მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქმენეთში სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა
თურქმენეთში სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა

თურ­ქმე­ნეთ­ში 14 იან­ვრი­დან სი­გა­რე­ტის გა­ყიდ­ვა აიკ­რძა­ლა. სი­გა­რე­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის აკ­რძალ­ვამ­დე ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა გურ­ბან­გუ­ლი ბერ­დი­მუ­ხა­მე­დოვ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­აკ­რი­ტი­კა სა­ხელ­მწი­ფოს თამ­ბა­ქოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეფექ­ტუ­რი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა და­ა­ვა­ლა. ასე­ვე, მო­ქა­ლა­ქე­ებს მავ­ნე ჩვე­ვის გა­დაგ­დე­ბის­კენ მო­უ­წო­და. პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სი­გა­რე­ტის რე­ა­ლი­ზა­ცია თურ­ქმე­ნეთ­ში მთლი­ა­ნად აიკ­რძა­ლა.

BBC.com-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის მაშ­ტა­ბით რე­ი­დე­ბი ტარ­დე­ბა და მა­ღა­ზი­ებს, სა­დაც კა­ნო­ნის გვერ­დის ავ­ლით გა­ი­ყი­დე­ბა თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მი, და­ახ­ლო­ე­ბით 2 000 დო­ლა­რის რა­ო­დე­ნო­ბის ჯა­რი­მა და­ე­კის­რე­ბათ. ამას­თან, ქვე­ყა­ნა­ში უკვე გაჩ­ნდა სი­გა­რე­ტის შავი ბა­ზა­რი, სა­დაც ფა­სე­ბი 12 დო­ლარს აჭარ­ბებს. თურ­ქმე­ნე­თი მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ჩარ­ჩო-კონ­ვენ­ცი­ა­ზეა მი­ერ­თე­ბუ­ლი.მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია ხში­რად უს­ვამს ხაზს, რომ სი­გა­რეტ­ზე ფა­სე­ბის გაზ­რდა ეფექ­ტუ­რია სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად და ამ­ცი­რებს კი­ბო­თი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს.

2004 წელს პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხრეთ აზი­ა­ში ბჰუ­ტა­ნის სა­მე­ფო, გახ­და პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც თამ­ბა­ქოს გა­ყიდ­ვა აკ­რძა­ლა, თუმ­ცა ამან ინ­დო­ე­თი­დან კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით თამ­ბა­ქოს შე­მო­ტა­ნას გა­უხ­სნა გზა.

თურქმენეთში სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა

თურქმენეთში სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა

თურქმენეთში 14 იანვრიდან სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა. სიგარეტის რეალიზაციის აკრძალვამდე ქვეყნის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა მთავრობის სხდომაზე გააკრიტიკა სახელმწიფოს თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია და ხელისუფლებას ეფექტური ზომების გატარება დაავალა. ასევე, მოქალაქეებს მავნე ჩვევის გადაგდებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის განცხადების შემდეგ სიგარეტის რეალიზაცია თურქმენეთში მთლიანად აიკრძალა.

BBC.com-ის ინფორმაციით, ქვეყნის მაშტაბით რეიდები ტარდება და მაღაზიებს, სადაც კანონის გვერდის ავლით გაიყიდება თამბაქოს ნაწარმი, დაახლოებით 2 000 დოლარის რაოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ. ამასთან, ქვეყანაში უკვე გაჩნდა სიგარეტის შავი ბაზარი, სადაც ფასები 12 დოლარს აჭარბებს. თურქმენეთი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციაზეა მიერთებული.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ხშირად უსვამს ხაზს, რომ სიგარეტზე ფასების გაზრდა ეფექტურია სიგარეტის მოხმარების შესამცირებლად და ამცირებს კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

2004 წელს პატარა სახელმწიფო სამხრეთ აზიაში ბჰუტანის სამეფო, გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც თამბაქოს გაყიდვა აკრძალა, თუმცა ამან ინდოეთიდან კონტრაბანდული გზით თამბაქოს შემოტანას გაუხსნა გზა.

ტარზანის როლის შემსრულებელი სავარაუდოდ, შაბათს მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა შორისაა - რა ინფორმაციას ავრცელებს სამაშველო სამსახური

პუტინისა და ლუკაშენკოს გასეირნება შავ ზღვაში - სოჭში გამართული შეხვედრის დეტალები და არაფორმალურ გარემოში გადაღებული ფოტოები

"შეკვეთილი გლოვა“ - თურქმენეთის პრეზიდენტმა მამის გარდაცვალების გამო ოფიციალურ პირებს თავის გადაპარსვა მოსთხოვა