პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარტივად გიპასუხებთ - გავღარიბდით" - რამ გამოიწვია ლარის რეკორდული გაუფასურება და რა მოყვება ამას
"მარტივად გიპასუხებთ - გავღარიბდით" - რამ გამოიწვია ლარის რეკორდული გაუფასურება და რა მოყვება ამას

22 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მაქ­სი­მუ­მი და­ფიქ­სირ­და. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ დად­გე­ნი­ლი ახა­ლი გაც­ვლი­თი კურ­სის მი­ხედ­ვით, ერთი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2.4694 ლარი გახ­და, თუმ­ცა უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რებ­სა და კერ­ძო ბან­კებ­ში, სა­დაც დო­ლა­რის ფასი 2.52 ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი ჯი­ხუ­რე­ბი დო­ლარს 2.45-2.50 ლა­რის ფარ­გლებ­ში იბა­რე­ბენ.

რამ გა­მოწ­ვია ლა­რის ასე გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, რა დარ­ტყმებს უნდა ელო­დოს მო­სახ­ლე­ო­ბა ამის გამო და რო­გო­რია პროგ­ნო­ზე­ბი ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით, ამ სა­კი­თხზე AMBEBI.GE ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტებს ესა­უბ­რა.

"ეს მდგო­მა­რე­ო­ბა პირ­და­პირ დარ­ტყმას აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გი­პა­სუ­ხებთ - გავ­ღა­რიბ­დით. თუ აქამ­დე, მა­გა­ლი­თად 10 ლა­რით შეგ­ვეძ­ლო რა­ღა­ცა რა­ო­დე­ნო­ბის პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა, დღეს იგი­ვე ათი ლა­რით შეგ­ვეძ­ლე­ბა უფრო ნაკ­ლე­ბი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ, მდი­დარ­მაც და ღა­რიბ­მაც, ყვე­ლა ფე­ნის მო­ქა­ლა­ქემ და­კარ­გა გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის ფული", - ამ­ბობს ეკო­ნო­მი­კურ ექ­სპერ­ტი სა­კი­თხებ­ში გია ჯა­ფა­რი­ძე.

ჯა­ფა­რი­ძის თქმით, სა­მო­მავ­ლო პროგ­ნო­ზი არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოა და რო­გორც ის ამ­ბობს, თუ სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმოქ­მე­დო­ბაც და­ე­მა­ტა, შე­დე­გე­ბი სა­ვა­ლა­ლო იქ­ნე­ბა. "გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რა ხდე­ბა გლო­ბა­ლუ­რად, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ჩვენს მე­ზო­ბელ სა­ხელ­წმი­ფო­ებ­ში და ამავდრო­უ­ლად გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, თუ რას აკე­თებ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა წინა პრე­მი­ე­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით უკა­ნას­კნე­ლი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პროგ­ნო­ზი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მექ­ნე­ბა ოპ­ტი­მის­ტუ­რი. მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია, რაც არ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს უკვე მოქ­მედ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა. მთავ­რო­ბა ხომ არ შეც­ვლი­ლა, ეს ის მთავ­რო­ბაა, ვინც იმ პო­ლი­ტი­კას უჭერ­და მხარს, რო­მელ­საც უკა­ნას­კნე­ლი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ატა­რებ­და წინა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მაქვს არა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი, პირ­ველ რიგ­ში, გლო­ბა­ლუ­რად რაც ხდე­ბა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რად რაც ხდე­ბა ესეც მოქ­მე­დებს სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში და მერე ქვეყ­ნის ში­ნით რაც ხდე­ბა ეს კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს ვი­თა­რე­ბას", - ამ­ბობს გია ჯა­ფა­რი­ძე.

ოპ­ტი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა უჭირს "ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სკო­ლის" პრე­ზი­დენტს პა­ა­ტა შე­შე­ლი­ძე­საც. მისი თქმით, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, თუ რამ გა­მო­იწ­ვია ასე­თი სი­ტუ­ა­ცია. "ეროვ­ნუ­ლი ბან­კის და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლივ­მა ნე­გა­ტი­ურ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი აძ­ლევს სეს­ხებს ბან­კებს, ბან­კე­ბი აძ­ლე­ვენ სეს­ხებს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი თა­ვის დე­ფი­ციტს ფა­რავს ამ ფუ­ლით. ეს არის მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა და ასე ხდე­ბა უკვე მე­ო­რე წე­ლი­წა­დია, ეს ხომ უნდა დამ­თავ­რდეს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ხალ­ხის ხარ­ჯზე თა­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ის­ტუმ­რე­ბენ, ვი­თომც არა­ფე­რი, გი­ყო­ფენ ჯი­ბე­ში ხელს, იღე­ბენ ფულს, ხარ­ჯა­ვენ თა­ვის­თვის, აი ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას თუ რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს გა­უ­ფა­სურ­ბე­უ­ლი ლარი დღე­ვან­დელ დღე­ზე? მთა­ვა­რი ის არის, რომ ესე­ნი ფულს იპა­რა­ვენ, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ასა­ხუ­ლია უკვე, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­კოტდრნენ და გა­უ­ბე­დურ­დნენ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო", - ამ­ბობს პა­ა­ტა შე­შე­ლი­ძე.

ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში ექ­სპერ­ტის, ნო­დარ კა­პა­ნა­ძის თქმით, ლა­რის ასე­თი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა რო­გორც რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ისე მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი და ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა ეს შემ­თხვე­ვა ზო­გი­ერ­თი სა­კი­თხის­თვის სა­სარ­გებ­ლოც კი იყოს. "ეს ის გა­რე­მო­ე­ბაა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს შიდა პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ არის. ეს სა­ერ­თო ტენ­დენ­ცი­აა მთელს მსოფ­ლი­ო­ში, თით­ქმის ყველ­გან უმ­ძაფ­რე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სია: ჩი­ნე­თის, ნიუ-იორ­კის, ყვე­ლა სა­ფონ­დო ბირ­ჟებ­ზე ასეა და ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ვა­ლუ­ტა შე­და­რე­ბით უფრო ნაკ­ლე­ბად უფა­სურ­დე­ბა, ვიდ­რე სხვა ვა­ლუ­ტე­ბი, მაგ­რამ გა­უ­ფა­სუ­რე­ბა სა­ხე­ზეა. მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მაგ­რამ დამ­წვარ­ზე მდუ­ღა­რეს ას­ხამ­და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, თუმ­ცა ამ ბოლო ცვლი­ლე­ბა­ში ეროვ­ნულ ბანკს უბ­რა­ლოდ ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებთ იმ­დე­ნად მძი­მეა და ძლი­ე­რია სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბის წნე­ხი.

"სა­ვა­რა­უ­დოდ, გაც­ვლი­თი კურ­სი და ინფლა­ცია ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ვა. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ერთი მხრივ სა­სარ­გებ­ლოც იყოს ექ­სპორტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის­თვის. გაც­ვლი­თი კურ­სი ზე­ვით მი­დის, მაგ­რამ საწ­ვავ­ზე ფა­სე­ბი ქვე­ვით მო­დის, ესეც ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ­დე­ნად ცალ­სა­ხად ვერ ვი­ტყვით, რომ ლა­რის დე­ვალ­ვა­ცია იქ­ნე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი. ეს ან იქ­ნე­ბა ან არა, შე­იძ­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლოც კი იყოს ზო­გი­ერ­თი რა­მის­თვის", - ამ­ბობს ნო­დარ კა­პა­ნა­ძე.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"მარტივად გიპასუხებთ - გავღარიბდით" - რამ გამოიწვია ლარის რეკორდული გაუფასურება და რა მოყვება ამას

"მარტივად გიპასუხებთ - გავღარიბდით" - რამ გამოიწვია ლარის რეკორდული გაუფასურება და რა მოყვება ამას

22 იანვარს საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4694 ლარი გახდა, თუმცა უფრო მძიმე მდგომარეობაა სავალუტო ჯიხურებსა და კერძო ბანკებში, სადაც დოლარის ფასი 2.52 ლარის ფარგლებში მერყეობს. ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.45-2.50 ლარის ფარგლებში იბარებენ.

რამ გამოწვია ლარის ასე გაუფასურება, რა დარტყმებს უნდა ელოდოს მოსახლეობა ამის გამო და როგორია პროგნოზები ლარის კურსთან დაკავშირებით, ამ საკითხზე AMBEBI.GE ეკონომიკის ექსპერტებს ესაუბრა.

"ეს მდგომარეობა პირდაპირ დარტყმას აყენებს საქართველოს მოქალაქეებს. ძალიან მარტივად გიპასუხებთ - გავღარიბდით. თუ აქამდე, მაგალითად 10 ლარით შეგვეძლო რაღაცა რაოდენობის პროდუქტის შეძენა, დღეს იგივე ათი ლარით შეგვეძლება უფრო ნაკლები პროდუქტის შეძენა. საქართველოს ყველა მოქალაქემ, მდიდარმაც და ღარიბმაც, ყველა ფენის მოქალაქემ დაკარგა გარკვეული ოდენობის ფული", - ამბობს ეკონომიკურ ექსპერტი საკითხებში გია ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, სამომავლო პროგნოზი არც ისე სახარბიელოა და როგორც ის ამბობს, თუ საგარეო ფაქტორების გავლენას ხელისუფლების უმოქმედობაც დაემატა, შედეგები სავალალო იქნება. "გამომდინარე იქიდან, რა ხდება გლობალურად, რა მდგომარეობაა ჩვენს მეზობელ სახელწმიფოებში და ამავდროულად გამომდინარე იქიდან, თუ რას აკეთებდა საქართველოს მთავრობა წინა პრემიერის ხელმძღვანელობით უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, პროგნოზი ვერანაირად ვერ მექნება ოპტიმისტური. მდგომარეობის გამოსწორება უახლოეს მომავალში უბრალოდ შეუძლებლად მიმაჩნია, რაც არ უნდა განახორციელოს უკვე მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობა ხომ არ შეცვლილა, ეს ის მთავრობაა, ვინც იმ პოლიტიკას უჭერდა მხარს, რომელსაც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ატარებდა წინა პრემიერ-მინისტრი, აქედან გამომდინარე, არ მაქვს არანაირი მოლოდინი, პირველ რიგში, გლობალურად რაც ხდება და რეგიონალურად რაც ხდება ესეც მოქმედებს სიტუაციაზე საქართველოში და მერე ქვეყნის შინით რაც ხდება ეს კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას", - ამბობს გია ჯაფარიძე.

ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება უჭირს "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტს პაატა შეშელიძესაც. მისი თქმით, ყველაზე მთავარი ის არის, თუ რამ გამოიწვია ასეთი სიტუაცია. "ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივმა ნეგატიურმა საქმიანობამ. ეროვნული ბანკი აძლევს სესხებს ბანკებს, ბანკები აძლევენ სესხებს ფინანსთა სამინისტროს, ეს უკანასკნელი კი თავის დეფიციტს ფარავს ამ ფულით. ეს არის მთელი უბედურება და ასე ხდება უკვე მეორე წელიწადია, ეს ხომ უნდა დამთავრდეს. ეს ადამიანები ხალხის ხარჯზე თავის ვალდებულებებს ისტუმრებენ, ვითომც არაფერი, გიყოფენ ჯიბეში ხელს, იღებენ ფულს, ხარჯავენ თავისთვის, აი ეს პროცესი მიმდინარეობს. რა მნიშვნელობა აქვს იმას თუ როგორ აისახება ეს გაუფასურბეული ლარი დღევანდელ დღეზე? მთავარი ის არის, რომ ესენი ფულს იპარავენ, ლარის გაუფასურება ასახულია უკვე, ადამიანები გაკოტდრნენ და გაუბედურდნენ ასეთი დამოკიდებულების გამო", - ამბობს პაატა შეშელიძე.

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, ნოდარ კაპანაძის თქმით, ლარის ასეთი გაუფასურება როგორც რეგიონალური ისე მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობით არის გამოწვეული და ამბობს, რომ შესაძლოა ეს შემთხვევა ზოგიერთი საკითხისთვის სასარგებლოც კი იყოს. "ეს ის გარემოებაა, რაც საქართველოს შიდა პრობლემებიდან გამომდინარე არ არის. ეს საერთო ტენდენციაა მთელს მსოფლიოში, თითქმის ყველგან უმძაფრესი ეკონომიკური კრიზისია: ჩინეთის, ნიუ-იორკის, ყველა საფონდო ბირჟებზე ასეა და ახლა საქართველოს ვალუტა შედარებით უფრო ნაკლებად უფასურდება, ვიდრე სხვა ვალუტები, მაგრამ გაუფასურება სახეზეა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ლარის კურსის გაუფასურება საქართველოში საგარეო ფაქტორებით იყო განპირობებული, მაგრამ დამწვარზე მდუღარეს ასხამდა ეროვნული ბანკი, თუმცა ამ ბოლო ცვლილებაში ეროვნულ ბანკს უბრალოდ ვერ დავადანაშაულებთ იმდენად მძიმეა და ძლიერია საგარეო ფაქტორების წნეხი.

"სავარაუდოდ, გაცვლითი კურსი და ინფლაცია ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს მდგომარეობა შეიძლება ერთი მხრივ სასარგებლოც იყოს ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკისთვის. გაცვლითი კურსი ზევით მიდის, მაგრამ საწვავზე ფასები ქვევით მოდის, ესეც ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, ამდენად ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ლარის დევალვაცია იქნება კატასტროფული. ეს ან იქნება ან არა, შეიძლება სასარგებლოც კი იყოს ზოგიერთი რამისთვის", - ამბობს ნოდარ კაპანაძე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."