საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ვა­კის, სა­ბურ­თა­ლოს, გლ­და­ნის, მთაწ­მინ­დი­სა და კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნე­ბის ნა­წილს წყალ­მო­მა­რა­გე­ბა შე­წყვე­ტი­ლი აქვს. რო­გორც "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი , დღეს დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით, 06:35 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კულ სის­ტე­მა­ში მომ­ხდა­რი სის­ტე­მუ­რი ავა­რი­ის გამო, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" არაგ­ვის ხე­ო­ბა­ში - სა­გუ­რა­მო­სა და ნა­ტახ­ტარ­ში გან­თავ­სე­ბულ ობი­ექ­ტებ­სა და სა­ტუმ­ბო სად­გუ­რებს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სის­ტე­მუ­რი ავა­რი­ის აღ­მო­ფხვრა სწრა­ფად გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ძი­რი­თა­დი ობი­ექ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის აღ­სად­გე­ნად გარ­კვე­უ­ლი დრო არის სა­ჭი­რო.

იხი­ლეთ ვი­დეო

არაგ­ვის ხე­ო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბით დე­და­ქა­ლა­ქის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სას­მე­ლი წყლით მა­რაგ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, სის­ტე­მუ­რი ავა­რი­ის შე­დე­გად, ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი დარ­ტყმა მი­ი­ღო სა­გუ­რა­მოს სა­ტუმ­ბო სად­გუ­რი­დან გა­მო­მა­ვალ­მა 1400 მმ-იან­მა მა­გის­ტრა­ლურ­მა წყალ­დენ­მა, რო­მე­ლიც ავა­რი­უ­ლად და­ზი­ან­და, რა­მაც წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­წყვე­ტა გა­მო­იწ­ვია.

შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, ამ ეტაპ­ზე წყალ­მო­მა­რა­გე­ბა შე­წყვე­ტი­ლი აქვს ვა­კის, სა­ბურ­თა­ლოს, გლ­და­ნის, მთაწ­მინ­დი­სა და კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნე­ბის ნა­წილს.

არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს. წყალ­მო­მა­რა­გე­ბის აღ­დგე­ნა, დღეს, 15:00 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 23:00 სა­ა­თამ­დე ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ვაკის, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს. როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი , დღეს დილით, დაახლოებით, 06:35 საათზე, საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მომხდარი სისტემური ავარიის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" არაგვის ხეობაში - საგურამოსა და ნატახტარში განთავსებულ ობიექტებსა და სატუმბო სადგურებს.

მიუხედავად იმისა, რომ სისტემური ავარიის აღმოფხვრა სწრაფად გახდა შესაძლებელი, წყალმომარაგების ძირითადი ობიექტების ფუნქციონირების აღსადგენად გარკვეული დრო არის საჭირო.

იხილეთ ვიდეო

არაგვის ხეობაში განთავსებული ობიექტებით დედაქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი სასმელი წყლით მარაგდება. გარდა ამისა, სისტემური ავარიის შედეგად, ჰიდრავლიკური დარტყმა მიიღო საგურამოს სატუმბო სადგურიდან გამომავალმა 1400 მმ-იანმა მაგისტრალურმა წყალდენმა, რომელიც ავარიულად დაზიანდა, რამაც წყალმომარაგების შეწყვეტა გამოიწვია.

შექმნილი ვითარების გამო, ამ ეტაპზე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს ვაკის, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს.

არსებული ვითარების სტაბილიზაციისთვის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს. წყალმომარაგების აღდგენა, დღეს, 15:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე ეტაპობრივად გახდება შესაძლებელი.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია