პეტერბურგში

მარინის თეატრის პრიმაბალერინას, ირმა ნიორაძის სახლი ბევრს მეტყველებს დიასახლისზე. კლასიკური სტილი აქ თითქმის კულტად არის ქცეული, სამხრეთის ყვავილები კი მას ჰარმონიულად ერწყმის. მკაცრ მაგიდასა და ბუხარს კი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები, ფაიფურის ფიგურები და ძველებური ლარნაკები ათბობს და ამშვენებს.

რობესპიერის სანაპიროზე გადასვლამდე ირმა ნიორაძის ოჯახი მარინის თეატრთან ახლოს ცხოვრობდა, თუმცა სამუშაო ადგილთან ძალიან ახლოს ცხოვრება არც ისე სასიამვნო აღმოჩნდა ბალერინასთვის, რადგან ძალაუნებურად მუდმივად იყო ჩართული თეატრის რუტინაში და სრულფასოვან დასვენებას ვერ ახერხებდა. ამიტომაც, ირმას და მის მეუღლეს, ცნობილ ქართველ მეღვინეს, გოჩა ჩხაიძეს დიდხანს არ უფიქრიათ ახალი ბინის შესაძენად ნევის სანაპიროზე.

1990-იანი წლები დასაწყისში ეს გახლდათ ჩვეულებრივი კომუნალური სახლი, რომელშიც 10-მდე ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით ეს სახლი მთლიანად, კაპიტალურად გადააკეთეს, ააშენეს სულ ახალი კედლები და შეღებეს ნაზ, პასტელის ფერებში.

თეთრად შეღებილი ხის ავეჯი იტალიაში დაამზადებინეს. რბილი ავეჯიც სტილით ჰარმონიულად ერწყმის მაგიდისა და სკამების ფეხებს. ავეჯის გობელენის ორნამენტები ეხამება ფარდის ორნამენტებს. კედლები სპილოს ძვლისფერშია გადაწყვეტილი და მშვენიერ ფონად ედება ლამაზ, ფუმფულა ყვავილებს, რომელიც ასე ძალიან უყვარს ირმა ნიორაძეს. ოთახის ინტერიერში ძალიან ლამაზად ჯდება დიდი ფაიფურის ჭაღები.

ოთხი ბუხარი

თეთრი ფერის იაპონური როიალი, იამაჰა, ირმას დაბადების დღეზე მეუღლემ აჩუქა. ამ ინსტრუმენტის შეძენა ერთ-ერთ ცნობილ რუს მომღერალს სურდა, თუმცა გოჩამ მოახერხა მაღაზიის მეპატრონესთან მოლაპარაკება და საბოლოოდ როიალი ირმას სახლში აღმოჩნდა. ინსტრუმენტზე დიდი სიამოვნებით უკრავს ხოლმე ირმა. რაც შეეხება ბუხარს მისაღებში, ის ირმამ ბრიტანული გასტროლების დროს შეიძინა. ინგლისური ტრადიციის შესაბამისად, კედელში ჩაშენებული ბუხარი მოპირკეთებულია ფიგურული კერამიკული ფილებით. მის თავზე განთავსებული თარო კი დატვირთულია სხვადასხვა ფაიფურის ფიგურით, ბაროკოს სტილის საწინააღმდეგოდ, როგორ სტილშიც არის გადაწყვეტილი ირმას ბინა, ბუხარი ძალიან სადად გამოიყურება, მას არ ამშვენებს დიდი, მოოქროვილი სარკე. ბალერინას სახლში ოთხი ბუხარი აქვს, თუმცა მათგან მხოლოდ ერთია მოქმედი.

ბრიტანეთი-ბრაზილია

კაბინეტს ამჟამდ ბალერინას ვაჟი, ილიკო განაგებს, ის აქ მეცადინეობს. ოთახი მკაცრ, ინგლისურ სტილშია გადაწყვეტილი. რაც უფრო მაღლა მიდის მზერა, მით მეტად ღიავდება ფერები. ტყავისა და ხის ავეჯი კაკაოსფერია, კედლები კი ზეითუნის ზეთის ფერია, დაბურული შუშის ჭაღი კი რძისფერი.

იხილეთ ფოტოები

"უცებ გადაწყვიტეს... მირანდა ძალიან ბედნიერია" - ქართველი მოდელი, მიმი შელია რუსი მილიარდერის სკანდალურ შვილიშვილზე დაქორწინდა

მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს - ფოტორეპორტაჟი

მარინა ჯანაშია რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს