მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალები, რომლებიც ომებში სექს-მონებად აქციეს
ქალები, რომლებიც ომებში სექს-მონებად აქციეს

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-40-იანი წლე­ბის ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან 70 წლის შემ­დეგ, ია­პო­ნი­ი­სა და სამ­ხრეთ კო­რე­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, რო­მე­ლიც ია­პო­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად 1930-45 წლებ­ში "გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი" სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი ქა­ლე­ბის სა­კითხს ეხე­ბა.

შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, ია­პო­ნი­ის მთავ­რო­ბა ბო­დიშს მო­იხ­დის და 1 მი­ლი­არდ იენს (8.3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი) გა­და­რი­ცხავს ფონდში, რო­მე­ლიც ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ ქა­ლებ­ზე ზრუ­ნავს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 200 000-მდე ქალი და გო­გო­ნა იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, სექ­სი ჰქო­ნო­და ია­პო­ნელ ჯა­რის­კა­ცებ­თან. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა სამ­ხრეთ კო­რე­ი­დან, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ჩი­ნე­თი­დან, ტა­ი­ვა­ნი­დან, ჰო­ლან­დი­ი­დან, ფი­ლი­პი­ნე­ბი­დან და ინ­დო­ნე­ზი­ი­დან იყ­ვნენ.

შან­ხა­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი მკვლე­ვა­რის თქმით, მსხვერ­პლთა რი­ცხვი შე­იძ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტიც იყოს, რად­გან და­ახ­ლო­ე­ბით, 200 000 ჩი­ნე­ლი ქალი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო უფა­სო სექსმუ­შა­კი ყო­ფი­ლი­ყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ვე­ლი ჩი­ნე­ლი გა­დარ­ჩე­ნი­ლი, რო­მელ­მაც ამ თე­მა­ზე ხმა ამო­ი­ღო, აწ უკვე გარ­დაც­ვლი­ლი ვან აიჰუა იყო. იგი მხო­ლოდ 15 წლის იყო, რო­დე­საც ია­პო­ნელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა შე­ი­პყრეს, აწა­მეს და გა­მუდ­მე­ბით აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ. ტრავ­მა იმ­დე­ნად დიდი აღ­მოჩ­ნდა, რომ უკვე ზრდას­რუ­ლი დიდ ფი­ზი­კურ და ემო­ცი­ურ ტკი­ვილს გა­ნიც­დი­და, რის გა­მოც, ვერ შეძ­ლო ბავ­შვის გა­ჩე­ნა. სა­ბო­ლო­ოდ, მან გო­გო­ნა იშ­ვი­ლა.

იხი­ლეთ ვი­დეო

Why 'comfort women' deal doesn't shut book on Japan's wartime sex slavery

ქალები, რომლებიც ომებში სექს-მონებად აქციეს

ქალები, რომლებიც ომებში სექს-მონებად აქციეს

გასული საუკუნის 30-40-იანი წლების ტრაგიკული მოვლენებიდან 70 წლის შემდეგ, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც იაპონელი ჯარისკაცების სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად 1930-45 წლებში "გამოყენებული" სამხრეთ კორეელი ქალების საკითხს ეხება.

შეთანხმების მიხედვით, იაპონიის მთავრობა ბოდიშს მოიხდის და 1 მილიარდ იენს (8.3 მილიონი დოლარი) გადარიცხავს ფონდში, რომელიც ზემოთ ხსენებულ ქალებზე ზრუნავს.

როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, დაახლოებით, 200 000-მდე ქალი და გოგონა იძულებული იყო, სექსი ჰქონოდა იაპონელ ჯარისკაცებთან. დაზარალებულების უმეტესობა სამხრეთ კორეიდან, დანარჩენები კი ჩინეთიდან, ტაივანიდან, ჰოლანდიიდან, ფილიპინებიდან და ინდონეზიიდან იყვნენ.

შანხაის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მკვლევარის თქმით, მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება გაცილებით მეტიც იყოს, რადგან დაახლოებით, 200 000 ჩინელი ქალი იძულებული იყო უფასო სექსმუშაკი ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ პირველი ჩინელი გადარჩენილი, რომელმაც ამ თემაზე ხმა ამოიღო, აწ უკვე გარდაცვლილი ვან აიჰუა იყო. იგი მხოლოდ 15 წლის იყო, როდესაც იაპონელმა ჯარისკაცებმა შეიპყრეს, აწამეს და გამუდმებით აუპატიურებდნენ. ტრავმა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ უკვე ზრდასრული დიდ ფიზიკურ და ემოციურ ტკივილს განიცდიდა, რის გამოც, ვერ შეძლო ბავშვის გაჩენა. საბოლოოდ, მან გოგონა იშვილა.

იხილეთ ვიდეო

Why 'comfort women' deal doesn't shut book on Japan's wartime sex slavery

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს

"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე

ჩინეთში, ბიოფარმაცევტული ქარხნიდან ბაქტერიების გაჟონვის გამო, ბრუცელოზმა იფეთქა - ინფიცირებულია ათასობით ადამიანი