საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე სამადაშვილი - მთავრობა ოროსან მოსწავლეს მაგონებს, რომელიც ელოდება მასწავლებელი როდის დაუღეჭავს და ჩაუდებს პირში დავალებას
სალომე სამადაშვილი - მთავრობა ოროსან მოსწავლეს მაგონებს, რომელიც ელოდება მასწავლებელი როდის დაუღეჭავს და ჩაუდებს პირში დავალებას

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხი და­სავ­ლე­თის დღის წეს­რიგ­ში აღარ დგას და ამის მი­ზე­ზი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სი­უ­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კაა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა ელჩმა, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ არ­სე­ბობს და ის დან­გრე­უ­ლია.

"სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლე­თის დღის წეს­რიგ­ში თით­ქმის არ ფი­გუ­რი­რებს. ამის მი­ზე­ზია ის, რომ სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ქვე­ყა­ნას აქ­ტი­უ­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა არ აქვს. სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ არ­სე­ბობს, ის დან­გრე­უ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე სა­ქარ­თვე­ლო აღარ ფი­გუ­რი­რებს...

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­ზე აღარ­სად ლა­პა­რა­კო­ბენ, და­სავ­ლურ პრე­სას თუ გა­და­ხე­დავთ, ჩვენ­ზე კარ­გი არა­ფე­რი იწე­რე­ბა. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა რა­და­რე­ბი­და­ნაა გამ­ქრა­ლი და ეს ჩვე­ნი მთავ­რო­ბის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია...

გა­სუ­ლი 10-15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნიშა და პრი­ვი­ლე­გია იყო, რომ ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მა­გა­ლითს წარ­მო­ად­გენ­და რე­გი­ონ­ში, მი­თუ­მე­ტეს, რომ ჩვენ ასე­თი მძი­მე სა­მე­ზობ­ლო და რე­გი­ო­ნი გვაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ფუნ­ქცია თუ პრი­ვი­ლე­გია ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ და­კარ­გა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. ჩვენ ვცხოვ­რობთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ფორ­მა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მა გა­და­ვი­და არა­ფორ­მა­ლურ რელ­სებ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ჩარ­ჩო­ებს გა­რე­თაა გა­სუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს სა­ქარ­თვე­ლო აღა­რა­ვის­თვის აღა­რაა სა­ინ­ტე­რე­სო, ის ერთი გა­ურ­კვე­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის, გა­ურ­კვე­ვე­ლი მო­მავ­ლის მქო­ნე პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­და", - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ევ­რო­პას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელჩი მი­იჩ­ნევს, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას აქვს უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გახ­დეს მა­გა­ლი­თი, თუ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ევ­რო­პის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მა­ტი მე­სა­მე ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კან­დი­და­ტე­ბი ჯერ არ არი­ან.

"თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ორო­სან მოს­წავ­ლეს მა­გო­ნებს, რო­მე­ლიც ელო­დე­ბა, მას­წავ­ლე­ბე­ლი რო­დის და­უ­ღე­ჭავს და ჩა­უ­დებს პირ­ში და­ვა­ლე­ბას", - აღ­ნიშ­ნა სა­მა­დაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სალომე სამადაშვილი - მთავრობა ოროსან მოსწავლეს მაგონებს, რომელიც ელოდება მასწავლებელი როდის დაუღეჭავს და ჩაუდებს პირში დავალებას

სალომე სამადაშვილი - მთავრობა ოროსან მოსწავლეს მაგონებს, რომელიც ელოდება მასწავლებელი როდის დაუღეჭავს და ჩაუდებს პირში დავალებას

საქართველოს საკითხი დასავლეთის დღის წესრიგში აღარ დგას და ამის მიზეზი ხელისუფლების პასიური საგარეო პოლიტიკაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური ფაქტობრივად აღარ არსებობს და ის დანგრეულია.

"საქართველო დასავლეთის დღის წესრიგში თითქმის არ ფიგურირებს. ამის მიზეზია ის, რომ სამწუხაროდ, დღეს ქვეყანას აქტიური საგარეო პოლიტიკა არ აქვს. საქართველოს დიპლომატიური სამსახური ფაქტობრივად აღარ არსებობს, ის დანგრეული და განადგურებულია. შესაბამისად, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო აღარ ფიგურირებს...

სამწუხაროდ, ჩვენზე აღარსად ლაპარაკობენ, დასავლურ პრესას თუ გადახედავთ, ჩვენზე კარგი არაფერი იწერება. ჩვენი ქვეყანა რადარებიდანაა გამქრალი და ეს ჩვენი მთავრობის არაადეკვატური მუშაობის შედეგია...

გასული 10-15 წლის განმავლობაში, საქართველოს ნიშა და პრივილეგია იყო, რომ ის წარმატებული დემოკრატიული განვითარების მაგალითს წარმოადგენდა რეგიონში, მითუმეტეს, რომ ჩვენ ასეთი მძიმე სამეზობლო და რეგიონი გვაქვს. სამწუხაროდ, ეს ფუნქცია თუ პრივილეგია ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა. დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც არიან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები, რაც საერთაშორისოდაა აღიარებული. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ფორმალური პოლიტიკური მმართველობის სისტემა გადავიდა არაფორმალურ რელსებზე, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოებს გარეთაა გასული. შესაბამისად, დღეს საქართველო აღარავისთვის აღარაა საინტერესო, ის ერთი გაურკვეველი პოლიტიკური სისტემის, გაურკვეველი მომავლის მქონე პოსტსაბჭოთა ქვეყნად ჩამოყალიბდა", - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ევროპასთან თანამშრომლობას, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გახდეს მაგალითი, თუ რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ევროპის თანამშრომლობის ფორმატი მესამე ქვეყნებთან, რომლებიც გაწევრიანების კანდიდატები ჯერ არ არიან.

"თუმცა საქართველოს მთავრობა ოროსან მოსწავლეს მაგონებს, რომელიც ელოდება, მასწავლებელი როდის დაუღეჭავს და ჩაუდებს პირში დავალებას", - აღნიშნა სამადაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."