პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გაზომავს 2016 წლიდან სატელევიზიო რეიტინგებს?! - რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს ქართულ სარეკლამო ბაზარზე
ვინ გაზომავს 2016 წლიდან სატელევიზიო რეიტინგებს?! - რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს ქართულ სარეკლამო ბაზარზე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სა­რეკ­ლა­მო ბა­ზა­რი ახა­ლი ეტა­პის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ბა­ზარ­ზე რე­ი­ტინ­გე­ბის მთვლე­ლი ახა­ლი კომ­პა­ნი­ის შე­მოს­ვლა ახა­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვა­სა და და­მა­ტე­ბი­თი სერ­ვი­სის შე­თა­ვა­ზე­ბას აა­ნონ­სებს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში, კომ­პა­ნია "ტრი მე­დია ინ­ტე­ლი­ჯენ­სი" თა­ვის კლი­ენ­ტებს 20-მდე ქარ­თუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხის რე­ი­ტინგს წა­რუდ­გენს. 2016 წლის და­სა­წყი­სი­დან კი სა­ტე­ლი­ვი­ზიო აუ­დი­ტო­რი­ის მზო­მა­ვი კომ­პა­ნია და­მა­ტე­ბით კი­დევ 24-მდე არ­ხის რე­ი­ტინგს გა­ზო­მავს, შე­სა­ბა­მი­სად, შემ­დეგ წელს მე­დია ინ­დუსტრი­ას 40-მდე ქარ­თუ­ლი არ­ხის რე­ი­ტინ­გე­ბი ექ­ნე­ბა.

ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ნა­წი­ლი, ბა­ზარ­ზე რე­ი­ტინ­გე­ბის მზო­მა­ვი მე­ო­რე, უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი კომ­პა­ნი­ის გა­მო­ჩე­ნას და­დე­ბი­თად აფა­სებს და ფიქ­რო­ბენ, რომ ამით ბა­ზა­რი უფრო გამჭვირ­ვა­ლე და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბა. თუმ­ცა, ისე­თე­ბიც არი­ან, ვინც ახა­ლი მთვლე­ლის შე­მოს­ვლას ეჭ­ვით უყუ­რებს და ჩნდე­ბა ვერ­სი­ე­ბი ამ კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი­სა და მათი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ამი­ტომ, ამ ყვე­ლა­ფერ­ში მეტი სი­ცხა­დის შე­სა­ტა­ნად, კომ­პა­ნი­ის და­არ­სე­ბის, მისი მიზ­ნე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ "ტრი მე­დია ინ­ტე­ლი­ჯენ­სის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელს, მე­რაბ ფა­ჩუ­ლი­ას ვე­სა­უბ­რეთ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­რაბ ფა­ჩუ­ლი­ას ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი­სა და ბიზ­ნე­სის კვლე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრ "გორ­ბი­დან" იც­ნობს.

"კომ­პა­ნია "გორ­ბის" საქ­მი­ა­ნო­ბა ჯერ კი­დევ იმ დროს და­ვი­წყეთ, როცა სა­ქარ­თვე­ლო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წევ­რი იყო. პირ­ველ კვლე­ვებს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ვა­ტა­რებ­დით, მათ შო­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­ში ვიკ­ვლევ­დით. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი კლი­ენ­ტე­ბი იყ­ვნენ: "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა", "ამე­რი­კის ხმა", ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი და სხვა. მას შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა და ახლა "გორ­ბი" 12 ქვე­ყა­ნა­ში აწარ­მო­ებს კვლე­ვას EBRD-თვის. ვა­წარ­მო­ებთ კვლე­ვებს აი­ო­ვას უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის და რამ­დე­ნი­მე მიმ­დი­ნა­რე პრო­ექტს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ კომ­პა­ნია "კოკა-კო­ლას­თვის". ცოტა ხნის წინ წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლეთ და­ნა­შა­უ­ლის კვლე­ვა ყირ­გი­ზეთ­ში, რო­მე­ლიც USAID-მა დაგ­ვიკ­ვე­თა.

ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან და საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ გა­ვი­ცა­ნი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, გოგა თევ­დო­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად "ტრი მე­დია ინ­ტე­ლი­ჯენ­სის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ამ პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა ჯერ კი­დევ 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მინ­დო­და. უფრო ზუს­ტად, ორი რა­მის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და - მუ­სი­კა­ლუ­რი ჩარ­ტე­ბის და სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ი­ტინ­გე­ბის. პირ­ვე­ლი ვერ გა­ვა­კე­თე იმი­ტომ, რომ არც მა­შინ და არც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იქ­მნე­ბა იმ რა­ო­დე­ნო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ცია, რომ ჩარ­ტე­ბი გა­ა­კე­თო. რაც შე­ე­ხე­ბა ტი­ვი­მეტ­რი­ას, ჯერ იყო და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­დუსტრია არ იყო მზად ამის­თვის, შემ­დეგ კი ზედ­მე­ტად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი იყო. იყო დრო, როცა ჩვენს კვლე­ვით ცენ­ტრს ტენ­დერ­შიც კი არ მი­ა­ღე­ბი­ნეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ ახლა ამით კმა­ყო­ფი­ლიც ვარ.

2011 წლი­დან კი ისევ და­ვი­წყე ფიქ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ი­ტინ­გე­ბის მთვლე­ლი კომ­პა­ნი­ის და­არ­სე­ბა­ზე და ჩემს პარტნი­ორ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა უცხო­ურ კომ­პა­ნი­ებს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ამ თე­მა­ზე. აქვე მინ­და ვთქვა, მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კის მა­გა­ლით­ზე, როცა ქვე­ყა­ნა­ში სა­ეჭ­ვო რე­პუ­ტა­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მი იც­ვლე­ბა, რომ­ლის დრო­საც უამ­რა­ვი კი­თხვა ჩნდე­ბა თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამას აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ი­ტინ­გე­ბის მთვლე­ლი კომ­პა­ნი­ის შეც­ვლა. თუმ­ცა ასე­თი მო­თხოვ­ნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­გა­ნაც მო­დი­ო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და ამ ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, თა­ვი­სი აზრი ხმა­მაღ­ლა გა­მო­ე­ხა­ტათ. შე­მიძ­ლია სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გი­თხრათ, ტე­ლე­ვი­ზი­ის არ­ცერ­თი მმარ­თვე­ლი, ვი­საც მე შევ­ხვდი და და­მი­ჯე­რეთ, ცო­ტას არ შევ­ხვედ­რი­ვარ, არ გა­მოთ­ქვამ­და კმა­ყო­ფი­ლე­ბას ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მთვლე­ლით და პრი­ვა­ტულ სა­უბ­რებ­ში ანეკ­დო­ტურ ამ­ბებს მიყ­ვე­ბოდ­ნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნე­სუ­რად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და და ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბიზ­ნე­სის­თვის შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ის სერ­ვი­სი, რო­მელ­ზეც მო­თხოვ­ნა არ­სე­ბობ­და".

- უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რა არის ბა­ზარ­ზე თქვე­ნი შე­მოს­ვლის მი­ზა­ნი?

- რამ­დე­ნი­მე მი­ზა­ნი გვაქვს, მათ შო­რის გა­ნათ­ლე­ბის ზრდა ამ ინ­დუსტრი­ა­ში, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცამ რა­ღაც არ იცის, უბ­რა­ლოდ თუ არ გაქვს ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ამას ვერ ის­წავ­ლი. ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც ჩვენ შე­მოგ­ვაქვს, ბა­ზარ­ზე წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ნორ­ვე­გი­ა­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ისეთ დიდ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე, რო­გო­რიც არის ინ­დო­ე­თი, ჩი­ნე­თი და სხვა. ჩვე­ნი კომ­პა­ნია TMI მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, მსოფ­ლიო ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია KANTAR MEDIA-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ლი­ცენ­ზი­ან­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში. KANTAR MEDIA-ს კი 50-ზე მეტი ქვეყ­ნის სა­ტე­ლე­ვი­ზიო აუ­დი­ტო­რი­ის გა­ზომ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

სა­დღაც წა­ვი­კი­თხე, რომ თით­ქოს, როცა ბა­ზა­რი ასე­თი პა­ტა­რაა, მე­ო­რე კომ­პა­ნი­ის შე­მოს­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგას, რაც თავ­ში­ვე მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბაა. სა­ტე­ლე­ვი­ზიო ვა­ლუ­ტას გან­სა­ზღვრავს რე­ი­ტინ­გი (ე.წ. ვა­ლუ­ტა), მაგ­რამ რო­გორც კი ამ ვა­ლუ­ტა­ში ეჭვი ეპა­რე­ბათ, მის მი­მართ სან­დო­ო­ბა და­ბა­ლია, ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ამ ვა­ლუ­ტის გან­სა­ზღვრის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბაც გაჩ­ნდეს. როცა არ­სე­ბულ მთვლელს ვა­და­რებთ ჩვენს კომ­პა­ნი­ა­სა და მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან, და­ახ­ლო­ე­ბით იმას ჰგავს კუ­პო­ნი და ფუნ­ტი რომ შე­ა­და­რო ერ­თმა­ნეთს. ალ­ბათ, დრო მოვა და ორი­ვე კომ­პა­ნი­ის მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ აუ­დიტს ჩა­ა­ტა­რე­ბენ. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ ჩვე­ნი ტექ­ნო­ლო­გია უახ­ლე­სია, შერ­ჩე­ვის სი­დი­დე დი­დია - 600-ზე მეტ ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბა­ში დგას ჩვე­ნი მთვლე­ლი. ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი არ­ხე­ბის რე­ი­ტინ­გის გა­ზომ­ვაც იყო და ახლა მა­თაც გა­უჩ­ნდე­ბათ ვა­ლუ­ტა, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც თა­ვად შე­ეძ­ლე­ბათ თვი­თონ სა­რეკ­ლა­მო დრო­ის გა­ყიდ­ვა, შე­სა­ბა­მი­სად ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბი­ან ფი­ნან­სუ­რად ვინ­მე­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ახლა და­ახ­ლო­ე­ბით 10 რე­გი­ო­ნა­ლუ­რი არხი იზო­მე­ბა, ჩვენ კი 40-ზე მეტს გავ­ზო­მავთ. ახლა თუ ბა­ზარ­ზე ერთ ან ორ ტე­ლე­ვი­ზი­ას აქვს პრე­ტენ­ზია იმი­სა, რომ ფი­ნან­სუ­რად მდგრა­დი ბიზ­ნე­სია, ხვალ რამ­დე­ნი­მე ასე­თი ტე­ლე­ვი­ზია გაჩ­ნდე­ბა. ყველ­გან, ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ასე მოხ­და და არც ჩვენ ვართ გა­მო­ნაკ­ლი­სი. როცა გაქვს მყა­რი ვა­ლუ­ტა, რა თქმა უნდა, სა­რეკ­ლა­მო და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზა­რი უფრო ვი­თარ­დე­ბა. დამ­კვე­თი რომ მო­დის და რეკ­ლა­მა­ში ფულს ხარ­ჯავს, ბუ­ნებ­რი­ვია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია რომ შე­სა­ბა­მი­სი უკუ­გე­ბა მი­ი­ღოს. თუ მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი არ არის მის მიერ რეკ­ლა­მა­ში გა­დახ­დი­ლი ფუ­ლის პრო­პორ­ცი­უ­ლი, ამას შე­საძ­ლოა ორი მი­ზე­ზი ჰქონ­დეს - ან დის­ტრი­ბუ­ცი­ის პრობ­ლე­მაა, ან რე­ი­ტინ­გი ვერ დათ­ვა­ლა ვინ­მემ სწო­რად, რის გა­მოც მისი რეკ­ლა­მა მიზ­ნობ­რივ აუ­დი­ტო­რი­ამ­დე არ აღ­წევს. ჩვე­ნი ტექ­ნო­ლო­გია კი რე­ი­ტინ­გის გა­ზომ­ვის მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ჩვენ ვზო­მავთ იმ პა­რა­მეტ­რებ­საც, რაც აქამ­დე არ იზო­მე­ბო­და, ეს ეხე­ბა სტუმ­რე­ბის ყუ­რე­ბა­დო­ბას და ასე­ვე გა­დახ­ვე­ვებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ესეც ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­დუსტრი­ას.

ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა ყვე­ლას მო­უ­ტანს სარ­გე­ბელს - სა­რეკ­ლა­მო ბა­ზა­რიც გა­იზ­რდე­ბა, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბიც მეტ შე­მო­სა­ვალს მი­ი­ღე­ბენ, მათ შო­რის რე­ა­ლუ­რი შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბა გა­ჩაღ­დე­ბა და უკე­თეს კონ­ტენტს შეს­თა­ვა­ზე­ბენ მა­ყუ­რე­ბელს. ჩემს თვალ­წინ გა­ი­ა­რა ეს პრო­ცე­სი ბულ­გა­რეთ­მა, ჩე­ხეთ­მა და სლო­ვა­კეთ­მა. ჩვენ მე­დი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მარ­ტი­ვი ფორ­მუ­ლა გვაქვს, თუ მე­დია არის ბიზ­ნეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მა­შინ ჩვენ­თან უნდა ითა­ნამ­შრომ­ლონ. და თუ ეს ასე არ არის, მა­შინ უკაც­რა­ვად და ასეთ მე­დი­ას­თან ჩვენც არა­ფე­რი გვე­საქ­მე­ბა. ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღია ვართ.

ორი­ო­დე სი­ტყვით "კან­ტარ მე­დი­ა­ზეც" მინ­და გი­თხრათ. რო­გორც KANTAR MEDIA-ს ლი­ცენ­ზი­ან­ტი, უამ­რავ შიდა აუ­დიტს გავ­დი­ვართ. რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში იყო შემ­თხვე­ვა, როცა ლი­ცენ­ზი­ან­ტმა შიდა აუ­დი­ტის მო­თოხ­ვნე­ბი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და KANTAR MEDIA-მ მათ­თან კონ­ტრაქ­ტი შე­წყვი­ტა. მთე­ლი ჩვე­ნი სის­ტე­მა ლონ­დო­ნის ოფის­ზეა მიბ­მუ­ლი. KANTAR MEDIA-ს 5-მი­ლი­არ­დი­ა­ნი ბრუნ­ვა აქვს, 170 ათა­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი ჰყავს 60 ქვე­ყა­ნა­ში და მათ­თვის ისე­თი­ვე სენ­სი­ტი­უ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ლი­ცენ­ზი­ან­ტი კომ­პა­ნი­ის რე­პუ­ტა­ცია, რო­გორც რო­მე­ლი­მე დიდი ბაზ­რის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ში. ერთი მცი­რე შეც­დო­მა და მათი აქ­ცი­ე­ბის ფა­სის მცი­რე­დით და­წე­ვაც კი ლონ­დო­ნის ბირ­ჟა­ზე ისეთ ცვლი­ლე­ბებს გა­მო­იწ­ვევს, რო­მე­ლიც ბევ­რჯერ აღე­მა­ტე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარს მთლი­ა­ნად. ამი­ტომ ნე­ბის­მი­ერ სა­კითხს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თა და ყუ­რა­დღე­ბით ეკი­დე­ბი­ან.

-გაჩ­ნდა ეჭ­ვე­ბი კომ­პა­ნი­ის კა­პი­ტა­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. ნიკა გვა­რა­მი­ამ ისიც კი თქვა, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ი­ტინ­გე­ბის მთვლე­ლი ახა­ლი კომ­პა­ნია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფი­ნან­სე­ბით შე­იქ­მნა.

- ამას პირ­ვე­ლად თქვენ­თან ვამ­ბობ. ამ კომ­პა­ნი­ის და­ფუძ­ნე­ბის­თვის მე და ჩემ­მა პარტნი­ორ­მა "თი­ბი­სი ბან­კი­დან" 1,1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის სეს­ხი ავი­ღეთ. გარ­და ამი­სა, მე და გო­გამ შე­ვი­ტა­ნეთ ჩვე­ნი პი­რა­დი ფი­ნან­სე­ბი სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტალ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 500 ათა­სი დო­ლა­რი. და­მერ­წმუ­ნეთ, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ. ეს არ იყო ერთი და ორ დღე­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. გარ­კვე­უ­ლი თან­ხა ალ­ბათ კი­დევ დაგ­ვჭირ­დე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში. ჩვენ რა თქმა უნდა, გათ­ვლი­ლი გვქონ­და, რომ ეს არის ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, 2017 წლი­დან და­ი­წყებს შე­მო­სავ­ლე­ბის მო­ტა­ნას.

- ბა­ზარ­ზე ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ის მქო­ნე კომ­პა­ნი­ის შე­მოს­ვლა უკვე არ­სე­ბუ­ლი მთვლე­ლის გას­ვლას ხომ არ გა­მო­იწ­ვევს?

- გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ისეც, რომ ორი კომ­პა­ნია ოპე­რი­რებ­დეს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ერთი ვა­ლუ­ტა დარ­ჩე­ბა. ჩვენ ახალს არა­ფერს ვი­გო­ნებთ. ასე ხდე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში და ეს უნდა დავ­ნერ­გოთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც. და­ნარ­ჩე­ნი კი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბი­ან სი­ახ­ლით უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი და უსა­ფუძ­ვლო კრი­ტი­კით აგ­ვავ­სე­ბენ. ოფის­ში მაქვს გაკ­რუ­ლი ამო­ნა­რი­დე­ბი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი­დან, სა­დაც სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბი მაკ­რი­ტი­კე­ბენ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო. ახლა ზოგი ცი­ხე­შია, ზოგი ვერ ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზო­გიც პარ­ლა­მენ­ტშია. ჩვენ კი ისევ ამ საქ­მეს ვა­კე­თებთ. სა­სა­ცი­ლოა, როცა ამ­ბო­ბენ, რომ თით­ქოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფუ­ლით ვა­კე­თებთ ამ საქ­მეს. დრო გა­მო­ა­ჩენს ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს.

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ვინ გაზომავს 2016 წლიდან სატელევიზიო რეიტინგებს?! - რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს ქართულ სარეკლამო ბაზარზე

ვინ გაზომავს 2016 წლიდან სატელევიზიო რეიტინგებს?! - რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს ქართულ სარეკლამო ბაზარზე

საქართველოს სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ახალი ეტაპისთვის ემზადება. ბაზარზე რეიტინგების მთვლელი ახალი კომპანიის შემოსვლა ახალი, ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და დამატებითი სერვისის შეთავაზებას აანონსებს. რამდენიმე დღეში, კომპანია "ტრი მედია ინტელიჯენსი" თავის კლიენტებს 20-მდე ქართული სატელევიზიო არხის რეიტინგს წარუდგენს. 2016 წლის დასაწყისიდან კი სატელივიზიო აუდიტორიის მზომავი კომპანია დამატებით კიდევ 24-მდე არხის რეიტინგს გაზომავს, შესაბამისად, შემდეგ წელს მედია ინდუსტრიას 40-მდე ქართული არხის რეიტინგები ექნება.

ტელევიზიების წარმომადგენლების ნაწილი, ბაზარზე რეიტინგების მზომავი მეორე, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპანიის გამოჩენას დადებითად აფასებს და ფიქრობენ, რომ ამით ბაზარი უფრო გამჭვირვალე და განვითარებული გახდება. თუმცა, ისეთებიც არიან, ვინც ახალი მთვლელის შემოსვლას ეჭვით უყურებს და ჩნდება ვერსიები ამ კომპანიის დამფუძნებლებისა და მათი ფინანსური რესურსების წარმომავლობის შესახებ. ამიტომ, ამ ყველაფერში მეტი სიცხადის შესატანად, კომპანიის დაარსების, მისი მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ "ტრი მედია ინტელიჯენსის" თანადამფუძნებელს, მერაბ ფაჩულიას ვესაუბრეთ. შეგახსენებთ, რომ მერაბ ფაჩულიას ფართო საზოგადოება საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ "გორბიდან" იცნობს.

"კომპანია "გორბის" საქმიანობა ჯერ კიდევ იმ დროს დავიწყეთ, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის წევრი იყო. პირველ კვლევებს, სრულიად საქართველოს მასშტაბით ვატარებდით, მათ შორის საზოგადოებრივ აზრს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ვიკვლევდით. ჩვენი პირველი კლიენტები იყვნენ: "რადიო თავისუფლება", "ამერიკის ხმა", ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი და სხვა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა "გორბი" 12 ქვეყანაში აწარმოებს კვლევას EBRD-თვის. ვაწარმოებთ კვლევებს აიოვას უნივერსიტეტისთვის და რამდენიმე მიმდინარე პროექტს ვახორციელებთ კომპანია "კოკა-კოლასთვის". ცოტა ხნის წინ წარმატებით დავასრულეთ დანაშაულის კვლევა ყირგიზეთში, რომელიც USAID-მა დაგვიკვეთა.

ჩემი პროფესიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე დაახლოებით 10 წლის წინ გავიცანი გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი, გოგა თევდორაშვილი, რომელიც ჩემთან ერთად "ტრი მედია ინტელიჯენსის" თანადამფუძნებელია. ამ პროექტის გაკეთება ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში მინდოდა. უფრო ზუსტად, ორი რამის გაკეთება მინდოდა - მუსიკალური ჩარტების და სატელევიზიო რეიტინგების. პირველი ვერ გავაკეთე იმიტომ, რომ არც მაშინ და არც ახლა საქართველოში არ იქმნება იმ რაოდენობის მუსიკალური პროდუქცია, რომ ჩარტები გააკეთო. რაც შეეხება ტივიმეტრიას, ჯერ იყო და სატელევიზიო ინდუსტრია არ იყო მზად ამისთვის, შემდეგ კი ზედმეტად პოლიტიზებული იყო. იყო დრო, როცა ჩვენს კვლევით ცენტრს ტენდერშიც კი არ მიაღებინეს მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ ახლა ამით კმაყოფილიც ვარ.

2011 წლიდან კი ისევ დავიწყე ფიქრი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანიის დაარსებაზე და ჩემს პარტნიორთან ერთად სხვადასხვა უცხოურ კომპანიებს ველაპარაკებოდი ამ თემაზე. აქვე მინდა ვთქვა, მსოფლიო პრაქტიკის მაგალითზე, როცა ქვეყანაში საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკური რეჟიმი იცვლება, რომლის დროსაც უამრავი კითხვა ჩნდება თავისუფალ მედიასთან დაკავშირებით, ამას აუცილებლად მოჰყვება სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანიის შეცვლა. თუმცა ასეთი მოთხოვნა დამოუკიდებელი ტელევიზიების მფლობელებისგანაც მოდიოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და ამ ადამიანებს საშუალება მიეცათ, თავისი აზრი ხმამაღლა გამოეხატათ. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, ტელევიზიის არცერთი მმართველი, ვისაც მე შევხვდი და დამიჯერეთ, ცოტას არ შევხვედრივარ, არ გამოთქვამდა კმაყოფილებას ბაზარზე არსებული მთვლელით და პრივატულ საუბრებში ანეკდოტურ ამბებს მიყვებოდნენ. ეს ყველაფერი კი ნებისმიერი ბიზნესურად მოაზროვნე ადამიანისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდებოდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სატელევიზიო ბიზნესისთვის შეგვეთავაზებინა ის სერვისი, რომელზეც მოთხოვნა არსებობდა".

- უფრო კონკრეტულად, რა არის ბაზარზე თქვენი შემოსვლის მიზანი?

- რამდენიმე მიზანი გვაქვს, მათ შორის განათლების ზრდა ამ ინდუსტრიაში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაც არ იცის, უბრალოდ თუ არ გაქვს ახალი ტექნოლოგიები, ამას ვერ ისწავლი. ტექნოლოგია, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს, ბაზარზე წარმატებით გამოიყენება ნორვეგიასა და შვეიცარიაში. აღარაფერს ვამბობ ისეთ დიდ სახელმწიფოებზე, როგორიც არის ინდოეთი, ჩინეთი და სხვა. ჩვენი კომპანია TMI მულტინაციონალური, მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია KANTAR MEDIA-ს ექსკლუზიური ლიცენზიანტია საქართველოში. KANTAR MEDIA-ს კი 50-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის გამოცდილება აქვს.

სადღაც წავიკითხე, რომ თითქოს, როცა ბაზარი ასეთი პატარაა, მეორე კომპანიის შემოსვლის საჭიროება არ დგას, რაც თავშივე მცდარი შეხედულებაა. სატელევიზიო ვალუტას განსაზღვრავს რეიტინგი (ე.წ. ვალუტა), მაგრამ როგორც კი ამ ვალუტაში ეჭვი ეპარებათ, მის მიმართ სანდოობა დაბალია, ამ დროს აუცილებელია, რომ ამ ვალუტის განსაზღვრის სხვა საშუალებაც გაჩნდეს. როცა არსებულ მთვლელს ვადარებთ ჩვენს კომპანიასა და მის შესაძლებლობებთან, დაახლოებით იმას ჰგავს კუპონი და ფუნტი რომ შეადარო ერთმანეთს. ალბათ, დრო მოვა და ორივე კომპანიის მიუკერძოებელ აუდიტს ჩაატარებენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი ტექნოლოგია უახლესია, შერჩევის სიდიდე დიდია - 600-ზე მეტ შინამეურნეობაში დგას ჩვენი მთვლელი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი რეგიონალური არხების რეიტინგის გაზომვაც იყო და ახლა მათაც გაუჩნდებათ ვალუტა, რისი საშუალებითაც თავად შეეძლებათ თვითონ სარეკლამო დროის გაყიდვა, შესაბამისად ნაკლებად იქნებიან ფინანსურად ვინმეზე დამოკიდებული.

ახლა დაახლოებით 10 რეგიონალური არხი იზომება, ჩვენ კი 40-ზე მეტს გავზომავთ. ახლა თუ ბაზარზე ერთ ან ორ ტელევიზიას აქვს პრეტენზია იმისა, რომ ფინანსურად მდგრადი ბიზნესია, ხვალ რამდენიმე ასეთი ტელევიზია გაჩნდება. ყველგან, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასე მოხდა და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. როცა გაქვს მყარი ვალუტა, რა თქმა უნდა, სარეკლამო და სატელევიზიო ბაზარი უფრო ვითარდება. დამკვეთი რომ მოდის და რეკლამაში ფულს ხარჯავს, ბუნებრივია დაინტერესებულია რომ შესაბამისი უკუგება მიიღოს. თუ მიღებული შედეგი არ არის მის მიერ რეკლამაში გადახდილი ფულის პროპორციული, ამას შესაძლოა ორი მიზეზი ჰქონდეს - ან დისტრიბუციის პრობლემაა, ან რეიტინგი ვერ დათვალა ვინმემ სწორად, რის გამოც მისი რეკლამა მიზნობრივ აუდიტორიამდე არ აღწევს. ჩვენი ტექნოლოგია კი რეიტინგის გაზომვის მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. ჩვენ ვზომავთ იმ პარამეტრებსაც, რაც აქამდე არ იზომებოდა, ეს ეხება სტუმრების ყურებადობას და ასევე გადახვევებს. დარწმუნებული ვარ ესეც ძალიან წაადგება სატელევიზიო ინდუსტრიას.

ტექნოლოგიური უპირატესობა ყველას მოუტანს სარგებელს - სარეკლამო ბაზარიც გაიზრდება, ტელევიზიებიც მეტ შემოსავალს მიიღებენ, მათ შორის რეალური შეჯიბრებითობა გაჩაღდება და უკეთეს კონტენტს შესთავაზებენ მაყურებელს. ჩემს თვალწინ გაიარა ეს პროცესი ბულგარეთმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა. ჩვენ მედიასთან თანამშრომლობის მარტივი ფორმულა გვაქვს, თუ მედია არის ბიზნესზე ორიენტირებული, მაშინ ჩვენთან უნდა ითანამშრომლონ. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ უკაცრავად და ასეთ მედიასთან ჩვენც არაფერი გვესაქმება. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ.

ორიოდე სიტყვით "კანტარ მედიაზეც" მინდა გითხრათ. როგორც KANTAR MEDIA-ს ლიცენზიანტი, უამრავ შიდა აუდიტს გავდივართ. რამდენიმე ქვეყანაში იყო შემთხვევა, როცა ლიცენზიანტმა შიდა აუდიტის მოთოხვნები ვერ დააკმაყოფილა და KANTAR MEDIA-მ მათთან კონტრაქტი შეწყვიტა. მთელი ჩვენი სისტემა ლონდონის ოფისზეა მიბმული. KANTAR MEDIA-ს 5-მილიარდიანი ბრუნვა აქვს, 170 ათასი თანამშრომელი ჰყავს 60 ქვეყანაში და მათთვის ისეთივე სენსიტიურია საქართველოში ლიცენზიანტი კომპანიის რეპუტაცია, როგორც რომელიმე დიდი ბაზრის მქონე ქვეყანაში. ერთი მცირე შეცდომა და მათი აქციების ფასის მცირედით დაწევაც კი ლონდონის ბირჟაზე ისეთ ცვლილებებს გამოიწვევს, რომელიც ბევრჯერ აღემატება ღირებულებით საქართველოს სარეკლამო ბაზარს მთლიანად. ამიტომ ნებისმიერ საკითხს დიდი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით ეკიდებიან.

-გაჩნდა ეჭვები კომპანიის კაპიტალის წარმომავლობასთან დაკავშირებითაც. ნიკა გვარამიამ ისიც კი თქვა, რომ სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი ახალი კომპანია ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით შეიქმნა.

- ამას პირველად თქვენთან ვამბობ. ამ კომპანიის დაფუძნებისთვის მე და ჩემმა პარტნიორმა "თიბისი ბანკიდან" 1,1 მილიონი დოლარის მოცულობის სესხი ავიღეთ. გარდა ამისა, მე და გოგამ შევიტანეთ ჩვენი პირადი ფინანსები საწესდებო კაპიტალში დაახლოებით 500 ათასი დოლარი. დამერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი ვიფიქრეთ. ეს არ იყო ერთი და ორ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. გარკვეული თანხა ალბათ კიდევ დაგვჭირდება მომავალი წლის პირველ კვარტალში. ჩვენ რა თქმა უნდა, გათვლილი გვქონდა, რომ ეს არის ბიზნესი, რომელიც სავარაუდოდ, 2017 წლიდან დაიწყებს შემოსავლების მოტანას.

- ბაზარზე ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიის მქონე კომპანიის შემოსვლა უკვე არსებული მთვლელის გასვლას ხომ არ გამოიწვევს?

- გარდამავალ ეტაპზე შეიძლება მოხდეს ისეც, რომ ორი კომპანია ოპერირებდეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთი ვალუტა დარჩება. ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ. ასე ხდება მთელ მსოფლიოში და ეს უნდა დავნერგოთ საქართველოშიც. დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია. ყოველთვის გამოჩნდებიან სიახლით უკმაყოფილო ადამიანები და უსაფუძვლო კრიტიკით აგვავსებენ. ოფისში მაქვს გაკრული ამონარიდები პუბლიკაციებიდან, სადაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანები მაკრიტიკებენ ჩემი საქმიანობის გამო. ახლა ზოგი ციხეშია, ზოგი ვერ ჩამოდის საქართველოში, ზოგიც პარლამენტშია. ჩვენ კი ისევ ამ საქმეს ვაკეთებთ. სასაცილოა, როცა ამბობენ, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის ფულით ვაკეთებთ ამ საქმეს. დრო გამოაჩენს ყველას და ყველაფერს.

ემა ტუხიაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია