სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცუდია, რომ "კავკასუსს" რუსული კომპანია ყიდულობს"
"ცუდია, რომ "კავკასუსს" რუსული კომპანია ყიდულობს"

თე­ბერ­ვალ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, მის­ცემს თუ არა მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია "მო­ბი­ტელს" (ანუ "ბი­ლა­ინს") უფ­ლე­ბას, "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" ნა­წი­ლი შე­ი­ძი­ნოს.

თუმ­ცა არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად უკვე ცნო­ბი­ლია, რომ გა­რი­გე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შედ­გა. ბოლო თვე­ებ­ში "კავ­კა­სუ­სის" შე­ძე­ნის სურ­ვილს ჯერ "სილ­ქნე­ტი", შემ­დეგ კი "მაგ­თი­კო­მი" გა­მოთ­ქვამ­დნენ, თუმ­ცა გა­რი­გე­ბა ვერ და­ი­დო. ახლა კი ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ "კავ­კა­სუ­სი""გეგ­მავს კომ­პა­ნი­ის ორ ნა­წი­ლად გა­ყო­ფა­სა და სა­ცა­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის სეგ­მენ­ტის, მათ შო­რის მა­უ­წყებ­ლო­ბის ტრან­ზი­ტის, სა­ტე­ლე­ფო­ნო და ინ­ტერ­ნე­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბის "მო­ბი­ტე­ლის­თვის" გა­და­ცე­მას, თა­ვის­თვის კი სა­ბი­თუ­მო ბაზ­რის სეგ­მენტს და­ი­ტო­ვებს. ეს მო­ი­ცავს ქსე­ლურ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო-ბულ­გა­რე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბელ წყალ­ქვე­შა ოპ­ტი­კურ­ბოჭ­კო­ვან კა­ბელს.

მა­მია სა­ნა­დი­რა­ძე, "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი: - "კავ­კა­სუსს" კრე­დი­ტო­რე­ბის დიდი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­უგ­როვ­და. რე­ა­ლუ­რი მყიდ­ვე­ლე­ბი "მო­ბი­ტე­ლი" და "მაგ­თი­კო­მი" იყ­ვნენ, მაგ­რამ "ბი­ლა­ინ­მა" მეტი გა­და­ი­ხა­და. გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძეს ცოტა მე­ტად რომ გა­ეკ­რა ჯი­ბე­ზე ხელი, ინ­ტერ­ნეტპ­რო­ვა­ი­დე­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წილი ქარ­თვე­ლებს დარ­ჩე­ბო­და. მაგ კომ­პა­ნი­ას ჩემი ცხოვ­რე­ბის 10-11 წე­ლი­წა­დი შე­ვა­ლიე. რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია, ბიზ­ნე­სის გარ­და, კი­დევ სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ხე­დავს ამ ქსე­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა­ში და ამი­ტო­მაც გა­და­ი­ხა­დეს "მაგ­თი­კომ­ზე" გა­ცი­ლე­ბით მეტი.

მე­ო­რე სა­კი­თხია, რა­ტომ არ გა­ი­ყი­და ოპ­ტი­კურ­ბოჭ­კო­ვა­ნი კა­ბე­ლი? მსოფ­ლი­ო­ში ეს ბიზ­ნე­სი ძი­რი­თა­დად სეგ­მენ­ტუ­რად არის და­ყო­ფი­ლი. რო­გორც ვიცი, "მაგ­თი­საც" დი­დად არ აინ­ტე­რე­სებ­და კა­ბე­ლის შე­ძე­ნა. იმ კომ­პა­ნი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც მე შევ­ქმე­ნი, სა­დაც სა­ბი­თუ­მო და სა­ცა­ლო სეგ­მენ­ტი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, მსოფ­ლი­ო­ში სა­პი­რის­პი­რო ტენ­დენ­ცი­აა. სა­ცა­ლო ოპე­რა­ტორს ურ­ჩევ­ნია, სა­ბი­თუ­მო მიმ­წო­დე­ბე­ლი მისი კონ­კუ­რენ­ტი არ იყოს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"ცუდია, რომ "კავკასუსს" რუსული კომპანია ყიდულობს"

"ცუდია, რომ "კავკასუსს" რუსული კომპანია ყიდულობს"

თებერვალში ოფიციალურად გახდება ცნობილი, მისცემს თუ არა მარეგულირებელი კომისია "მობიტელს" (ანუ "ბილაინს") უფლებას, "კავკასუს ონლაინის" ნაწილი შეიძინოს.

თუმცა არაოფიციალურად უკვე ცნობილია, რომ გარიგება, ფაქტობრივად, შედგა. ბოლო თვეებში "კავკასუსის" შეძენის სურვილს ჯერ "სილქნეტი", შემდეგ კი "მაგთიკომი" გამოთქვამდნენ, თუმცა გარიგება ვერ დაიდო. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ "კავკასუსი""გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფასა და საცალო მომსახურების სეგმენტის, მათ შორის მაუწყებლობის ტრანზიტის, სატელეფონო და ინტერნეტის მომსახურების "მობიტელისთვის" გადაცემას, თავისთვის კი საბითუმო ბაზრის სეგმენტს დაიტოვებს. ეს მოიცავს ქსელურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურბოჭკოვან კაბელს.

მამია სანადირაძე, "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მფლობელი: - "კავკასუსს" კრედიტორების დიდი დავალიანება დაუგროვდა. რეალური მყიდველები "მობიტელი" და "მაგთიკომი" იყვნენ, მაგრამ "ბილაინმა" მეტი გადაიხადა. გია ჯოხთაბერიძეს ცოტა მეტად რომ გაეკრა ჯიბეზე ხელი, ინტერნეტპროვაიდერის მნიშვნელოვანი წილი ქართველებს დარჩებოდა. მაგ კომპანიას ჩემი ცხოვრების 10-11 წელიწადი შევალიე. რუსული კომპანია, ბიზნესის გარდა, კიდევ სხვა ღირებულებებს ხედავს ამ ქსელის ხელში ჩაგდებაში და ამიტომაც გადაიხადეს "მაგთიკომზე" გაცილებით მეტი.

მეორე საკითხია, რატომ არ გაიყიდა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი? მსოფლიოში ეს ბიზნესი ძირითადად სეგმენტურად არის დაყოფილი. როგორც ვიცი, "მაგთისაც" დიდად არ აინტერესებდა კაბელის შეძენა. იმ კომპანიისგან განსხვავებით, რომელიც მე შევქმენი, სადაც საბითუმო და საცალო სეგმენტი გაერთიანებული იყო, მსოფლიოში საპირისპირო ტენდენციაა. საცალო ოპერატორს ურჩევნია, საბითუმო მიმწოდებელი მისი კონკურენტი არ იყოს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია