პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საახალწლო "სიურპრიზი" მწეველებს "ფილიპ მორისისგან" - რატომ გაძვირდა სიგარეტი?
საახალწლო "სიურპრიზი" მწეველებს "ფილიპ მორისისგან" - რატომ გაძვირდა სიგარეტი?

2016 წლის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გაძ­ვი­რე­ბით და­ი­წყო: თით­ქმის ყვე­ლა და­სა­ხე­ლე­ბის სი­გა­რე­ტის ფასი 28-35 თეთ­რით გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ კომ­პა­ნია "ფი­ლიპ მო­რი­სის" პრო­დუქ­ცი­ის ფას­მა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად - 250-300%-ით მო­ი­მა­ტა: ზო­გი­ერთ ად­გი­ლას "პარ­ლა­მენ­ტი" 11,20 ლა­რად, ხოლო "მარლ­ბო­რო" - 9 ლა­რა­დაც კი იყი­დე­ბო­და. გაძ­ვირ­და "ჩეს­ტერ­ფილ­დი", "ელ ემ"-ი და სხვა და­სა­ხე­ლე­ბის სი­გა­რე­ტე­ბი, რა­საც თამ­ბა­ქოს კომ­პა­ნი­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბი­თაც ხსნი­ან.

პრო­დუქ­ცი­ის გაძ­ვი­რე­ბის გამო გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­მაც გა­ავ­რცე­ლა: 2016 წლის 1 იან­ვრი­დან აქ­ცი­ზის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გა­ნაკ­ვე­თი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ცი­ა­ზე ფა­სე­ბის მკვეთ­რი ზრდა აქ­ციზს არ უკავ­შირ­დე­ბა - ნათ­ქვა­მია ამ გან­ცხა­დე­ბა­ში...

და მა­ინც, რა­ტომ გაძ­ვირ­და თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მი? - ამის გა­სარ­კვე­ვად "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" "შპს ფი­ლიპ მო­რი­სი სა­ქარ­თვე­ლოს" კორ­პო­რა­ტი­ულ საქ­მე­თა გან­ყო­ფი­ლე­ბას და­უ­კავ­შირ­და. კომ­პა­ნი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ვიდ­რე "ფი­ლიპ მო­რი­სის" სა­თა­ვო ოფი­სი­დან შე­სა­ბა­მის დას­კვნას არ მი­ი­ღე­ბენ, ყო­ველ­გვა­რი კო­მენ­ტა­რის­გან თავს იკა­ვე­ბენ, თუმ­ცა ისიც გვი­თხრეს, რომ "ფი­ლიპ მო­რი­სის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გავ­რცელ­დე­ბა. გა­ცი­ლე­ბით გახ­სნი­ლად სა­უბ­რო­ბენ ამ სა­კი­თხზე არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. "თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძე, არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ეს აჟი­ო­ტა­ჟი იყოს და ფა­სე­ბი 1-2 კვი­რა­ში და­რე­გუ­ლირ­დეს, რად­გან აქ­ცი­ზის 20 თეთ­რით გაზ­რდა ამ დო­ნის გაძ­ვი­რე­ბას ვერ გა­მო­იწ­ვევ­და.

გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძე: "სი­გა­რე­ტის ფა­სის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ზრდა მხო­ლოდ ერთ რა­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა - რომ ამ კომ­პა­ნი­ებ­მა მეტი მო­გე­ბა ნა­ხონ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათი მო­გე­ბის მარ­ჟა ისე­დაც 300-400 %-ია. სხვა­თა შო­რის, მსგავს მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს ად­გი­ლი ჰქონ­და 10 წლის უკან: მა­შინ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნა დე­ფი­ცი­ტი და მერე საკ­მა­ოდ მო­ხერ­ხე­ბუ­ლად გა­აძ­ვი­რა სი­გა­რე­ტი. ახლა აცხა­დე­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მე­ნე­ჯმენ­ტსა და დის­ტრი­ბუ­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის ბრა­ლია, ამი­ტომ იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ კომ­პა­ნია "ფი­ლიპ მო­რი­სი" გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას და გან­მარ­ტავს, რა მოხ­და. მარ­თა­ლია, აქ­ცი­ზის გაძ­ვი­რე­ბის გამო სხვა და­სა­ხე­ლე­ბის სი­გა­რე­ტე­ბიც გაძ­ვირ­და, მაგ­რამ სხვა ბრენ­დე­ბის პრო­დუქ­ცი­ა­ზე ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა არ ყო­ფი­ლა - სა­შუ­ა­ლოდ 30-40 თეთ­რით არის ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე მე­ტად გაძ­ვი­რე­ბა "ფი­ლიპ მო­რისს" და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ბრენ­დებს შე­ე­ხო".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

საახალწლო "სიურპრიზი" მწეველებს "ფილიპ მორისისგან" - რატომ გაძვირდა სიგარეტი?

საახალწლო "სიურპრიზი" მწეველებს "ფილიპ მორისისგან" - რატომ გაძვირდა სიგარეტი?

2016 წლის პირველი დღეები საქართველოში გაძვირებით დაიწყო: თითქმის ყველა დასახელების სიგარეტის ფასი 28-35 თეთრით გაიზარდა, მაგრამ კომპანია "ფილიპ მორისის" პროდუქციის ფასმა კატასტროფულად - 250-300%-ით მოიმატა: ზოგიერთ ადგილას "პარლამენტი" 11,20 ლარად, ხოლო "მარლბორო" - 9 ლარადაც კი იყიდებოდა. გაძვირდა "ჩესტერფილდი", "ელ ემ"-ი და სხვა დასახელების სიგარეტები, რასაც თამბაქოს კომპანიებს შორის დაპირისპირებითაც ხსნიან.

პროდუქციის გაძვირების გამო განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც გაავრცელა: 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, მაგრამ თამბაქოს პროდუქციაზე ფასების მკვეთრი ზრდა აქციზს არ უკავშირდება - ნათქვამია ამ განცხადებაში...

და მაინც, რატომ გაძვირდა თამბაქოს ნაწარმი? - ამის გასარკვევად "ბიზნესპრესნიუსი" "შპს ფილიპ მორისი საქართველოს" კორპორატიულ საქმეთა განყოფილებას დაუკავშირდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ვიდრე "ფილიპ მორისის" სათავო ოფისიდან შესაბამის დასკვნას არ მიიღებენ, ყოველგვარი კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა ისიც გვითხრეს, რომ "ფილიპ მორისის" ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გავრცელდება. გაცილებით გახსნილად საუბრობენ ამ საკითხზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე, არ გამორიცხავს, რომ ეს აჟიოტაჟი იყოს და ფასები 1-2 კვირაში დარეგულირდეს, რადგან აქციზის 20 თეთრით გაზრდა ამ დონის გაძვირებას ვერ გამოიწვევდა.

გიორგი ბახტურიძე: "სიგარეტის ფასის კატასტროფული ზრდა მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - რომ ამ კომპანიებმა მეტი მოგება ნახონ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოგების მარჟა ისედაც 300-400 %-ია. სხვათა შორის, მსგავს მანიპულაციებს ადგილი ჰქონდა 10 წლის უკან: მაშინ თამბაქოს ინდუსტრიამ სპეციალურად შექმნა დეფიციტი და მერე საკმაოდ მოხერხებულად გააძვირა სიგარეტი. ახლა აცხადებენ, რომ ყველაფერი მენეჯმენტსა და დისტრიბუციაში არსებული პრობლემების ბრალია, ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ კომპანია "ფილიპ მორისი" გააკეთებს განცხადებას და განმარტავს, რა მოხდა. მართალია, აქციზის გაძვირების გამო სხვა დასახელების სიგარეტებიც გაძვირდა, მაგრამ სხვა ბრენდების პროდუქციაზე ასეთი მნიშვნელოვანი მატება არ ყოფილა - საშუალოდ 30-40 თეთრით არის ფასები მომატებული, ყველაზე მეტად გაძვირება "ფილიპ მორისს" და მასთან დაკავშირებულ ბრენდებს შეეხო".

იხილეთ გაგრძელება

"არ უნდა გავთამამდეთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე სამომავლოდ შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით

"პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ სასურველია, დისტანცია იყოს დაცული" - ამირან გამყრელიძე

"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები