საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მონტანელები ბავშვის ცოდვას ვერ დაიდებენ"
"მონტანელები ბავშვის ცოდვას ვერ დაიდებენ"

"ყვე­ლამ კარ­გად იცით, რომ ბაბუ­ლი­კებს­ ყო­ველ­თვის პი­ჟო­ნე­ბად ვთვლი­დი და ვთვლი... ბა­ბუ­ლი­კებს კი არ უნდა მივ­ბა­ძოთ,­ უნდა გა­ვუს­წროთ," - ამ ფრა­ზებ­ზე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მა­ყუ­რებ­ლებს მონ­ტა­ნე­ლე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბის 3 წევ­რი ახ­სენ­დე­ბათ: ყირ­მი­სა, რო­მელ­საც რატი ბაქ­რა­ძე გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, ბე­ის­ბო­ლის ჯოხმო­მარ­ჯვე­ბუ­ლი რაგ­ნა­რა - ამ როლს თორ­ნი­კე ქინ­ქლა­ძე ას­რუ­ლებს და გრუ­შა­ - სან­დრო მი­კუ­ჩა­ძე. "კვი­რის პა­ლიტ­რა" სა­მი­ვე "მონ­ტა­ნელს" გა­ე­სა­უბ­რა.

თორ­ნი­კე ქინ­ქლა­ძე: - მონ­ტა­ნე­ლე­ბი იმი­ტომ გვქვია, რომ ტონი მონ­ტა­ნა, ფილ­მი­დან "ნა­ი­ა­რე­ვი სახე", ყირ­მი­სას კერ­პია. ჩემს პერ­სო­ნაჟს რაგ­ნა­რა ჰქვია. თა­ვი­დან ბე­ის­ბო­ლის ჯო­ხით რომ გა­მოჩ­ნდა, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა მა­ყუ­რე­ბელს და მას შემ­დეგ ბი­ტი­ა­ნი რაგ­ნა­რა ვარ. ფი­ცხია, ჩხუ­ბი უყ­ვარს. ბევ­რი მა­ნე­რა მე შევ­ძი­ნე, ბევ­რიც გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შე­ე­მა­ტა. მა­გა­ლი­თად, კე­ვის გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად ღეჭ­ვა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ის­წავ­ლა. რო­გორც რაგ­ნა­რა და­დის, ზუს­ტად ისე და­ქა­ნა­ობს ბი­ძა­ჩე­მიც. როცა ამ როლ­ში მნა­ხა, გა­მე­ხუმ­რა, ჰო­ნო­რა­რი­დან პრო­ცენ­ტი უნდა გა­და­მი­ხა­დოო. მა­ყუ­რე­ბელ­მა აი­ტა­ცა რაგ­ნა­რას ფრა­ზა: "აუ, ჩავ­ცხებ, რა!.." ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ახა­ლი წლის რაგ­ნა­რა­სე­უ­ლი­ მი­ლოც­ვაც: "ჰეპი ნიუ იარ, ბრატ!" ეს ფრა­ზაც მე მო­ვი­ფიქ­რე და სა­ა­ხალ­წლოდ მორ­თუ­ლი ბი­ტით რამ­დე­ნი­მე პერ­სო­ნა­ჟის ცე­მაც ჩემი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია.

- ცხოვ­რე­ბა­ში რო­გო­რია თორ­ნი­კე ქინ­ქლა­ძე?

- რაგ­ნა­რას­გან­ სრუ­ლიად გან­სხვა­ვე­ბული... ბე­ბი­ამ გამ­ზარ­და. დე­დი­სერ­თა ვარ. დედ-მამა ერ­თად არ ცხოვ­რობს. დედა უკვე 10 წე­ლია, ემიგ­რან­ტია, იტა­ლი­ა­ში­ ცხოვ­რობს. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ ყუ­რე­ბამ­დე­ ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან­ ეგო­ის­ტი ვარ პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც...

სან­დრო მი­კუ­ჩა­ძე:

- ჩემს პერ­სო­ნაჟს­ გრუ­შა ჰქვია. რო­გორც ის ამ­ბობს, მონ­ტა­ნე­ლო­ბა ბე­დის­წე­რაა. ერთ-ერთ სე­რი­ა­ში გრუ­შას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეკა­კო ეკი­თხე­ბა, რო­მე­ლი ხილი გიყ­ვარს ყვე­ლა­ზე მე­ტა­დო, ის კი პა­სუ­ხობს, მსხა­ლიო. ალ­ბათ­, ამი­ტო­მაც ეძა­ხი­ან გრუ­შას.

- გრუ­შა ეკა­კოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ბევრ კარგ თვი­სე­ბას ამ­ჟღავ­ნებს...

- ვე­ცა­დე, წა­მო­მე­წია ყვე­ლა ის და­დებ­ითი თვი­სე­ბა, რაც მას აქვს - ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლი, ზრუნ­ვა, მხარ­ში დგო­მა­ და სხვ.

- ამ სე­რი­ა­ლამ­დე მა­ყუ­რე­ბე­ლი გიც­ნობ­დათ, რო­გორც ჯე­მალ ღა­ღა­ნი­ძის შვი­ლიშ­ვილ­სა­ და მისი გზის გამ­გრძე­ლე­ბელს. ბა­ტო­ნი ჯე­მა­ლი თუ გაძ­ლევთ მი­თი­თე­ბებს?

- კი, რო­გორ არა. მაგ­რამ მა­ინც რბი­ლია... თუმ­ცა­, ისეთ ზუსტ რჩე­ვებს მაძ­ლევს, კმა­ყო­ფი­ლი ვრჩე­ბი. ადრე თე­ატ­რი უფრო მომ­წონ­და, მაგ­რამ ბოლო დროს სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ო­ბა­მაც­ გა­მი­ტა­ცა - კა­მე­რით მო­ვი­წამ­ლე... რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, ჩემი პერს­ო­ნაჟი და­დე­ბით ემო­ცი­ებს იწ­ვევს. ბავ­შვე­ბი თუ მო­ხუ­ცე­ბი სიყ­ვა­რუ­ლით მხვდე­ბი­ან - გრუ­შა, რო­გორ გვიყ­ვარ­ხა­რო... ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

გაგ­რძე­ლე­ბა

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"მონტანელები ბავშვის ცოდვას ვერ დაიდებენ"

"მონტანელები ბავშვის ცოდვას ვერ დაიდებენ"

"ყველამ კარგად იცით, რომ ბაბუ­ლიკებს­ ყოველთვის პიჟონებად ვთვლიდი და ვთვლი... ბაბულიკებს კი არ უნდა მივბაძოთ,­ უნდა გავუსწროთ," - ამ ფრაზებზე "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებლებს მონტანელების დაჯგუფების 3 წევრი ახსენდებათ: ყირმისა, რომელსაც რატი ბაქრაძე განასახიერებს, ბეისბოლის ჯოხმომარჯვებული რაგნარა - ამ როლს თორნიკე ქინქლაძე ასრულებს და გრუშა­ - სანდრო მიკუჩაძე. "კვირის პალიტრა" სამივე "მონტანელს" გაესაუბრა.

თორნიკე ქინქლაძე: - მონტანელები იმიტომ გვქვია, რომ ტონი მონტანა, ფილმიდან "ნაიარევი სახე", ყირმისას კერპია. ჩემს პერსონაჟს რაგნარა ჰქვია. თავიდან ბეისბოლის ჯოხით რომ გამოჩნდა, ძალიან მოეწონა მაყურებელს და მას შემდეგ ბიტიანი რაგნარა ვარ. ფიცხია, ჩხუბი უყვარს. ბევრი მანერა მე შევძინე, ბევრიც გადასაღებ მოედანზე შეემატა. მაგალითად, კევის გამაღიზიანებლად ღეჭვა გადასაღებ მოედანზე ისწავლა. როგორც რაგნარა დადის, ზუსტად ისე დაქანაობს ბიძაჩემიც. როცა ამ როლში მნახა, გამეხუმრა, ჰონორარიდან პროცენტი უნდა გადამიხადოო. მაყურებელმა აიტაცა რაგნარას ფრაზა: "აუ, ჩავცხებ, რა!.." ძალიან პოპულარული გახდა ახალი წლის რაგნარასეული­ მილოცვაც: "ჰეპი ნიუ იარ, ბრატ!" ეს ფრაზაც მე მოვიფიქრე და საახალწლოდ მორთული ბიტით რამდენიმე პერსონაჟის ცემაც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.

- ცხოვრებაში როგორია თორნიკე ქინქლაძე?

- რაგნარასგან­ სრუ­ლიად განსხვავე­ბული... ბებიამ გამზარდა. დედისერთა ვარ. დედ-მამა ერთად არ ცხოვრობს. დედა უკვე 10 წელია, ემიგრანტია, იტალიაში­ ცხოვრობს. დაოჯახებული არ ვარ, მაგრამ ყუ­რებამდე­ ვარ შეყვარებული. ძალიან­ ეგოისტი ვარ პირად ცხოვრებაშიც...

სანდრო მიკუჩაძე:

- ჩემს პერსონაჟს­ გრუშა ჰქვია. როგორც ის ამბობს, მონტა­ნელობა ბედისწერაა. ერთ-ერთ სერიაში გრუშას შეყვარებული ეკაკო ეკითხება, რომელი ხილი გიყვარს ყველაზე მეტადო, ის კი პასუხობს, მსხალიო. ალბათ­, ამიტომაც ეძახიან გრუშას.

- გრუშა ეკაკოსთან ურთიერთობისას ბევრ კარგ თვისებას ამჟღავნებს...

- ვეცადე, წამომეწია ყველა ის დადებ­ითი თვისება, რაც მას აქვს - ქალის სიყვარული, ზრუნვა, მხარში დგომა­ და სხვ.

- ამ სერიალამდე მაყურებელი გიცნობდათ, როგორც ჯემალ ღაღანიძის შვილიშვილსა­ და მისი გზის გამგრძელებელს. ბატონი ჯემალი თუ გაძლევთ მითითებებს?

- კი, როგორ არა. მაგრამ მაინც რბილია... თუმცა­, ისეთ ზუსტ რჩევებს მაძლევს, კმაყოფილი ვრჩები. ადრე თეატრი უფრო მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს სერიალზე მუშაობამაც­ გამიტაცა - კამერით მოვიწამლე... რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩემი პერს­ო­ნაჟი დადებით ემოციებს იწვევს. ბავშვები თუ მოხუცები სიყვარულით მხვდებიან - გრუშა, როგორ გვიყვარხარო... ეს ძალიან მახარებს.

გაგრძელება

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება