მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იუსტიციის საბჭოში 10 მურუსიძე გვყავს"
"იუსტიციის საბჭოში 10 მურუსიძე გვყავს"

სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მწვა­ვე პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებ­მა საბ­ჭოს მდი­ვა­ნი ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ აირ­ჩი­ეს. მის კან­დი­და­ტუ­რას საბ­ჭოს 14 წევ­რის­გან მხა­რი 10-მა და­უ­ჭი­რა. მათ შო­რის ისე­თე­ბიც აღ­მოჩ­ნდნენ, ვინც საბ­ჭო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ და­ამ­ტკი­ცა: ევა გო­ცი­რი­ძე, კახა სოფ­რო­მა­ძე და ვახ­ტანგ თორ­დია. კენ­ჭისყრას იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს 14 წევ­რის­გან ერთი, გოჩა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, ავად­მყო­ფო­ბის გამო ვერ და­ეს­წრო. ვახ­ტანგ მჭედ­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც საბ­ჭო­ში პრე­ზი­დენ­ტმა და­ა­სა­ხე­ლა, კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ნინო გვე­ნე­ტა­ძემ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს ხმა არ მის­ცა. თა­ვად ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე თა­ვის კან­დი­და­ტუ­რას ხმას ვერ მის­ცემ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ევა გო­ცი­რი­ძემ, კა­ხა­ბერ სოფ­რო­მა­ძემ და ვახ­ტანგ თორ­დი­ამ ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, თურ­მე მუ­რუ­სი­ძის და­ნიშ­ვნა­ზე უა­რის თქმა სხვა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მიერ აღ­ქმუ­ლი იქ­ნე­ბო­და, "რო­გორც ძვე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი­სად­მი სა­ერ­თო უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მი­დან მათი თან­და­თა­ნო­ბი­თი გან­დევ­ნის მა­უ­წყე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი, რაც გა­მო­იწ­ვევ­და მათ დე­მო­რა­ლი­ზა­ცი­ას, არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და ქა­ოსს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში". აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე ჩა­მოთ­ვლილ საქ­მე­ებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ გრძნობს და თავს მხო­ლოდ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბის მსხვერ­პლად მი­იჩ­ნევს. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მას არც ის და­უ­მა­ლავს, რომ რე­ა­ლუ­რად იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მდივ­ნის პოს­ტის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად იბ­რძო­და, რად­გან თუ სა­ა­პე­ლა­ცი­ოს მო­სა­მარ­თლედ არ აირ­ჩევ­დნენ, მას იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მდივ­ნის პოს­ტის და­ტო­ვე­ბაც მო­უ­წევ­და. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით კი მან ორი კურ­დღლის და­ჭე­რა შეძ­ლო - 2017 წლამ­დე იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდივ­ნის პოსტს ინარ­ჩუ­ნებს, პოს­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ კი უვა­დო მო­სა­მარ­თლედ და­ნიშ­ვნის პერ­სპექ­ტი­ვაც დიდი აქვს. რაც მთა­ვა­რია, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რი­თაც იმუქ­რე­ბა. მუ­რუ­სი­ძის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რედ და­ნიშ­ვნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა. აღ­შფო­თე­ბუ­ლი არი­ან თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც.

მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი: - პა­ტივს ვცემ სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ შტოს, მაგ­რამ თავს მო­ვა­ლედ ვთვლი, ჩემი პო­ზი­ცია და­ვა­ფიქ­სი­რო მუ­რუ­სი­ძის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლი­ად ჯან­სა­ღი, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი და სა­მარ­თლი­ა­ნი მო­თხოვ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, საია-ს თავ­მჯდო­მა­რე: - იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში ჩვენ გვყავს 10 ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე და ეს ათი­ვე ადა­მი­ა­ნი იზი­ა­რებს სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გირ­გვლი­ა­ნის საქ­მი­სა და ყვე­ლა იმ უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ მი­ი­ღო და მო­მა­ვალ­შიც მი­ი­ღებს. ყვე­ლა იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც ეს ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მი­ი­ღებს, საბ­ჭოს ათი­ვე წევ­რს მო­უ­წევს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­ზი­ა­რე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

"იუსტიციის საბჭოში 10 მურუსიძე გვყავს"

"იუსტიციის საბჭოში 10 მურუსიძე გვყავს"

საზოგადოების უმრავლესობის მწვავე პროტესტის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. მის კანდიდატურას საბჭოს 14 წევრისგან მხარი 10-მა დაუჭირა. მათ შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ, ვინც საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობამ დაამტკიცა: ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე და ვახტანგ თორდია. კენჭისყრას იუსტიციის საბჭოს 14 წევრისგან ერთი, გოჩა მამულაშვილი, ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო. ვახტანგ მჭედლიშვილს, რომელიც საბჭოში პრეზიდენტმა დაასახელა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ლევან მურუსიძეს ხმა არ მისცა. თავად ლევან მურუსიძე თავის კანდიდატურას ხმას ვერ მისცემდა.

მოგვიანებით, ევა გოცირიძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ვახტანგ თორდიამ ერთობლივი საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვით, თურმე მურუსიძის დანიშვნაზე უარის თქმა სხვა მოსამართლეების მიერ აღქმული იქნებოდა, "როგორც ძველი მოსამართლეებისადმი საერთო უნდობლობის გამოცხადება და სასამართლო სისტემიდან მათი თანდათანობითი განდევნის მაუწყებელი ნაბიჯი, რაც გამოიწვევდა მათ დემორალიზაციას, არასტაბილურობასა და ქაოსს სასამართლო სისტემაში". აღსანიშნავია, რომ ლევან მურუსიძე ჩამოთვლილ საქმეებზე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და თავს მხოლოდ წინა ხელისუფლების მიღებული კანონების მსხვერპლად მიიჩნევს. ჩვენთან საუბარში მას არც ის დაუმალავს, რომ რეალურად იუსტიციის საბჭოს მდივნის პოსტის შესანარჩუნებლად იბრძოდა, რადგან თუ სააპელაციოს მოსამართლედ არ აირჩევდნენ, მას იუსტიციის საბჭოს მდივნის პოსტის დატოვებაც მოუწევდა. დღევანდელი მდგომარეობით კი მან ორი კურდღლის დაჭერა შეძლო - 2017 წლამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს ინარჩუნებს, პოსტიდან წასვლის შემდეგ კი უვადო მოსამართლედ დანიშვნის პერსპექტივაც დიდი აქვს. რაც მთავარია, ლევან მურუსიძე მოსამართლეების მხარდაჭერითაც იმუქრება. მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. აღშფოთებული არიან თავად ხელისუფლებაშიც.

მანანა კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი: - პატივს ვცემ სასამართლო ხელისუფლებას, როგორც დამოუკიდებელ შტოს, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს არის საზოგადოების სრულიად ჯანსაღი, საფუძვლიანი და სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება.

ანა ნაცვლიშვილი, საია-ს თავმჯდომარე: - იუსტიციის საბჭოში ჩვენ გვყავს 10 ლევან მურუსიძე და ეს ათივე ადამიანი იზიარებს სრულ პასუხისმგებლობას გირგვლიანის საქმისა და ყველა იმ უკანონო გადაწყვეტილებისთვის, რომლებიც ლევან მურუსიძემ მიიღო და მომავალშიც მიიღებს. ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ეს ადამიანი საქართველოს სახელით მიიღებს, საბჭოს ათივე წევრს მოუწევს პასუხისმგებლობის გაზიარება.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ