საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის პორტში გემების შესვლა შეფერხებულია
ბათუმის პორტში გემების შესვლა შეფერხებულია

ბა­თუ­მის პორ­ტში გე­მე­ბის შეს­ვლა შე­ფერ­ხე­ბუ­ლია უა­მინ­დო­ბამ ბა­თუ­მის პორ­ტში გე­მე­ბის შეს­ვლა შე­ა­ფერ­ხა. 30 დე­კემ­ბრი­დან ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუ­მის ნავ­სად­გუ­რი საშ­ტორ­მო გაფრ­თხი­ლე­ბის გამო და­ხუ­რუ­ლი იყო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბა­თუ­მის ნავ­სად­გუ­რის კა­პი­ტან­მა თენ­გიზ გა­დი­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ზღვა­ზე 4 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი ფიქ­სირ­დე­ბო­და. მი­სი­ვე თქმით, უა­მინ­დო­ბამ შე­ა­ფერ­ხა რო­გორც გე­მე­ბის გან­რიგ­ზე და­ყე­ნე­ბა ასე­ვე, ნავ­სად­გურ­ში მყო­ფი გე­მე­ბი­დან სა­ქონ­ლის გად­მოტვირ­თვის პრო­ცე­სი.

"30 დე­კემ­ბერს შუ­ა­დღე­ზე მი­ვი­ღეთ საშ­ტორ­მო გაფრ­თხი­ლე­ბა და ნავ­სად­გუ­რი და­ი­ხუ­რა საშ­ტორ­მო ამინ­დის გამო. გე­მე­ბის შე­მოს­ვლა შე­ფერ­ხდა რო­გორც უა­მინ­დო­ბის, ასე­ვე უად­გი­ლო­ბის გამო. ბოლო გემი 30 დე­კემ­ბერს შე­მო­ვი­და და ნავ­სად­გუ­რიც და­ი­ხუ­რა. წვი­მა­სა და თოვლში ხორ­ბლით დატ­ვირ­თუ­ლი გე­მის გად­მოტვირ­თვა ვერ მო­ხერ­ხდა. მე­ო­რე გემი ზე­თით იყო დატ­ვირ­თუ­ლი, თუმ­ცა ვა­გო­ნე­ბი და­ი­თოვ­ლა და ფი­ზი­კუ­რად ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და გად­მოტვირ­თვა. 31 დე­კემ­ბერს პა­ტა­რა ტან­კე­რი შე­მო­ვი­და, რაც მა­ლე­ვე და­ი­ცა­ლა. ტან­კე­რი ნავ­სად­გუ­რი­დან გა­ვი­და და უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ნავ­სად­გუ­რის და­ხურ­ვა ხელს არ უშ­ლის ტან­კე­რის გას­ვლას", - აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ გა­დი­ლი­ამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დღეს უკვე ბო­რა­ნი დგე­ბა ნავ­სად­გურ­თან. თენ­გიზ გა­დი­ლი­ას გან­მარ­ტე­ბით, გე­მე­ბის დაც­ლი­სა და გან­რი­გის გეგ­მის შედ­გე­ნის­თა­ნა­ვე ნავ­სად­გუ­რი გე­მებს მი­ი­ღებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ბათუმის პორტში გემების შესვლა შეფერხებულია

ბათუმის პორტში გემების შესვლა შეფერხებულია

ბათუმის პორტში გემების შესვლა შეფერხებულია უამინდობამ ბათუმის პორტში გემების შესვლა შეაფერხა. 30 დეკემბრიდან ოთხი დღის განმავლობაში ბათუმის ნავსადგური საშტორმო გაფრთხილების გამო დახურული იყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის ნავსადგურის კაპიტანმა თენგიზ გადილიამ განუცხადა, ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი ფიქსირდებოდა. მისივე თქმით, უამინდობამ შეაფერხა როგორც გემების განრიგზე დაყენება ასევე, ნავსადგურში მყოფი გემებიდან საქონლის გადმოტვირთვის პროცესი.

"30 დეკემბერს შუადღეზე მივიღეთ საშტორმო გაფრთხილება და ნავსადგური დაიხურა საშტორმო ამინდის გამო. გემების შემოსვლა შეფერხდა როგორც უამინდობის, ასევე უადგილობის გამო. ბოლო გემი 30 დეკემბერს შემოვიდა და ნავსადგურიც დაიხურა. წვიმასა და თოვლში ხორბლით დატვირთული გემის გადმოტვირთვა ვერ მოხერხდა. მეორე გემი ზეთით იყო დატვირთული, თუმცა ვაგონები დაითოვლა და ფიზიკურად ვერ განხორციელდა გადმოტვირთვა. 31 დეკემბერს პატარა ტანკერი შემოვიდა, რაც მალევე დაიცალა. ტანკერი ნავსადგურიდან გავიდა და უნდა აღვნიშნო, რომ ნავსადგურის დახურვა ხელს არ უშლის ტანკერის გასვლას", - აღნიშნა თენგიზ გადილიამ.

მისივე განმარტებით, დღეს უკვე ბორანი დგება ნავსადგურთან. თენგიზ გადილიას განმარტებით, გემების დაცლისა და განრიგის გეგმის შედგენისთანავე ნავსადგური გემებს მიიღებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"