პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქი გაიყინა..." - რატი ამაღლობელის ლექსს ფეისბუქზე რეზონანსი მოჰყვა
"პატრიარქი გაიყინა..." - რატი ამაღლობელის ლექსს ფეისბუქზე რეზონანსი მოჰყვა

პოეტ რატი ამაღ­ლო­ბე­ლის მიერ ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ლექსს "პი­ე­ტა მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში" სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებ­ში დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა. ლექ­სი ასე ჟღერს:

"პატ­რი­არ­ქი გა­ი­ყი­ნა,

სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ი­ყი­ნა,

83 წლის მო­ხუ­ცი პატ­რი­არ­ქი

მეტ­როს ჩა­სას­ვლელ­ში,

მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში

გა­ი­ყი­ნა.

დი­ა­ხაც, მე მიყ­ვარს პატ­რი­არ­ქი

ჩემი გა­ყი­ნუ­ლი პატ­რი­არ­ქი,

მი­წის­ქვე­შე­თის მი­სად­გო­მებ­თან

წაქ­ცე­უ­ლი.

უცხო, უც­ნო­ბი, გან­დევ­ნი­ლი,

რო­გორც პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნი,

მე მიყ­ვარს პატ­რი­არ­ქი

მეტ­როს ჩა­სას­ვლელ­ში გა­ყი­ნუ­ლი.

მას არა­ვინ მი­უ­ლო­ცავს

და­ბა­დე­ბის დღეს,

არა­ვინ უმ­ღე­რებს ოდებს.

დაე, და­ტი­რე­ბა, ეს მცი­რე და­ტი­რე­ბა

წაგ­ყვეს უწ­მინ­დე­სო იქ,

სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ..."

პო­ე­ტი ლექ­სით რო­გორც ჩანს, მეტ­რო "დე­ლის­თან" მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. 67 წლის მა­მა­კა­ცის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ ცნო­ბა 4 იან­ვარს, პატ­რი­არ­ქის და­ბა­დე­ბის დღეს გავ­რცელ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­მა­კა­ცი უსახ­ლკა­რო იყო და სი­ცი­ვის­გან გა­ი­ყი­ნა, თუმ­ცა დღეს შსს-მ და­ა­დას­ტუ­რა, რომ გარ­დაც­ვლილს ჰყავს ოჯა­ხი, ის არც უსახ­ლკა­რო ყო­ფი­ლა და მის სიკ­ვდილს ოჯა­ხის წევ­რე­ბი გუ­ლის პრობ­ლე­მებს უკავ­ში­რე­ბენ.

რატი ამაღ­ლო­ბე­ლის პოსტმა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში 100-მდე გა­ზი­ა­რე­ბა და კო­მენ­ტა­რი და­იმ­სა­ხუ­რა. კო­მენ­ტა­რებ­ში ნა­წი­ლი ავ­ტორს პა­თოსს უწო­ნებს, ნა­წი­ლიც - უწუ­ნებს. "ის რომ ჩვენ გვერ­დით მი­უ­სა­ფა­რი ხალ­ხი სი­ცი­ვის­გან და შიმ­ში­ლის­გან იღუ­პე­ბა, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ჩვე­ნი 83 წლის პატ­რი­არ­ქის ბრა­ლია, რო­მე­ლიც უამ­რავ გა­ჭირ­ვე­ბულს მფარ­ვე­ლობს სუ­ლი­ე­რად და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. მე რომ და­მე­წე­რა ეს ლექ­სი... უბ­რა­ლოდ იმას გა­ვიხ­სე­ნებ­დი, რო­გორ ჩა­მივ­ლია ცხე­ლი ყა­ვით ხელ­ში ჩემი ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ისე, რომ არც კი შე­მი­ნიშ­ნავს იქ გა­თო­ში­ლი მო­ხუ­ცი და თუ მა­ინ­და­მა­ინც სად­მე გამ­ჩხე­რია თვა­ლებ­ში ჩა­მიყ­რია ხურ­და ფული და სინ­დისს დამ­შვი­დე­ბულს გა­მიგ­რძე­ლე­ბია გზა" - წერს კო­მენ­ტარ­ში ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მელ­საც იქვე პა­სუ­ხობს თა­ვად ავ­ტო­რი: "ცნო­ბი­სათ­ვის მხო­ლოდ : ხელს არა­ვის­კენ ვიშ­ვერ სა­ერ­თოდ, გან­სა­კუთ­რე­ბით პო­ე­ტურ ტექ­სტებ­ში, არც აქ, თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც - სა­კუ­თა­რი თა­ვის­კენ, იქ მყო­ფი რა­ღა­ცე­ე­ბის­კენ, ან ვი­ღა­ცე­ე­ბის­კენ".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პო­ეტს კი­დევ ერთი გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უხ­და სა­კუ­თა­რი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე: "ლექ­სია ხალ­ხო ლექ­სი, შე­იძ­ლე­ბა ცუდი, და­საგ­მო­ბი, მაგ­რამ არამც და არამც "ზუს­ტი" ინ­ფორ­მა­ცია".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"პატრიარქი გაიყინა..." - რატი ამაღლობელის ლექსს ფეისბუქზე რეზონანსი მოჰყვა

"პატრიარქი გაიყინა..." - რატი ამაღლობელის ლექსს ფეისბუქზე რეზონანსი მოჰყვა

პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განთავსებულ ლექსს "პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში" სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ლექსი ასე ჟღერს:

"პატრიარქი გაიყინა,

საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა,

83 წლის მოხუცი პატრიარქი

მეტროს ჩასასვლელში,

მიწისქვეშა გადასასვლელში

გაიყინა.

დიახაც, მე მიყვარს პატრიარქი

ჩემი გაყინული პატრიარქი,

მიწისქვეშეთის მისადგომებთან

წაქცეული.

უცხო, უცნობი, განდევნილი,

როგორც პირველი ქრისტიანი,

მე მიყვარს პატრიარქი

მეტროს ჩასასვლელში გაყინული.

მას არავინ მიულოცავს

დაბადების დღეს,

არავინ უმღერებს ოდებს.

დაე, დატირება, ეს მცირე დატირება

წაგყვეს უწმინდესო იქ,

სადაც მართალნი განისვენებენ..."

პოეტი ლექსით როგორც ჩანს, მეტრო "დელისთან" მიწისქვეშა გადასასვლელში მამაკაცის გარდაცვალებას გამოეხმაურა. 67 წლის მამაკაცის დაღუპვის შესახებ ცნობა 4 იანვარს, პატრიარქის დაბადების დღეს გავრცელდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი უსახლკარო იყო და სიცივისგან გაიყინა, თუმცა დღეს შსს-მ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს ჰყავს ოჯახი, ის არც უსახლკარო ყოფილა და მის სიკვდილს ოჯახის წევრები გულის პრობლემებს უკავშირებენ.

რატი ამაღლობელის პოსტმა რამდენიმე საათში 100-მდე გაზიარება და კომენტარი დაიმსახურა. კომენტარებში ნაწილი ავტორს პათოსს უწონებს, ნაწილიც - უწუნებს. "ის რომ ჩვენ გვერდით მიუსაფარი ხალხი სიცივისგან და შიმშილისგან იღუპება, ყველაზე ნაკლებად ჩვენი 83 წლის პატრიარქის ბრალია, რომელიც უამრავ გაჭირვებულს მფარველობს სულიერად და მატერიალურად. მე რომ დამეწერა ეს ლექსი... უბრალოდ იმას გავიხსენებდი, როგორ ჩამივლია ცხელი ყავით ხელში ჩემი ქალაქის ქუჩებში ისე, რომ არც კი შემინიშნავს იქ გათოშილი მოხუცი და თუ მაინდამაინც სადმე გამჩხერია თვალებში ჩამიყრია ხურდა ფული და სინდისს დამშვიდებულს გამიგრძელებია გზა" - წერს კომენტარში ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი, რომელსაც იქვე პასუხობს თავად ავტორი: "ცნობისათვის მხოლოდ : ხელს არავისკენ ვიშვერ საერთოდ, განსაკუთრებით პოეტურ ტექსტებში, არც აქ, თუ მაინცდამაინც - საკუთარი თავისკენ, იქ მყოფი რაღაცეებისკენ, ან ვიღაცეებისკენ".

მოგვიანებით, პოეტს კიდევ ერთი განმარტების გაკეთება მოუხდა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე: "ლექსია ხალხო ლექსი, შეიძლება ცუდი, დასაგმობი, მაგრამ არამც და არამც "ზუსტი" ინფორმაცია".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ