მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2015 წლის გახმაურებული კრიმინალური ფაქტები
2015 წლის გახმაურებული კრიმინალური ფაქტები

ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს მოკ­ლუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სუ­ლი ექი­მის მკვლე­ლო­ბა, ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მიერ მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნა - 2015 წლის კრი­მი­ნა­ლუ­რი ქრო­ნი­კა უამ­რავ გახ­მა­უ­რე­ბულ და­ნა­შა­ულს ით­ვლის.

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა

20 იან­ვარს კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლას სა­საფ­ლა­ო­ზე მომ­ხდარ­მა აფეთ­ქე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა - შვი­ლის საფ­ლავ­ზე მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. ახ­ლობ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე ჩა­სუ­ლი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი შვი­ლის, 2006 წელს თბი­ლის­ში, კორ­ტებ­თან ჩა­ცხრი­ლუ­ლი ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საფ­ლავ­ზე მი­ვი­და და საფ­ლავ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რის შემ­დეგ, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო და ნო­ემ­ბერ­ში 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

ბიზ­ნეს­მენ ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა

2015 წლის 28 მარტს ბიზ­ნეს­მენ ბე­სიკ ხარ­ძი­ანს სა­კუ­თა­რი სახ­ლის სა­დარ­ბა­ზოს­თან ეს­რო­ლეს. ხარ­ძი­ა­ნი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმ­ცა მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ის კომ­პლექს "კუს ტბის" მე­პატ­რო­ნე იყო და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩეჩ­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქემ ჩა­ი­დი­ნა, რო­მე­ლიც მა­რაბ­დის ქუ­ჩა­ზე მო­პე­დით იმ­ყო­ფე­ბო­და. მო­პე­დი და ჩა­ფხუ­ტი მკვლე­ლო­ბი­დან მა­ლე­ვე, კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ხარ­ძი­ა­ნის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლია, მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბაც დად­გე­ნი­ლია, თუმ­ცა ის და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის.

"პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მკვლე­ლი"

21 დე­კემ­ბერს ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა ორი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ შალ­ვა აბუ­ლა­ძეს. აბუ­ლა­ძეს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა თბი­ლის­ში, პო­ლი­ცი­ე­ლის ბექა მარ­გიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მი­ე­სა­ჯა. ასე­ვე აბუ­ლა­ძეს ბრა­ლად და­ე­დო 4 პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა. 4 აპ­რილს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, ვარ­კე­თი­ლის მეტ­როს­თან, ჯა­ვა­ხე­თის ქუ­ჩა­ზე, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს, ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ბექა მარ­გიშ­ვილ­მა და დე­ტექ­ტი­ვის თა­ნა­შემ­წემ ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვილ­მა, შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით მა­მა­კა­ცი შე­ა­ჩე­რეს. იგი შალ­ვა აბუ­ლა­ძე აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც უკვე იძებ­ნე­ბო­და ბორ­ჯომ­ში პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის. ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სრო­ლის შე­დე­გად ორი­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი და­იჭ­რა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ბექა მარ­გიშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­დეგ შალ­ვა აბუ­ლა­ძე ბორ­ჯომ­ში და­ა­კა­ვეს. დე­კემ­ბერ­ში ორი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ შალ­ვა აბუ­ლა­ძეს ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. მო­სა­მარ­თლე გოჩა ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აბუ­ლა­ძეს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა თბი­ლის­ში, პო­ლი­ცი­ე­ლის ბექა მარ­გიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მი­ე­სა­ჯა. ასე­ვე აბუ­ლა­ძეს ბრა­ლად და­ე­დო 4 პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა.

"სა­უ­კუ­ნის ძარ­ცვა" - სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­დან გა­ტა­ნი­ლი 10 მი­ლი­ო­ნამ­დე ლარი

ოქ­ტომ­ბერ­ში თბი­ლის­ში "სა­უ­კუ­ნის ძარ­ცვა" მოხ­და. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ცენ­ტრა­ლუ­რი ფი­ლი­ლი­დან ინ­კა­სა­ცი­ის მან­ქა­ნით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა გა­ი­ტა­ცეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძარ­ცვე­ლებ­მა სხვა­დას­ხვა ვა­ლუ­ტით დატ­ვირ­თუ­ლი ინ­კა­სა­ცი­ის მან­ქა­ნა რა­და­რე­ბი­დან გა­თი­შეს, ქა­ლა­ქის ერთ-ერთ უბან­ში და­აგ­დეს, თან­ხა კი ლარ­სის სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი­დან გა­ი­ტა­ნეს და ქვეყ­ნი­დან გა­ვიდ­ნენ. ერთი ვერ­სი­ით, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­დან" და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­ო­ნი ლარი ინ­კა­სა­ტო­რებ­მა გა­ი­ტა­ნეს. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ, შსს-მ ძარ­ცვის საქ­მე გახ­სნა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 38 წლის ილია გე­ლაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ძებ­ნა­შია, ბან­კის სა­ცა­ვი­დან 9 197 771 ლარი გა­ი­ტა­ცა, რო­მე­ლიც ორმა თა­ნამ­ზრახ­ველ­მა - თა­მარ კ-მ და მალ­ხაზ ბ-მ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­სა და სარ­დაფ­ში გა­და­მა­ლეს. თან­ხის ნა­წი­ლი სწო­რედ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სახ­ლე­ბი­დან ამო­ი­ღეს.

თე­ლავ­ში მოკ­ლუ­ლი ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი

23 სექ­ტემ­ბერს, თე­ლავ­ში ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი სა­კუ­თარ სახ­ლთან მოკ­ლეს. 36 წლის ბექა აბუ­ლა­ძეს ავ­ტო­მა­ტი­დან ეს­რო­ლეს. ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, შსს-მ ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთი პირი და­ა­კა­ვა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა "ბე-ემ-ვე"-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით სახ­ლში მი­ა­კი­თხა ყო­ფილ პო­ლი­ცი­ელ აბუ­ლა­ძეს და ქუ­ჩა­ში გას­ვლა სთხო­ვა. ბექა ა-მ, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით 17 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ბექა აბუ­ლა­ძეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­სა და გარ­დაც­ვლილ ბექა აბუ­ლა­ძეს 5 წლის წინ მო­უხ­დათ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა, რო­მე­ლიც ბექა აბუ­ლა­ძის პო­ლი­ცი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას არ უკავ­შირ­დე­ბო­და - ბექა აბუ­ლა­ძემ ბექა ა-ს ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის მკვლე­ლო­ბა

15 ნო­ემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას თბი­ლი­სის ცენ­ტრში, კან­დე­ლა­კი­სა და ტაშ­კენ­ტის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე ხელ­ვა­ჩა­უ­რის სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "მა­ჭა­ხე­ლას" 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი, თენ­გიზ ფერ­სე­ლი­ძე მოკ­ლეს. მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი ფეხ­ბურ­თე­ლი გამ­თე­ნი­ი­სას ქუ­ჩა­ში, შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას დროს მოკ­ლეს. და­პი­რის­პი­რე­ბა ნას­ვამ ახალ­გაზ­რდებს შო­რის სი­გა­რე­ტის გამო და­ი­წყო. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი ყვე­ბა, ფერ­სე­ლი­ძე და­პი­რის­პი­რე­ბის გამო და­ბა­დე­ბის დღი­დან წა­მო­ვი­და, თუმ­ცა ქუ­ჩა­ში და­ე­წივ­ნენ და და­ნით და­ჩე­ხეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სუ­ლი ექი­მის მკვლე­ლო­ბა

14 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში, ბერი გაბ­რი­ე­ლის გამ­ზირ­ზე, 54 წლის მა­მა­კაც­მა გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სუ­ლი ექი­მი მოკ­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულს ახა­სი­ა­თებ­და ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა და იმ დღეს ჰქონ­და შე­ტე­ვა, რა დრო­საც ოჯა­ხის წევ­რებ­მა და­სახ­მა­რებ­ლად ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ ექიმს და­უ­რე­კეს, რო­მე­ლიც ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და. ის თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად მი­ვი­და ად­გილ­ზე, რა დრო­საც ბრალ­დე­ბულ­მა ორი­ვეს ეს­რო­ლა. ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი 38 წლის ექი­მი ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მე­ო­რე, 26 წლის ექი­მი და­იჭ­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ოთახ­ში ჩა­ი­კე­ტა, მისი გა­მოყ­ვა­ნა და და­კა­ვე­ბა გა­მო­ძა­ხე­ბულ­მა სპეც­რაზმმა შეძ­ლო. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე და­ი­წყო.

რუს­თა­ვის ტრა­გე­დია - მოკ­ლუ­ლი 23 წლის გო­გო­ნა

17 მა­ისს, რუს­თავ­ში, მე­გობ­რო­ბის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე კორ­პუ­სის ერთ-ერთ ბი­ნა­ში სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი 23 წლის გვან­ცა კი­ლა­ძე მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ იპო­ვა. გარ­დაც­ვლილს და­ნით ყე­ლი­სა და გულ­მკერ­დის არე­ში 14 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბინა, სა­დაც გვან­ცა კი­ლა­ძის ცხე­და­რი იპო­ვეს, მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა ახალ­გაზ­რდამ გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვილ­მა, შემ­თხვე­ვამ­დე 2 თვით ადრე იქი­რა­ვა. მჭედ­ლიშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, მან მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ და­ნით გულ­მკერ­დი­სა და კის­რის არე­ში თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვილს გვან­ცა კი­ლა­ძე უყ­ვარ­და. ისი­ნი კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მოკ­ლუ­ლი მამა-შვი­ლი და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ცოლი

20 დე­კემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და თბი­ლის­ში. დიღ­მის მა­სივ­ში მამა და მისი 5 წლის ვაჟი მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. 27 წლის ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლი და ბავ­შვი მა­თი­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სა­დარ­ბა­ზოს შე­სას­ვლელ­თან ნა­ხეს. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, პო­ლი­ცი­ამ მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და და გან­ზა­რახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლე მაგ­და პა­პი­ძე და­ა­კა­ვა. შვი­ლი­სა და მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძე ბრალ­დე­ბუ­ლად სცნეს, თუმ­ცა პა­პი­ძე ბრალს არ აღი­ა­რებს. მომ­ხდა­რი­დან 2 დღე­ში, მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს და შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2016 წლის 10 თე­ბერ­ვალს ჩა­ტარ­დე­ბა.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

2015 წლის გახმაურებული კრიმინალური ფაქტები

2015 წლის გახმაურებული კრიმინალური ფაქტები

ბიზნესმენის მკვლელობა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლული პოლიციელი, გამოძახებაზე მისული ექიმის მკვლელობა, ყოფილი შეყვარებულის მიერ მოკლული გოგონა - 2015 წლის კრიმინალური ქრონიკა უამრავ გახმაურებულ დანაშაულს ითვლის.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობა

20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე მომხდარმა აფეთქებამ საზოგადოება შეძრა - შვილის საფლავზე მომხდარ აფეთქებას იური ვაზაგაშვილი ემსხვერპლა. ახლობლის დაკრძალვაზე ჩასული იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის, 2006 წელს თბილისში, კორტებთან   ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე მივიდა და საფლავზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ნოემბერში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

2015 წლის 28 მარტს ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ესროლეს. ხარძიანი უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თუმცა მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ის კომპლექს "კუს ტბის" მეპატრონე იყო და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრობაში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, ჩეჩნური წარმოშობის უკრაინის მოქალაქემ ჩაიდინა, რომელიც მარაბდის ქუჩაზე მოპედით იმყოფებოდა. მოპედი და ჩაფხუტი მკვლელობიდან მალევე, კეკელიძის ქუჩაზე აღმოაჩინეს. ხარძიანის ადვოკატის განცხადებით, ბიზნესმენის მკვლელობის საქმე გახსნილია, მკვლელის ვინაობაც დადგენილია, თუმცა ის დაკავებული არ არის.

"პოლიციელების მკვლელი"

21 დეკემბერს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს. აბულაძეს უვადო პატიმრობა თბილისში, პოლიციელის ბექა მარგიშვილის მკვლელობის ბრალდებით მიესაჯა. ასევე აბულაძეს ბრალად დაედო 4 პოლიციელის მკვლელობის მცდელობა. 4 აპრილს, საღამოს საათებში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ინსპექტორ-გამომძიებელმა ბექა მარგიშვილმა და დეტექტივის თანაშემწემ ვალერიან გრძელიშვილმა, შემოწმების მიზნით მამაკაცი შეაჩერეს. იგი შალვა აბულაძე აღმოჩნდა, რომელიც უკვე იძებნებოდა ბორჯომში პოლიციელის მკვლელობის მცდელობისთვის. ეჭვმიტანილმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ შალვა აბულაძე ბორჯომში დააკავეს. დეკემბერში ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით, აბულაძეს უვადო პატიმრობა თბილისში, პოლიციელის ბექა მარგიშვილის მკვლელობის ბრალდებით მიესაჯა. ასევე აბულაძეს ბრალად დაედო 4 პოლიციელის მკვლელობის მცდელობა.

"საუკუნის ძარცვა" - საქართველოს ბანკიდან გატანილი 10 მილიონამდე ლარი

ოქტომბერში თბილისში "საუკუნის ძარცვა" მოხდა. თავისუფლების მოედანზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ცენტრალური ფილილიდან ინკასაციის მანქანით დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა სხვადასხვა ვალუტით დატვირთული ინკასაციის მანქანა რადარებიდან გათიშეს, ქალაქის ერთ-ერთ უბანში დააგდეს, თანხა კი ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაიტანეს და ქვეყნიდან გავიდნენ. ერთი ვერსიით, "საქართველოს ბანკიდან" დაახლოებით 10 მილიონი ლარი ინკასატორებმა გაიტანეს. მომხდარიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, შსს-მ ძარცვის საქმე გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, 38 წლის ილია გელაშვილმა, რომელიც ამჟამად ძებნაშია, ბანკის საცავიდან 9 197 771 ლარი გაიტაცა, რომელიც ორმა თანამზრახველმა - თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ საცხოვრებელ ბინასა და სარდაფში გადამალეს. თანხის ნაწილი სწორედ დაკავებულების სახლებიდან ამოიღეს.

თელავში მოკლული ყოფილი პოლიციელი

23 სექტემბერს, თელავში ყოფილი პოლიციელი საკუთარ სახლთან მოკლეს. 36 წლის ბექა აბულაძეს ავტომატიდან ესროლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა. რამდენიმე დღის შემდეგ, შსს-მ ყოფილი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანით სახლში მიაკითხა ყოფილ პოლიციელ აბულაძეს და ქუჩაში გასვლა სთხოვა. ბექა ა-მ, შურისძიების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 17 ჭრილობა მიაყენა ბექა აბულაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დადგინდა, რომ ბრალდებულსა და გარდაცვლილ ბექა აბულაძეს 5 წლის წინ მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ბექა აბულაძის პოლიციურ საქმიანობას არ უკავშირდებოდა - ბექა აბულაძემ ბექა ა-ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

20 წლის ფეხბურთელის მკვლელობა

15 ნოემბერს, გამთენიისას თბილისის ცენტრში, კანდელაკისა და ტაშკენტის ქუჩების გადაკვეთაზე ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბ "მაჭახელას" 20 წლის ფეხბურთელი, თენგიზ ფერსელიძე მოკლეს. მეგობრის დაბადების დღეზე მყოფი ფეხბურთელი გამთენიისას ქუჩაში, შელაპარაკებისას დროს მოკლეს. დაპირისპირება ნასვამ ახალგაზრდებს შორის სიგარეტის გამო დაიწყო. როგორც გარდაცვლილის ახლობელი ყვება, ფერსელიძე დაპირისპირების გამო დაბადების დღიდან წამოვიდა, თუმცა ქუჩაში დაეწივნენ და დანით დაჩეხეს. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძახებაზე მისული ექიმის მკვლელობა

14 დეკემბერს თბილისში, ბერი გაბრიელის გამზირზე, 54 წლის მამაკაცმა გამოძახებაზე მისული ექიმი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ახასიათებდა ფსიქიკური აშლილობა და იმ დღეს ჰქონდა შეტევა, რა დროსაც ოჯახის წევრებმა დასახმარებლად ოჯახის ახლობელ ექიმს დაურეკეს, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობდა. ის თანამშრომელთან ერთად მივიდა ადგილზე, რა დროსაც ბრალდებულმა ორივეს ესროლა. ოჯახის ახლობელი 38 წლის ექიმი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე, 26 წლის ექიმი დაიჭრა. აღნიშნულის შემდეგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთახში ჩაიკეტა, მისი გამოყვანა და დაკავება გამოძახებულმა სპეცრაზმმა შეძლო. გამოძიება განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყო.

რუსთავის ტრაგედია - მოკლული 23 წლის გოგონა

17 მაისს, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში სასტიკად მოკლული 23 წლის გვანცა კილაძე მეგობარმა გოგონამ იპოვა. გარდაცვლილს დანით ყელისა და გულმკერდის არეში 14 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, ბინა, სადაც გვანცა კილაძის ცხედარი იპოვეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ახალგაზრდამ გიორგი მჭედლიშვილმა, შემთხვევამდე 2 თვით ადრე იქირავა. მჭედლიშვილი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში უგონო მდგომარეობაში იპოვა. არაოფიციალური ვერსიით, მან მკვლელობის შემდეგ დანით გულმკერდისა და კისრის არეში თვითდაზიანებები მიიყენა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილ გიორგი მჭედლიშვილს გვანცა კილაძე უყვარდა. ისინი კლასელები იყვნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მოკლული მამა-შვილი და მკვლელობაში ბრალდებული ცოლი

20 დეკემბერს, გამთენიისას სასტიკი დანაშაული მოხდა თბილისში. დიღმის მასივში მამა და მისი 5 წლის ვაჟი მოკლული იპოვეს. 27 წლის ომარ ქაფიაშვილი და ბავშვი მათივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს შესასვლელთან ნახეს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა და განზარახ მკვლელობის ფაქტზე მოკლულის მეუღლე მაგდა პაპიძე დააკავა. შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ბრალდებულად სცნეს, თუმცა პაპიძე ბრალს არ აღიარებს. მომხდარიდან 2 დღეში, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გამოძიება ახლაც მიმდინარეობს და შემდეგი სასამართლო სხდომა 2016 წლის 10 თებერვალს ჩატარდება.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ