პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაძვირდება თუ არა მედიკამენტები?
გაძვირდება თუ არა მედიკამენტები?

2016 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ხა­რისხს უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა: პროგ­რა­მა­ში "სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ხა­რის­ხის სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ", მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა შე­დის, რო­მე­ლიც სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ხა­რის­ხის კონ­ტროლს კი­დევ უფრო გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს. სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ხა­რის­ხის პროგ­რა­მა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნანსდე­ბა. 2015 წელს ამ პროგ­რა­მის ბი­უ­ჯე­ტი 100 000 ლა­რით იყო გან­სა­ზღვრუ­ლი. რო­გორც bpn.ge-ს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, პროგ­რა­მის ბი­უ­ჯე­ტი ჯერ­ჯე­რო­ბით 100 ათა­სი ლა­რია, თუმ­ცა მისი კო­რექ­ტი­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს თან­ხა მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა, თუმ­ცა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის.

შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრ და­ვით სერ­გე­ენ­კოს თქმით, თუკი აქამ­დე მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ხა­რის­ხის კონ­ტროლს მხო­ლოდ ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო ახორ­ცი­ე­ლებ­და, ახლა ამ პრო­ცეს­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან, რაც სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ხა­რის­ხის კონ­ტროლს უფრო ეფექ­ტი­ანს გახ­დის: "ეს პროგ­რა­მა მოქ­მე­დებ­და წინა წლებ­ში, თუმ­ცა მას­ში შე­დის გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გაზ­რდის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ლე­ბე­ბის ხა­რის­ხის კონ­ტროლს. კერ­ძოდ, ის ით­ვა­ლის­წი­ნებს არა მარ­ტო ად­გი­ლობ­რივ, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო, აკ­რე­დი­ტე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ხა­რის­ხის გა­და­მოწ­მე­ბას... თუკი აქამ­დე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მხო­ლოდ სა­წარ­მო­დან გა­მოშ­ვე­ბუ­ლი და ექ­სპორ­ტით შე­მო­ტა­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ერთჯე­რა­დი კონ­ტრო­ლი, ამ­ჯე­რად ეს იქ­ნე­ბა მთე­ლი ჯაჭ­ვი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს იმ ნედ­ლე­უ­ლის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შე­მოწ­მე­ბას, რო­მე­ლიც შე­დის სა­წარ­მო­ში და შემ­დგომ მე­დი­კა­მენ­ტად გა­და­იქ­ცე­ვა", - აცხა­დებს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ექ­სპერ­ტულ წრე­ებ­ში გაჩ­ნდა ეჭვი: მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბა სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში წამ­ლე­ბის გაძ­ვი­რე­ბას ხომ არ გა­მო­იწ­ვევს? - bpn.ge-მ ამ შე­კი­თხვით ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თა, თუმ­ცა მათ ამ სა­კი­თხზე და­ზუს­ტე­ბუ­ლი პა­სუ­ხი არა აქვთ: "ჯერ­ჯე­რო­ბით, არ ვი­ცით, რა იგუ­ლის­ხმე­ბა ამ ახალ რე­გუ­ლა­ცი­ა­ში. როცა ზუს­ტად გვე­ცო­დი­ნე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ის ში­ნა­არ­სი, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შევ­ძლებთ სწო­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მას", - გვი­თხრა კომ­პა­ნია "ავერ­სის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ლალი ბრეგ­ვა­ძემ. და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე პა­სუ­ხი გაგ­ვცეს კომ­პა­ნია PSP-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

გაძვირდება თუ არა მედიკამენტები?

გაძვირდება თუ არა მედიკამენტები?

2016 წლიდან საქართველოში მედიკამენტების ხარისხს უფრო მეტი ყურადღება მიექცევა: პროგრამაში "სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის შესახებ", მნიშვნელოვანი ცვლილება შედის, რომელიც სამკურნალო საშუალებებზე ხარისხის კონტროლს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. სამკურნალო საშუალებების ხარისხის პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2015 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 100 000 ლარით იყო განსაზღვრული. როგორც bpn.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განუცხადეს, პროგრამის ბიუჯეტი ჯერჯერობით 100 ათასი ლარია, თუმცა მისი კორექტირება გარდაუვალია. სავარაუდოდ, ეს თანხა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, თუკი აქამდე მედიკამენტების ხარისხის კონტროლს მხოლოდ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ახორციელებდა, ახლა ამ პროცესში საერთაშორისო ლაბორატორიებიც ჩაერთვებიან, რაც სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლს უფრო ეფექტიანს გახდის: "ეს პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა მასში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას... თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოებასა და ექსპერტულ წრეებში გაჩნდა ეჭვი: მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება სააფთიაქო ქსელში წამლების გაძვირებას ხომ არ გამოიწვევს? - bpn.ge-მ ამ შეკითხვით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მიმართა, თუმცა მათ ამ საკითხზე დაზუსტებული პასუხი არა აქვთ: "ჯერჯერობით, არ ვიცით, რა იგულისხმება ამ ახალ რეგულაციაში. როცა ზუსტად გვეცოდინება რეგულაციის შინაარსი, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ სწორი პასუხის გაცემას", - გვითხრა კომპანია "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ლალი ბრეგვაძემ. დაახლოებით იგივე პასუხი გაგვცეს კომპანია PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია