კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო ფულსაც კარგავს და გაზსაც
საქართველო ფულსაც კარგავს და გაზსაც

სა­ქარ­თვე­ლო "გა­ზპ­რო­მის­გან" 300-400 მლნ კბ/მ ბუ­ნებ­რივ აირს წა­მო­ი­ღებს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, გა­ფორმ­დე­ბა ერ­თწ­ლი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ხოლო სომ­ხეთ­ში ტრან­ზი­ტის­თვის ქვე­ყა­ნა გა­ზის ნაც­ვლად თან­ხას მი­ი­ღებს. დარ­ჩა კი­დევ ერთი დე­ტა­ლი, რა­ზე­დაც ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო არ სა­უბ­რობს - "გა­ზპ­რო­მის" მიერ ტრან­ზი­ტის­თვის გა­დახ­დი­ლი თან­ხა. იქ­ნე­ბა იგი 200 მლნ კბ/მ გა­ზის ღი­რე­ბუ­ლე­ბის (10%) ადეკ­ვა­ტუ­რი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო ტრან­ზი­ტის სა­ფა­სუ­რად იღებს? სა­ვა­რა­უ­დოდ, არ იქ­ნე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა ტრან­ზი­ტის­თვის 5%-ს ით­ვა­ლის­წი­ნებს. "გა­ზპ­რო­მი" კი ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მო­ი­თხოვს. ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო სა­ზო­გა­დო­ე­ბას რუ­სულ გაზ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბის დე­ტა­ლებს ულუ­ფე­ბად აწ­ვდის, თა­ნაც მას შემ­დეგ, რო­დე­საც "გა­ზპ­რო­მის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და კახა კა­ლა­ძეს შო­რის შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უცხო­უ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

რუ­სე­თი ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნაა. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს "გა­ზპ­რომ­თან" ურ­თი­ერ­თო­ბის მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს. ამი­ტო­მაც, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლო­გი­კუ­რია ის კი­თხვე­ბი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩნდე­ბა. ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ირო­ნი­უ­ლად პა­სუ­ხობს - "ბო­დი­ში იმის­თვის, რომ "გა­ზპ­რომ­თან" გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია". ბოლო დღე­ებ­ში ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის შემ­დეგ, რო­მელ­საც ხელი აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა პრე­სა­მაც შე­უ­წყო, კა­ლა­ძემ, რო­გორც თა­ვად უწო­და "ვა­ი­ექ­სპერ­ტებ­თან" (ეს ტერ­მი­ნი ახ­ლა­ხანს დამ­კვიდ­რდა პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში) შეხ­ვედ­რა გა­და­წყვი­ტა. მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის მი­ნის­ტრმა სტუმ­რებს მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი და ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლიც და­ახ­ვედ­რა. სა­მი­ნის­ტრო­ში თათ­ბი­რით ექ­სპერ­ტე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი და დამ­შვი­დე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩნენ. მა­გა­ლი­თად, თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე დარ­წმუნ­და, რომ რუ­სულ გაზ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არც ისე სა­გან­გა­შოა და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია, თუ რა­ტომ იწ­ვევს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე დას­მუ­ლი კიხ­თვე­ბი ასეთ აგ­რე­სი­ას.

"ახლა რაც მო­ვის­მი­ნეთ, იმა­ში თით­ქოს სა­გან­გა­შო არა­ფე­რია. სა­უ­ბა­რია დე­ფი­ცი­ტის შევ­სე­ბა­ზე, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო არის ის, რომ რამ­დე­ნი­მე თვეა ეს ამ­ბა­ვი მიმ­დი­ნა­რე­ობს, გვეს­მის ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი და როცა კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა პა­სუ­ხად მო­დის აგ­რე­სია. თვი­თო­ნაც თუ არა­ფერს აშა­ვებ­დნენ, ეთ­ქვათ ეს ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დად და ჩვენც ვიქ­ნე­ბო­დით წყნა­რად", - გა­ნა­ცხა­და შა­რა­შე­ნი­ძემ. მი­ნის­ტრმა ექ­სპერ­ტებს აუხ­სნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სა­ერ­თო მოხ­მა­რე­ბა 2,5 მლრდ კბ-მ-ია და ის 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით, 35-38%-ით არის გაზ­რდი­ლი. ზამ­თარ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ქვე­ყა­ნა­ში 11 მლნ-ზე მეტი კბ/მ გაზი შე­მო­დის - 6 მლნ კბ/მ "სო­კა­რის" გაზი, "ყა­ზა­ხის" მილ­სა­დე­ნი­დან. 2,9 მლნ კბ/მ "შაჰ-დე­ნი­ზი­დან", 2-2,5 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი კი არის 10%- იმ მო­ცუ­ლო­ბი­სა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო სომ­ხეთ­ში ტრან­ზი­ტის სა­ფა­სუ­რად იღებს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

საქართველო ფულსაც კარგავს და გაზსაც

საქართველო ფულსაც კარგავს და გაზსაც

საქართველო "გაზპრომისგან" 300-400 მლნ კბ/მ ბუნებრივ აირს წამოიღებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება, ხოლო სომხეთში ტრანზიტისთვის ქვეყანა გაზის ნაცვლად თანხას მიიღებს. დარჩა კიდევ ერთი დეტალი, რაზედაც ენერგეტიკის სამინისტრო არ საუბრობს - "გაზპრომის" მიერ ტრანზიტისთვის გადახდილი თანხა. იქნება იგი 200 მლნ კბ/მ გაზის ღირებულების (10%) ადეკვატური, რომელსაც საქართველო ტრანზიტის საფასურად იღებს? სავარაუდოდ, არ იქნება. საერთაშორისო პრაქტიკა ტრანზიტისთვის 5%-ს ითვალისწინებს. "გაზპრომი" კი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით მოითხოვს. ენერგეტიკის სამინისტრო საზოგადოებას რუსულ გაზზე მოლაპარაკების დეტალებს ულუფებად აწვდის, თანაც მას შემდეგ, როდესაც "გაზპრომის" წარმომადგენლებსა და კახა კალაძეს შორის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა. გარდა ამისა, საქართველოს "გაზპრომთან" ურთიერთობის მწარე გამოცდილებაც აქვს. ამიტომაც, აბსოლუტურად ლოგიკურია ის კითხვები, რომელიც აღნიშნულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჩნდება. ენერგეტიკის მინისტრი კი საზოგადოებას ირონიულად პასუხობს - "ბოდიში იმისთვის, რომ "გაზპრომთან" გამართული შეხვედრების პირდაპირ ეთერში გადაცემა შეუძლებელია". ბოლო დღეებში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, რომელსაც ხელი აზერბაიჯანულმა პრესამაც შეუწყო, კალაძემ, როგორც თავად უწოდა "ვაიექსპერტებთან" (ეს ტერმინი ახლახანს დამკვიდრდა პოლიტიკურ ელიტაში) შეხვედრა გადაწყვიტა. მეტი დამაჯერებლობისთვის მინისტრმა სტუმრებს მისი მოადგილეები და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილიც დაახვედრა. სამინისტროში თათბირით ექსპერტები კმაყოფილები და დამშვიდებულები დარჩნენ. მაგალითად, თორნიკე შარაშენიძე დარწმუნდა, რომ რუსულ გაზთან დაკავშირებული ინფორმაციები არც ისე საგანგაშოა და გაკვირვებულია, თუ რატომ იწვევს აღნიშნულ საკითხზე დასმული კიხთვები ასეთ აგრესიას.

"ახლა რაც მოვისმინეთ, იმაში თითქოს საგანგაშო არაფერია. საუბარია დეფიციტის შევსებაზე, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ რამდენიმე თვეა ეს ამბავი მიმდინარეობს, გვესმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და როცა კითხვები ჩნდება პასუხად მოდის აგრესია. თვითონაც თუ არაფერს აშავებდნენ, ეთქვათ ეს ყველაფერი მშვიდად და ჩვენც ვიქნებოდით წყნარად", - განაცხადა შარაშენიძემ. მინისტრმა ექსპერტებს აუხსნა, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის საერთო მოხმარება 2,5 მლრდ კბ-მ-ია და ის 2012 წელთან შედარებით, 35-38%-ით არის გაზრდილი. ზამთარში ყოველდღიურად ქვეყანაში 11 მლნ-ზე მეტი კბ/მ გაზი შემოდის - 6 მლნ კბ/მ "სოკარის" გაზი, "ყაზახის" მილსადენიდან. 2,9 მლნ კბ/მ "შაჰ-დენიზიდან", 2-2,5 მილიონი კუბური მეტრი კი არის 10%- იმ მოცულობისა, რომელსაც საქართველო სომხეთში ტრანზიტის საფასურად იღებს განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."