პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვევრის ღვინო - 8000-წლიანი ტრადიცია
 ქვევრის ღვინო - 8000-წლიანი ტრადიცია

"და­ი­ვი­წყეთ წი­თე­ლი, თეთ­რი და ვარ­დის­ფე­რი ღვი­ნო­ე­ბი - ქარ­ვის­ფე­რი ღვი­ნო ის ღვი­ნოა, რო­მე­ლიც უნდა და­ლი­ოთ ამ შე­მოდ­გო­მას ყლუ­პო­ბით", - ამე­რი­კუ­ლი ჟურ­ნა­ლი "ვოგი". "სა­ქარ­თვე­ლო აღი­ა­რე­ბუ­ლია იმ უძ­ვე­ლეს კე­რად, სა­დაც ვე­ლუ­რი ვაზი ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 6 ათა­სი წლის წინ გა­ა­შე­ნეს. უმე­ტეს რე­გი­ო­ნებ­ში ღვი­ნის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გია მას შემ­დეგ დი­დად არ შეც­ვლი­ლა. ყუ­რძენს აქ ძვე­ლე­ბუ­რად ხე­ლით კრე­ფე­ბენ და ხის საწ­ნა­ხელ­ში წუ­რა­ვენ. წვე­ნი ჩა­დის მი­წის ქვეშ მო­თავ­სე­ბულ თი­ხის ჭურ­ჭელ­ში - ქვევრში, სა­დაც ის დუღს ყო­ველ­გვა­რი და­ნა­მა­ტე­ბი­სა და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის გა­რე­შე", - LonelyPlanet, მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი გზამ­კვლე­ვი. " ქვევ­რი სა­ქარ­თვე­ლოს სი­ა­მა­ყის, ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და სიძ­ლი­ე­რის სიმ­ბო­ლოა, რო­მე­ლიც ხაზს უს­ვამს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბი­სად­მი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას", - ჟურ­ნა­ლი National Geographic.

ქვევ­რის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ქარ­თულ ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დი გა­სულ წელს სხა­დას­ხვა პო­პუ­ლა­რუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მის, მათ შო­რის "ვა­შინგტონ პოს­ტის", "ბლუმ­ბერ­გის", BBC-ის, CNN-ის რე­პორ­ტა­ჟებ­სა თუ ფურ­ცლებ­ზე არა­ერ­თხელ მოხ­ვდა. მე­ტიც, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო 2015 წელს მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­გა­ნი იყო. ჩი­ნეთ­ში გა­მარ­თულ ღვი­ნი­სა და სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის მე-15 სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ში Interwine Guangzhou 2015 ქარ­თულ­მა ქარ­ვის­ფერ­მა ღვი­ნომ ოქ­როს მე­და­ლი მი­ი­ღო, ვერ­ცხლი­სა და ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბით და­ჯილ­დოვ­და ქარ­თუ­ლი ღვი­ნო სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო bpnგა­მო­ფე­ნებ­ზეც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ქვევ­რის ტი­პის უძ­ვე­ლე­სი ჭურ­ჭლის აღ­მო­ჩე­ნა ძვ.წVI-V ათას­წლე­უ­ლებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. დღეს არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ქვევ­რის ფორ­მა III-II ათას­წლე­ულ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ამ პე­რი­ო­დამ­დე ძი­რი­თა­დად პა­ტა­რა ქვევ­რე­ბი იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც სი­მაღ­ლე­ში 1-1,5 მეტრს არ აღე­მა­ტე­ბო­და და ჰქონ­და ბრტყე­ლი ძირი და გა­ნი­ე­რი მუ­ცე­ლი.

თა­ნა­მედ­რო­ვე მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში ქვევ­რის ღვი­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა რე­ა­ლუ­რად 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში და­ი­წყო. ამ დროს ქარ­თუ­ლი ღვი­ნო გა­დი­ო­და ახალ ეტაპს და 90-იანი წლე­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­მოვ­ლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად და­ი­წყო ინ­ტე­რე­სი, გა­ჩე­ნი­ლი­ყო რე­ა­ლუ­რი ინ­დუსტრია ქვე­ყა­ნა­ში კერ­ძო სექ­ტო­რის ქვეშ. მე­წარ­მე­ე­ბი მი­ვიდ­ნენ იმ დას­კვნამ­დე, რომ არა მხო­ლოდ ახლო მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში გა­სა­ტა­ნი პრო­დუქ­ტი უნდა ეწარ­მო­ე­ბი­ნათ, არა­მედ ეს პრო­დუქ­ტი ხა­რის­ხი­ა­ნი და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ი­წყეს ტრა­დი­ცი­ე­ბით, ის­ტო­რი­ი­თა და წარ­სუ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რა­საც მოჰ­ყვა კო­მუ­ნი­კა­ცია ღვი­ნის მწერ­ლებ­თან, მოყ­ვა­რუ­ლებ­თან და ღვი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან.

ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე: "ამ პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდებ­და ორ­გა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბა ზო­გა­დად ყვე­ლა საკ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ე.წ. "ფასთ ფუდს" უპი­რის­პირ­დე­ბა "სლოუ ფუდ", რო­მე­ლიც ასე­ვე ინ­ტე­რესს იჩენს ქვევ­რის ღვი­ნის მი­მართ. ასე რომ, რამ­დე­ნი­მე მე­წარ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით ქვევ­რის ღვი­ნო ნელ-ნელა ჩნდე­ბო­და ჩვენს პორ­ტფელ­ში. თუმ­ცა, თუ ისევ რუ­სე­თის ბა­ზარს მი­ვუბ­რუნ­დე­ბით, იქ კვლავ მო­თხოვ­ნა­დი იყო ძვე­ლი დრო­ის პო­პუ­ლა­რუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი, მა­გა­ლი­თად ნა­ხევ­რა­დტ­კბი­ლი. ამი­ტომ ქვევ­რის ღვი­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბა ძი­რი­თა­დად და­სავ­ლე­თის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი და ნაკ­ლე­ბად რუ­სეთ­ში. და­სავ­ლე­თის­თვის ქვევ­რის ღვი­ნო ძა­ლი­ან უცხო იყო და სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვი­დან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცი­ე­ბი იყო. თუმ­ცა დღეს ქვევ­რის ღვი­ნო მეღ­ვი­ნე­ო­ბის ინ­დუსტრი­ის ლო­კო­მო­ტი­ვია. გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ ია­პო­ნე­ლე­ბი, სა­დაც ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებ­დათ გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი და სტი­ლი, უფრო მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო პრო­დუქ­ტის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა, რამ­დე­ნად იყო ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო. პა­რა­ლე­ლუ­რად, ამე­რი­კა­შიც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ხდე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი მეღ­ვი­ნე­ო­ბის მოძ­რა­ო­ბა, ყა­ლიბ­დე­ბა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მთე­ლი რიგი კას­ტა, რომ­ლე­ბიც სხვა ტი­პის ღვი­ნო­ებს ეძე­ბენ. სწო­რედ ამ დროს მათ თვალ­სა­წი­ერ­ში ხვდე­ბა კა­ხუ­რი ტი­პის ღვი­ნო­ე­ბი და ისი­ნი ერთი ნა­ბი­ჯით უახ­ლოვ­დე­ბი­ან ქვევ­რის ღვი­ნოს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ქვევ­რის სა­ყიდ­ლად ჩა­მო­დი­ან ევ­რო­პე­ლი ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, ქვევ­რის ღვი­ნო ჩნდე­ბა ევ­რო­პა­შიც".

ევ­რო­პა­ში ქვევ­რის ღვი­ნის ტრა­დი­ცი­ით ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის მხრივ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი მეღ­ვი­ნე იოშ­კო გრავ­ნე­რი გახ­ლდათ. იტა­ლი­უ­რი ღვი­ნის ბრენ­დის "გრავ­ნე­რის" მფლო­ბელ­მა წლე­ბის წინ სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ი­ძი­ნა ქვევ­რე­ბი და ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში ქვევ­რის მა­რა­ნი მო­ა­წყო. ევ­რო­პა­ში ქვევ­რს დღემ­დე ამ­ფო­რას ეძა­ხი­ან, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი მხა­რის სა­სარ­გებ­ლოდ უნდა ით­ქვას, რომ ქარ­თუ­ლი ქვევ­რის ღვი­ნოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში დამ­კვირ­და ტერ­მი­ნი "ქვევ­რი" (Qvevri) და დღეს უცხო­ურ მე­დი­ა­ში იწე­რე­ბა "ქვევ­რის ღვი­ნო" და არა - "ამ­ფო­რა", რო­გორც ეს მა­ნამ­დე იყო. 2013 წელს კი ქვევ­რის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდს იუ­ნეს­კომ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა.

გა­სულ წელს პარ­ლა­მენ­ტში "ვა­ზი­სა და ღვი­ნის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­რე­ბაც მოხ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ქვევ­რის ღვი­ნის კა­ტე­გო­რია გა­მო­ყო­ფი­ლია, რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­სა­ხე­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, თეთრ, წი­თელ და ვარ­დის­ფერ ღვი­ნოს­თან ერ­თად, შე­მო­დის ახა­ლი ფერი - ქარ­ვის­ფე­რი ღვი­ნო, რაც ერ­თგვა­რი სი­ახ­ლეა მსოფ­ლიო მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში, სა­დაც დღემ­დე ქარ­ვის­ფერ ღვი­ნოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჯერ კი­დევ მოქ­მე­დებს ტერ­მი­ნი "ორინ­ჯი", რო­მე­ლიც უფრო ციტ­რუ­სო­ვა­ნი ღვი­ნოა.

ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი: "ის­ტო­რი­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ტი­პის ღვი­ნოს ოქ­როს ღვი­ნო ერ­ქვა. მაგ­რამ მარ­ტო ჩვე­ნი ტარ­დი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნას ვერ გა­ვა­კე­თებთ და უნდა ვი­ფიქ­როთ მის კო­მერ­ცი­ულ მხა­რე­ზე. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, ქვევ­რის ღვი­ნო ქარ­ვის­ფე­რით დაგ­ვე­ხა­სი­ა­თე­ბი­ნა. დღეს ბევ­რი ქვევ­რის ღვი­ნო შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხდეთ, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ტი­პის ინ­ფორ­მა­ცია აწე­რია. ეს არ არის უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ზოგს აწე­რია, რომ არის ქვევ­რის ღვი­ნო, ზოგს თეთ­რი აწე­რია, ზო­გი­ერთ ღვი­ნო­ზე სა­ერ­თოდ არ არის მი­თი­თე­ბა და ასე შემ­დეგ. ეს იწ­ვევს მომ­ხმა­რებ­ლის დაბ­ნე­ვას, რაც ნამ­დვი­ლად არ არის სო­ლი­დუ­რი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის. ამი­ტომ ჩვენ ერთი მხრივ, ვა­წეს­რი­გებთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ეტი­კეტ­ზე იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც აუ­ცი­ლებ­ლად და­ტა­ნი­ლი უნდა იყოს და მე­ო­რე - და­მა­ტე­ბი­თი სა­ი­მე­დო­ო­ბის კუ­თხით, გეგ­მა­ში გვაქვს და ვმსჯე­ლობთ, რომ მოხ­დეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით ისე­თი ტი­პის მარ­კი­რე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თულ ღვი­ნოს ნამ­დვი­ლად გა­მო­არ­ჩევს სხვა ღვი­ნო­ე­ბი­სან, ანუ დახლზე წარ­მო­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა და და­ი­ცავს გა­ყალ­ბე­ბის­გან. ჩვენ გვაქვს ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის უმა­კაც­რე­სი სის­ტე­მა და სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­უ­მოწ­მე­ბე­ლი ღვი­ნო ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი არის. თუმ­ცა, გა­ყალ­ბე­ბის ფაქ­ტებს მა­ინც ვა­წყდე­ბით რო­გორც ევ­რო­პა­ში, ისე ამე­რი­კა­ში და ახლო სა­მე­ზობ­ლო­ში. ერ­თია, რომ ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის სის­ტე­მას გავ­დი­ვართ, გვაქვს შე­მოწ­მე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი და მე­ო­რეა, ამ შე­მოწ­მე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის გა­მორ­ჩე­ვა ეფექ­ტუ­რი გზით შევ­ძლოთ. სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობთ შვე­ი­ცა­რულ კომ­პა­ნია "სიქპას­თან" (SICPA) და ვფიქ­რობ, მოკ­ლე ხან­ში შეგ­ვიძ­ლია ხორ­ცი შე­ვახსხათ გა­ყალ­ბე­ბის­გან დაც­ვის მე­თოდს, რაც ქარ­თუ­ლი ღვი­ნის სწორ პრე­ზენ­ტა­ცი­ას და­ეხ­მა­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ქვევრის ღვინო - 8000-წლიანი ტრადიცია

 ქვევრის ღვინო - 8000-წლიანი ტრადიცია

"დაივიწყეთ წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოები - ქარვისფერი ღვინო ის ღვინოა, რომელიც უნდა დალიოთ ამ შემოდგომას ყლუპობით", - ამერიკული ჟურნალი "ვოგი". "საქართველო აღიარებულია იმ უძველეს კერად, სადაც ველური ვაზი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 ათასი წლის წინ გააშენეს. უმეტეს რეგიონებში ღვინის დამუშავების ტექნოლოგია მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა. ყურძენს აქ ძველებურად ხელით კრეფებენ და ხის საწნახელში წურავენ. წვენი ჩადის მიწის ქვეშ მოთავსებულ თიხის ჭურჭელში - ქვევრში, სადაც ის დუღს ყოველგვარი დანამატებისა და მანიპულაციების გარეშე", - LonelyPlanet, მოგზაურებისთვის განკუთვნილი პოპულარული გზამკვლევი. " ქვევრი საქართველოს სიამაყის, ერთიანობისა და სიძლიერის სიმბოლოა, რომელიც ხაზს უსვამს მევენახეობა-მეღვინეობისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას", - ჟურნალი National Geographic.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციული მეთოდი გასულ წელს სხადასხვა პოპულარული და გავლენიანი უცხოური გამოცემის, მათ შორის "ვაშინგტონ პოსტის", "ბლუმბერგის", BBC-ის, CNN-ის რეპორტაჟებსა თუ ფურცლებზე არაერთხელ მოხვდა. მეტიც, ქართული ღვინო 2015 წელს მსოფლიო ყურადღების ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო. ჩინეთში გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენაში Interwine Guangzhou 2015 ქართულმა ქარვისფერმა ღვინომ ოქროს მედალი მიიღო, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა ქართული ღვინო სხვადასხვა საერთაშორისო bpnგამოფენებზეც. საქართველოში ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭლის აღმოჩენა ძვ.წVI-V ათასწლეულებს განეკუთვნება. დღეს არსებული ქართული ქვევრის ფორმა III-II ათასწლეულში ჩამოყალიბდა. ამ პერიოდამდე ძირითადად პატარა ქვევრები იყო გავრცელებული, რომლებიც სიმაღლეში 1-1,5 მეტრს არ აღემატებოდა და ჰქონდა ბრტყელი ძირი და განიერი მუცელი.

თანამედროვე მეღვინეობაში ქვევრის ღვინის ჩამოყალიბება რეალურად 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ამ დროს ქართული ღვინო გადიოდა ახალ ეტაპს და 90-იანი წლების პრობლემების გამოვლის შემდეგ პირველად დაიწყო ინტერესი, გაჩენილიყო რეალური ინდუსტრია ქვეყანაში კერძო სექტორის ქვეშ. მეწარმეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არა მხოლოდ ახლო მეზობელ ქვეყნებში გასატანი პროდუქტი უნდა ეწარმოებინათ, არამედ ეს პროდუქტი ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ქართული ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა დაიწყეს ტრადიციებით, ისტორიითა და წარსულით დაინტერესება, რასაც მოჰყვა კომუნიკაცია ღვინის მწერლებთან, მოყვარულებთან და ღვინის საერთაშორისო საზოგადოებასთან.

ლევან დავითაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე: "ამ პერიოდში მსოფლიოში პოპულარული ხდებდა ორგანული წარმოება ზოგადად ყველა საკვების მიმართულებით. ე.წ. "ფასთ ფუდს" უპირისპირდება "სლოუ ფუდ", რომელიც ასევე ინტერესს იჩენს ქვევრის ღვინის მიმართ. ასე რომ, რამდენიმე მეწარმის პროფესიონალიზმით ქვევრის ღვინო ნელ-ნელა ჩნდებოდა ჩვენს პორტფელში. თუმცა, თუ ისევ რუსეთის ბაზარს მივუბრუნდებით, იქ კვლავ მოთხოვნადი იყო ძველი დროის პოპულარული ღვინოები, მაგალითად ნახევრადტკბილი. ამიტომ ქვევრის ღვინით დაინტერესება ძირითადად დასავლეთისკენ იყო მიმართული და ნაკლებად რუსეთში. დასავლეთისთვის ქვევრის ღვინო ძალიან უცხო იყო და სიმართლე გითხრათ, თავიდან არაერთგვაროვანი რეაქციები იყო. თუმცა დღეს ქვევრის ღვინო მეღვინეობის ინდუსტრიის ლოკომოტივია. განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ იაპონელები, სადაც ნაკლებად აინტერესებდათ გემოვნური თვისებები და სტილი, უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო პროდუქტის სარგებლიანობა, რამდენად იყო ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. პარალელურად, ამერიკაშიც ძალიან აქტიური ხდება ბუნებრივი მეღვინეობის მოძრაობა, ყალიბდება მომხმარებლების მთელი რიგი კასტა, რომლებიც სხვა ტიპის ღვინოებს ეძებენ. სწორედ ამ დროს მათ თვალსაწიერში ხვდება კახური ტიპის ღვინოები და ისინი ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან ქვევრის ღვინოს. საქართველოში ქვევრის საყიდლად ჩამოდიან ევროპელი ენთუზიასტები და შესაბამისად, ქვევრის ღვინო ჩნდება ევროპაშიც".

ევროპაში ქვევრის ღვინის ტრადიციით ღვინის დაყენების მხრივ ერთ-ერთი პირველი ცნობილი მეღვინე იოშკო გრავნერი გახლდათ. იტალიური ღვინის ბრენდის "გრავნერის" მფლობელმა წლების წინ სწორედ საქართველოში შეიძინა ქვევრები და ჩრდილოეთ იტალიაში ქვევრის მარანი მოაწყო. ევროპაში ქვევრს დღემდე ამფორას ეძახიან, თუმცა ქართული მხარის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ქართული ქვევრის ღვინოსთან მიმართებაში დამკვირდა ტერმინი "ქვევრი" (Qvevri) და დღეს უცხოურ მედიაში იწერება "ქვევრის ღვინო" და არა - "ამფორა", როგორც ეს მანამდე იყო. 2013 წელს კი ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

გასულ წელს პარლამენტში "ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირებაც მოხდა. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ქვევრის ღვინის კატეგორია გამოყოფილია, როგორც ოფიციალური დასახელება. გარდა ამისა, თეთრ, წითელ და ვარდისფერ ღვინოსთან ერთად, შემოდის ახალი ფერი - ქარვისფერი ღვინო, რაც ერთგვარი სიახლეა მსოფლიო მეღვინეობაში, სადაც დღემდე ქარვისფერ ღვინოსთან მიმართებაში ჯერ კიდევ მოქმედებს ტერმინი "ორინჯი", რომელიც უფრო ციტრუსოვანი ღვინოა.

ლევან დავითაშვილი: "ისტორიულად საქართველოში ასეთი ტიპის ღვინოს ოქროს ღვინო ერქვა. მაგრამ მარტო ჩვენი ტარდიციების აღდგენას ვერ გავაკეთებთ და უნდა ვიფიქროთ მის კომერციულ მხარეზე. ამიტომ გადავწყვიტეთ, ქვევრის ღვინო ქარვისფერით დაგვეხასიათებინა. დღეს ბევრი ქვევრის ღვინო შეიძლება შეგვხდეთ, რომელსაც სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია აწერია. ეს არ არის უნიფიცირებული. ზოგს აწერია, რომ არის ქვევრის ღვინო, ზოგს თეთრი აწერია, ზოგიერთ ღვინოზე საერთოდ არ არის მითითება და ასე შემდეგ. ეს იწვევს მომხმარებლის დაბნევას, რაც ნამდვილად არ არის სოლიდური ქართული ღვინის საერთაშორისო კომუნიკაციისთვის. ამიტომ ჩვენ ერთი მხრივ, ვაწესრიგებთ კანონმდებლობით ეტიკეტზე იმ ინფორმაციას, რაც აუცილებლად დატანილი უნდა იყოს და მეორე - დამატებითი საიმედოობის კუთხით, გეგმაში გვაქვს და ვმსჯელობთ, რომ მოხდეს სავალდებულო წესით ისეთი ტიპის მარკირება, რომელიც ქართულ ღვინოს ნამდვილად გამოარჩევს სხვა ღვინოებისან, ანუ დახლზე წარმოჩენაში დაეხმარება და დაიცავს გაყალბებისგან. ჩვენ გვაქვს ხარისხის კონტროლის უმაკაცრესი სისტემა და საქართველოდან შეუმოწმებელი ღვინო ექსპორტირებული არის. თუმცა, გაყალბების ფაქტებს მაინც ვაწყდებით როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში და ახლო სამეზობლოში. ერთია, რომ ხარისხის კონტროლის სისტემას გავდივართ, გვაქვს შემოწმებული პროდუქტი და მეორეა, ამ შემოწმებული პროდუქტის გამორჩევა ეფექტური გზით შევძლოთ. სწორედ ამ მიმართულებით ამჟამად ვმუშაობთ შვეიცარულ კომპანია "სიქპასთან" (SICPA) და ვფიქრობ, მოკლე ხანში შეგვიძლია ხორცი შევახსხათ გაყალბებისგან დაცვის მეთოდს, რაც ქართული ღვინის სწორ პრეზენტაციას დაეხმარება საერთაშორისო ბაზარზე".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია